Jun 7, 2012

ლომისობა 2012

ურაა, როგორც იქნა ოცნება ამისრულდა, სწორედაც რომ, ამისრულდა ძალიანნ  დიდი ხნის ნატვრა, თუ სურვილი, ადრე ყოველთვის რაღაც პრობლემები მიშლიდა ხელს, ხან სკოლის გამოცდები ხან უნივერსიტეტის, წელს ყველაფერი დავიკიდე და  დიდი ხნით ადრე დავიჭირე თადარიგი წასვლაზე. 

წასვლის წინა საღამოს, მაღვიძარა დავაყენე თუმცა ჩართვა დამვიწყებია, არადა დიდისამბით დავდე ბალიშზე თავი დასაძინებლად, დილით 5-ს აკლდა 1 წუთი რომ წამიერად გამეღვიძა ტელეფონს დავხედე და მაღვიძარა რომ არ ეხატა შემეშინდა, და ამავე დროს გამიხარდა კიდეც,რომ დარჩენას გადავურჩი. მაშინვე წამოვხტი ჩავიცვი და დანიშნულების ადგილისკენ დავიძარი, ჩემი და ცაბოს მისვლა კაკრას რომ ერთი იყო, ნელ-ნელა სხვებიც მოვიდნენ და ამასობაში  სხვა საჭირო ნივთების ყიდვას შევუდექით, 2 ვე მარშუტკაც მალე ადგილზე გაჩნდნენ და ადგილები დავიკავეთ. ჯერ მეორე მარშუტკა გავიდა, ჩვენ კი ერთი  მონაწილის მოსვლას ველოდებოდით, რომელმაც 30წუთზე მეტი დააგვინა. რასაკვირველია ყველამ უკმაყოფილება გამოვხატეთ და მის ჩასაქოლად მოვემზადეთ, თუმცა მაინც 2 დადებითი კი მიიღო და გადავიდა მეორე ტურში, ანუ წამოვიდა მლეთაში.



მე  მზის კრემებით შეიარაღებული წავედი.
გზად  ერთ-ერთ ადგილას გავჩერდით 10-15 წუთით, რომ ხაჭაპურები შეგვეკვეთა, იქაური სილამაზით ცოტახანი დავტკბით და კვლავ დანიშნულების ადგილისკენ გავემართეთ. მლეთაში ჩასულებს უამრავი ადამიანი დაგვხდა, ზოგი მაშინ იწყებდა ასვლას, ზოგიც ჩამოდიოდა და ნაწილიც სუფრას შლიდა.
თავიდან ცოტა არ იყოს გამიჭირდა აღმრთებზე ასვლა, იმასაც კი ვფიქრობდი რომ ვერ შევძლებდი და დარჩენის ფიქრიც გავივლე თავში, მაგრამ მაშინ მაგ დღის მთელ მუღამს გემოს ვერ გავუგებდი და ჩემი წასვლაც სრულიად უაზრო იქნებოდა. ტყემდე მიღწევა ცოტათი გაჭირდა, იქ ბევრი ადამიანი ფეხმოტეხილი ბრუნდებოდა ზემოდან, ზოგიც ტალახში იყო ამოგანგლული, არადა არც ნაწვიმი არ იყო, გამიკვირდა სად ნახეს ტალახი. 

Jun 5, 2012

მე მინდა ჩემი მე

რაც დრო გადის მით უფრო მეტი და მეტი პრობლემები  მიგროვდება. მაგალითად უნივერსიტეტი, ძალიან მეზარება ეს ფინალური გამოცდები, წელს თითქოს ზაფხულს ვერც კი შევიგრძნობ, არც კი ვიცი დასასვენებლად წასვლას მოვახერხებ თუ არა,  წესით და რიგით არ მეკუთვნის ხელფასიანი შვებულება. არადა ვგრძნობ რომ ნელ-ნელა შინაგანად ფუტურო ხესავით ვხდები, ემოციებისგან საგრძნობლად დაცლილი ვარ, ხანდახან მინდა ვიტირო და ცრემლებსაც ვერ ვღვრი. ხალხთან ურთიერთობამაც საგრძNობლად დამღალა, ყველაზე ძნელია გქონდეს ყოველდღიურად უამრავი ტიპის ადამიანთან ურთიერთობა. ყველას ხასიათი და ტიპი უნდა გაითავისო და მათსავით მოიქცე. 

 ცოტა არ იყოს და ერთფეროვნებამაც დამღალა, ვერ ვიცლი რომ სახლი-უნივერსიტეტი-სამუშაოს გარდა სხვა რამითაც დავკავდე. მომენატრა შინაურული ხალხმრავლობა, მეგობრებთან ერთად შეკრება და ბევრი ბევრი ჭორიკნობები.
ნელ-ნელა ზაფხულის მზემაც გამოანათა და აკვა პარკის გახსნასთან ერთად რუჯის მიღების სეზონსაც გავხსნი. მზის კრემები უკვე მომარჯვებული მაქვს, წელს მინდა ვიყო ტარაკანასავით შავი, სიბნელეში რომ ვიკარგებოდე დაახლოებით ისეთი. 
 დღეიდან ვიწყებ ფულის მოგროვებას სანატრელი მანქანისთის, უკვე სიზმრებშიც კი პეჟოს ვხედავ, მმმ ძალიან მინდა მალე გავიდეს ეს 1 წელი. ჩემი გათვლებით  იქითა ზაფხულს უკვე საკუთარი მანქანით უნდა ვმოძრაობდე. პრავა არ მაქვს ჯერ, რადგან მოტივაცია ჯერ დიდი არ არის პრავის აღების, ძალიან ბევრჯერ დავიწყე სწავლა მაგრამ შუა გზაში მივატოვე, როდესაც მანქანის ყიდვის დრო მოახლოვდება ეს მოტივაცია გაცილებით ამაღლდება ალბათ. 
ხვალინდელ დღეს სულმოუთმენლად ველი, ამიხდება ერთ-ერთი ოცნება, რომლის განხორციელებასაც უკვე 3 წელია ველი, თუმცა ყოველ წელს რაღაც პრობლემა მხვდებოდა, წელს ყველაზე მეტად მიზანმიმართული, ვარ სწორედ ამიტომაც  მინდა ლომისობას მლეთაშ წასვლა და იქნება კიდეც ასე. ჯაჭვთან რამდენად მივაღწევ ეს მეორე საქმეა, მაგრამ მთავარია, რომ იმ ადგილას დავდგა ფეხი სადაც მთელი სული და გული მრჩებოდა ყოველ ლომისობას.