ესეც ასე, ერთ თვიანი რელაქსაციის პერიოდი მაქვს, ნუ სამსახური არ ითვლება, უნივერსიტეტი დროებით გამოეთიშა ჩემს ცხოვრებას, გამოცდები ჩავამთავრე და ახლა ის შფოთისმომგვრელი შეგრძნებაც დროებით ჩაკვდა, რომელიც წინა პერიოდში მუდამ თან მდევდა. საბოლოო ჯამში ძალიანაც კმაყოფილი ვარ ამ ყველაფრით. მოკლედ. 6 მარტამდე დიდება თავისუფლებას.
20 იანვარს რესტორან კერიაში ჩვენი კომპანიის კორპორატიული საღამო იყო, მშვენიერი დრო ვატარეთ, ვეღარ მოვახერხე ამ დღის ამბების დაწერა, არადა ძალიან კარგი რაღაცეები ხდებოდა.
![]() |
| ყაზბეგი |
ამ ბოლო დროს ჩემს თავში ბევრი რამ გავაცნობიერე და მივხვდი, რომ სწორედ ახლა მაქვს ის პერიოდი როცა შემიძლია ყველაფერი ჩემს სასარგებლოს გამოვიყენო. ადამიანს არაფერი არ უნდა დააძალო, ყოველთის თავისით მოვა ის მომენტი, როცა მიხვდება რომ ის რაზეც თავის დროზე უარი თქვა დროა ახლა აინაზღაუროს.
ისე, ეს ფილოსოფია იქით იყოს და ჩემი პირველი ხელფასობით მცირედი შოფინგობანა მოვიწყვე და რაღაც-რუღაცეები ვიყიდე. ნუ ვალებიც ავიკიდე მართალია მაგრამ უკვე ყველაფერი გავისტუმრე და შემიძლია ახლა ჩემი შენაძენებით დავტკბე.
