Dec 12, 2009

0_o

ალბათყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი როდესაც თავადაც არ იციან რა სჭირთ, რა აწუხებთ, ან რა უნდათ, მემგონი ჩემთანაც ანალოგიური მომენტი დადგა.დამღალა თითქოს ყველაფერმა, ერთფეროვნებამ და უხალისობამ, ხვეწნამ ხალხისადმი და, იმან რომ ძალით მიმხედრდებიან. თითქოს, შარს ძალით ეძებენ, და ამ შარში უნდათ რომ მეც გამხვიონ. დამღალა მათმა კომპრომისებმა, და მსგავსმა სისულელეებმა.ვცდილობ ყველა ურთიერთობა გავაუქმო. აღარ მინდა! მაგრამ ამასთანავე ახალი ნაცნობების შეძენა მინდა, ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც იქნებიან განსხვავებულები ჩემგან, და ამასთანავე საინტერესო პიროვნებები. ორშაბათისთვის ვემზადები საგულდაგულოდ.კიდევ ძალიან ბევრმა რამემ დამღალა. მინდა ისევ ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო, და სხვა არაფერზე არ ვიფიქრო. დღეს სურვილი გამიჩნდა, ოღონდ არა უბრალო სურვილი, არამედ ძლიერი ყველაფერზე რომ წავიდე მონასტერში, (რამოდენიმე კვირით)აამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, თუმცა ეხლა ნამდვილად შეუძლებელია ამისი გაკეთება. მემგონი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აუცილებელია რომ შინაგანი ქიმწმენდა ჩაიტაროს, რომელიც მას საშუალებას მისცემს რომ განთავისუფლდეს იმ პრობლემებისგან, რაც სენშია და რაც გაწუხებს. ეს კი დაგეხმარება რომ თითქოს ახლიდან დაიბადო, და ძლიერი იყო ისევე როგორც უწინ.

No comments:

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment