Dec 13, 2011

პირველი კვირა OK ში

ჰმმ, როგორც იქნა მაღაზიაშიც გადამიყვანეს, ყაზბეგის 44  ნომერში განთავსებულ ტექნიკის სახლ ok ში.  ძალიან კარგად შევეგუე იქაურობას და ასევე იქაურ სასტავსაც. ორი ადამიანი ჩემი თანასოფლელი აღმოჩნდა, რამაც ძალიან გამახარა.
ჰმმ, სხვებს რაც შეეხებათ თითქმის ყველა ჩემს ნათესავებს მივამსგავსე. მომწონს მუშაობა, უნიშიც  დავდივარ ჩვენი მენეჯერის დამსახურებით, და ასე რომ ვთქვათ ერთდროულად ორ კურდღელს ვიჭერ. :D 
მუშაობის დაწყებასთან ერთად გამომიმუშავდა დღეში სამჯერ კვების რეჟიმი, ადრე მხოლოდ ერთხელ მივირთმევდი. მაგრამ მგონი აჯობებს მხოლოდ დილით და შუადღისას მივირთვა.  საღამოთი ვისაც საჭმელი გაუთავდება თვითგადარჩენის მომენტი დგება და სხვის საჭმელებს მიადგენბიან ხოლმე :D 
 ამ ერთი კვირის მანძილზე შემთხვევითად დიდი ხნის  უნახავ ნაცნობებს გადავაწყდი. გამიხარდა მაინც რარაცნაირად. 
 უკვე ყოველდღე დღის რეჟიმი თავისით იგეგმება ხოლმე.მაგალითად დილით ვდგები 8 საათზე, რათა საჭმელები მოვიმზადო წასაღებად. ცხრა საათზე სახლიდან გავდივარ და რვა საათამდე იქ ვარ. შემდგომ ისევ სახლში ვბრუნდები, ვმემცადინეობ და ვიძინებ.  ცოტა ერთფეროვანი გახდა მაგრამ რას ვიზამთ. ნელ -ნელა შეიცვლება ყველაფერი.  გული მწყდება იმაზე რომ კომპიუტერისთვის საერთოდ ვეღარ ვიცლი, ფაქტობრივად დღეში 20 წუთიც კი ვეღარ ვჯდები.
კვირაში ერთი დღე ვისვენებ, სამშაბათი ავირჩიე დასასვენებლად და ისიც უნიში დავდივარ. შუადღისას წავუძინებ და ასე. 

 ამ დღეების მანძილზე იმდენი რამ მოხდა, მაგრამ მართლა ვეღარ ვიცლიდი საწერად.  მოხდა ის, რომ ჩემი ბლოგი 2 წლის გახდა.  ძალიან მიყვარს  ჩემი ბლოგი, აი უზოოოომოდ და უსაზღვროდ. ვიცლები ხოლმე აქ წერით როცა რაიმე მაწუხებს.  ეს ყველაფერი თავიდან დაბადებას ჰგავს ხოლმე. ჩემი ბლოგისთვის პატარა ქაფქეიქის გაკეთება მინდოდა მაგრამ მართლა ვერ მოვიცალე.

 ერთ-ერთმა ბლოგერმა - თმის ვარდისფერი საღებავი მიწილადა. ჰმმ რასაკვირველია იმდღესვე შევიღებე ვარდისფერი ზოლი. უზომოდ მომეწონა. ახლა კი, უკვე გადამიარა ვარდისფერი ზოლის ქონის სურვილმა, ეგ ხომ უკვე ავიისრულე. 

იმდღეს ვფიქრობდი, რომ დიდი ხანია აღარ მიქვითინია. ჩემში ბევრი უარყოფითი ემოცია დაროვდა ამ ხნის მანძილზე, შემდგომ კი, ერთმა წამიერმა მომენტმა მთელი საღამო მაქვითინა. სახლში მომავალი ტირილით მოვდიოდი. ტირილით ვჭამე საჭმელიც, და ასევე ტირილ ტირილში ჩამეძინა. მეორე დღეს ყველაზე სასიამოვნოდ გამეღვიძა.  აღარც  კი მახსოვდა წინა დღის ტირილები. 

მოკლედ ასე, ზამთარი შემგოვიერთდა და მალე ახალი წელიც მოვა, წელს ჩემს აწ ყოფილ კლასელებთან ერთად შევხვდები ახალ წელს. მომბეზრდა სახლის მიდამოებში ყოველ ახალ წელს შეხვედრა. 
OK  ნაძვის ხე

Dec 2, 2011

მოგვეცით წყნარად მგზავრობის საშუალება

ჩვენ ადამიანებს,  ყოველდღიურად გვიწევს მარშუტკით მგზავრობა, რომელშიც ბევრ ისეთ რამეს ვაწყდებით რომელიც არ მოგვწონს, გვაღიზიანებს , ან სულაც ნერვებს გვიშლის. მინდა ჩავეწერო ამ ადამიანების კატეგორიებში. როდესაც სახლში ვბრუნდები დაღლილი ძალიან მოქმედებს თუნდაც ტრანსპორტში შემხვედრი ნაცნობების ლაპარაკი, ან კიდევ N რაოდენობით ტკბილი დუხის დასხმა. 
მაშ ასე,  ამ ხნის მანძილზე ვცდილობდი ჩამენიშნა თუ რა  იწვევდა ჩემში დიდ პროტესტს, სწორედ ამიტომ  მოვითხოვ აიკრძალოს  

 1. ტრანსპორტში საუბარი.  

 2.სხვის ტელეფონში ყურება, იმ იმედით წავიკითხო რას წერს-ო
  
 3.ტკბილი, იაფასიანი დუხების დასხმა.

 4.ტელეფონზე 2წუთზე მეტი საუბარი.

 5.გაბმულად მესიჯობისას ზარის ჩართვა (ხომ შეიძლება გამოურთო და სხვაც არ გააღიზიანო?)

 6.celena gomes ის love songის მოსმენა.

 7.მარშუტკისეული სიმღერები.
 
 8.ჭუჭყიანი, ოფლიანი ადამიანების ამოსვლა, (ზაფხულში განსაკუთრებით)
 9სიგარეტის მოწევა მარშუტკაში.
  
 10.მოვითხოვ აიკრძალოს სრუტუნი და უკეთეს შემთხვევაში  თან იქონიონ ცხვირსახოცი.

11. პარკის ჭრიალი, ( აი თუნდაც დღეს :MAD:)

12. მოვითხოვ აიკრძალოს ვალერიანს წვეთების დალევა მარშუტკაში.

13. აიკრძალო მარშუტკაში ხვრინვა :mad:


 სულ ეს არის ჯერჯერობით. დაგვიბრუნეთ წყნარად და მშვიდად საუბრის უფლება :MAD:

შემომიერთდით მეგობრებო, ჩვენ უნდა გავხდეთ 100 -ნი 200-ნი ან თუნდაც 300-ნი.

Nov 26, 2011

მეangel gabrielება

ჩემი კვირა სრულებითაც არ იყო ისეთი მძიმე როგორც ეს ერთი შეხედვით მიმაჩნდა. პირიქით, ძალიან საინტერესო, ოდნავ გადატვირთული და ძალიან ცივი იყო ალბათ. 
ორშაბათიდან ტრენინგი დამეწყო OK ში, სერვის + ში, საკმაოდ საინტერესო იყო. რაღაცნაირად მეაქტიურებოდა კიდეც.  ა ჰო, მე ხომ არც არასდროს არ ვყოფილვარ პასიური, პირიქით. 
ტრენინგები საკმაოდ ხალისიანად მიმდინარეობდა. მაგრამ ბავშვები დიდად არ 
 მომეწონნენ.  მთელი ტრენინგი ისე მიმდინარეობდა რომ უმრავლესობა ხმასაც არიღებდა დასმულ კითხვაზე პასუხისგასაცემად. ა, კიდევ ისეთები,
რომელთათვისაც  ლურჯი, ცისფერი, მწვანე ფერის  თმა, პირსინგი საზოგადოებისსთის მიურებლად ჩაცმა დიდ პრობლემას წარმოადგენდა და ასეთ ადამიანებთან ვერც მეგობროობენ. აშკარად არ ვართ ერთმანეთთან საურთიერთობოდ განკუთვნილები. კიდევ ერთი, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა წაიღო ტვინი. ( სგ,სგ გავიგეთ რომ რუსეთში ცხოვრობდი და რუსული იცი)
ორშაბათს ტექნიკაში გვექნება ტრენინგი და 4 დეკემბრიდან მაღაზიებში გადავინაცვლებთ პრაქტიკებზე. 
არასდროს მდომებია ლოგინში დიდხანს კოტრიალი, მაგრამ ახლა როცა დღემ დაიკლო და ღამემ მოიმატა მინდა რომ ლოგინში ვიკოტრიალო. მაგრამ უნიში შუალედურების  ქონა არ მაძლევს ამის საშუალებას. რაღაცნასირად მალე მორჩა ეს წერები,  და ის მღელვარების გრძნობა, რომელიც პირველ კურსზე მქონდა გამიქრა.

