Jan 29, 2011

”ცხოველური იდილეა”



ჩემი ოჯახი ცხოველების მიმართ დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა, არა ზოგადად ყველას გვიყვარს, მაგრამ ის საკითხი, რომ სახლში გვყავდეს ძაღლი, კატა განხილვას არასროს არ ექვემდებარებოდა, გამომდინარე იქიდან , რომ დედას ძაღლები არ უყვარდა, მამას კატები არ უყვარს. ჩემი ძმა ყველა არსებაზე გიჯდება, მე კი შეჩვევის მიხედვით მიყვარდება ცხოველები, თუმცა მათი ყოლის წინააღმდეგი არ ვარ.
მიუხედავად ამისა, სახლში რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა სხვადასხვა ცოცხალი არსება გვყავდა, თუმცა სამმწუხარო ყველამ მალე განუტევა სული. ასე მაგალითად: თავდაპირველად იყო პატარა ლეკვი, რომელიც მამამ მოიყვანა სახლში,ტიპიური ქუჩის ძაღლი იყო, თუმცა ჯერ ციცქნა და საყვარელი. მიუხედავად დედის ანტიპატიისა ძაღლებისადმი მაინც მიიღო მონაწილეობა მან ლეკვის დაბანა-გასუფთავებაში. მოყვანისას ძალიან შავი იყო, წასვლისას კი ძალიან თეთრი. 3-4 დღის მანძილზე იყო ჩვენთან, ბოლოს გავუშვუთ სახლიდან და დედამისს მივუყვანეთ, მას რამდენიმე ლეკვი ჰყავდა, ყველა ჭუჭყისგან შავი, ეს კი გამორჩეული იყო იმ ჭუჭყიან ლეკვებში, დედამისი რამდენიმე წუთი სუნავდა თავის შვილს, თუმცა იმ ლეკვს სუნამოების სუნი ასდიოდა, ამიტომაც დედამისმა არ მიიღო ის ლეკვი. საბოლოოდ კი ის ლეკვიც და დანარჩენი მისი და-ძმანიც მოკლეს იმის გამო, რომ ეზოში ძაღლების სიმრავლე საჭიროებას არ მოითხოვდა.
შემდგომი შემთხვევა თევზებს უკავშირდება. მე და ჩემს
ძმას ყოველთვის გვინდოდა თევზები გვყოლოდა, ამ მიზნით მან აკვარიუმი გააკეთა, მე ორი ოქროსფერი თევზი ვიყიდე, თუმცა მათმა სიცოცხლემაც მცირე ხანს გასტანა, ერთი თევზი მალევე მოკვდა, მეორემაც არ დააყოვნა სიკვდილი, უფროსწორად დღემდე ვფიქრობ რომ მას იმ დიდმა ტარაკანამ მოუსწრაფა სიცოცხლე,ერთ დილით ვნახეთ, რომ ის მეორე თევზი აკვარიუმში აღარ იყო, მხოლოდ კუდის ოქროსფერი ნაწილი იგდო წყალში, მაგრამ იქვე იყო მკვდარი ტარაკანა, რომელმაც როგორ მოაღწია სახლში უცნობია.მოკლედ ეს შემთხვევაც კრახით დასრულდა.
შარშან 31 დეკემბერს, ჩემმა ძმამ ზაზუნა მოიყვანა, ღამის 12ის ნახევარი იყო ახალი წევრიი რომ შემოგვემატა ოჯახში, თუმცა სიხარული აქაც ნაადრევი იყო, 1 იანვარს, გამთენიისას ზაზუნა მკვდარი დაგხვდა, სავარაუდოდ ის უჰაერობამ მოკლა.
ამის შემდეგ სახლში ბუზიც კი არ გვყოლია.
ჩემს დეიდაშვილ თაკოს ერთი წლის წინ სპარსული კატა აჩუქეს, რომელსაც ჩელსი დაარქვეს. ახლა ის უკვე დიდი გოგოა და დედობასაც მალე გეგმავს. ერთ-ერთ კნუტს ჩვენ გვაძლევს. სახლში ყველა სიხარულით შეეგება ამ წინადადებას, (გარდა მამისა). სადღაც მაისის ბოლოს პატარა MOLLY გვეყოლება ოჯახში. სახელი უკვე მოვუფიქრე, მოლის დავარქმევ.


