May 31, 2015

ჯერ კიდევ 2014ში

ერთ წელზე მეტი გავიდა რაც ჩემს  ბლოგზე  ერთი სიტყვაც კი არ დამიწერია, არც კარგი, არც ცუდი. ხშირად უთქვამთ ადამიანებს, რომლებთანაც  თითქმის არანაირი სახის ურთიერთობა აღარ მაქვს, რატომ აღარ წერო,  შენს შესახებ ბლოგიდან ვიგებდითო, მაგრამ სიმართლე, რომ ვთქვა მეზარებოდა, არადა ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად ბევრი სიახლეა.
ზოგადად, ბავშვობაში დაახლოებით 10 წლის ასაკში, რომ დავფიქრდებოდი ყველაზე მეტად ვოცნებობდი იმ ასაკზე, რომელშიც ახლა ვარ. მუდამ მინდოდა, რომ  ვყოფილიყავი ამ ასაკში, რადგან ბევრი რამის გაკეთებას შევძლებდი. ჩემს ცხოვრებას ჩემი სურვილის მიხედვით წავრმართავდი და ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მე მინდოდა. მოკლედ ჩემი კარიერის ბატონ პატრონი მე ვიქნებოდი და ასეც არის.
   დაახლოებით 2 წლის მანძილზე ძალიან ბევრ რამეზე მიწევდა უარის თქმა, მაგალითად ტანსაცმელზე, გასართობად სიარულზე, სასუსნავებზე და ყველაფერი რაც ფულთან არის დაკავშირებული. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ  თითოეული კაპიკი დამეზოგა და აღებულ ხელფასს უმალვე რესპუბლიკის ბანკში, ანაბარზე გავაქანებდი ხოლმე. ჩემმა აკრძალვებმა და ფულის დაზოგვამ შედეგი გამოიღო, დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს  იაპონურ აუქციონზე შევიძინე ავტომობილი, რომლის ჩამოსვლასაც დაახლოებით 3 თვე ველოდე. ყოველდღე ვამოწმებდი გემი სად იყო და როდის მოაღწევდა ჩემამდე.  ხანდახან სიზმრად იმასაც კი ვხედავდი თუ როგორ იძირებოდა გემი. ჩამოსვლის თარიღად 2 იანვარი ეწერა. ჩემმა ძმამაც მალევე გამოწერა ახალი მანქანა თავისთვის და ახალ წელს ბაკურიანში მყოფები ფსონებს ვდებდით თუ ვისი მანქანა უფრო მალე ჩამოვიდოდა.
 ბოლოს, 6 თებერვალს როგორც იქნა დადგა ის დღე, როდესაც( იმ დროისთვის)  ჩემს ყველაზე დიდ შენაძენს უნდა შევხვედროდი. მთელი დღის მანძილზე ვერ ვმუშაობდი, ვფიქრობდი იმ წუთებზე თუ როდის დავინახავდი ცენტრალის მეორე იარუსზე მდგარ ჩემს  ნაცარას. კი არ დავდიოდი დავფრინავდი სიხარულისგან. იმ წუთებში ვერც კი გავაცნობიერე  თუ რამდენად მომეწონა ჩემი პიპიკო, რომ იყო თითქმის სალონიდან გამოყვანილივით. მოკლედ უბედნიერესი ვიყავი <3 და ვარ დღემდე ამ ფაქტით.
მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დიდი სადარდებელი წინ მქონდა.  ალბათ ყველა მშობელი განიცდის თავისი შვილისთვის მოსალოდნელ ხიფათს, შესაბამისად სურთ, რომ აარიდონ ეს ხიფათი და ამის გამო გვიშლიან ყველაფერს. დიახ, ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, მანქანა ვიყიდე ისე, რომ არავინ არ იცოდა სახლში და ჩამოყვანის დღიდან 1 თვის მანძილზე მანქანას ვმალავდი ოჯახისწევრებისგან. ეშინოდათ  ტარება კარგად არ იცი და არ გინდა მანქანაო, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ თუ როდესმე არ დაჯექი ისე ვერც ვერასდროს ისწავლი.   მანქანას რამდენიმე ბინის მოშორებით ვაჩერებდი  ე.წ "სტაიანკაზე''.  ბოლოს როგორც ხდება ხოლმე, ენაჭარტალა მეზობლებმა საქმე წინ წამიგდეს და მამაჩემს მიუტანეს ენა თაკო დავინახეთ მანქანაზე იჯდა და გილოცავთ შენაძენსო. კი გაუკვირდა მამაჩემს მე წარმოდგენა არ მაქვსო. 1 თვიანი მალვის შემდეგ განვუცხადე რომ დღეს, 19 მარტს ჩემი დაბადებისდღე იყო, ჩემს თავს საჩუქარი გავუკეთე და  მანქანა ვიყიდე. უკვე ეზოში აყენია და  გინდა თუ არ გინდა ბედს უნდა შეეგუო თქო.  აი უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა იმ დღის მერე და ჩემი ნაცარა კვლავ ძალიან მიყვარს, მართლა ბევრი რამ ვისწავლე ამ ერთი წლის მანძილზე მანქანასთან მიმართებაში.  მიყვარს ჩემი ტოიოტა და მალე ალბათ შემდეგ მოდელს ვიყიდი ჩემი ცუნცულასი <3.
ნაცარას დახვედრა ოკში


