Jan 2, 2011

2011 წელი ჩემთვის

თევზები
სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ზამთარი არ არის საუკეთესო დრო. საერთოდ ეს წელი მსუბუქ ფლირტსა და ვალდებულებების გარეშე ურთიერთობებს ხელს არ უწყობს. იანვარში ერიდეთ ჭრილობებსა და დაჟეჟილობებს. მარტში თქვენი იმუნიტეტი შესუსტდება, თუმცა, აპრილში სიტუაცია გაუმჯობესდება. ფეხზე დიდხანს დგომით ნუ გადაიღლებით. მოერიდეთ ცუდ ფეხსაცმელებს და ზედმეტ სიარულს. კვებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. წელს მოსალოდნელია, როგორც მოულოდნელი დაავადება, ასევე მოულოდნელი განკურნება. იანვრიდან მაისამდე ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესებული გექნებათ. თუ უმუშევარი ბრძანდებით, მარტიდან ეს პრობლემა გადაწყდება და სამსახურს შეუდგებით. ზაფხულში მოერიდეთ სარისკო კაპიტალდაბანდებებს. სექტემბერში გელით საიდუმლო შეხვედრები. დაფარვა და გასაიდუმლოება აუცილებელი იქნება. ისიც გახსოვდეთ, რომ ამ წელს ურთიერთობის გაოფიციალურებას დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე თქვენ გგონიათ. წელს განმარტოება დაგჭირდებათ, რადგან სახლი ყოველთვის ემოციებით არის დატვირთული. მშობლებთან ურთიერთგაგებაში პრობლემები შეექმნებათ. ეცადეთ, ყველაფერი მშვიდობიან კალაპოტში გადაიყვანოთ. სახლში რემონტის დასაწყებად კარგი პერიოდია აგვისტო–სექტემბერი. თქვენს თვითრეალიზაციას ხელს შეუწყობს მეგობართა მფარველობა. იყავით ყურადღებით, რადგან შეიძლება თქვენი დახმარება მათაც დასჭირდეთ.

No comments:

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment