Nov 26, 2011

მეangel gabrielება

ჩემი კვირა სრულებითაც არ იყო ისეთი მძიმე როგორც ეს ერთი შეხედვით მიმაჩნდა. პირიქით, ძალიან საინტერესო, ოდნავ გადატვირთული და ძალიან ცივი იყო ალბათ. 
ორშაბათიდან ტრენინგი დამეწყო OK ში, სერვის + ში, საკმაოდ საინტერესო იყო. რაღაცნაირად მეაქტიურებოდა კიდეც.  ა ჰო, მე ხომ არც არასდროს არ ვყოფილვარ პასიური, პირიქით. 
ტრენინგები საკმაოდ ხალისიანად მიმდინარეობდა. მაგრამ ბავშვები დიდად არ 
 მომეწონნენ.  მთელი ტრენინგი ისე მიმდინარეობდა რომ უმრავლესობა ხმასაც არიღებდა დასმულ კითხვაზე პასუხისგასაცემად. ა, კიდევ ისეთები,
რომელთათვისაც  ლურჯი, ცისფერი, მწვანე ფერის  თმა, პირსინგი საზოგადოებისსთის მიურებლად ჩაცმა დიდ პრობლემას წარმოადგენდა და ასეთ ადამიანებთან ვერც მეგობროობენ. აშკარად არ ვართ ერთმანეთთან საურთიერთობოდ განკუთვნილები. კიდევ ერთი, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა წაიღო ტვინი. ( სგ,სგ გავიგეთ რომ რუსეთში ცხოვრობდი და რუსული იცი)
ორშაბათს ტექნიკაში გვექნება ტრენინგი და 4 დეკემბრიდან მაღაზიებში გადავინაცვლებთ პრაქტიკებზე. 
არასდროს მდომებია ლოგინში დიდხანს კოტრიალი, მაგრამ ახლა როცა დღემ დაიკლო და ღამემ მოიმატა მინდა რომ ლოგინში ვიკოტრიალო. მაგრამ უნიში შუალედურების  ქონა არ მაძლევს ამის საშუალებას. რაღაცნასირად მალე მორჩა ეს წერები,  და ის მღელვარების გრძნობა, რომელიც პირველ კურსზე მქონდა გამიქრა.

Nov 19, 2011

I will

ჩემი სურვილი, რომ +30 პროცენტით ბოროტი ვყოფილიყავი არ გამართლდა.არც კი ვიცი ეს რაში მჭირდებოდა. ისე მიმაჩნია რომ საერთოდაც არ ვარ ბოროტი, ერთი პროცენტითაც კი. არც შურიანი, არც ბოღმა და ა.შ. შესაძლოა სწორედ ამან განაპირობა ის რომ ჩემი სურვილი ცოტათი გავბოროტებულიყავი უშედეგო აღმოჩნდა.

ამ ბოლო დროს მართლა შევიცვალე, მაგრამ არამგონია უარყოფითად. უბრალოდ ზაფხულიდან მოყოლებული, მას მერე რაც 1 კვირიანი პენსიონერული დასვენება მოვიწყვე ხმაურს ვეღარ ვიტან. ზედმეტი ყვირილი, ქაოსი, ფაცი-ფუცი ოჰ კატასტროფად იქცა ჩემთვის. სასტიკად მაღიზიანებს  მარშუტკაში შემთხვევითად შემხვედრი ადმიანების საუბარი, პატარა ბავშვის ტირილი, რომელსაც მგზავრობა არ მოსწონს და ა.შ. ძალიან მაღიზიანებს ისიც, რომ გარშემო მყოფები, უაზროდ ყვირილს იწყებენ, როდესაც შეიძლება ხმადაბლა საუბარი და ყვირილის ნაცვლად ადამიანურად საუბარი. მაღიზიანებს ტელევიზორის ხმაც. ჰმმ ვითომ ნევროზი მაქვს?

რაღაცნაირად ძალიან გამაღიზიანებელი გახდნენ ჩემთვის ისეთი ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ძალით ირთულებენ, ძალით იქმნიან პრობლემებს და მათ მოგვარებაზე არც ფიქრობენ. ხმამაღლა აფიშირებას ახდენენ და თითქოს სხვებს თავს აცოდებენ ამით. პრობლემას ზედმეტი ლაყბობა კი არა  ფიქრი უნდა, თუ როგორ მოაგვარო იგი  მარტივი ხერხებით.