ქალბატონ ჩელსისთვის ვეძებთ სპარსულ & ბრიტანულ საქმროს.... წითურს ან ნაცრისფერს...საქმროს პატრონს გადაეცემა ერთი კნუტი.

Jan 21, 2011

საგაზაფხულო იდეები

დღეს მეორე გამოცდა მივაყომარე პოლიტოლოგიაში 40დან 40 ავიღე და 100დან 96 ქულა, კიდევ 4 დამრჩა და თებერვლის 9დან 7მარტამდე ჩიტივით თავისუფალი ვიქნები.1 თვე საკაიფოდ დავისვენებ. ხო, იქამდე ორიგინალურმა იდეებმა შემაწუხა. მაშინ როცა გამოცდების ციებ-ცხელება მაქვს ახალმა იდეებმა იჩინა თავი ჩემში.
არ მიყვარს ზამთარი, იმიტომ რომ ყველაფერი ირგვლივ ჩემში სიკვდილთან ასოცირდება. გაზაფხული მიყვარს, თავისი სიმწვანით, სიხალისით, ჩიტების ჟღურტულით, რომლებიც ჩემს ფანჯრებთან ყოველ დილით იყრიან ხოლმე თავს.გაზაფხული სიახლით იწყება ჩემთვის, სწორედ ამიტომაც ვფიქრობ რომ ეს სიახლე წელს კაბის შეკერვით დავიწყო, ხოო ოღონდ გაინტერესებთ ალბათ როგორ კაბას ვგულისხმობ.
ჯერ კიდევ ბანკეტობამანია რომ სუფევდა მაშინ მქონდა სურვილი რომ წულეს კაბა შემეკერა,რომელიც მუხლამდე და ფურფუშა იქნებოდა,მაგრამ მაინც მზა კაბის ყიდვა გადავწყვიტე.
კაბები ძალიან მიყვარს, მათი ხშირი მომხმარებელი ვარ,თუმცა ძირითადად სწორი სტილის კაბებს ვხმარობ, ფურფუშა კაბები არც იმდენად კომფორტულია, მაგრამ იმდენად გამიღრმავდა ასეთი კაბის ქონის სურვილი, რომ მის კომფორტულობამ უკანა პლანზე გადაიწია.
მმ, უკვე ძალიან მინდა წულეს კაბა. როგორც უკვე გავარკვიე ნაჭრების ფასი,1 მეტრი 4 ლარიდან -22 ლარამდე მერყეობს. 4 ლარიანი ძალიან უხეშია, აი უფრო ისეთი ბუზებისსგან თავის დასაცავად, რომ იყენებენ . 22 ლარიანი კი ყველაზე რბილია, აი ზუსტად ისეთი, როგორც კაბას შეეფერება.
ფერების ფართო არჩევანიც არის, მაგრამ ვეძებ ბოლო ფენისთვის შავ, ბრჭყიალა წულეს. ფერები ჯერ არ ვიცი როგორი იქნება, ზუსტად რომელი რიცხვისთვის შევიკერავ არც ეგ ვიცი. ჯერ განვადების 2 თვე მაქვს მოსაშორებელი და ამის შემდეგ კი, ხელს აღარაფერი შემიშლის. ჩემი დაბიდუბისათვის(19მარტისთვის თან ოქროს დაბ დღე მაქვს) მგონი კარგი საჩუქარი იქნება ჩემი თავისთვის.
კაბა არ იქნება მთლიანი, მხოლოდ ქვედაკაბა იქნება მუხლამდე ან მუხლის ცოტა ზევით, აუცილებლად გაშლილი, ვფიქრობ რომ ან ოქროსფერი შევიკერო ან ყავისფერ-შავში, მუქ ფერში იმიტომ რომ უფრო მეტად პრაქტიკული იქნება + ბევრ რამესთან იქნება მისი შეხამება ადვილი. ოქრისფერი კი იმიტომ რომ, ძალიან ლამაზი იქნება. თანაც ერთი ოქროსფერი მაღლები მაქვს, დახატავენ ერთმანეთს.
ნუ მოკლედ, იქამდე ჩემს იდეებს კიდევ უფრო მეტად დავხვეწავ + კარგი მკერავიც მყავს მოსაძებნი.