Nov 19, 2011

I will

ჩემი სურვილი, რომ +30 პროცენტით ბოროტი ვყოფილიყავი არ გამართლდა.არც კი ვიცი ეს რაში მჭირდებოდა. ისე მიმაჩნია რომ საერთოდაც არ ვარ ბოროტი, ერთი პროცენტითაც კი. არც შურიანი, არც ბოღმა და ა.შ. შესაძლოა სწორედ ამან განაპირობა ის რომ ჩემი სურვილი ცოტათი გავბოროტებულიყავი უშედეგო აღმოჩნდა.

ამ ბოლო დროს მართლა შევიცვალე, მაგრამ არამგონია უარყოფითად. უბრალოდ ზაფხულიდან მოყოლებული, მას მერე რაც 1 კვირიანი პენსიონერული დასვენება მოვიწყვე ხმაურს ვეღარ ვიტან. ზედმეტი ყვირილი, ქაოსი, ფაცი-ფუცი ოჰ კატასტროფად იქცა ჩემთვის. სასტიკად მაღიზიანებს  მარშუტკაში შემთხვევითად შემხვედრი ადმიანების საუბარი, პატარა ბავშვის ტირილი, რომელსაც მგზავრობა არ მოსწონს და ა.შ. ძალიან მაღიზიანებს ისიც, რომ გარშემო მყოფები, უაზროდ ყვირილს იწყებენ, როდესაც შეიძლება ხმადაბლა საუბარი და ყვირილის ნაცვლად ადამიანურად საუბარი. მაღიზიანებს ტელევიზორის ხმაც. ჰმმ ვითომ ნევროზი მაქვს?

რაღაცნაირად ძალიან გამაღიზიანებელი გახდნენ ჩემთვის ისეთი ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ძალით ირთულებენ, ძალით იქმნიან პრობლემებს და მათ მოგვარებაზე არც ფიქრობენ. ხმამაღლა აფიშირებას ახდენენ და თითქოს სხვებს თავს აცოდებენ ამით. პრობლემას ზედმეტი ლაყბობა კი არა  ფიქრი უნდა, თუ როგორ მოაგვარო იგი  მარტივი ხერხებით.

ერთადერთი რაც ყველაზე მეტად მენატრება არის ზაფხული, უფროსწორად მზე და სითბო. არასდროს ვიყავი მომხრე ზამთრის. უზომოდ მეზიზღება სიცივე. ალბათ დღეები უნდა ვითვალო როდის გავა 3 თვე, როდის მეღირსება თხელი ტანსაცმელი და  ბევრი ბევრი სითბო. საშინელებაა ის რომ დილით გარეთ გახედვისას ირგვლივ გადამხმარი გხვდება ყველაფერი. საოცრად ჩამკვდარია ყველაფერი.  
ორშაბათიდან მძიმე კვირა მეწყება. 6 გამოცდა +ტრენინგი. მიხარია, ეს ის დღეებია, როცა ყველაფერი გამოსწორების გზაზე უნდა დადგეს ჩემს კარიერაში. ტრენინგების დრომ პრობლემა შემიქმნა უნიში, თუმცა ყველაფერი ჯიგარი ლექტორების დახმარებით საკმაოდ იოლად გადავჭერი. 
 გეგმების დაწყბოის პერიოდი მაქვს, მაგრამ ამასთანავე მეშინია. რადგან როგორც წესი ცხოვრება ნაკლებად მიჰყვება ამ გეგმებს. ვნახოთ რა იქნება.


Nov 14, 2011

ლეპო


ძალიან შემიყვარდა. არა უზომოდ. მისი დანახვისთანავე შემიპყო მისი ხელში ჩაგდების სურვლმა, <3 <3 ძალიან სათუთი და ნაზია. 
ნორმალური ზომის და საკაიფო მონაცემების. ფასიც შესაფერისი.

ა ხო, ახლა მე მასზე შეყვარებული ვარ და ყოველღამით მესიზმრება. 

 სავარაუდოდ დეკმებერში ჩემს ხხელთ იქნება, და ჩემს ოთახს გაალამაზებს. ჩემი ტელიც სამსუნგია, თან თეთრი ერთმანეთს მშვენივრად გაუგებენ.
 თუ გავითვალიწსინებთ იმასაც რომ ორივე ჩემი საყვარელი ფერია, ჩემთვის იდეალური ვარიანტია. ძალიან მინდა <3 <3

Nov 12, 2011

ცხელი ღამე

დილით მშვენიერ განწყობაზე გავიღვიძე, ავდექი და უნივერსიტეტში წასასვლელად მოვემზადე. იქვე სკამზე მიყრილი ტანსაცმლებიდან ერთი იასამნისფერი სვიტრი ავარჩიე, რომელიც საცოდავად მიჭმუჭნულიყო.
ცოტა არ იყოს  და მაძაგძაგებდა, სოსო კვლავინდებურად მმოძღვარვდა, მაიკა ჩაიცვი შიგნით შეგცივდება, თუმცა დიდად არ მიმიქცევია ყურადღება...

საღამოთი სახლში დავბრუნდი, იმის ნაცვლად, რომ გასახარი ამბები ნამდვილად მქონდა მოღუშული ვიყავი, სახლში საოცრად თბილოდა, თუმცა ისე მციოდა რომ, გამათბობელს ვეხუტებოდი.

ცხვირთან მიმართებაშიც ყველაფერი რიგზე ვერ უნდა ყოფილიყო. ხან ერთიც ხვირი მიჩვენებდა ავარიულ მდგომარეობას, ხან მეორე. მამას მივწერე ცხვირის წამალი წამომიღე თქო.

მართლაც, თუ  ასეთ დროს ღამით ცხვირის წვეთები  არ ჩავისხი, ფაქტობრივად პირით მიწევს სუნთქვა რაც ჩემთვის  კოშმარია.

ძალიან მციოდა და დაწოლა გადავწვიტე. სიცხე გავიზომე, 37ს აკლდა 1 ხაზი. უეცრად ძალიან მგრძნობიარე გავხდი, და რაც პირველი განვიცადე ჩემი სიცხიანობა იყო. ამეზლუქუნა და ნახევრად ტირილით  ლოგინში ჩავწექი.  ჩემებისთვის არაფერი არ მითქვამს, დაიწყებდნენ გეუბნებოდი თბილად ჩაიცვი, არ გვისმენ ესა ისა. მირჩევნია ყველაფერი ჩუმად გავაკეთო.

ცოტახანში თემრომეტრი 37.5ს აჩვენებდა, წამოვხტი ლოგინიდან, თაფლიანი ჩაი გავიკეთე, არადა როგორ ვერ ვიტან. ჩაის ტირილით ვსვამდი. ჩემები გადიოდნენ გამოდიოდნენ, თუმცა არც კი უკითხავთ როგორ ვიყავი, მერე კი გავამართლე ისინი, მათ ხომ არ იციან რომ სიცხე მაქვს.

უეცრად  მარტოხელა ადამიანები გამახსენდნენ,რომელთაც არავინ არ ჰყავს თუნდაც ყურადღებას რომ მიაქცევენ, ან თუნდაც ჰკითხავებნ როგორ ხარ? საბანს თბილად ამოუგებენ და წამალს მიაწვდიან დასალევად.
მაშინ მივხვდი რა საშინელებაა მარტოობა, რომ არ მინდა არასდროს ვიყო მარტო. საერთოდაც, როცა რაღაცას გამოვცდით და უკეთ გავუგებთ ასე ვთქვათ გემოს, მაშინ ვხვდებით რომ ის კარგია ან ცუდი, მოგვწონს ან არ მოგვწონს. ხოლო ზეპირად თქმა , რომ მე არ მომწონს მარტოობა ადვილია.უფრო გვეშინია როცა გამოვცდით იმის რაც არ გვინდა რომ  დაგვემართოს.

Nov 1, 2011

რამდენად კარგად ვიცნობთ ჩვენს თავს?

ყველა ადამიანს ჰყავს თავისი საკუთარი მე, რომელსაც შესაძლოა კარგად იცნობს ან პირიქით. მე ყოველთვის ვცდილობ ჩემი თავი უკეთ შევისწავლო, მინდა გითხრათ რომ ეს არც ისე იოლია.  თითქოს ყველაფერი გაანალიზებული მაქვს, მაგრამ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ რამეს ვიგებ ჩემი მეს შესახებ. სიმართლე გითხრათ ძალიან საინტერესოა ახალ-ახალი ინფორმაციის აღმოჩენა, რომელზეც ადრე არასდროს დავფიქრებულვარ.