Jan 7, 2014

hello 2014

2013 წლის შეჯამება მინდოდა ცოტა ადრიანად დამეწერა მაგრამ გადატვირთულმა დეკემბერმა არ მომცა ამის საშუალება. ახლა კი მინდა თქვენც გიამბოთ უკვე შარშანდელი წლის მნიშნელოვანი მოვლენები. მინდა ავღნიშნო რომ საკმაოდ კარგი წელი იყო. ნაყოფიერი. ჩემი ბავშვობის ოცნებების ასრულების წელი იყო.  
  • პირველი რითაც 2013 წელი გამოირჩეოდა იყო ერთ ერთი ფოტოაპარატის შეძენა. canon 600 D ჩემია. გამოგიტყდებით და იმდენი ხნის ოცნება იყო :)) არადა სულ რამდენჯერმე თუ მოვახერხე უდროობის გამო მისი გამოყენება. 
  • ჩემი ბებერი მობილური ჩავანაცვლე ახალი ტელეფონით, სამსუნგ გალაქსი ს2+  ყოველდღე მეხმარება  სოციალურ ქსელში ძრომიალისთვის. არჩევანი მასზე მისი ვიზუალიდან გამომდინარე შევაჩერე. ფუნქციონალურადაც სრულიად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა ჩემთვის. 
  • მაისში მართვის მოწმობისთვის მომზადება დავიწყე. და 1 თვეში მე უკვე პრავიანი გოგოშკა გავხდი.  ძალიან მარტივად მოვიპოვე მართვის მოწმობა. ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო.

Aug 22, 2013

OK დღე



შარშანდელი გეგმის მიხედვით წელს ერთ ერთი გამორჩეული დასვენება უნდა მქონოდა, თუმცა რადგან მანქანა ივნისამდე ვერ მოესწრო, ეს კარგი დასვენება გადავწიე იქითა ზაფხულისთვის. და წელსაც თავი შევაფარე  ჩემს სოფელს მაგრანეთს. ჩემი აღჭურვილობით 5 დღით ამოვედი. 5 დღით იმიტომ რომ  ამაზე მეტი აქ ვერ ვძლებ.
მეხუთე  დღე ყველაზე მეტად გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო. სამსახურში არის რამდენიმე ადამიანი რომლებიც ცხოვრობენ ერთი ოჯახივით. ყოველთვის გვშურდა თეთრი შურით. დასასვენებლადაც ერთად დადიოდინენ. ჩვენ კი ალბათ აამას ვერასდროს ავიხდენდით იმიტომ რომ 3 ის ერთად დასვენება გამორიცხულია. რა უნდა მოხდეს ისეთი რომ 3 ადამიანი დაგვასვენონ ერთ დღეს. თუმცა მოხდა სასწაული :D მე და თეო ერთ დროს გავედით შვებულებაში. ელომ დასვენების დღე დაამთვხია და ჩემთან ამოვიდნენ სოფელში.

დილით ისე საშინლად წვიმდა. მეგონა აღარასდროს გადაიღებდა.  წამდაუწუმ ცას ვუყურებდი რომ კარგი ამინდი გამოსულიყო. კარგი ამინდის მოლოდინში სიმინდი დავდგი მოსახარშად.



იმინდს საკმაოდ გემრიელად ვამზადებ :D
რამაგარია "ფეჩის" სითბო. განსაკუთრებით ისეთ ამინდში როგორიც მაშინ იყო.