ერთადერთი რაც ყველაზე მეტად მენატრება არის ზაფხული, უფროსწორად მზე და სითბო. არასდროს ვიყავი მომხრე ზამთრის. უზომოდ მეზიზღება სიცივე. ალბათ დღეები უნდა ვითვალო როდის გავა 3 თვე, როდის მეღირსება თხელი ტანსაცმელი და  ბევრი ბევრი სითბო. საშინელებაა ის რომ დილით გარეთ გახედვისას ირგვლივ გადამხმარი გხვდება ყველაფერი. საოცრად ჩამკვდარია ყველაფერი.  
ორშაბათიდან მძიმე კვირა მეწყება. 6 გამოცდა +ტრენინგი. მიხარია, ეს ის დღეებია, როცა ყველაფერი გამოსწორების გზაზე უნდა დადგეს ჩემს კარიერაში. ტრენინგების დრომ პრობლემა შემიქმნა უნიში, თუმცა ყველაფერი ჯიგარი ლექტორების დახმარებით საკმაოდ იოლად გადავჭერი. 
 გეგმების დაწყბოის პერიოდი მაქვს, მაგრამ ამასთანავე მეშინია. რადგან როგორც წესი ცხოვრება ნაკლებად მიჰყვება ამ გეგმებს. ვნახოთ რა იქნება.


Nov 14, 2011

ლეპო


ძალიან შემიყვარდა. არა უზომოდ. მისი დანახვისთანავე შემიპყო მისი ხელში ჩაგდების სურვლმა, <3 <3 ძალიან სათუთი და ნაზია. 
ნორმალური ზომის და საკაიფო მონაცემების. ფასიც შესაფერისი.

ა ხო, ახლა მე მასზე შეყვარებული ვარ და ყოველღამით მესიზმრება. 

 სავარაუდოდ დეკმებერში ჩემს ხხელთ იქნება, და ჩემს ოთახს გაალამაზებს. ჩემი ტელიც სამსუნგია, თან თეთრი ერთმანეთს მშვენივრად გაუგებენ.
 თუ გავითვალიწსინებთ იმასაც რომ ორივე ჩემი საყვარელი ფერია, ჩემთვის იდეალური ვარიანტია. ძალიან მინდა <3 <3

Nov 12, 2011

ცხელი ღამე

დილით მშვენიერ განწყობაზე გავიღვიძე, ავდექი და უნივერსიტეტში წასასვლელად მოვემზადე. იქვე სკამზე მიყრილი ტანსაცმლებიდან ერთი იასამნისფერი სვიტრი ავარჩიე, რომელიც საცოდავად მიჭმუჭნულიყო.
ცოტა არ იყოს  და მაძაგძაგებდა, სოსო კვლავინდებურად მმოძღვარვდა, მაიკა ჩაიცვი შიგნით შეგცივდება, თუმცა დიდად არ მიმიქცევია ყურადღება...

საღამოთი სახლში დავბრუნდი, იმის ნაცვლად, რომ გასახარი ამბები ნამდვილად მქონდა მოღუშული ვიყავი, სახლში საოცრად თბილოდა, თუმცა ისე მციოდა რომ, გამათბობელს ვეხუტებოდი.

ცხვირთან მიმართებაშიც ყველაფერი რიგზე ვერ უნდა ყოფილიყო. ხან ერთიც ხვირი მიჩვენებდა ავარიულ მდგომარეობას, ხან მეორე. მამას მივწერე ცხვირის წამალი წამომიღე თქო.

მართლაც, თუ  ასეთ დროს ღამით ცხვირის წვეთები  არ ჩავისხი, ფაქტობრივად პირით მიწევს სუნთქვა რაც ჩემთვის  კოშმარია.

ძალიან მციოდა და დაწოლა გადავწვიტე. სიცხე გავიზომე, 37ს აკლდა 1 ხაზი. უეცრად ძალიან მგრძნობიარე გავხდი, და რაც პირველი განვიცადე ჩემი სიცხიანობა იყო. ამეზლუქუნა და ნახევრად ტირილით  ლოგინში ჩავწექი.  ჩემებისთვის არაფერი არ მითქვამს, დაიწყებდნენ გეუბნებოდი თბილად ჩაიცვი, არ გვისმენ ესა ისა. მირჩევნია ყველაფერი ჩუმად გავაკეთო.

ცოტახანში თემრომეტრი 37.5ს აჩვენებდა, წამოვხტი ლოგინიდან, თაფლიანი ჩაი გავიკეთე, არადა როგორ ვერ ვიტან. ჩაის ტირილით ვსვამდი. ჩემები გადიოდნენ გამოდიოდნენ, თუმცა არც კი უკითხავთ როგორ ვიყავი, მერე კი გავამართლე ისინი, მათ ხომ არ იციან რომ სიცხე მაქვს.

უეცრად  მარტოხელა ადამიანები გამახსენდნენ,რომელთაც არავინ არ ჰყავს თუნდაც ყურადღებას რომ მიაქცევენ, ან თუნდაც ჰკითხავებნ როგორ ხარ? საბანს თბილად ამოუგებენ და წამალს მიაწვდიან დასალევად.
მაშინ მივხვდი რა საშინელებაა მარტოობა, რომ არ მინდა არასდროს ვიყო მარტო. საერთოდაც, როცა რაღაცას გამოვცდით და უკეთ გავუგებთ ასე ვთქვათ გემოს, მაშინ ვხვდებით რომ ის კარგია ან ცუდი, მოგვწონს ან არ მოგვწონს. ხოლო ზეპირად თქმა , რომ მე არ მომწონს მარტოობა ადვილია.უფრო გვეშინია როცა გამოვცდით იმის რაც არ გვინდა რომ  დაგვემართოს.

Nov 1, 2011

რამდენად კარგად ვიცნობთ ჩვენს თავს?

ყველა ადამიანს ჰყავს თავისი საკუთარი მე, რომელსაც შესაძლოა კარგად იცნობს ან პირიქით. მე ყოველთვის ვცდილობ ჩემი თავი უკეთ შევისწავლო, მინდა გითხრათ რომ ეს არც ისე იოლია.  თითქოს ყველაფერი გაანალიზებული მაქვს, მაგრამ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ რამეს ვიგებ ჩემი მეს შესახებ. სიმართლე გითხრათ ძალიან საინტერესოა ახალ-ახალი ინფორმაციის აღმოჩენა, რომელზეც ადრე არასდროს დავფიქრებულვარ.

ერთი შეხედვით, ვიცით რა გვიყვარს, არ გვიყვარს, ან მოგვწონს და ა.შ მაგრამ ეს არ გულისხმობს ჩვენი მე-ს ძირფესვიანად შესწავლას.

 ჩვენი მე -ს გაცნობიერება ორგვარია: პირადი და საჯარო. პირადი ანუ პრივატული მე შედგება სხვისთის უხილავი განწყობისაგან და გრძნობებისგან, ხოლო საჯარო კი პირიქით, ღია ქცევას შეიცავს, სწორედ საჯარო ქცევებით წარუდგება ადამიანი საზოგადოებას.

საინტერესოა ის თუ, რამდენად ხშირად ვუსვამთ ჩვენს თავს კითხვას : ვინ ვარ მე? ან რამდენად ხშირად გაქვთ დიალოგი საკუთარ თავთან, რამდენად გულწრფელი ხართ საკუთარი თავის მიმართ? 

საინტერესოა ისიც, რამდენად კარგად იცნობთ თქვენს ახლო მეგობარს თუნდაც. ამ მიზნით გთავაზობთ პატარა ტესტირებას, რომელიც შემდეგი პრინციპით უნდა გააკეთოთ.

მაშასე,  თავდაპირველად ასრულებთ თქვენს მეგობარზე ამ წინადადებებს, შეგიძლიათ სთხოვოთ მასაც და დაწეროს თქვენზე, შემდეგ კი ასრულებთ ამ წინადადებებს თქვენს თავზე,  თქვენი მეგობარიც ანალოგიურად უნდა მოიქცეს, დაწეროს ჯერ თქვენზე და შემდეგ საკუთარ თავზე.  ბოლოს კი წაიკითხეთ ორივე და განმარტეთ რამდენად დაემთხვა თქვენი მეგობრის აზრები თქვენს შესახებ და პირიქით, რამდენად დაემთხვა თქვენი შეხედულებები თქვენს მეგობარზე. 

1.მას მოსწონს . . .
2.მისი საყვარელი საქმიანობაა. . . .
3.მას უხარია . . .
4.თუ რაღაც კარგა ვერ გამოუვიდა . . .
5.თუ მოწყენილია . . .
6.თუ მისით ვინმე აღფრთოვანდა . . .
7.თუ არ აქვს რამის გაკეთების სურვილი . . .
8.თუ რაღაცის ეშინია . . . .
9. ის ამაყობს...