ერთი შეხედვით, ვიცით რა გვიყვარს, არ გვიყვარს, ან მოგვწონს და ა.შ მაგრამ ეს არ გულისხმობს ჩვენი მე-ს ძირფესვიანად შესწავლას.

 ჩვენი მე -ს გაცნობიერება ორგვარია: პირადი და საჯარო. პირადი ანუ პრივატული მე შედგება სხვისთის უხილავი განწყობისაგან და გრძნობებისგან, ხოლო საჯარო კი პირიქით, ღია ქცევას შეიცავს, სწორედ საჯარო ქცევებით წარუდგება ადამიანი საზოგადოებას.

საინტერესოა ის თუ, რამდენად ხშირად ვუსვამთ ჩვენს თავს კითხვას : ვინ ვარ მე? ან რამდენად ხშირად გაქვთ დიალოგი საკუთარ თავთან, რამდენად გულწრფელი ხართ საკუთარი თავის მიმართ? 

საინტერესოა ისიც, რამდენად კარგად იცნობთ თქვენს ახლო მეგობარს თუნდაც. ამ მიზნით გთავაზობთ პატარა ტესტირებას, რომელიც შემდეგი პრინციპით უნდა გააკეთოთ.

მაშასე,  თავდაპირველად ასრულებთ თქვენს მეგობარზე ამ წინადადებებს, შეგიძლიათ სთხოვოთ მასაც და დაწეროს თქვენზე, შემდეგ კი ასრულებთ ამ წინადადებებს თქვენს თავზე,  თქვენი მეგობარიც ანალოგიურად უნდა მოიქცეს, დაწეროს ჯერ თქვენზე და შემდეგ საკუთარ თავზე.  ბოლოს კი წაიკითხეთ ორივე და განმარტეთ რამდენად დაემთხვა თქვენი მეგობრის აზრები თქვენს შესახებ და პირიქით, რამდენად დაემთხვა თქვენი შეხედულებები თქვენს მეგობარზე. 

1.მას მოსწონს . . .
2.მისი საყვარელი საქმიანობაა. . . .
3.მას უხარია . . .
4.თუ რაღაც კარგა ვერ გამოუვიდა . . .
5.თუ მოწყენილია . . .
6.თუ მისით ვინმე აღფრთოვანდა . . .
7.თუ არ აქვს რამის გაკეთების სურვილი . . .
8.თუ რაღაცის ეშინია . . . .
9. ის ამაყობს...

Oct 28, 2011

სხეულის ენა

   არვიცი რამდენად აკვირდებით თქვენს თავს ან თუნდაც სხვებს, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ალბათ აღმოვაჩენთ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ უამრავ სხეულის მოძრაობას იმისათვის, რომ ჩვენი აზრი უფრო ნათლად გამოვხატოთ და უფრო გასაგები იყოს თანამოსაუბრისთვის.

 არსებობს უამრავი ჟესტების, მიმიკებისა და სხეულის მოძრაობა, რომელსაც თავისი მნიშნელობა  აქვს ფსიქოლოგიაში. 

ალბათ ისიც  გაგვიგონია, რომ თუ ორ თითს გადავაჯვარედინებთ შემდეგნაირად, ჩვენ ვაპირებთ რომ ვთქვათ ტყუილი, ბავშვობაში ამას "ნიჩურიტს'' ვეძახდით.


 განვიხილოთ სხვა რამდენიმე მაგალითი, 

1. 
გულმკერდზე გადაჯვარედინებული ხელები
გამოხატავს ნეგატიურ განწყობას. ასეთ პოზას ხშირად შევამჩნევთ უცხო ადამიანებში, რომლებიც საზოგადოებრივ შეკრებებზე , რიგებში გაჩერებაზე ანდა სხვა ადგილებში არიან, სადაც ისინი თავს არც თუ ისე უშჳშრად გრძნობენ.

 2.
ამ შემთხვევაში ნიკაპი ეყრდნობა ცერა თითს
ადამიანი იღებს შემფასებლურ პოზას. თუ ლოყა მუშტად შეკრულ თითებს ეყრდნობა, ხოლო საჩვენებელი თითი საფეთქელს უთითებს, როცა ასეთ დროს ნიკაპი ცერა თითს ეყრდნობა ეს მსმენელის ნეგატიურ ან კრიტიკულ დამოკიდებულებაზე მიგვანიშებს.

3.
ხელების სარჭისებური მდგომარეობა

Oct 22, 2011

შემოდგომა, სიცივე და...

ძალიან მიყვარს შემოდგომის თბილი ამინდები და თავად შემოდგომაც.თუმცა ქალაქში შემოდგომას ნამდვილ გემოს ვერ გაუგებს ადამიანი. აქ ერთ დღეს მწვანეა ყველაფერი, მეორე დღეს კი გადაყვითლებული გვხვდება, სოფელში კი სულ სხვაგავარად არის. ნელა იპარება შემოდგომა, ნელ -ნელა გადის გარდამავალ პერიოდსაც, მწვანედან წითელში შემდეგ კი ყვითელ ფერში. სუსხიც ნელ-ნელა იცვლება.

მაგრამ ძალიან მაშინებს შემოდგომის წასვლა, მაშინებს, რადგან არ მიყვარს გადამხმარი, გადატიტვლებული არემარე,გარეთ სიცოცხლე ჩამკვდარია, ეზოშიც იშვიათად შეამჩნევთ ალბათ ჟრიამულის მქონე ბავშვებს.

ძალიან მინდა ერთი-ორი დღით სოფელში წასვლა, იმ დიდ ვერანდაზე ვიჯდე, თბილი ტანსაცმლით შემოსილი, ხელში ცხელი ჩაის ჭიქა მეჭიროს, რომელსაც ორივე ხელს შემოვახვევ. შემოდოგმის ცივი, მსუსხავი ქარი, რომელიც სასიამოვნოდ ზუზუნებს, არხევდეს იმ დიდ 4 ალვის ხეს, რომელიც სახლის უკან არის. სასიამოვნო შრიალი აქვთ,ჯერ კენწეროდან იწყება ფოთლების რხევა, ნელ ნელა კი ნიავი ხის სხვა ნაწილებსაც სწვდება. მისი თითოეული შერხევა ტანში სიცივის სასიამოვნო შეჟრჟოლებას იწვევს.

ძალიან მიყვარს ასეთ დროს ძველი სასიამოვნო ამბების გახსენება.ამ დროს თითქოს ყველაფერი გაცილებით სხვაგვარად სასიამოვნო გეჩვენება, შინაგანადაც სულ სხვა სითბოს გრძნობ.

ძალიან მენატრება ეს შეგრძნებები, ეს სიცივეც და ის გემრიელად შებრაწული გოგრაც, რომელიც ამ დროს ძირითადად გუზგუზა ფეჩშია შესაწვავად შეგდებული. მინდა იქ <3 სულ ცოტახნით, სულ რამდენიმე საათით.



Oct 10, 2011

ფორუმელთა ლაშქრობა ყინწვისში

  • დღე.კვირა
  • თარიღი -09.10.2011
  • დასალაშქრი ადგილი:ყიწნვისი, ბატეთის ტბა,
  • რაოდენობა:20 ადამიანი
  •  მოლაშქრეთა კლუბი "იეტი"
გუშინ მოლაშქრეთა კლუბის"იეტის" დახმარებით მოეწყო  ლაშქრობა  ყინწვისში. ლაშქრობაში მონაწილეობას იღებდა 20 ადამიანი, რომელთათვისაც ერთმანეთი მეტნაკლებად უცხო იყო. შეხვედრის ადგილი დიდუბე გახლდათ, სადაც 8საათზე უნდა შევკრებილიყავით. 
წესით და რიგით ასეც იყო, 10 წუთის დაგვიანებით მივედით მე და ნინო და ბოლოს ნიკოლოზოიდიც შემოგვიერთდა. 
მას შემდეგ რაც ყველანი შევიკრიბეთ  რამდენიმე ადამიანი საჭმელის საყიდლად წავიდა.
9საათისთვის ყველამ ადგილები დავიკავეთ მარშუტკაში და გავეშურეთ დასალაშქრი ადგილისკენ.
მარშუტკაში 3 ფლანგად გავიყავით, უკანა ფლანგი ცალკე ხარხარებდა, შუა ცალკე და წინა კი დილაუთენია კონიაკს სვამდა. (მათ რიგებში გახლდით მეც : D)კონიაკს ძალიან უხდებოდა ვაშლი. 
 წინა რიგებში აქტიურადვე მივირთმევდით თხილს, რომელსაც ძირითადად მეტალმანია ტეხდა :D, ნახევარი პარკი თხილი თითქმის სულ მანდ დაამტვრია :D:D. 
მშვენიერ ხასიათზე ჩავედით  დანიშნულების ადგილას. ჯერ ეკლესიაში შევედით.
ყინწვისის ეკლესია
რამდენიმე გოგონა  ავედით ეკლესიის უკან, სადაც საოცარი სიჩუმე სუფევდა, და ძალიან გემრიელი ცივი წყალიც მოდიოდა. ადრე იქვე იყო ნატვრის ხე, მაგრამ  წელს მოჭრილ მდგომარეობაში დაგვხვდა.
სხვებმა რუკა იყიდეს, რომელიც ჩვენი მგზამკვლევი გახდა.