თაკოს კაბის იდეა მომწონს ძალიან ჯერ შეკერვის პროცესშია. SEX IN THE CITY 2ში Sarah Jessica Parker -ს რომ აცვია ზუსტად ისეთი იქნება, აი სურათიც. კიდევ ერთი კაბის შეკერვა მინდა, ის უფრო კლასიკური იქნება, ზურგზე ნახევრად ამოღებული, და ისიც მუხლამდე ან უფრო მოკლე. მოკლედ ჯერ ამ კაბასთან დაკავშირებით ვნახოთ როგორ იქნება და დანარჩენზე ცოტა მოგვიანებით ვიფიქრებ, თან თუ გავითვალისწინებთ ხარისხიანი ნაჭრების ფასს, ის არც თუ ისე იაფი დამიჯდება, თუმცა არამგონი 2 მეტრაზე მეტი დამჭირდეს ნაჭერი. მოკლედ ვნახოთ რა, იქამდე კი თაკოს კაბას ველი და 29 იანვარს, ამ დღეს გამოაქვს მკერავისგან, იდეაში კარგი კაბაა და იმედია ისეც კარგი იქნება :) სურათებს განახებთ მერე.






Jan 14, 2011

შემომეაბდაუბდა

ტელევიზორის ყურებით დიდად არ ვიკლავ ხოლმე თავს, უფროსწორად თითქმის საერთოდ არ ვუყურებ, გამომდინარე იქიდან, რომ ტელეგადაცემები არ მომწონს, წესიერი ფილმებიც ძალიან ცოტა გადის. ინტერნეტში კი ვუყურებ ხოლმე ფილმებს, მაგრამ აქ უფრო რთულად არის საქმე რადგან, ჯერ უნდა აარჩიო, შემდგომ გადმოწერო და ან აღმოაჩენ, რომ ძალიან სისულელე ფილმი გადმოგიწერია ან საშინელი ხარისხი აქვს ან კი პირიქით. რამდენიმე დღის წინ, როცა არც საქმე მქონდა და არც ინტერნეტი იყო ტელევიზორის ”პულტი” მოვიმარჯვე ხელთ და ფრიად სასიამოვნო კინოს YOU HAVE GOT MAIL -ს ვუყურე. ძველი ფილმების ყურება არ მიყვარს და დარწმუნებული ვარ ინტერნეტში არც ვუყურებდი, არადა ძალიან ვისიამოვნე ამ ფილმით. მთავარ როლში ტომ ჰენქსი და მეგ რაიანი არიან.ამ ფილმა ჩვენი ვირტუალური სამყარო გამახსენა.ფილმი მეტნაკლებად ანარეკლია ჩვენი ვირტუალური სამყაროსი.
ალბათ ყველა ადამიანს, რომელიც ინტერნეტით სარგებლობს ჰქონია ვირტუალური ურთიერთობა საპირისპირო სქესთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძირითადად ტრადიციულად, სურათების გაცვლით, ბებია-ბაბუის სახელების გამოკითხვით და ა.შ მიმდინარეობდა. ამ ფილმში მთავარი გმირების მიმოწერის საშუალება ელექტრონული ფოსტაა, თუმცა მათ ერთმანეთის სახელები არ იციან. ისინი ყოველდღე უზიარებენ ერთმანეთს თავიათ შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს. ორივე გმირისთვის ეს ურთიერთობა საინტერესოა. წარმოიდგინეთ თქვენ გაიცანით ვიღაც თუმცა არ იცით მისი სახელი, ვინ არის, რას წარმოადგენს თუმცა მისი აზროვნება და საუბრის მანერა გაძლევთ იმის საშუალებას, გაფიქრებინოთ, შეიძლება ის თქვენი ოცნების ადამიანი იყოს. თუმცა რა საკვირველია ეს მხოლოდ თქვენი ნატვრაა. სიტუაცია შესაძლოა ყოველდღიურ ურთიერთობაში კიდევ უფრო საინტერესო გახდეს. ქუჩაში გავლისას, თქვენი აზროვნება ამ ადამიანის მიმართ არის მიმართული.შესაძლოა რომელიმე გამვლელი სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდეს ან თუნდაც ის ვისაც ყველაზე მეტად ვერ იტანთ, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც ყოველდღიური ურთიერთობა გაქვთ.
როცა ერთ-ერთი მათგანი აღმოაჩენთ, რომ ის ადამიანი რომელსაც თქვენ აქტიურად წერდით აღმოჩნდა ის ვისაც ”ვერ იტანთ” რა შეგრძნება დაგეუფლებათ?
ამ კინომ ერთი ადამიანი გამახსენდა, რომელთანაც 2-3 წლიანი ურთიერთობა მქონდა თუმცა სახელი დღემდე არ ვიცი.თუმცა სახელს ვინ ჩივის :)) ჩვენც დაახლოებით ასეთი სახით ვურთიერთობდით, ყოველ საღამოს ვსაუბობდით ჩვენთვის საინტერესო თემებზე, ვუზიარებდით ერთმანეთს აზრებს სხვადასხვა წიგნების, კინოების შესახებ. შეძლებისდაგვარად ვაძლევთ ერთმანეთს რჩევებს.საბოლოოდ მოსაწყენი გახდა ის, რომ არ ვიცოდი ვინ იყო ის, ამიტომაც დავაიგნორე. :))
მას შემდეგ ბევრმა ქარმა განვლო :D ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მასთან ურთიერთობა სასიამოვნო მოგონებების სიებში ჩაიწერა,
P.S ზეგ გამოცდა მაქვს და რა მეკინოვებმეწერინება ნეტა?