Jul 21, 2013

გავპრავიანდი

ძალიან დიდი ხანია მინდა პრავის აღება.  ამისათის ხან ინტერნეტიდან ვსწავლობდი, ხან წიგნიდან, თუმცა საბოლოო ჯამში  თავი ვერ მოვაბი სწავლას, ალბათ უფრო იმიტომ რომ მოტივაცია არ მქონდა სათანადოდ,  თან არ მინდოდა უბრალოდ დამეზეპირებინა ბილეთები, რადგან ვთვლი, რომ გააზრებულად როდესაც სწავლობ უფრო მარტივად გამახსოვრდება და თან კითხვებიც აღარ გექნება თუ რატომ არის ის პასუხი სწორი და რატომ არასწორი...

ჯერ კიდევ აპრილში გადავწყვიტე  რომელიმე ავტოსკოლაში ჩავწერილიყავი,ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია, რადგან ყველაზე ახლოს ჩემს სამსახურთან ილოს ავტოსკოლა იყო.  მაისის შუა რიცხვებში  დამირეკეს რომ ჯგუფი შეივსო და შეგვეძლო მეცადინეობის დაწყება. 
 ყველაზე მძიმე თვე იყო, იმიტომ რომ სახლიდან 8ის ნახევარზე მიწევდა გასვლა და სულ გადარბენებზე ვიყავი.  თუმცა ამ ერთმა თვემ ძალიან მალე გაიარა, ხშირად  სამსახურში ვმეცადინეობდი, მემუქრებოდნენ წიგნის დახევითაც თუმცა მაინც ჩემსას არ ვიშლიდი.

 15 ივნისს გადავწყვიტე პრავაზე გასვლა. დილით ავედი რუსთავის საპატრულოში, არ ვნერვიულობდი დიდად თუმცა შინაგანი ღელვა მქონდა. 
თავდაპირველად გადავიხადე ლიბერთი ბანკში 16 ლარი რადგან სტუდენტი ვიყავი, ჩავაბარე საბუთები  და ჩემი რიგის მოსვლას დაველოდე... დაახლოებით 30 წუთის შემდგომ ჩემი გვარი ამოიკითხეს და შევედი თეორიის ჩასაბარებელ ოთხაში. ხელი ისე მიკანკალებდა მეშინოდა შეცდომით არ დამეჭირა :d  ზუსტად 2 წუთსადა 40 წამში 30დან 30 კითხვას ვუპასუხე და გახარებული გავემართე პრაქტიკის ჩასაბარებელ  ადგილას. 
იქაც ასევე ჩავაბარე პირადობა და ჩემს რიგს დაველოდე, თან ვაკვირდებოდი  ვინ როგორ აკეთებდა და რა შეცდომებს უშვებდნენ. ძალიან ბევრი ტვინიკოსა უაზროდ მიედ-მოედებოდა და ერთი სული მქონდა მოვშორებოდი მათ.



May 20, 2013

Take It

იმისთვის რომ მივაღწიოთ ჩვენს ოცნებებს, მთავარია მონდომება, და შემდგომ იღბალიც, ფულიც, წარმატებაც ახლოსვე იტრიალებს ჩვენს ირგვლივ.მთავარია ჩვენ ის დავინახოთ და შანსი ხელიდან არ გავუშვათ.

წელს, ასეთ შანსებს ხელიდან ნაკლებად ვუშვებ და შესაბამისად ჩემი ოცნებებიც ნელ-ნელა სრულდება. მემგონი უკვე, რომ ახალი სურვილებით ჩავანაცვლო ეს ყველაფერი.
ცოტა ხნის წინ,  2013 წლის მიზნების სიას გამოაკლდა რამდენიმე პუნქტი. პირველი და ძირითადი გახლდათ ჩემი ახალი გოგოშკას ოჯახში შემოსვლა, ანუუ მე უკვე ჩემი ფოტოაპარატი მაქვს, რომელიც ჩემი შვილივით  მიყვარს და მასთან განშორება, სხვისთვის თხოვება ჩემთვის საკმაოდ მტკივნეული იქნება.
Welcome Canon 600 D



          I It.

Feb 6, 2013

სმა-ჭამა 2013


   დამქანცველი დეკემბრის შემდეგ იანვარი მეტ ნაკლებად  შვებით ამოსასუნთქი თვეა. ამავე თვეს გვაქვს ხოლმე უკვე ტრადიციულად კორპორატიული წვეულებაც სადაც მთელი სამსახურობა ვიყრით ხოლმე თავს. წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი და 27 იანვარს ყველა ოქეელმა მოვიყარეთ თავი ახალ ბაბილოში. ჩვენი მაღაზია შარშანდელი წლისგან განსხვავებით უფრო აქტიურად ემზადებოდა ამ დღისთვის, მომზადებაში იგულისხმება სხვადასხვა სანახაობრივი დადგემი, დაჯილდოებები და ა.შ. რაშიც მე დიდად აქტიურობას არ ვიღებდი. უმცა საბოლოო ჯამში მაინც ჩვენი მაღაზია საკმაოდ აქტიური იყო. 


6საათისკენ მაღაზია დავკეტეთ და ბაბილოსკენ გავეშურეთ.


შარშანდელის მსგავსად წელსაც გვყავდა ფოტოგრაფი დაქირავებული, მივხვდი რომ ბევრი მათგანი უბრალოდ ფოტოგრაფობას იბრალებს და უაზროდ აჩხაკუნებს.

Jan 1, 2013

გეახალწლეთ

ჯერ ასეთი მშვიდი ახალი წელი არ მქონია. დეკემბრის თვემ ისე ჩაიარაა ვერც კი მოვასწარი საახალწლო სურნელით დატკბობა. დიდად განწყობა არც მქონია. 31ში ისე დასრულდა სამუშაო დღე  თითქოს ერთი ჩვეულებრივი სამსახურეობრივი დღე დასრულდა. მაგრამ ამ დღესაც ჰქონდა თავისი პლიუსები. მაგალითად ის რომ მივიღე ბევრი სისაჩუქრეები და ასევე გავეცი მეც. დაგვერიცხა პრემიები და ამით ჩემებისთვის წუწუნის მომენტიც- რომ ფული მოეცათ დამთავრდა.
ბოლო კვირის მანძილზე ნაადრევად დავიწყე საახალწლო საჩუქრების დარიგება, რომ ვყიდულობდი ბავშვებისთვის ვეღარ ვითმენდი 31მდე და იმავე დღეს ვაძლევდი საჩუქარს. მერე ისენიც მჩუქნიდნენ და აი ასე ვიქმნიდით საახალწლო განწყობას <3.
ძალიან საყვარლობა საჩუქრები მივიღე:
ძალიან თბილი ხელთათმანები ელოსგან
ნეონის ქამარი ნინოსგან
შავი ძალიან საყვარელი იუბკა მაჩუქა ასევე ელომ, რომელიც ჩემს ჩექმებს ძალიან უხდება, და მეორე ნინომ  სასაცილო და საყვარელი ყელსაბამი. ძალიან დიდი მადლობა მათ <3.
 რამდენიმე დღის წინ ხელფასის დარიცხვის თანავე სამსახურის მერე თბილისი მოლში ამოვყავი თავი და დაუგეგმავი შოფინგი მოვიწყვე. ძალიან აზარტული  ყოფილია შოფინგობა უნდა გამოტვყდე. იმდენი რამ მომეწონა <3. ბოლოს სანამ თანხის ლიმიტი არ ამოიწურა იქამდე არ გავჩერდი. :D რამდენიმე რაღაც ჩემს ძმასაც ვაყიდინე და ისეთი ბედნიერი წამოვედი იქიდან. ერთი გულდასაწყვეტობა ის იყო რომ მეორე დღიდან ჩემებისთვის გზის ფულის თხოვნა მომიწევდა, მაგრამ პრემიების დარიცხვამ ისე გამახარააა <3 მარტო 2 დღე ვიარე მათ ხარჯზე  :D
2012 წელმა მალე გაიარა. ჩემს თავს ვატყობ რომ ძალიან გავიზარდე ამ ბოლო 1 წლის მანძილზე, სამსახურმა ბევრი რამ მასწავლა, ბევრი თვისება შემიცვალა, ადამიანებთან სხვაგვარად მიდგომა ვისწავლე და ა.შ. საშალება მომეცა ჩემი ოცნებების რეალიზაცია მოვახდინო და ასეც არის. 2012 ში ვიყიდე ლეპტოპი <3 ჩემი საყვარელი გოგო ჩემთანაა. 2013 წელს ჩემი მანქანის ჯერია, დიდი იმედი მაქვს რომ  მარტ -აპრილში სიხარულით მოგახსენებთ რომ მე უკვე ჩემი პატარა სახლი მექნება. 1 წლის მანძილზე მანქანის ფულის მოგროვების გამო ბევრ რამეზე ვთქვი უარი და ახლა იმდენი რამ მაქვს გასაკეთებელი რომ მინდა ეს იდეაც მალე განვახორციელო <3. 
ზაფხულში კი ქენონ 600 დ-ს დროც მოვა. 
მოკლედ  საინტერესო 2013 წელი მელის წინ და მინდა ყველას მოგილოცოთ ახალი წელი და ასევე საინტერესო, იღბლიანი და მრავალფეროვანი წელი გისურვოთ <3 <3 <3