ამის შემდგომ ისევ დავეშვით უკან და ბატეთის ტბისკენ დავიძარით, რომელიც მონასტრიდან 17.5 კილომეტრის დაშორებითაა. გზა იყო საშინელი, ასევე მძღოლიც. 3-4 ჯერ მაინც ჩაუქვრა მანქანა, გარდა ამისა, ლამის პატარა იამკებზეც კი მანქანიდან გვყრიდა :D, ერთ-ერთ ადგილას მართლაც მოგვიხდა მანქანიდან გადმოსვლა და ფეხით გავლა რამდენიმე მეტრის. 
მარშუტკა მშვენიერ ადგილას გავაჩერეთ,  ჩამოვიტანეთ საკვები და შემდგომ რთული გზის დასალაშქრად დავიძარით. ყინწვისს რომ გამოვცდით, ჩვენი ტელეფონები აღარ იჭერდა. კოდმანის ტერიტორიაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია.
თავდაპირველად მე, "ნინო877" და "სერჟანტი" უკანა ფლანგზე მივდიოდით, ლუდი და ჭიქები მოვიმარაგეთ და წრუპაობ-წრუპაობით დავიწყეთ მოძრაობა ბატეთის ტბის მიმართულებით. უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ რამდენიმე ადამიანს ეზარებოდა წამოსვლა ტბაზე და განაცხადეს, რომ იქვე სადმე მოგვენახა ადგილი და იქ დაგვეცა ბანაკი :D თუმცა ეს მოსაზრება ყურად არ იღეს სხვა მოლაშქრეებმა, ამიტომ ყველანი გავეშურეთ ტბისკენ. 

Oct 5, 2011

Easy Like Year

     ჰოროსკოპი გვეუბნება,რომ თევზუკები ისეთი არსებები არიან, რომლებიც ძირითადად მოდუნებულები არიან თუ მათ მთელი დღის მანძილზე გაწერილი არ აქვთ გეგმა, რა უნდა გააკეთონ, რით უნდა დაკავდნენ. მეკი წინა 1 წელი, მძიმე აბიტურიენტობის მერე ასე გავატარე თითქმის. წელს ვაპირებ ყველაფერი სხვაგვარად იყოს.
 ვფიქრობ ახლა საუკეთესო პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, შემიძლია ბევრ რამეს მოვკიდო ხელი, ბევრი რამით დავინტერესდე, რაც ჩემი პიროვნების განვითარებაში დამეხმარება ყველა კუთხით. 
საერთოდაც უნივერსიტეტი ძალიან შემართებით დავიწყე. პირველ კურსზე თითქოს ნახევრად მეკიდა, ალბათ იმიტომ რომ პირველი კურსი მაინც ვითარებას ეცნობი,ასევე  ხალხსაც და გარემოსაც. ასე რომ ვთქვათ მოთელვის წელი იყო. ახლა კი ეს ყველაფერი გადალახულია. ფსიქოლოგიაში ვსწავლობთ გაცილებით საინტერესო საგნებს ვიდრე შესავალში. რამაც კიდევ უფრო განაპირობა ჩემი ინტერესი. ლექტორებიც ახლები გვყავს ძირითადად და ძალიან კარგები. ისე  დავადგინე ისიც, რომ ასაკოვანი ლექტორები, მიუხედავად იმისა რომ ძალიან სტაჟიანები არიან თავიანთ საქმეში უნდა ჩამოშორდნენ უნივერსიტეტს, ან გადამზადება გაიარონ. მოგეხსენებათ, რომ ისინი პოსტ საბჭოური წყობის მოდგმისანი არიან, უმრავლესობა კიდევ ამ პერიოდშია ჩარჩენილი. აქვთ სხვაგვარი მეთოდი სწავლებისა, სტუდენტებთან ურთიერთობისა, რაც არ მომწონს.
:D :D
    დიდი სურვილი მაქვს, რომ წელს სტიპენდიისთვის ვიბრძოლო, პრინციპში ამაში ხელს არც არაფერი არ მიშლის და საკმაოდ სამართლიანადაც გამოვთქვამ პრეტენზიას სტიპენდიის ქონასთან დაკავშირებით. ვნახოთ როგორ გაგრძელდება სემესტრი. 
 მივხვდი იმასაც, რომ ცეკვა საერთოდაც არ მეხერხება და სჯობს არასდროს არ ვიცეკვო :D 

ტანგოს გაკვეთილები :D

Oct 4, 2011

I've Seen It All

                    

რაღაცნაირად ვარ, რაც უფრო ვცდილობ რომ არ ვიფიქრო, მით უფრო მეფიქრინება. მით უფრო ვგრძნობ :|

მენატრება

Oct 1, 2011

ეს არც ისე ძნელი ყოფილა

    წინა პოსტებში ავღნიშნე, რომ მაღალ ქუსლიანებით აქტიურად მოძრაობას ვიწყებდი, და ასეც მოხდა.ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ არც თუ ისე მარტივია სიარული მაღალქუსლიანებით და თან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქუსლი ძალიან წვრილი აქვს ფეხსაცმელს. 


   დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემთვის ლამაზი ფეხსაცმელი ასოცირდება წვრილ ქუსლთან. არ მომწონს მორივით დიდი ქუსლი რომ აქვს ხოლმე ფეხსაცმელს, ძალიან უშნოდ მიმაჩნია. წვრილი ქუსლი კი გაცილებით დახვეწილია,  ასევე უფრო მარტივად ერგება კლასიკურ სტილსაც და სპორტულსაც. 
  
ასე რომ ბევრი + ჩემგან ე.წ "შპილკებს".

თავიდან ცოტა არ იყოს და მეშინოდა, რომ კრახი არ განმეცადა შუა ქუჩაში, ფეხი არ გადამტრიალებოდა, არ წავქეულიყავი და ა.შ 
   ფიქრებში ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ ვეცემოდი, და სხვები როგორ დამცინოდნენ, მერე კი ფორუმის ბრბოში როგორ ხდებოდა ჩემი გაკრიტიკება, თუ სიარული არ იცის რაღას დადის მაღლებითო, 


Sep 30, 2011

სურათები, რომლებიც მავსებენ



ჩემთვის ასეთია თავისუფლების შეგრძნება:

ასე თითქოს მთელ ქვეყანას ხედავ, გრძნობ და შეიგრძნობ.ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, ყველაფერი გავიწყდება,  სუნთქავ ღრმად და ყველა პრობლემა გავიწყდება.

მონატრების შეგრძნება:

ჰმმ,აი ზუსტადაც, ჩემი სურათი ზუსტად გამოხატავს ამ შეგრძნებას, თითქოს გრძნობ მას ღრმად შესუნთქვით, 

სიმარტოვის განცდა:

ამ ბოლოდროს განსაკუთრებით ხშირად მიჩნდება ეს გრძნობა, სხვათაშორის ძალიან მსიამოვნებს კიდევაც, თუმცა რამდენ ხანს იქნება ეს სასიამოვნო არვიცი.

Sep 28, 2011

მთვრალი პოსტი

ჰმმ, რა კარგი ტირილი მცოდნია, მომეწონა კიდეც,

მგონი პირველი შემთხვევაა როდესაც ასე ხანმოკლედ დავასრულე ჩემი ქვითინი.
გულიც არ მტკივა,  მიხარია, ვიცოდი რატომღაც ასე იქნებოდა ყველაფერი, 

მეექვსე თუ მეშვიდე გრძნობა მკარნახობდა. მთავარია უფრო მეტად არ გაიწელა 

ეს მომენტი. სიმართლე რომ გითხრათ არ მიხარია ასე, რომ მოხდა. 

მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ თითქოს შეგუებული ვიყავი ამ ყველაფერს, 

მაინც ძალიან განვიცადე, ახლაც ყელზე მადგას ის საშინელი რაღაც, რაც 

ტირილს მაიძულებს ხოლმე, მაგრამ არა, ვეცდები ამ შემთხვევაში ასე არ იყოს, მეზარება უკვე ტირილები.
ჩემი ცრემლები ჯერ შავმა ღვინომ შეიწოვა, მერე ლუდიც ჩაეზიარა, ახლაც ვსვამ. სწორ ხაზზეც აღარ შემიძლია სიარული,

მივხვდი იმასაც რომ მეზარება ყველა ადამაიანთან ურთიერთობა,

ნინო ცდილობს გამამხნევოს,

მეც ვცდილობ ჩემი თავი გავამხნევო,

ხო კაი მკიდია,

მაინც ცისფერ თვალებზე ვოცნებობდი,
  
მიხარია ასეთი სიმარტივე რომ ვარ, არავითარი ვენების გადაჭრა, არავითარი 

დეპრესია და ათასი მსგავსი სისულელე რა საჭიროა? რის გამო, არც ღირს. 

უბრალოდ ერთი-ორი გამოსათხოვარი ცრემლი და მეორე წუთში ყველაფერი გავიწყდება.

Sep 27, 2011

ჩაი, ყიყლიყო და

ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ ქვია კვერცხში ამოვლებულ პურს ყიყლიყო?
ჩემი აზრით გამომდინარე იქიდან რომ მამლების უმრავლესობა მოყვითალო მოწითალო ფერებში გვხდება და ყიყლიყოც მოყვითალო მოწითალო ფერებშია დაარქვეს მხოლოდ ამიტომ,

ამ ბოლო დროს ხშირად ვიქრობდი იმაზე, რომ თავად ეს ყიყლიყოც ძალიან გემრიელია, მე კი პატარაობის მერე მგონი სულ არ დამიგემოვნებია.ხოლო ახლა, როცა თითქმის ერთი კვირაა მარტო ვარ და საფიქრალი გამიჩნდა თუ რა ვჭამო, იმისათვის, რომ 50კილოზე ქვევით არ ჩამოვიდე, გადავწყვიტე გამეკეთებინა ყიყლიყოები. ოჯახის ქალად გადავიქეცი. ჩემი ოთახის დალაგება მკლავს ხოლმე, და 1 კვირაა ვყოჩაღ ოლეგობ და ვალაგებ მთელ სახლს, არადა მერე კი არ შემაქებენ :D
დღეს ლექციები არ გვაქვს ამიტომ, როცა დილიდან იღვიძებ იმ განწყობით რომ ძალიან კარგია სიმშვიდე და სიწყნარე, გიჩნდება იმის სურვილი, რომ შენს თავს ასიამოვნო.
რასაკვირველია ასეც მოვიქეცი, მე ხომ ჩემი თავი ძალიან მიყვარს. მივალაგე სახლი, (ჩემი ოთახი რასაკვირველია არა) დალაგების მომენტშივე წარმოგიდგება თვალწინ შენი მომავალი, თუ რაოდენ საშინელებაა ყოველდღე დალაგება და საჭმელებზე ფიქრი, ამიტომ გათხოვების სურვილი, ყოველ დალაგებაზე +5 წლით გადაიწევს ხოლმე.

საოცრად გემრიელია, შემოდგომის გრილ ამინდში, როცა მთელი დღე უსაქმურობის დღე გელის ჩაი, ყიყლიყო და ასევე გემრიელი კინო საყურებლად. ფორუმელთა რეკომენდაციით ვაპირებ Les petits mouchoirs-ის ყურებას. ამ პოსტის წერისას უკვე მეორე ჭიქა მწვანე ჩაიზე გადავედი.
უი, ჰო, თერმოსის ჭიქა მინდა.

ამ დღეების მანძილზე, დავრწმუნდი იმაშიც, რომ ნამდვილად მსურს ცალკე ცხოვრება, შესანიშნავი შეგძნებაა სახლში ბუზის გაფრენის ხმაც რომ არ ისმის, ხოლო როცა ოჯახობა სახლშია, აქაურობა თბილისის ცენტრალურ ქუჩებს ემსგავსება თავისი ხმაურ-აურზაურით.

მოკლედ, მიუხედავად ჩემი +30 %გაბოროტებისას, რომელიც ნამდვილად არ გამომდის, ვცდილობ ჩემს თავს ბედნიერი დილა შევუქმნა და ასევე გირჩევთ თქვენც, გაიღიმეთ და თქვენი თავი მხოლოდ საუკეთესოთი დააჯილდოვეთ. 

                

Sep 15, 2011

არ შეჩერდე წაუცვლილებე!

მე ცვლილებებისთვის ვემზადები, უფროსწორად კი არ ვემზადები ნელ-ნელა ჩემს თავში, გარეგნობაში ცვლილებები შემაქვს. სხვათაშორის სულაც არ ვარ უკმაყოფილო ამით, პირიქით,
ასე მაგალითად სულ მინდოდა ლამაზი ფრჩხილები მქონოდა, რამდენჯერ ვცადე ამის გაკეთება, მაგრამ ყოველთვის კრახს განვიცდიდი. ძირითადად არ მომწონდა ჩემი თითები, თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა ეს მხოლოდ მოუვლელობის ბრალი იყო.
ადრე ფრჩხილებს ძირში ვიჭრიდი, ვერ ვგუობდი, მაგრამ რაც უფრო გადის დღე ყველაფერს თავისით მოაქვს შეცვლის სურვილი, ასევე შეგუების მომენტიც უფრო მარტივია.
ჰმმ, ერთ თითზე წვალებით და ცოდვით გაზრდილი ფრჩხილი მოვიჭერი, ახლა ამ თითზე სიმელოტის განცდა მაქვს, რომ ვუყურებ გული მიწუხს, და ასე მგონია, რომ რაღაც ნაწილი მაკლია.
აქვე დავადგინე ისიც, რომ მამაკაცებისთვის ეს თითზე სიმელოტის განცდა უცხოა, (თუმცა ისინი თავზე სიმელოტის შეგრძნებას შესანიშნავად გრძნობენ :D) ხოლო ქალბატონებისთვის, კი უმრავლესობისთვის ძალიან ნაცნობი.
ჯერჯერობით ჩემი საშუალებებით ვუვლი, ხოლო მას შემდეგ რაც მელოტი თითის ფრჩხილიც წამოზირდება სალონს მივმართავ, რომ ყველა ფრჩხილს ადამიანურად მიმიხედონ. ხოო, ასევე სიახლეა ისიც რომ ფრენჩის გაკეთებას ვსწავლობ.
მელოტი თითი









ქუსლოჩკები... რამდენი ხანია ვწუწუნებ ქუსლოჩკები მინდა თქო, მაგრამ დიდად პრატიკული არაა. გამომდინარე ასევე იქიდან, რომ ძირითადად ჩქარა დავდივარ ქუჩაში, ჩემთვის დიდი დისკომფორტის წყაროა. მიუხედავად ამისა მაინც აქტიურად ვცდილობდი მომეთვინიერებინა ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული. ალბათ ბევრი დამეთანხმება რომ არც თუ ისე რთულია 6-7 სანტიმეტრიანი ქუსლით სიარული. ეს ამოცანა წარმატებით დავძლიე, და ახლა გადავწყვიტე უფრო მაღლებზე შემოვდგე. ფაქტობრივად გავაორმაგე,

Sep 14, 2011

ზლუქუნ ზლუქუნ

უჰ, მეზლუქუნება, აი ესე უბრალოდ. მეზლუქუნება და თავი მტკივა. თავის ტკივილი კარგის ნიშანიაო, ჰმ თითქოსდა ტვინს ზრდისო, მაგრამ სათუთ არსებებს ტვინი არ ეზრდებათ, მაგრამ არც ამფიბიების დონეზე რჩებიან.
რაღაც რაღაცეებს რომ წარმოვიდგენ, რომ ვიცი რომ ყველაფერი ისევ ჩვეულებრივად იქნება ალბათ მალე, აი ისე უფერულად, უღიმღამოდ ყელში რაღაც მადგება, სუნთქვა მეკვრის და მეტირება, ვცდილობ ხოლმე ჩემს თავს შთავაგონო, იცი რა შენ უკვე დიდი გოგო ხარ, მთელი 20წლის თითქმის, რაღადროს შენი ცრემლებია, შემოგხედავს ადამიანი და ვაჟკაცი ქალი ეგონები შენ კიდევ პატარა ზლუქუნასავით ყრი ნიანგის ცრემლებს,
მაგრამ
რომ იცოდეთ რა რიგ გემრიელია ეს ტირილი, მაგრამ ამასთან ერთად პეპლები რომ მყავს მუცელში ისინიც გემრიელები არიან, პეპლებთან ერთად მუხლუხოებიც სახლობენ, პეპლები არ მომწონს, უფროსწორად ერთი თვისება არ მომწონს მათი, ძალიან მალე კვდებიან და რაში გვარგია ჩვენ ის რაც მალე კვდება, ის რაც დიდხანს ვერ დაგვატკობს, ის რაც მალე მოგვიკლავს გულს, პეპლების მხოლოდ ფართხალი მომწონს, საოცარ გრძნობას ტოვებს. მუხლუხოები კი სასაცილოები არიან, აი თამაშ სნეიკს ჰგავს, დახოხავენ მთელ სხეულში, ალბათ ქულებს აგროვებენ მთელ ტანში.ისინი ბევრი არიან, ძალიან მალე მრავლდებიან, ეს ის შემთხვევაა როცა 1=2ს.
პეპლები საპნის ბუშტებს გვანან, დაფრინავენ და უცბადვე ქრებიან :(



