

დეკორატიულად გაფორმება მისი, სახლის დალაგება და კიდევ სუფრის გაშლა.რატომღაც ყოველ დღესასწაულზე თუ პურისჭამაზე სუფრის გაშლა მე მიწევს,
კიტრი მიყვარს იქაური ძალიან მაგრად, რომ ჩავდივარ მგონი კიტრები მემალებიან, დაუძინებელი მტერი ვარ :D ძალიან წყლიანი და გემრიელია.დილით რომ ვიღვიძებდი მაგიდაზე დიდ თეფშზე დათლილი მხვდებოდა.მარინა დეიდასთან შეკვეთა მქონდა ხოლმე მიცემული კიტრთან დაკვშირებით.

საწყალი დათუნა ესე ვათრიეთ სახლლამდე და ისე უხაროდა :Dჰაჰა ისიც ამ მოგონებების ერთ ერთი განუყოფელი ნაწილია, ბოლო წლების მანძილზე :D
თავს ისე ვგრძნობ თითქოს უფსკრულის პირას ვიდგე და ნაბიჯის გადადგმას ვლამობდე, მაგრამ ნაწილობრივ მეშინია, ვაი თუ ავცდე იმ გზას რომელიც ჩემი გასავლელია დიდიხნის მანძილზე. ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო და ორივე ”მემ” ამ სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვოთ.
ერთ წვიმიან დღეს დეიდაშვილები (სულ9 დეიდაშვილი ვართ
), დიდი თუ პატარა ვისხედით გავარვარებული ბუხრის წინ, და თან ძველ ამბებს ვიხსენებდით, ყველა რაღაც ისტორიებს ყვებოდა.
დეიდაშვილების სრულ შემადგენლობას მხოლოდ ორი ადამიანი -ნინო-და-რეზი აკლდნენ.აარავინ არ იცოდა თუს ად იყვნენ , და ამ წვიმაში სად სველდებოდნენ და აფარებდნეn თავს. მათი ხსენებიდან რამოდენიმე წუთში გამოჩნდნენ კიდევაც.ორივე ძალიან სველი იყო, ნუ მოკლედ რომ ვთქვა გალუმპულები დაგვადგენენ თავზე. ორივეს გაღიმებული სახე ქონდა, თითქოს რაღა უხაროდა, გარშემომყოფნი გაკვირვებულები იყვნენ თუ რა ახარებდათ ასე ძალიან. რეზის ხელში თიხის ქოთანი ეჭირა.რომელიც ახალს გავდა და რაიმე სახის დაზიანებებიც არ ქონდა.მათ გვითხრეს რომ ხევში სიარულის დროს დაინახეს თიხის გარკვეული ნაწილი, იმ ადგილას მიწა რაღაცნაირად თხელი იყო და შეიძლება ძლიერმა წვიმამ ეს მიწა ჩამოშალა და გამოაჩინა AM ქოთნის ნაწილი. სახლში უკმაყოფილება წამოვიდა უფროსების მხრიდან , არ უნდა წამოგეღოთ ეგ სახლშიო და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ მეორე დღეს დაგვებრუნებინა თავის ადგილზე.
შემდეგი დღე წინა დღისგან განსხვავებული იყო , თუნდაც ამინდით, მზიანი დღე იყო, ჩიტები დანავარდობდნენ და გარშემო მათი ჟღურტული ისმოდა, ხასიათიც და განწყობას ყველას შესანიშნავი გქვონდა.ყველამ ერთად გადავწყვიტეთ რომ იმ ადგილას მივსულიყავით და ის ქოთანი თავის ადგილას დაგვებრუნებინა, სავალი ბევრი გქვონდა. გზაში ვლაპარაკობდით და ყველა ჩვენს ვარიანტებს გამოვთქვავდით , თu რა უნდოდა იმ ქოთანს იმ ადგილას. შესაძლოა ვინმეს გადაეგდო კიდეც თუმცა მიწაში ისე ლამაზად ვერ დადებდა ნამდვილად, ან შეიძლება მომტვრეული ქონოდა კიდევაც რომელიმე ადგილი თუმცა არა.როგორც იქნა იმ ადგილს მივუახლოვდით .თავდაპირველად ყველამ კარგად დავათვლიერეთ ის ადგილი, ცნობისმოყვაეობამ გვძლია და ის ადგილი ცოტათი გადმოვთხარეთ, რამოდენიმე წუთის შემდეგ სხვა ქოთნის ნატეხები ამოვიღეთ , რამაც ჩვენი ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო გაამძაფრა. ვთხრიდით დიდიხანი და სულ ქოთნის ნატეხებს ვპოულობდით, საკმაოდ ღმრად გქვონდა გათხრილი როცა პირველი კბილი ვიპოვეთ რომელიც ძალიან თეთრი იყო, თუმცა არ ვიცი ცხოველის თუ ადამიანის კბილი იყო, სულ 23 კბილი ვიპოვეთ, ასევე ძვლების ნატეხები და ბეჭედი რომელსაც სიძველისგან მწვანე ფერი ქონდა მიღებული.თავდაპირველად ყველამ ვიფქრეთ რომ ეს მართლაც რომელიმე ცხოველის კბილები და ძვლები იყო, თუმცა პასუხგაუცემელი რჩებოდა კითხვა თუ რa უნდოდა იმ ბეჭედს ან ქოთან იქ, ცხოველი რომ მომკვდარიყო ქოთანს და ბეჭედს არავინ ჩაატანდა, მაგრამ ყველამ კარგად იცის ის ფაქტი რომ დრე ადამიანს იმ ქვეყნად ცხოველსლაც აყოლებდნენ და ჭურჭელსაც. გარშემო უამრავია დამიანი გადაადგილდებოდა და ყველა ჩვენ შემოგვყურებდა, აინტერესებდათ ალბათ რას ვეძებდით იმ ადგილას. აშკარა იყო რომ ჩვენი წასვლის მერე უცილებლად მოვიდოდა ვინმე და დაზვერავდა იმ ადგილს.ორი დღის მანძილზე ვთხრიდით და ისევ ძვლების ნაწილებს და ქოთნის ნატეხებს ვპოულობდით, თავდაპირველად გადავწყვიტეთ რომ ეს ბეჭედი წამოგვეღოდ თბილისში არქეოლოგებისთვის გვენახებინა, მაგრამ უფროსების დაჟინებული თხოვნით ნაპოვნი ნივთები და ძვლების ნაწილები დავაბრუნეთ ადგილზე. ის ადგილი მიწით და ქვებით ამოვაშენეთ და სანთელიც დავანთეთ. ამის შემდეგ გამოვეცალეთ იმ ადგილს და დავბრუნდით სახლში , მთელი გზა კვლავ ჩვენს ვერსიებს ვიძახდით და ჩვენს აზრებს ვაფიქსირებდით.ჩვენ ვკითხეთ სოფლის მოხუც ხალხს თუ იცოდნენ რაიმე ამბავი ან ისტორია მათი სოფლის შესახებ, თუმცა ღრმად არავინ არაფერი იცოდა
რამოდენიმე დღის შემდეგ იმ ადგილას მოგვიწია გავლა და თვალი შევავლეთ იმ ადგილს, თუმცა რათ გინდა ის ადგილი გადმონგრეული დაგხვდა და აღარც ის ქოთანი იყო თავის ადგილას.თუმცა აშკარა იყო რომ ეს ადამიანის ნახელავი იყო.
რახანია თოვლის ბაბუ არ მოსულა ჩემთან , ნეტა წელს თუ მოვა?
თუ წამოხვალ რეიბანის ავიატორის სათვალე წამომიღე

