Mar 20, 2011

ჩემი დაბი-დუბი



გუშინ ჩემი ოქროს დაბადების დღე იყო,რომელიც ძალიან სასიამოვნოდ გავატარე. ჩემთან თაკო და ნინო აპირებდნენ ჩამოტანტალებას, ხინკალი გაგვიკეთოს თამარამო, მაგრამ საბოლოო ჯამში გეგმები შეიცვალა და სხვანაირად დავგეგმეთ ეს დღე. პირველი ვარიატი ასეთი იყო, ლისზე ავსულიყავით გვეყიდა კიშკები და იქ ჩვენენბურად გაგვეტარა დრო. მეორე ვერსია კი, სახინკლეში წასვლას და უაზროდ ჭამას მოიცავდა.დღის 4ის ნახევრისკენ ტელევიზიასთან დავთქვით შეხვედრა, ნინო 20 წუთის დაგვიანებით მოვიდა და მას მოჰყვა თაკოც.იქიდან პეკინზე გავედით.ძალიან მინდოდა მინი cakeმქონოდა. ამიტომაც პეკინზე ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი და პატარა ტორტი ვიყიდე.








ვიყიდეთ ასევე ლუდები, მისაყოლებელი კიშკები,


ნიქარდიც გავატარე და მთელი3 ქულა დამემატა საბოლოო ჯამში :D იქიდან ლისისკენ დავიძარით.გარეთ წვიმდა ცოტათი, რაღაცა სასიამოვნო იყო. ჩვენი მინი სუფრა მანქანაში კომფორტულად გავაწყვეთ.


ვენთან შორიახლოს ერთი ძროხა იდგა, იქ ყოფნის მანძილზე არ განძრეულა ჩვენ




ემოგვყურებდა, მეთქი ალბათ მამრია:D ნინომ და თაკომ არა დედლიაო, მოკლედ მკითხაობა დავიწყეთ, მე და თაკო მივედით იმ ძროხუკასთან, საბოლოო ჯამში დედალი აღმოჩნდა.ისე ჩვენს მაყვალას გავდა, რომელიც სოფელში დაკლეს :((, ნუ გემრიელი ხინკალი კი გამოვიდა მისი ხორცისგან :D.მაგრამ მაინც ძალიან შემეცოდა.








საბოლოოდ სანთლების ჩაქრობის დრო დადგა, მაგრამ რადგან სანთლები


გვქონდა, ერთი ასანთის ღერმა ფორმალურად რიცხვი 19 -ის როლი შეასრულა."ორტი გვქონდა ისეთი გამვლელსაც ვაჭამეთ გამომვლელსაც ჩვენც ვჭამეთ სახეზეც წავისვით და სახლშიც მივიტანეთ. "












უკვე ბინდდებოდა, გადავწყვიტეთ მზიურთან გადაგვენაცვლა. ნინოსთან წასვლამდე ჯერ თაკოსთან ავირბინეთ, თაკოს ბალრები, დათუნა და მარიც წავიყვანეთ და თან ჩელსიკუნა მოვინახულე, აი ძალიან ვირგლა კატაა უკვე.მაგრამ ძალიან საყავრელიც.














საღამოს გასაგრძელებლად ლუდები და სიმინდი ვიყიდეთ, ბავშვები სახლში დავტოვეთ ჩვენ კი მზიურთან გადავინაცვლეთ. ბევრი ვიჭუკჭუკეთ და 10საათისკენ სახლში დავბრუნდით.







ღამით ნინოსთან დავრჩი, რაღაცნირად საშინელი ღამე იყო. პირველად ვნატრულობდი ცხოვრებაში რომ მალე გათენებულიყო, ღამის სამიდან 6მდე ბუსავით ვიყავი. დილით დეიდაჩემი გემრიელი კარტოფილიანი ღვეზელით და კომპოტით გაგვიმასპინძლდა. ნინოს"მყუდრო სამყოფელიც" მალე დავტოვე.

მოკლედ, მართლა სასიამოვნო დრო გავატარეთ.