Jan 11, 2011

როგორ ჩავსვათ ბლოგზე FB Like




როგორ დავამატოთ FB Like ღილაკი ყველა პოსტზე?

პირველ რიგში შევდივართ Design > Edit HTML და მონიშნეთ Expand Widget Templates.
  • მოვძებნით html კოდში data:post.body (ამისათვის შეგიძლიათ ctrl+F -ს დააჭიროთ და searchში ჩაწეროთ ზემოთ ხსენებული კოდი.)
  • ამის შემდგომ აკოპირებთ კოდს, რომელიც აქ არის მოცემული. ასევე შეგიძლიათ თქვენი სურვილისამბერ შეცვალოთ ღილაკის მცირედი დიზაინი.
  • ეს კოდი შეგიძლიათ დააფეისთოთ როგორც data:post.body-ის ზევით ( ეს იმ შემთხვევაში თუ გსურთ, რომ ღილაკი პოსტის დასაწყისში იყოს.) ან ქვევით(თუ ქსურთ რომ პოსტის ქვევით იყოს).
წყარო


Jan 10, 2011

ამოიცანი შენი თავი


ადრე დავწერე რომ ფსიქოლოგიის სპეციალობა ავირჩიე, ჯერ რადგანაც პირველ კურსზე ვარ და ახალი დაწყებული გვაქვს ფსიქოლოგიის შესწავლა თეორიული ცოდნა მწირე გვაქვს, თუმცა რაც ამ 3 თვის მანძილზე შევისწავლეთ მეტად პროდუქტიული იყო.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა თქვენც და დაგეხმაროთ იმის გარკვევაში თუ რომელ ფსიქოლოგიურ ტიპს განეკუთვნებით.
ანგვინიკი -გულისხმობს სწრაფ ადამიანს. იგი ადვილად ეგუება ცხოვრების პირობებს, ახასიათებს სიძნელეებისადმი მაღალი გამძლეობის უნარი. უაღრესად მოძრავია, ურთიერთობებში თავისუფალია, იოლად ამყარებს კონტაქტს ადამიანებთან და ამიტომაც მას ნაცნობების ფართო წრე ჰყავს, თუმცა არ გამოირჩევა სიმყარით ურთიერთობებში და ხშირად იცვლის კავშირებს. საქმიანობაში მეტად პროდუქტიულია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას ბევრი საინტერესო საქმე აქვსი.იგი მუდმივი აგზნების მდგომარეობაში იმყოფება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოწყენილი და მოთენთილია.
სანგვინიკი სწრაფად ამყარებს კონტაქტებს , იგი თითქმის ყოველთვის ინიციატორია ურთიერთობებში, სიამოვნებით პასუხობს სხვა ადამიანის მხრიდან ურთიერთობის დამყარების საფუძველზე, მაგრამ მისი დამოკიდებულება ადამიანთა მიმართ შეიძლება ცვალებადი და არასტაბილური იყოს, იგი უცხო ადამიანთა გარემოში თავ ისე გრძნებს , როგორც თევზი წყალში. მას ძალზედ ახალისებს შექება და წაქეზება.
ოლერიკი ეს არის ადამიანი, რომელთანაც აგზნებადობა სჭარბობს შეკავებას, იგი გამოირჩევა დიდი ცხოვრებისეული ენერგიით, მაგრამ არ ჰყოფნის შეკავება, ძირითადად თავშეუკავებელი და ფიცხია. ასეთი ადამიანი საქმეს მთელი მონდომებით და შემართებით იწყებს, გატაცებით ეკიდება მას, მაგრამ დიდხანს არ ჰყოფნის მოთმინება და შემდეგ მძიმე ხასიათი ეუფლება. გაუწონასწორებელი ნერვული სისტემა განაპირობებს