ახალი წლის მერე ჩემი დაბ დღის მოსვლამდე დღეებს დავითვლი, როგორც ყოველთვის ხოლმე ,მაგრამ წელს არ გადავიხდი გაისად ოქროსიმექნება და მაშინ ავღნიშნავ, თან წელს სულ არ მაქვს სამაგისო განყობა.
ნეტავ როგორი იქნება ახალი 2010 წელი?
რა სიურპრიზებს გვიმზადებ წელო ახალო ![]()

ის წელი მემგონი ახალი ძვრებით უნდა დაიწყოს, კერძოდ ახალ ბინაში გადასვლით,
ვნახოთ ვნახოთ როგორ განვითარდება ყველაფერი, არ მიყვარს მოვლენებთან გასწრება,ეხლა კი წავედი განდეგილი ვისწავლო
ნუ მოდი ცუდით დავიწყებ, ისე მგონი კარგით იწყებენ ხოლმე.
მანქანა რომელიც ჩემმა ძმამ გაყიდა ორი თვის უკან, ახალმა პატრონმა ისეთ დღეში ჩაააგდო სურათი, რომ ვნახე მართლა ამეტირა რა. მაგრად მიყვარდა ეს CRX
აი სურათიც და თავად სეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნა,თუმცა რა დასკვნა
მანქანას დედა არ ჰყავს
მისგან მხოლოდ რამოდენიმე ტკბილი მოგონება დარჩა , პრინციპში რაღა ტკბილი, მაგის ფეხაცმლის გამო ღამის 3 საათზე დიღომის ტრასაზე ვიყურყუტე. თუმცა მერერა მაინც ტკბილია.
უი ხო სამაგიეროდ ტკბილი ის მაინც ხომარის მეც რომ ვატარე რამოდენიმეჯერ, მოკლედ ლიკას უნდა დავემშვიდობოთ , რადგან მისი მხოლოდ ნაწილებას გამოყენებაღა თუ შეიძლება.
კვირას კი ცემმა ძმამ რალზე გამოსვლა გადაწყვიტა. 6 დეკემბერს ტარდება რუსთავის ავტოდრომზე წყვილთა რბოლა Under 100 hp მანქანებისთვის…ჩატარდება მოყვარულების წყვილთა რბოლა 100 ცხენისძალამდე ძრავით აღჭურვილი მანქანებისთვის.
ეს კი გასავლელი გზა,მეც მინდა ასვლა დოსააფზე, თუ მოვასწარი მეცადინეობა შაბათს, ავყვები მეც.
ეს კი ჩვენ, წინა შეჯიბრზე სტუმრობისას
უიჰ ბანკეტზე ფიქრი დავიწყეთ უკვე, 20 მაისს გვაქვს, მმმ როგორ ველი , მაგრამ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული რმელ კლასთან ერთად წავალ, თუმცა ვთქვი რომ რომელიც უფრო მალე გააკეტებს იქ წავცუნცულდები. მე ჩემი მეგობარი ირაკლი წამიყვანს ბანკეტზე, ხო ოღონდ იმპირობით თუ სხვა მანქანას იყიდის
ექსკუსიაც დავგეგმეთ უკვე, ხოდა ისღა დაგვრცენია დაველოდოთ სკოლის დამთავრების დღეს, რა ბედნიერება იქნება, ცრემლის და ეგეთი ოხუნჯობის გადმომგდეი მე არ ვიქნები,
ოღონდ დავამთავროთ და …
ის ეტაპი მირცევნია რომელიც წინ გველის, ეხლა კი წავედი მერანი ვისწავლო.
გუშინ ძალიან მაგარი დღე იყო. მაგრამე რთ ფაქტს ჰქონდ ადგილი, ჩემი დაბნეულობა უნარებზე დაგვიანებითაც გამოიხატა.რატომღაც მეგონა რომ 4ზე მქონდა არადა 3 ზე მქონდა. ცემტვის მივდივარ უნარებზე, 4 რომ დაიწყო იმ იმედით რომ არ მაგვიანდება და სემიძლია ტემპს კიდევ უფრო შევუნელო, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა, ერთი მეგობარი შემხვდა რომელმაც გაამხსენა რომ 3 ზე მქონდა , რაღაც ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდი, არ მიყვარს დაგვიანებები, მითუმეტეს ნინოსთან. ნომერიც არ მქონდა ნინოსი. ამიტომ ფორუმელ gimmes მივწერე და ვტხოვე რომ თავისი დისტვის ეთქვა რაც დამემართა. ნუ რომ მივედი კი ამთავრებდნენ უკვე ახსნას,ცუდი პონტი იყო რაღაც, მაგრამ უნარების დამთავრების შემდეგ ნატოს დაველოდე, ძლივს ცვენი გაცნობის დღემაც მოაღწია. ცოტა ლოდინი მომიწია, ავტო სკოლაში იყო ის წასული. დიდი მოლოდინით ველოდი ნამცხვარს რომელიც ნატომ გამოაცხო, უნდა დამეგემოვნებინა