მე კი მაინც მეზლუქუნება :(

Aug 31, 2011

თელა2011

გუშინ ჩამოვედი კახეთიდან. თურმე ერთმა კვირამ საოცრად მოახდინა ჩემზე გავლენა. იქ სიწყნარეში სიმშვიდში ვიყავი. მხოლოდ მე და ბებია, კაციშვილის ნასახი არ იყო ირგვლივ. აქ კიდევ ისეთი ხმაურია.

რამდენიმე საათიანი დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ უკვე უზომოდ მაღიზიანებდა ოდნავ ხმაურიც კი. გარდა ამისა, სახლში სიბნელეში დავდიოდი, იქ ძირითადად შუქის ანთება არ მიწევდა იმიტომ რომ 9ზე უკვე შუა ძილში ვიყავი. მოკლედ თელაზე ყოფნამ ჩემზე გავლენა აშკარად მოახდინა.

აქიდან ხალის-ხალისით წავედი მარშუტკით. ერთი ძალიან კარგი კაცია ფირუზა, მხიარული, კეთილი, იუორის გრძნობით სავსე, რიგითი კეთილშობილი კახელი რა. შუა გზაში რომ ვიყავით ერთმა მგზავრმა გადმოსძახა, სიმღერები ჩართეო, ფირუზამ მე არ მაქვს Fლეშკა და რა ჩავრთოო, კაკრას თან მქონდა ჩემი Fლეშკა და სიამოვნებით დამთანხმდა ჩართვაზე. ცუდი გემოვნება ნამდვილად არ მაქვს, და არც პაპსავიკური სიმღერები არ მქონდა ჩაწერილი, ერთი გოგო გადმომიხტა მომღიმარი სახით რას უსმენო? :D მოკლედ რამდენიმე სიმღერის მერე, მძღოლმა დამიწუნა ჩემი ფლეი ლისტი, რათ მინდა მე სტინგი, ჯენესისი და ბარი ვაითიო და თავისი უსაშინლესი სიმღეღებით გაძეძგნილი Fლეშკა ჩართო, დარი-დურის სტილის სიმღერები იყო და კიდევ ქეიფს ვიწყებ თავიდანო, ანუ რიგითი "მარშუტკული" სიმღერები გააჟღერა.

გზად


გზად ტრადიციულად ბარჯისხევში გავჩერდით. ერთი სული მქონდა თხილის ჩურჩხელას როდის დავეწაფებოდი, მაგრამ არ მომეწონა საერთოდაც, მგონი ყალბი ჩურჩხელა შემომატენეს.

Aug 30, 2011

მზე და წვიმა

ვწევარ ლოგნზე. . . ვუყურებ ცას,რომელზეც ერთი ორი ნაგლეჯია მხოლოდ ღრუბლების.  ჰმმმ, არადა რამდენიმე წუთის წინ სწორედ ასეთი წმინდა ხასიათი მქონდა, ჩემი მეს ცა განსხვავებულია. წარმოსახვაში ნათლად ვხედავ თუ როგორ იყრის ჩემს ცაზე შავი ღრუბლები თავს.

ჩემი მეს ხასიათიც ასე იცვლება. . . გასწორებული სახე ნელ-ნელა მიმიკების შეცვლას იწყებს, ვგრძნობ როგორ იჭმუჭნება და საწვიმრად როგორ ემზადება.

მეცინება...

ტირილი და სიცილი თავს ერთად იყრიან, წარმომიდგენია რა სასაცილო ვარ. მომინდა სარკე მქონოდა, რომ მარტო არ მეტირა. ასე ხშირად მიქნია, დავდგებისარკის წინ ვუყურებ ჩემნაირ არსებას და ვგრძნობ რომ მარტო არ ვტირი. ასე თითქოს ვინუგეშებ თავს რომ  მე მარტო არ ვარ, რომ პრობლემების გამო მარტო მე არ ვტირი, თუმცა მე განსაკუთრებით მტირალა ვარ. ვტირი არა იმიტომ რომ სხვას შევაცოდო თავი, არამედ საკუთარი თავის სანუგეშებლად. გავამხნევო ის, იმიტომ რომ ჩემზე კარგად ეს არავის გამოსდის.

დიალოგის ფორმას მივმართავთ, მე ვეკითხები  მას, ის კი მპასუხობს. ეს ორივეს ძალიან მოგვწონს. მე არ ვკიცხავ მას, გაკიცხვა სწორი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება. ეგ მხოლოდ უაზრო ფორმაა ჩვენი დანაშაულის მისახვედრად, მგონია, რომ დანაშაულს გაკიცხვის გარეშეც მივხვდებით, არც ის ცდილობს თავი გაიმართლოს ჩემთან რამით, არ ნანობს არაფერს, სანანებელი არც არაფერი აქვს. თუკი რამ სისულელე ჩაუდდენია უხარია კიდეც, არ სურს რომ ზედმიწევნით წმინდა იყოს, რადგან ასე მაინც ვერ იქნება.

მომწონს როცა   ვხედავ თვალები როგორ მევსება გამჭირვალე სითხით. მერე კი კალაპოტს გადმოანგრევს და ნიაღვრად გაურკვეველი მიმართულებით  მიედინება.

მიყვარს როცა ამ მარილიანი სითხეთი ტუჩებს ვისველებ, ტუჩები უცბადვე  მიშრება, მერე კი ძალიან მეწვება. ესეც მომწონს, თითქის ერტგვარი ფორმა მაქვს თავის დასჯისა.

  ნელ-ნელა ისევ მზე გამოდის, მარილიან წყალს უმალვე აშრობს, თუმცა ლამს მიტოვებს სახეზე და ეს ლამიც რამდენიმე წუთის მერე გაქრობას იწყებს.


მზე საბოლოოდ გამოასხივებს და ისევ უღრუბლო, სუფთა და უმანკო მე იწყებს ახალი ძალებით ბრძოლას!


Aug 22, 2011

ტიპი მეზობელი საფლავიდან, ფილმის პრემიერა

როგორც წინა პოსტში ავღნიშნე, მაგრანეთში ყოფნისას წავიკითხე წიგნი ტიპი მეზობელი საფლავიდან, წიგნის შესახებ დეტალურად საუბარს არ ვაპირებ, უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ძალიან სახალისო რომანია, რომელიც ემსახურება იდეის გარკვევას, თუ რამდენად მყარია ვნებაზე დამყარებული სიყვარული. წიგნის კითხვისას სახეზე ძირითადდ ღიმილი მოგადგებათ. მოკლედ რეკომენდაციას ვუწევ ამ წიგნს და გირჩევთ თქვენც წაიკითხოთ...


ახლა მთავარი....

მაშინ როცა მე ნინო და თაკო ამ წიგნის შესახებ ვსაუბრობდით და ჩვენეულ დასკვნებს ვაკეთებდით, გავიფიქრე, რომ ამ წიგნის მიხედვით მშვენიერი მელოდრამის გადაღება შეიძლებოდა, ჩემი აზრით გადაღების შემთხვევაში ამ ფილმსაც ისეთივე პოპულარობა ელის, როგორც მსგავსი ჟანრის ცნობილ ფილმებს, მაგალითად The notebook, a walk to remmeber და ა.შ შესაძლოა ცოტა თამამი შედარებაა, მაგრამ ჩემი აზრით ეს ფილმიც დიდ კონკურენციას გაუწევდა...

ნინომ წამოაყენა იდეა, თუ რატომ არ შეიძლებოდა ჩვენ ვყოფილიყავით პირველები და ჩვენეული ვარიანტი გადაგვეღო, იდეა სამივემ ავიტაცეთ, დავუძახეთ დანარჩენ ბალაგნობას და დავიწყეთ სცენარის მოკლე ჩანახატის გაკეთება...