მისი აქტიურობის ციკლურ ხასიათსა და მხნეობის ცვლილებებს. რაიმე საქმით გატარცებული განზომლად ხარჯავს თავის ძალებს, რის გამოც გაცილებით ადრე ცარიელდება, ვიდრე საჭიროა და შემდგომ უკვე აღარაფერი შეუძლია. ქოლერიკს უძნელდება საქმიანობა, რომელიც მოითხოვს მწყობრ მოქმედებას, ნელ ტემპს, იგი გარდაუცვლად გამოავლენს მოუთმენლობას მკვეთრ მოძრაობებს და ა.შ ურთიერთობაში ფიცხია, მოუთმენელი და თავშეუკავებელი.მელანქოლიკის მიმართ დაუშვებელია უკმეხობა და უხეშობა, თვით აწეული ტონი და ირონიაც კი უკარგაცს მას შრომისუნარიანობას. მისი დასჯა თავისებურ მიდგომას მოითხოვს. ამ ტიპის ადამიანების საჯაროდ გაკიცხვა არ არის სასურველი. შენიშვნების მიცემა მხოლოდ ერთი-ერთზე შეიძლება, რათა იგი არ გამოვიდეს მწყობრიდან. მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭირო, რომ შეუმჩნეველი არ დარჩეს მის მიერ მიღწეული წარმატება.
ლეგმატიკი ეს არის ადამიანი, რომელიც მშვიდად და ნელა რეაგირებს გამღიზიანებლებზე,არა აქვს გარემოცვის შეცვლისაკენ მიდრეკილება, უნარი შესწევს წინააღმდეგობა გაუწიოს ძლიერ და ხანგრძლივ გამღიზიანებლებს, მასთან გაწონასწორებულია გაღიზიანებისა და დამუხრუჭების პროცესები. ფლეგმატიკი მშვიდი , ყოველთვის ზომიერი, მიზანსწრაფული, მშრომელი ადამიანია, რომელიც გამოირჩევა სიბეჯითით, მოთმინებით, თავშეკავებით. იგი ერთფეროვანი და მეტად ძუნწია მიმიკებსა და ინტონაციებში. თავის გრძნობებზე იშვიათად საუბრობს. ძნელად ეჩვევა უცხო ადამიანბს, გვიან იწყებს მიმართვას, კითხვების დასმით საუბრობს. მისთვის დამახასიათებელია შენელებული რეაქციები. ნაცნობების წრე მეტად ვიწროა. ფლეგმატიკი სერიოზული უსიამოვნების დროსაც გარეგნულად მშვიდი რჩება.იგი თავის თავში შთაბთქავს და აგროვებს უსიამოვნებათა ენერგია. თანამოსაუბრისათვის მოულოდნელი ხდება მისი ესოდენი განრისხება.
ელანქოლიკი ეს არის ადამიანი, რომელიც ძლიერი სტიმულირების ზემოქმედებას ეწინააღმდეგება, რის გამოც იგი ხშირად პასიურია. მასზე ძლიერი სტიმულების ზემოქმედებამ ქცევების დარღვევაც კი შეიძლენა გამოიწვიოს.მას ხშირად აღენიშნება შიში, მოუსვენრობა ქცევაში, შფოთვა, სუსტი გამძლეობა.უმნიშვნელო საბაბმა მასში შეიძლება გამოიწვიოს წყენა, ცრემლები. მას მიდრეკილება აქვს უარყოფითი განცდებისკენ. თავის თავში არ არის დაჯერებული, მორცხვია. მცირეოდენი სიძნელეებიც კი საკმარისია მისი მწყობრიდან გამოსაყვანად. არ არის ენერგიული ადამიანი. აშინებს ახალი გარემო, გაურბის უცხო ადამიანეთან კონტაქტს, თავის თავში იკეტება და მარტოვდება, იგი ცდილობს მუდამ თავის ნიჟარაში დაიმალოს.
:)))