საჩუქრები მივიღე რაღაც რუღაცეები, მაგრამ ყველაზე მეტად რაც გამიხარდა იყო ჩანთა, რომელზეც ჭკუას ვკარგავ ♥♥♥



დღეიდან უკვე დიდი გოგო ვარ :D

Mar 18, 2011

გრიპიანი პოსტი


დღეს ძალიან გაციებული და გრიპინი ვარ, უნიშიც ვერ წავედი. მაგრად მიტყდება,რომ ჩემს დაბ დღეს გრიპიანი უნდა შევხვდე.გუშინ ჩემი ელექსირი, ცხვირში ჩასაწვეტებელი წვეთები აღარ მქონდა,იანვრის მერე გაციებული არ ვყოფილვარ და ყიდვაც არ დამჭირვებია. წუხელის რომ ვწვებოდი ცხვირით ვერ ვსუნთქავდი საერთოდ, მეთქი არ გინდა მთელი ღამე ესე ყოფნა, არადა გარეთაც ვეღარ გავიდოდი და სხვასაც ვერ ვთხოვდი რომ მოეტანა, არ ვაწუხებ არასდროს სხვას ჩემი საქმის გამო.დილა რომ გათენდა და ერთი ნესტოთი მაინც შემეძლო თავისუფლად სუნთქვა გამიხარდა, თუმცა გაღვიძება და ცხვირში კაპილარის გასკდომა ერთი იყო. ასეთებს უკვე შეგუებული ვარ, გაზაფხულის პირზე მუდამ მომდის სისხლი, სუსტი კაპილარების გამო.
სისხლზე ბავშვობის ამბავი გამახსენდა,:)) 4-5 წლის vიქნებოდი, ეზოში ვიყავი და ერთმა მეზობელმა ბიჭმაზურგზე ხელი დამადო, ამ დროს ისევ ცხვირიდან წამომივიდა სისხლი, მეზობელმა ვაიმე ეს რა ვქენიო და ჩემს მშობლებს რომ ხედავდა სადმე სულ ემალებოდა,რამე არ მითხრანო:D
2-3 დღის წინ ავარიას მომენტალურად გადავურჩი, უნიდან სახლში მოვდიოდი, ქავთარაძეზე მე და მეგობრები 6 ნომერს ველოდებოდით, მაგრამ რადგან 6-მა მთელი ნუცუბიძე უნდა შემოიაროს, მეთქი 150ით წავალ, იმათმა გაიგიჟეს თავი არა 6ით წავიდეთო. ბოლოს გავყევით 6ს-ს. პეკინზეც მოვრჩი ჩემს საქმეებს და სანამ გაჩერებაზე გადავედი ჩემმა მარშუტკამ გამასწრო, მერე შემდეგს გამოვყევი, რუსთავში ის მარშუტკა (რომელმაც გამასწრო) ავარიაში მოყვა,ტროიკა დაეჯახა და ბმვ-სიც და მარშუტკის ნაწილებიც აქეთ იქით იყო მიმოფანტული. დაღუპვით არავინ არ დაღუპულა, მაგრამ დაშავებულები იყვნენ. მოკლედ ჩემდა სასიკეთოთ გამასწრო იმ მარშუტკამ, მადლობა უფალს, რომ არ გამიმეტა იმ ავარიაში მოსაყოლად. :)
მეორე დღეს ჩემი ჯგუფელები მეხუმრებოდნენ, შენ კიდევ 6 ნომრით წამოსვლა არ გინდოდაო :)))

