ხოდა ეხლა რაც შეეხება თემას. kate9alukard მა დამთაგა და მც დიდი სიამოვნებით დავწერ ჩემს ოცნებებს. ისე არ მაქვს ისეთი ოცნებები, როგორიც აქვს ზოგს რომ გაფრინდეს მთვარეზე და მარსზე დაადგას ფეხი და ა.შ უფრო ისეთი , რომელიც ჩემს პირად ცხოვრებას, და კარიერას ეხება. მინდა თავად გავაკეთო ყველაფერი. მეთვითონ წავმართო ჩემი ცხოვრება და ცხოვრებასთან დაკავშირებული მოვლენებიც.
1. ყველაზე მეტად რაც მინდა არის ის რომ მქონდეს ჩემი პატარაა. (2-3) ოთახიანი ბინა, რომელიც აუცილებლად იქნება ჩემი ოფლით შექმნილი (ან ნაყიდი) თითოეული სახლის დეტალიც კი იქნება გაკეთებული ჩემს გემოზე. იცით, წარმოდგენილიც კი მაქვს როგორი იქნება ჩემი სახლი. სადა, ნათელი ნაკლებად გადატვირთული ავეჯით,თუმცა აუცილებლად იქნება
ეს საქანელა. აი ისე მინდა ეს საქანელა ისე ისე რომ… მოკლედ ძალიან მიყვარს. დასასვენებლად ძალიან მაგარია. დიდი სურვილი მაქვს რომ თჲ სახლი არ მექნება ეს მაინც ვიყიდო. ეჰ რამაგარია, სულ რაღაც 1000-3000 ევრომდე ღირს. სახლს აივანს გავუკეთებდი ძალიან დიდს, რომელსაც პატარა სასადილო დასასვენებელ ადგილად მოვაწყობდი, საღამოობით ზაფხულში მეგობრებთან ერთად გავატარებდი დროს და დავისვენებდი იქ. ხო ერთ ჰამაკის მსგავს ან სხვა სახის საქანელას იქაც დავდგამდი
2.ჩემი ცხოვრების ყველაზე ყველაზედდიდი ოცნებაა საკუთარი რადიო:| ჩემს სახლში გამოვყოფდი ადგილს. სადაც სწორედ რადიოს ატრიბუტები იქნებოდა განტავსებული, მოკლედ რომ ვთქვათ ის ოთახი რადიოსთვის იქნებოდა განკუთვნილი. ოხ ჩემი რადიო
ისე მინდა. ეს იქნება რადიო რომელშიც არ იჟღერებს ქართული საქეიფო სიმღერები, არც პაპსა სიმღერები,მხოლოდ და მხოლოდ სიმღერები იქნება და მსმენელებს არც წამყვანი შეაწყენთ თავს, არც რეკლამები.

3.უფასოზე მინა ჩავაბარო,
ეს ბევრ რამეს მომცემს, აი ისეაა რწყილი და ჭიანჭველაში რომ არის, თუ ძროხას მიუტანს ბალახს ის მისცემს რძეს და ა.შ მეც თუ ჩავაბარებ უფასოზე ჩემი მშობლები მანქანას მიყიდიან, თანაც უკვე 18ის ვხდები და პრავაც მექნება იმ დროისთვის, ეჰ მანქანა , და მერედა როგორ მიყვარს ჩემი სივიკი
ჩემი რაა იმედია რომ იქნება ჩემი. ჰო ოღონდ ესეთი ფერის სივიკი მინდა. სხვა არმინდა,

4.
ho კიდევ ის მინდა, 2 კვირა იბიცაზე გავატარო,

5.60 წელს რომ გადავაბიჯებ, ეგრევე ფეხები გავფშიკო, არ მინდა სიბერე, საშინელებააა. 60 წელი იცხოვრო ადამიანმა სრულებით საკმარისია.
4 comments:
saintereso ocnebebia tumca sheidzleba realobad aqcio... : )) bolo cota ucnauria : ))
აუ, ნახე რაა, პირველივე ოცნება უკვე ისეთი გაქვს, რომ ეგ თუ განახორციელე, ავტომატურად უკვე ძალიან წარმატებული ტიპშა იქნები )) [ საკუთარი სახსრებით ბინის შეძენა/გალამაზება/მოწყობა ადვილი არ არის )))
გისურვებ, აგიხდეს ოცნებები ♥ ♥ ♥
ხო, კიდე, ონლაინ რადიოს შექმნა ახლაც შეგიძლია ))
უცნაური სურვილები გაქვს, ძალიან უცნაური.
მე უფრო შორს წავიდოდი, და საოცარ სურვილებს ვინატრებდი.
უბრალო და ნაღდი მინდა,
Post a Comment