მადლობა ჩემს ლექტორს, :))

Jan 8, 2011

”განუმეორებლები”

გუშინ ძილისპირულს გამახსენდა ის, რასაც ჩემები მთელი ცხოვრების მანძილზე მსაყვედურობ(დნ)ენ. ჰოდა, მეც ვეცადე უმრავლესობა გამეხსენებინა და რამდენიმე მათგანს თქვენც გაგაცნობთ.
  1. რატომ არ ვიყავი მთელი ცხოვრების მანძილზე სკოლაში ფრიადოსანი. (არა, როგორ არ ვიყავი უბრალოდ, მათ სუფთა 10სანი უნდოდათ, 9.8ოსნობა ფრიადოსნობას არ ნიშნავს-ო)
  2. რატომ არ მეწერა იმ საგნებში10-იანი რომელიც მათ მოსწონდათ, თუმცა ჩემთვის რომ ეკითხათ სწორედ ამ საგნებს ვერ ვიტანდი ყველაზე მეტად.(გეომეტრია, ქიმია, ფიზიკა ეს ის სამთა კავშირია, რომელიც დღემდე მეზიზღება. თუმცა ეს მოჩვენებითი ფრიადი რაში ჭირდებოდათახლაც არ მესმი, რაც არ უნდა 100-იანი მეწეროს ფიზიკის აზრზე მაინც ვერ მოვალ, ნუ არ მაქვს ტექნიკური ტვინი.)
  3. რატომ არ დადგა ჩემგან მომღერალი ან მოცეკვავე,(ამას უფრო ადრე გაიძახოდნენ, ძირითადად მაშინ, როდესაც ტეელვიზორში ჩემი ასაკის პიროვნებას დაინახავდნენ. )
  4. რატომ არ გამოვდექი არაფერში ანუ რატომ არ მაქვს ნიჭი.(ამას ძირითადად მამაჩემი გაიძახოდა. როცა ვაკეთებდი იმას რაშიც ნიჭი მაქვს, მუდამ გაიძახოდნენ, დაანებე მაგას თავი თვალები გეტკინება და ბევრი ბლა ბლა ბლა...)
  5. რატომ არ ვაკეთებ სახლში არაფერს.(ამას უფრო ბებიაჩემი გაიძახის და მამაჩემიც, ჰო, ჩემი ძმაც :D. სიმართლე რომ ვთქვა, (ძირითადად)მართლა არაფერს ვაკეთებ. იმიტომ რომ ამას საჭიროება არ მოითხოვს.(თუმცა როცა მარტო ვარ ყოველთვის ყველაფერსაც ვაკეთებ) არ შემიძლია მთელი დღე (2 მეზობელი გოგოსავით) სახლის დალაგებას შევწირო. აი, ისეთი ვარ, მთავარია ჩემი ოთახი იყოს დალაგებული და იმის იქით აღარ ვიყურები :D)
  6. რატომ ვზივარ ხოლმე კომპიუტერთან, (თან თუ გაღიმებული სახე შეგამჩნიეს მტრისას :D, (p.s ეს პრობლემა თურმე ბევრს ჰქონია:D)
  7. რატომ არ ვმეცადინეობ გათენებამდე, (თუ მეცადინეობას მალე მორჩი ჰქონიათ რომ არაფერიც არ იცი, ნუ თავის მოტყუება უნდათ ხოლმე და რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს, ვიღაცეების მაგალითი მოჰყავთ ხოლმე. თუმცა მე მე ვარ და სხვა მაგრად მკიდია , როგორ მეცადინეობს)
  8. რატომ არ მიჭირავს წიგნი მაშინაც კი როცა მძინავს. (ეს მაინც ცალკე პუნქტად გამოვყავი, )
  9. რატომ გადაყარეს ტყუილად ფული ჩემს მომზადებაში, (რადგან უფასოზე არ ვარ)
  10. მეათე არ ვიცი, ამ დროს უკვე ჩამთვლიმა :))
აი, სულ ეს იყო ის, რაზეც გუშინ ვფიქრობდი :)) თუ თქვენც გსაყვედურობენ დღმედე მშობლები რაიმეზე შეგიძლიათ დაწეროთ.
ისე, ახლა ამ ყველაფერზე ძალიან ვხალისობ :)
პ.ს პოსტს ამ სიმღერის ფონზე ვწერდი, ხოდა გიზიარებთ თქვენც,