P.sზაფხული მინდა ძალიან, ძალიან, ძალიან

Mar 17, 2011

ჩემი განახლებული ცხოვრება

ხომ ვთქვი გაზაფხული სიახლეებით უნდა დავიწყო თქო და ასეც არის, მე მოვიშორე ვალი/ვალები და თავს ვგრძნობ უბედნიერეს ადამიანად. მიუხედავაც იმისა რომ ეს ვალი არ იყო დიდი თანხა (თვეში 54 ლარი)მაინც ძნელი გადასახდელია ადამიანისთვის, რომელიც არ მუშაობს და მშობლების ხარჯზე ცხოვრობს. ფული ბანკში შეტანილი არ მქონდა, რომ უკვე მეორე თვის თანხისთვის უნდა დამეწყო ზრუნვა. წინა ექვსი თვე უსაშინლესობა იყო. უკვე სამჯერ აღვმოჩნდი მსგავს შემთხვევაში და საბოლოოდ ვისწავლე ჭკუა, აღარ შევიცვლი ტელეფონს მანამ სანამ თავად არ მექნება შემოსავლის წყარო.
ზეგ ჩემი დაბადების დღეა, ნუ უბრალო დაბადების დღე არა ოქროსი.ანუ როგორც მე ვუწოდებ ჩემს თავს ”ოქროი გოგო” ვიქნები 19 მარტს.წელს ყველაზე სასიამოვნო, სტუდენტის ამპლუაში შევხვდები ამ დღეს. არ ვაპირებ აღნიშვნას. მირჩევნია ამ დღემაც სხვა დღეების მსგავსად მშვიდად ჩაიაროს. თუმცა საჩუქრებისთვის ჩემი დაბ დღე მუდამ ღიაა.ჩემებმა უკვე მაჩუქეს ფული,როგორც შენ გაგეხარდება ისე გამოიყენეო. რადგან დაბადების დღის აღნიშვნას საერთოდ არ ვაპირებ, ამიტომ გადავწყვიტე ვიყიდო ოქროს ბეჭედი. რაიმე გოგოშკური, რომელიც მუდამ მეკეთება. სამკაულების მომხმარებელი დიდად არ ვარ, განსაკუთრებით კი ოქროსი, მაგრამ ამას წინათ ერთი ლამაზი ბეჭედი ვნახე ინტერნეტში. რამაც ჩემი დიდი მოწონება დაიმსახურა, ჩემმა მეგობრებმაც ძალიან მომიწონეს, აქ თუ მსგავს ვერ ვიშოვი გაკეთება პრობლემა არ იქნება. ყვავილებში ბრილიანტის თვლებს ჩავასმევინებ. დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან ძვირი არ დამიჯდება ეს სიამოვნება.
გარდა ამისა, ჩემს თავს დაუბრუნდა ის შემართება, რომელიც მართვის მოწმობის აღებაში დამეხმარება, პირველ ეტაპზე მართვის მოწმობის ბილეთები უნდა ვისწავლო. წინა ზაფხულს გაგანია გამოცდების პასუხების მოლოდინში 500 ბილეთი ვისწავლე, მაგრამ იმდენად დათრგუნული ვიყავი შინაგანად, რომ მეტის სწავლა ვეღარ შევძელი. ახლა კი დიდი იმედი მაქვს რომ საქმეს ბოლომდე მივიყვან წარმატებით.
ნელ-ნელა მზეც უფრო მცხუნვარე ხდება, და დათბობასთან დაკავშირებით მშვენიერი დრო ჩნდება იმისთვის რომ ადამიანმა მოიარო საქარტველოს ულამაზესი კუთხეები. უნივერსიტეტი მალე განაახლებს ექსკურსიებს. ძალიან მინდა, რომ ივნისამდე მოვინახულო ყაზბეგი, ზედაზენი, რკონი, ანანური, ჩარგალი და ასევე მლეთა. მლეთაში წასვლა ყველაზე მეტად მინდა. ლომისობას (წელს ივნისის შუა რიცხვებში იქნება) თავს არ დავზგოგავ რომ წავიდე, უკვე 3 წელია მუდამ რაღაც მიშლის ხელს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ ამჟამად ნამდვილად მეღირსება იქ წასვლა.
გარდა ამისა ნინოსაც სურს, ყოველ შაბათ-კვირას უქმე დღეებში ახლობელ ადამიანებთან ერთად მოინახულოს საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილები.მოკლედ 1-2 დღიანი ლაშქრობები იქნება. მას მეც დიდი სიამოვნებით ვუერთდები. რაც უფრო ამწვანდება ბუნება, ალბათ მით უფრო სასიამოვნო იქნება სიარულიც. ძალიან მინდა გვირილებითა და ყაყაჩოებით სავსე ადგილას მოვხვდეთ, ალბათ იმ ადგილს ვერავინ მომწყვეტავს (:
p.sერ შევასრულე ჩემი სიტყვა,ვერ ავედი სკოლაში. ასევე ვერ ვნახე ჩემი ყოფილი სკოლის მასწავლებელიც,რომელიც აღმოჩნდა რომ ჩემს ბლოგს კითხულობს ხოლმე. :))

