Feb 6, 2013

სმა-ჭამა 2013


   დამქანცველი დეკემბრის შემდეგ იანვარი მეტ ნაკლებად  შვებით ამოსასუნთქი თვეა. ამავე თვეს გვაქვს ხოლმე უკვე ტრადიციულად კორპორატიული წვეულებაც სადაც მთელი სამსახურობა ვიყრით ხოლმე თავს. წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი და 27 იანვარს ყველა ოქეელმა მოვიყარეთ თავი ახალ ბაბილოში. ჩვენი მაღაზია შარშანდელი წლისგან განსხვავებით უფრო აქტიურად ემზადებოდა ამ დღისთვის, მომზადებაში იგულისხმება სხვადასხვა სანახაობრივი დადგემი, დაჯილდოებები და ა.შ. რაშიც მე დიდად აქტიურობას არ ვიღებდი. უმცა საბოლოო ჯამში მაინც ჩვენი მაღაზია საკმაოდ აქტიური იყო. 


6საათისკენ მაღაზია დავკეტეთ და ბაბილოსკენ გავეშურეთ.


შარშანდელის მსგავსად წელსაც გვყავდა ფოტოგრაფი დაქირავებული, მივხვდი რომ ბევრი მათგანი უბრალოდ ფოტოგრაფობას იბრალებს და უაზროდ აჩხაკუნებს.