გადავინაწილეთ როლები, ასე მაგალითად: მე გახლდით მთავარი გმირი-დეზირე, ჩემი დეიდაშვილი გიორგი- ბენი, ნინო -რეჟისორი, თაკო- ხმის რეჟისორი და ა.შ

Aug 16, 2011

თიანეთობა

ყოველთვის მინდოდა ერთხელ მაინც შემეჭყიტა თიანეთობის ფესტივალზე, რომელიც 13 აგვისტოს იმართება თიანეთში.წელს ნინომ შემომთავაზა რომ წავსულიყავით ისიც ჩემსავით წუწუნებდა, ამდენი ხანია აქ ჩამოვდივარო და ფესტივალზე ერთხელაც კი არ ვყოფილვარო, საერთოდაც ფესტივალს ვინ ჩივის შიგ თიანეთში თვალითაც კი არ შეგვიჭყიტავს. თუმცაღა წელს, ზაფხულის სანტა გამოჩნდა და ყველა ჩვენი სურვილი აასრულა.
13ში ბრწყინვალე დღე გათენდა, მზიანი, ოდნავ სიგრილით, არც სიცხე გვაწუხებდა ზედმეტად. მე ნინო და ლევანი 11საათზე გავეშურეთ თიანეთში, გზად ბურგერებისთვის საჭირო ატრიბუტები ვიყიდეთ, ერთჯერადი წახემსებისთვის.
რადგან ლევანს ჩვენზე მეტად აქვს თიანეთთან შეხება, დავაკისრეთ გიდის ფუნქცია. მას უნდა აეხსნა და ენახებინა ყველა საინტერესო ადგილი ჩვენთვის.
პირველი გაჩერება ჟინვალის წყალსაცავზე იყო.საოცრად ლამაზი ფერი ჰქონდა წყალს, მომინდა რომ გადავმხტარიყავი, ნინომ და ლევანიმ დამცინეს, რომ ვთქვი წყალი ზუსტად ჩემი ჩანთის ფერია თქო :)))
ჟინვალის წყალსაცავი
რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდგომ დავიძარით კვლავ თიანეთის მიმართულებით, სადაც საშინელი გზა იყო.ბოლოს, როგორც იქნა ჩავაღწიეთ თიანეთშიც.
კუჟბაღში მრავლად მოეყარა ხალხს თავი.
თიანეთის ეკლესია

Aug 1, 2011

მგრ-2011


გუშინ საღამოს დავბრუნდი მაგრანეთიდან.პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გული დამწყდა იქაურობის დატოვებისას. როგორც კი თბილისში შემოვედი უკვე აშკარად იგრძნობოდა ოფლის ასორტით გაჟღენთილი ჰაერი.


წინა შაბათს, ბალაგნობა: მე ნინო თაკო და მისი ორი ბავშვი მოვემზადეთ მაგრანეთში წასასვლელად. თავიდან ყველაფერი საშინლად დაიწყო. ნინო დეზერტირების ბაზართან პატრულმა გააჩერა, არანაირი წესის დარღვევის გამო ედავებოდა. საბოლოოდ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და არანაირი ჯარიმა არ დაწერა.

იმდენი ბარგი ბარხანა გვქონდა, თითქოს ერთი წლით მივდიოდით.

ცხვარიჭამიას როგორც კი მივუახლოვდით საშინელი წვიმა წამოვიდა, ჩვენ უკვე ჩვენს ფიქრებში ვიყავით, ვაი თუ მთელი კვირა ასეთი ამინდები იყო, მერედა ჩენი ზაგარი და ა.შ ბოლოს როგორც იქნა სოფელსაც მივუახლოვდით.



Jul 22, 2011

1 კვირით მაგრანეთში

ხვალ  ერთი კვირით ბალაგანობა სოფელში მივდივართ. ხვალ ვეღარ მოვასწრებ დაწერას ამიტომ დღეს დავწერ მინი შესავალს <3 . როგორც აღმინიშნავს ბევრჯერ სიონი ჩემთან ახლოს არის ძალიან, ამიტომ ნინოს მანქანით ვეცდებით ხშირად ავიდეთ, ნუ ბენზინზეა დამოკიდებული, თუმცა სამჯერ ყველა ვარიანტში ავტლაკუნდებით. უკვე მოვიმარჯვე ჩემი საყვარელი ციცქნა ჩანთა და ჩავალაგე მზის კრემები: მზის გამაძლიერებელი რუჯი, მზის აბაზანების შემდგომ წასასმელი კრემი და კრემი  იმისთვის რუჯი რომ არ გადავიდეს. სამივე ძალიან მომწონს, მართლაც რომ ეფექტურია, თან საოცრად კარგი სუნი აქვს. სხვათაშორის შარშან გემრიელად შევიბრაწე, მითუმეტეს რომ მხოლოდ 2 დღე ვიყავი მზეზე, დღემდე მაქვს რაზნიცები
        
დღეს დავრეკე და როგორც ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა კიტრი უკვე  შემოვიდა, მმმ თან რა საოცრად სიგემრიელეა იცით, თან უგემრიელესი სუნი აქვს, ე.წ მიწის კიტრია, ძალიან წყლიანი.  თხილებიც აწი მალე შემოვა, ვაშლიც დამწიფების პროცესშია, + ყველაზე მთავარი ჩემი საყვარელი ჰამაკი, ნუ კი იქნება ტაციაობა ჰამაკზე, მაგრამ გავიყოფთ :D  


ასევე ტრადიციულად გვექნება მწვადები და ბევრი სასმელი, შარშან მე და ნინოს ბალიშის ქვეშაც კი არაყი გვედო :D ყოველდღე დღე ვლოთაობდით, ანალოგიური შემთხვევა იყო ჩემსა და თამუნას იქ ყოფნის დროსაც. 



საოცნებო დღე: ქორწილი

ალბათ ყველა მანდილოსანს უფიქრია თუ როგორი იქნება მისი მომავალი ქორწილი.  მათ შორის არც მე ვარ გამონაკლისი.  ფიქრობ ერთია  და რეალურად როგორი იქნება მეორე, თუმცა ხომ გაგიგონიათ ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, ხოდა მეც ვიფიქრებ და ვიოცნებებ, ჩემი რა მიდის მითუმეტეს, რომ  ხანდახან ნახევრად ოცნებებით ვცხოვრობ ხოლმე. 

მაგრამ სანამ მე ჩემს ფიქრებს გაგანდობთ მოდით ერთად განვიხილოთ თუ რა ვითარებაა ამჟამად ან უახლოესი წლების მანძილზე ქორწილების მხრივ.  მე თამამად ვაცხადებ, რომ  დღევანდელი ქორწილების უმრავლესობა არ მომწონს, არ მომწონს იმიტომ რომ, ძირითადად დღესასწაულს კი არა  უაზრო ღრეობას ემსგავსება. მოდით მივყვეთ ყველაფერს დეტალურად... 


 წყვილი წყვეტს, რომ  უნდა გადაიხადონ ქორწილი, შესაძლოა მათ არ ჰქონდეთ ქორწილის გადახდის საშუალება, შესაბამისად ქორწილთან დაკავშირებულ ხარჯებს მობლები იღებენ საკუთარ თავზე.  და აი მთავარი პრობლემაც სწორედ აქედან იწყება.  ისინი გადახედავენ რა თავიანთ წარსულს, გაიხსენებენ ვის ქორწილზე რამდენი აქვთ დადებული, ვის ქორწილში იყვნენ,  და შესაბამისად მათგანაც იმდენს ან უფრო მეტსაც მოელიან.სულ რომ გარეული  ნათესავი იყოს ისინი ნებით თუ უნებლიედ ვალდებულები ხდებიან დაპატიჟონ, რათა გაცემული ხარჯები ახლა უკან დაუბრუნდეთ. მაგრამ ისიც არ დაგვავიწყეს, რომ ეს ნათესავები არც ერთი წყვილისთვის არაფერს წარმოადგენას, ხშირ შემთხვევაში კი შეიძლება მხოლოდ სახელით იცნობდნენ... ამის გამო ქორწილი ივსება შენთვის უცნობი ხალხით. . . რომლებიც ძირითად შემთხვევაში  მხოლოდ და მხოლოდ გასაძღომად არიან მოსულები. დიახ რომ მხოლოდ გასაძღომად.  მე ვაპროტესტებ  ამას, ასეთი ხალხი ქორწილში ყოფნას არ იმსახურებენ.


Jul 21, 2011

ეჭვიანობა, როგორც ასეთი დაავადება?



ეჭვის არის საშუალო ემოცია და ჩვეულებრივ ეხება ნეგატიურ ფიქრებს და გრძნობებს დაუცველობისა შიშის. ეჭვი არის ასევე ნაცნობი გამოცდილება ადამიანურ ურთიერთობებში, ასე მაგალითად შეიძლება ეჭვიანობა გამოვლინდეს მცირეწლოვან ბავშვებში, (ვთქვათ როდესაც დედა ეფერება ერთ შვილს), თუმცა ამ პოსტში დედაშვილური ეჭვიანობის განხილვას არ ვაპირებ, არამედ ეჭვიანობას საყვარელ ადამიანებში, კერძოდ შეყვარებულებში/მეუღლეებში/მეგობრებში და ა.შ.


არსებობს სხვადასხვა სახის ეჭვიანობა, რასაც შეიძლება ადამიანის სხეული განიცდიდეს, ეჭვი შეიძლება ჩანდეს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. ეჭვიანობამ შეიძლება თავი იჩინოს სამსახურში, ოჯახში, სიყვარულში ან მეგობრებში. დღეს ვაპირებ განვიხილო ეჭვიანობა რომანტიკულ ურთიერთობებში.





რომანტიკულ ურთიერთობებში ეჭვიანობა შესალოა გამოწვეული იყოს გამოცდილი მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ურთიერთობებით, შესაძლოა ერთ-ერთი პარტნიორი ბევრ დროს უთმობდეს უბრალოდ მეგობარს, რაც მეორე პარტნიორში აღძრავს ეჭვს და შიშს მისი დაკარგვისა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ავადმყოფურ დონეზე ეჭვიანები ხდებიან, ასეთი ტიპის კატეგორიები ჩვენს ირგვლივ საკმაოდ მრავლად არიან.


Jul 20, 2011

ჩვენთვის "უცნობი" წიგნები

ვეძებ კარგ წიგნებს საკითხავად, არა საბავშვოს, არა დეტექტივს,უფრო ზოგადს, ცხოვრებისეულს, ჩემს პროფესიასთან ახლოს რომ იყოს, ასევე ზოგადად ყველა ქალისთვის საინტერესო წიგნები რომ იყოს. გადავწყვიტე, რომ ჩემს ყოველ ხელფასზე შევიძინო 1 წიგნი. გადავქექე-გადმვოქექე ინტერნეტი და ვიპოვე რამდენიმე წიგნი, რომელიც საქართველოში არც თუ ისე აქტუალურია თუმცა საზღვარგარეთ დიდი ინტერესით სარგებლობს ხალხში. შემოგთავაზებთ ჩემ მიერ დაკომპლექტებულ 4 ეულს, რომლის წაკითხვის სურვილიც ძალიან მაქვს. ინგლისური იქნება თუ ქართული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც უკეთესია ქართულად თუ ვიპოვი რომელიმე მათგანს, თუმცა ეჭვი მეპარება.

1."Smart Women Finish Rich" -David Bach.
მოკლედ, ეს არის წიგნი ადამიანებისთის, რომლებიც მზად არიან, რომ გახდნენ ფინანსურად ორგანიზებულები, ამ შემთხვევაში დევიდ ბახი არის ფინანსური მრჩეველი, რომელმაც იცის თუ როგორ დაეხმაროს ქალბატონებს მიღწევადი ფინანსური გეგმის შედგენაში. თუ თქვენ ხართ მზად რომ მიიღოთ სერიოზული რჩევები მომავლის ფინანსურადუზრუნველსაყოფად, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა.


2.9 Things You Simply Must Do to Succeed in Love and Life-
Henry Cloud.
წიგნი იმის შესახებ, რომელიც გამოჰყობს 9 პუნქტს, რაც უნდა გააკეთო წარმატების მისაღწევად სიყვარულსა და ცხოვრებაში.
დოქტორი ჰენრი არის ფსიქოლოგი, რომელიც აკვირდება იმის საიდუმლოს თუ რატომ მუშაობს ზოგი და ზოგი კი არა. იგი აღნიშნავს, რომ არსებობს მრავალი გზა, რომელიც განსაზღვრავს წარმატებას. იგი გამოყოფს ასევე, ადამიანთა 3 კატეორიას:
1. ისინი, რომლებიც ცხოვრებაში წინ წავიდნენ,
2. ისინი რომლებიც მუდამ ერთი დაიმავე შეცდომებს იმეორებენ.
3. მიაღწიეს თავიანთ მიზნებს, და იპოვეს ის რასაც ეძებდნენ. ნუ მოკლედ დანარჩენი, უფრო ვრცლად იხილეთ თავად წიგნში.

3. eat, pray, love- Elizabeth Gilbert. ალბათ ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი ბევრს გინახავთ, ჰმმმ მე ჯერ არა, ჯერ მინდა წიგნის კითხვის სიამოვნება განვიცადო და შემგომ რეალურად ჩემი წარმოსახვები ფილმის დახმარებით გავაცოცხლო. მას შემდეგ რაც მთავარი გმირი გაცილდება მეუღლეს იგი იწყებს მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო, იმის შესახებ თუ რა აღმოაჩინა მან მოგზაურობის დროს შეგიძლიათ წიგნში იხილოთ.




4.You're the One That I Don't Want- Alexandra Potter
ბუნებით რომანტიკოსი ვარ ეს წიგნი კი ვფიქრობ ზუსტად ჩემთვის და ჩემნაირებისთვის არის. მხიარული, ჯადოსნური, რომანტიკული კომედია იმის შესახებ, რომ იპოვო ის ერთი არ ნიშნავს იმას რომ ყოველთვის ბედნიერი დასარული ექნება ამ ამბავს.
მბურძგლავს ტანში ისე მინდა ამ წიგნის წაკითხვა.

Jul 16, 2011

ღვინო ფართი 2011





გუშინ ფრიად სასიამოვნო დღე იყო. დავიწყებ იქიდან რომ საბოლოოდ მოვუღე ბოლო ყველა სახის გამოცდას, გავხდი თათას ბლოგზე გამარჯვებული და ასევე გოგონები ავღნიშნავდით ღვინო ფართის. თავშეყრის ადგილი ტრადიციულად თამუნას სახლი იყო, ნუ მან თავისი ოჯახობა დასასვენებლად გაუშვა ამიტომ გვქონდა სლოგანი: ასლანი წავიდა, ბათუმი თავისუფალია . ამ დღეს, კარებში მოქმედებს წყევლა, რომელიც მხოლოდ მამრებზე ვრცელდება.

მანამ სანამ გოგოები სრულად მოიყრიდნენ თავს, მე და ნინო აქსის სავაჭრო ცენტრში გავედით, სადაც გაიმართა ე.წ დაჯილდოვება. თათამ სახალხოდ გადმომცა სათვალე. რომელიც აი ძალიან ძალიან მომწონს, მგონი მმიხდება კიდევაც. :D
ასევე ჯინსის გალერეამ გადმომცა 1 წლიანი 15 % ფასდაკლების VIP ბარათი. იქ იყვნენ ასევე ჯინსის გალერეის წარმომადგენლები და მეორე გამარჯვებული, რომელსაც ჯინსის გალერეის მიერ გადაცემული შარფიი ძალიან უხდებოდა.

Jul 15, 2011

სისაჩუქრეები



დღეს მიუხედავად მძიმე გამოცდისა ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ.გახარებული იმიტომ რომ taa.ge -ზე მე- 6000 კომენტარის ავტორი გავხდი, რის გამოც თათა მასაჩუქრებს H & M ის სათვალით. დიდი იმედი მაქვს, რომ მომიხდება.


გარდა ამისა ჯინსის გალერეა გადმომცემს 1წლიან VIP ფასდაკლების ბარათს.
ამ საჩუქრების გადმოსაცემად დღეს აქსისის სავაჭრო ცენტრში ვიკრიბებით, ძალიან მიხარია რომ ორ ბლოგერს, თათას და ვეკოს ახლოდან გავიცნობ. მეც მინდა თათას რაიმე სასიამოვნო საჩუქარი გავუკეთო, ახლა ალბათ ვერ მოვასწრებ ჩემი ჩანაფიქრის გაკეთებას, თუმცა ამ გეგმას მოგვიანებით აუცილებლად დავუბრუნდები. :)


კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თათას და ჯინსის გალერეას. მადლობთ რომ ზრუნავთ ადამიანების გახარებაზე.




დღეს ასევე საღამოთი თამუნას სახლში ღვინო ფართი და პიჟამო ფართი გვაქვს. ტრადიციულად მხოლოდ გოგონები ვიქნებით, რადგან კარებში წყევლაა და კარების ზღურბლს მამრობითი სქესი თუ გადააბიჯებს წყევლა ამოქმედდება. დღეს მთლიანად გავთავისუფლდი გამოცდებისგან და ახლა დასვენების დროა.