Mar 6, 2011

თმისეული ექსპერიმენტი



ესეც ასე, მოვიცალე ჩემი ბლოგისთვის. ვაგრძელებ თემას თმის ლურჯად შეღებვასთან დაკავშირებით. პარასკევს ვაგზალზე ბევრი ვიტანტალე. ვეძებდი ლურჯ ტონიკს, უკეთესი შემთხვევისთვის საღებავს. ბევრი ძებნა-ძიების შემდგომ მივაგენი როკოლორის ლურჯ ტონიკს, თუმცა კარგი ლურჯი არაა, მაგრამ ამასთანავე სულ არაფერსაც ნამდვილად სჯობს. ადრე 4.50 ღირდა ხოლმე ახლა 6.50 მივეცი. თმის შეღებვისას აუცილებელია ხელთათმანი ვიხმაროთ (რასაც მე ნაკლებად ვასრულებ) წინააღმდეგ შემთხვევაში ხელებიც და ფრჩხილებიც უსათუოდ ლურჯად გექნებათ. ადრე როკოლორის მწვანე ფერის ტონიკიც მქონდა, საკაიფოდ დამიჯდა მაგისი ფერი ჩემს მუქი ფერის თმაზე. მაგრამ ამან ცოტა იმედები გამიმტყუვნა.
სახლში გახარებული მოვდიოდი, როგორც იქნნა მეღირსა ლურჯი ფერის საღებავი თქო. სუნი აქვს ძალიან ძალიან სასიამოვნო. ასევე მინდა გითხრათ რომ არ აზიანებს თმას. პირიქით ბალზამითაა შეიცავს ასევე ვიტამინ E-ს.ადრე ბორდოსფერი და მწვანე გამოვიყენე და თმა არანაირად არ დამზიანებია პირიქით.
მოკლედ, თავიდან საცდელად მხოლოდ ორი ზოლი შევიღებე,მაგრამ უფრო გადახუნებული იასამნისფერი უფრო მქონდა ვიდრე ლურჯი :D თავს ვინუგეშებ იმით, რომ 30 წუთის ნაცვლად 20 წუთი მქონდა საღებავი თმაზე. სამშაბათს ვაპირებ მთლიანად შევირებო თმა. 40 წუთი გავიჩერებ საღებავს. (რაც უფრო დიდხანს გაიჩერებთ მით უფრო დაგემჩნევათ). ვნახოთ საბოლოო ჯამში იმ ექსპერიმენტის შედეგად რა ფრად მექნება. სურათს აუცილებლად შემოგთავაზებთ.
ეს კი ჩემი ჩოლკა, მწვანედ რომ შევიღებე.






ჰო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა.ჩემმა ძმამ ჩამოიყვანა მანქანა ამერიკიდან, აკურა ინტეგრა, მანქანის პატრონმა გამოაყოლა IPOD CLASSIC, 120 გეგაბაიტიანი შიდა მემხსიერებით.არის შავი ფერის.შიგნით ჩაწერილი იყო 19 988 სიმღერა, ეკრანზე 3 ნაკაწრი აქვს.მუშაობს საკაიფოდ.მაგრამ არ აქვს ყუთი, ყურსასმენები, უსბ. ვყიდით 250 ლარად.ეს ნივთი ფაქტობრივად ჩვენთვის გამოუყენებელია. ამიტომაც ტყუილად დებას გაყიდვა ვამჯობინეთ. თუ ვინმე დაინტერესდებით მომმართეთ. ესეც სურათი (ცოტა უხარისხოა მაპატიეთ...)