კი წუწუნებდა ჩამივარდაო ესაო ისაო მაგრამ ძალიან გემრიელი იყო მარტლა. მე როგორც ნამცხვრების ნაკლებად მოყვარულმა 5 იანი დავუწერე
8 იყო დაწყებული ნატო რომ მოვიდა. ნუ კი შევპირდი სერენადას გიმღერებ თქო თუმცა არ გამოვიდა რაღაც
ხოდა სხვა დროისთვის გადავდეთ. კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ , მერე კი ნატოს ძალიან საყვარელმა დედამ სუფრა გაგვიშალა, მე და ნატალიამ არაყი დავლიეთ, რამოდენიმე სადღეგრძელო ვთქვით და მერე დავიშალეთ, სამეცადინოს გამო
თუმცა იდმენად კარგ ხასიათზე ვიყავი რომ მაგრად მეზარებოდა მეცადინეობა. ხოო კიდევ ნატოს ჩემი მოქარგული კიტი ვაჩუქე, მოეწონა ძალიან. დღესაც ვნახე ნატო გამიხარდაა მისი ნხვა მოკლედ ძალიან საყვარეი გოგოა,
დღეს დილით კი აღმოვაჩინე რომ თითქოსდა ჩემი სფანჯ ბობები დავკარგე მაგრამ არააა, სახლში მქონია ისე გამიხარდა, ძალიან მიყვარს ეს ბობიკოები, ამ დღეებში ასევე ფორუმელ გოლლუმს უნდა ვაჩუქო ერთი ცალი.
ხოდა ეხლა რაც შეეხება თემას. kate9alukard მა დამთაგა და მც დიდი სიამოვნებით დავწერ ჩემს ოცნებებს. ისე არ მაქვს ისეთი ოცნებები, როგორიც აქვს ზოგს რომ გაფრინდეს მთვარეზე და მარსზე დაადგას ფეხი და ა.შ უფრო ისეთი , რომელიც ჩემს პირად ცხოვრებას, და კარიერას ეხება. მინდა თავად გავაკეთო ყველაფერი. მეთვითონ წავმართო ჩემი ცხოვრება და ცხოვრებასთან დაკავშირებული მოვლენებიც.
1. ყველაზე მეტად რაც მინდა არის ის რომ მქონდეს ჩემი პატარაა. (2-3) ოთახიანი ბინა, რომელიც აუცილებლად იქნება ჩემი ოფლით შექმნილი (ან ნაყიდი) თითოეული სახლის დეტალიც კი იქნება გაკეთებული ჩემს გემოზე. იცით, წარმოდგენილიც კი მაქვს როგორი იქნება ჩემი სახლი. სადა, ნათელი ნაკლებად გადატვირთული ავეჯით,თუმცა აუცილებლად იქნება
ეს საქანელა. აი ისე მინდა ეს საქანელა ისე ისე რომ… მოკლედ ძალიან მიყვარს. დასასვენებლად ძალიან მაგარია. დიდი სურვილი მაქვს რომ თჲ სახლი არ მექნება ეს მაინც ვიყიდო. ეჰ რამაგარია, სულ რაღაც 1000-3000 ევრომდე ღირს. სახლს აივანს გავუკეთებდი ძალიან დიდს, რომელსაც პატარა სასადილო დასასვენებელ ადგილად მოვაწყობდი, საღამოობით ზაფხულში მეგობრებთან ერთად გავატარებდი დროს და დავისვენებდი იქ. ხო ერთ ჰამაკის მსგავს ან სხვა სახის საქანელას იქაც დავდგამდი
2.ჩემი ცხოვრების ყველაზე ყველაზედდიდი ოცნებაა საკუთარი რადიო:| ჩემს სახლში გამოვყოფდი ადგილს. სადაც სწორედ რადიოს ატრიბუტები იქნებოდა განტავსებული, მოკლედ რომ ვთქვათ ის ოთახი რადიოსთვის იქნებოდა განკუთვნილი. ოხ ჩემი რადიო
ისე მინდა. ეს იქნება რადიო რომელშიც არ იჟღერებს ქართული საქეიფო სიმღერები, არც პაპსა სიმღერები,მხოლოდ და მხოლოდ სიმღერები იქნება და მსმენელებს არც წამყვანი შეაწყენთ თავს, არც რეკლამები.

3.უფასოზე მინა ჩავაბარო,
ეს ბევრ რამეს მომცემს, აი ისეაა რწყილი და ჭიანჭველაში რომ არის, თუ ძროხას მიუტანს ბალახს ის მისცემს რძეს და ა.შ მეც თუ ჩავაბარებ უფასოზე ჩემი მშობლები მანქანას მიყიდიან, თანაც უკვე 18ის ვხდები და პრავაც მექნება იმ დროისთვის, ეჰ მანქანა , და მერედა როგორ მიყვარს ჩემი სივიკი
ჩემი რაა იმედია რომ იქნება ჩემი. ჰო ოღონდ ესეთი ფერის სივიკი მინდა. სხვა არმინდა,