Jan 2, 2011

2011 წელი ჩემთვის

თევზები
სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ზამთარი არ არის საუკეთესო დრო. საერთოდ ეს წელი მსუბუქ ფლირტსა და ვალდებულებების გარეშე ურთიერთობებს ხელს არ უწყობს. იანვარში ერიდეთ ჭრილობებსა და დაჟეჟილობებს. მარტში თქვენი იმუნიტეტი შესუსტდება, თუმცა, აპრილში სიტუაცია გაუმჯობესდება. ფეხზე დიდხანს დგომით ნუ გადაიღლებით. მოერიდეთ ცუდ ფეხსაცმელებს და ზედმეტ სიარულს. კვებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. წელს მოსალოდნელია, როგორც მოულოდნელი დაავადება, ასევე მოულოდნელი განკურნება. იანვრიდან მაისამდე ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესებული გექნებათ. თუ უმუშევარი ბრძანდებით, მარტიდან ეს პრობლემა გადაწყდება და სამსახურს შეუდგებით. ზაფხულში მოერიდეთ სარისკო კაპიტალდაბანდებებს. სექტემბერში გელით საიდუმლო შეხვედრები. დაფარვა და გასაიდუმლოება აუცილებელი იქნება. ისიც გახსოვდეთ, რომ ამ წელს ურთიერთობის გაოფიციალურებას დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე თქვენ გგონიათ. წელს განმარტოება დაგჭირდებათ, რადგან სახლი ყოველთვის ემოციებით არის დატვირთული. მშობლებთან ურთიერთგაგებაში პრობლემები შეექმნებათ. ეცადეთ, ყველაფერი მშვიდობიან კალაპოტში გადაიყვანოთ. სახლში რემონტის დასაწყებად კარგი პერიოდია აგვისტო–სექტემბერი. თქვენს თვითრეალიზაციას ხელს შეუწყობს მეგობართა მფარველობა. იყავით ყურადღებით, რადგან შეიძლება თქვენი დახმარება მათაც დასჭირდეთ.