4.
ho კიდევ ის მინდა, 2 კვირა იბიცაზე გავატარო,

5.60 წელს რომ გადავაბიჯებ, ეგრევე ფეხები გავფშიკო, არ მინდა სიბერე, საშინელებააა. 60 წელი იცხოვრო ადამიანმა სრულებით საკმარისია.
ალბათყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი როდესაც თავადაც არ იციან რა სჭირთ, რა აწუხებთ, ან რა უნდათ, მემგონი ჩემთანაც ანალოგიური მომენტი დადგა.დამღალა თითქოს ყველაფერმა, ერთფეროვნებამ და უხალისობამ, ხვეწნამ ხალხისადმი და, იმან რომ ძალით მიმხედრდებიან. თითქოს, შარს ძალით ეძებენ, და ამ შარში უნდათ რომ მეც გამხვიონ. დამღალა მათმა კომპრომისებმა, და მსგავსმა სისულელეებმა.ვცდილობ ყველა ურთიერთობა გავაუქმო. აღარ მინდა! მაგრამ ამასთანავე ახალი ნაცნობების შეძენა მინდა, ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც იქნებიან განსხვავებულები ჩემგან, და ამასთანავე საინტერესო პიროვნებები. ორშაბათისთვის ვემზადები საგულდაგულოდ.კიდევ ძალიან ბევრმა რამემ დამღალა. მინდა ისევ ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო, და სხვა არაფერზე არ ვიფიქრო. დღეს სურვილი გამიჩნდა, ოღონდ არა უბრალო სურვილი, არამედ ძლიერი ყველაფერზე რომ წავიდე მონასტერში, (რამოდენიმე კვირით)აამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, თუმცა ეხლა ნამდვილად შეუძლებელია ამისი გაკეთება. მემგონი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აუცილებელია რომ შინაგანი ქიმწმენდა ჩაიტაროს, რომელიც მას საშუალებას მისცემს რომ განთავისუფლდეს იმ პრობლემებისგან, რაც სენშია და რაც გაწუხებს. ეს კი დაგეხმარება რომ თითქოს ახლიდან დაიბადო, და ძლიერი იყო ისევე როგორც უწინ.
ცოტა ხელები მოვიქავე დაა ამოვქარგე hello kitty, საქარგავი ნემსი და რაღაცეები მეზობელს ვეთხოვე ჩემი ვერ ვიპოვე წუხელის შუაღამემდე ვქარგავდი დადილით თვალები არ მქონდა გახელილი რომ უკვე ხელთ ნემსი და მძივები მეჭირა, და აი წეღან დავასრულე. მომიწონა ყველამ.
მემგონი დანმდვილად ჰგავს კიტის მომწონს ძალიან ძალიან,
დღეს ერთ რამეს მივხვდი ,
როდესაც ბაზარში ყიდულობ რაიმე სახის პროდუქტს, გამყიდველს უნდა დაააფიცო შვილი, ქმარი, ცოლი, შვილიშვილი, დედა მამა და მოკლედ რომ ვთქვათ მთელი სანათესაო, თუ ის თვალებში გიყურებთ და მომღიმარი სახით გელაპარაკებათ, ესეიგი პროდუქტი მართლაც ხარისხიანია. მაგრამ თუ მხოლოდ იზახის რომ კარგია გეფიცები ყველაფერსო ესეიგი არ ვარგა, ასე მოხდა მჭადის ფქვილი ყიდვის დროსაც
უფრო მეტად დაბრაწული იყო, იტყუება ეს სურათი, ხო ყველიც მჭადს შიგნით აქვს შუაში. ჰოდა ასე 

ესეთი იყო დაახლოებით ჩემი თხუპნიაობის მომენტიც

ზოგი რომ მხედავს რაღაც დიდიგართულება აქვს , თუმცა პრობლემას ვერ ვხედავ, მთავარია რომ საღებავი არ არის ცუდი, თმას არ აფუჭებს, არის ბალზამით, გადადის 2-3 კვირაში. მეც მომწონს. თუმცა ერთი რამ ტეხავს, ხელებზე რომ გადმომდის ხოლმე, მაგრამ თუ თქვენ მდუღარე წყალში ჩაყოფთ ხელს, ეგ პრობლემა გაგიქრებათ![]()
მწვანე შინდ
ისფერი, და ჩემი ბუნებრივი ფერია შერწყმული. ერთი მხარე მწვანედ მქონდა მეორე შინდისფრად
. თუმცა მალე გადამივიდა.ლურჯად შევირებავდი კიდევ თმას, ოღონდ ზოლებად. მთლიანად არ მიყვარს ხოლმე.

mmmmm(smirk)