Dec 16, 2010

შემაჯამებელი პოსტი

მინდა, ყოველი წლის ბოლოს ანუ დეკემბრის თვეში დავწერო ხოლმე იმ წლის შემაჯამებელი პოსტი. თან მე თვითონაც გადავხედავ და კიდევ ერთხელ გავიხსენებ ჩემს წელს. სათითაო ფრაგმენტის წოველ წამს გახსენება არც თუ ისე საინტერესოა, ამგვარ პოსტში კი ყველაფერი ლაკონურად იქნება გადმოცემული. ჯერ დავიწყებ იმით რომ 6 დეკემბერს, ჩემს ბლოგს ერთი წელი სეუსრულდა (ეს რაც blogspotზე ვარ) (იქამდე wordpessზე ვიყავი 1 წელი)
ანვარი-ახალმა წელმა ყველაზე მშვიდად ჩაიარა გასულ წლებთან შედარებით, არ იყო ბევრი სტუმრიანობა, ამ ფაქტმა გამახარა. (არ მიყვარს გადაბმულად ხალხმრავლობა). ეს ის ახალი წელი იყო, როცა ძლივს ერთხელ ჩვენ მოგვეცა იმის საშუალება, რომ სხვისი მეკვლეები ვყოფილიყავით. თუმცა ამ კამპანიაში მონაწილეობა არ მიმიღია, მაშინ ჩემი აბიტურიენტობა, და ჩემი მოლოდინი მქონდა გამოცდებთან დაკავშირებით.
ებერვალი-განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, აბიტურიენტობა კვლავ ჩვეულ რიტმში გძელდებოდა. თუმცა როგორ არა, განსაკუთრებული არ იყო ის ,რომ გამოცდების ბლანკი შევავსე, ასე რომ ვთქვათ, პროფესიების სავარაუდო ჩამონათვალი შევადგინე.
არტი- ოო, მარტში კარგი რამ მოხდა. 19 მარტს სრულწლოვანი გავხდი, გავიზარდე, მახსოვს შინაგანად მიხაროდა, რადგან , ჩემი ასაკი ერთგვარად ერთ-ერთი გასაღები იყო ჩემი ოცნებების ასრულებისა.
პრილი- 6 აპრილს ახალ სახლში გადავედი. კარგი განცდა იყო, თუმცა გადაბარგების მომენტი ცუდია. ჯერ როდის შეეჩვევი ახალ სახლს, თუმცა მე ეს მომენტი არ მქონია, უბრალოდ სახლში იაღოველები ცხოვრობდნენ და პირველ ღამეს თეთრ პერანგშჳ ჩაცმული მფრინავი ობიექტი დამესიზმრა.(ნუ იეღოვამ თავისი ქნა :D ) რამდენჯერმე შემეშალა და ჩემს ძველ სახლში მივედი.ჰაჰა, რომ დავაკაკუნე მაშინ გამახსენდა, რომ იქ აღარაფერი მესაქმებოდა.
აისი- ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი თვე ჩემს ცხოვრებაში. 20 მაისს სკოლა დავამთავრე. ხოხ, ჩემმა სკოლის 12 -მა წელმა ძალზეც უცბად გაირბინა. სიმართლე გითხრათ , უკვე ნახევარი წელი გავიდა სკოლის დამთავრებიდან და არც კი მწყდება გული რომ აღარ დავდივარ სკოლაში, არც მენატრება. (არ მესმის რას მისტირიან ამ სკოლის წლებს?!) 23 მაისს კი ის დღე იყო, რომელსაც 12 წელი ველოდი - ანუ ჩემი ბანკეტი. რომელმაც შესანიშნავად ჩაიარა. მეორე დღეს რა საკვირველია 2 დღიანი ექსკურსია გველოდა კახეთში. მთელი ღამე გავათენეთ იქაც.თელავში სახლი ვვიქირავეთ, პატრონი გვეხვეწებოდა ცოტა მშვიდად იყავით, ჭერი ჩამენგრევაო . :D ამ ექსკურსიას ერთი ეშმაკური ხრიკიც თან ერთო, (თუმცა ამ ხრიკს, ეხლა ვერ მოვყვები :D, გარკვეული ადამიანებისთვის არაა აუცილებელი ამის ცოდნა )
ვნისში ყველაფერმა პიკს მიაღწია,გამოცდები ერთ თვეში იწყებოდა. საშინელი თვე მქონდა, დილის 6 საათზე სახლიდან გავდიოდი, საღამოს 10მდე მასწავლებლებთან დავწანწალებდი, საჭმელი, სახლი არც კი მაღსოვდა. ივნისშივე გარდაიცვალა ჩემი სიყვა (sony ericsson w910) უტელეფონოდ ყოფნა 3 თვე ძალიან ცუდი იყო.
ვლისი -ცხელი ყველა გაგებით, ეროვნული გამოცდები დაიწყო, 5 ჯერ მე-4სკოლაში მისვლა, 3-4 საათი სხვადასხვა ოთახებში ჯდომა და გულის ფანცქალით წერა ცუდი შეგრძნება იყო. გარეთ კი უამრავი ადამიანი, რომელიც გეკითხება როგორ დაწერე.
გვისტო-ორმაგად ცხელი აღმოჩნდა ჩემთვის, პასუხების მოლოდინში ყოფნა საშინელება იყო. აქვე იყო პირველი იმედგაცრუება. 2 კვირა დედაჩემთან გაბუტვა და საშინელი დეპრესია.
ექტემბერი- ჩარიცხვების სიები, გრანტი და პირველი დღე უნივერსიტეტში... 59 თანაკურსელი და 20 ჯგუფელი. ახალი ემოციები, ახალი ცხოვრება და ახალი ეტაპი. გარდა ამისა ახალი ტელეფონიც ვიყიდე, რომლის ამბავიც ცალკე პოსტად მიწერია. მოკლედ ფრიად სასიამოვნო თვე იყო.
ქტომბერი- გავხდი ეივონის წარმომადგენელი, აქტიურად ჩავერთე გაყიდვების ამბებში. გარდა ამისა სტუდენტური სამუშაოს ძებნა დავიწყე, თუმცა ფლაერების დარიგების მეტი ვერაფერი ვნახე, მაგრამ არც ამაზე მითქვამს უარი.
ოემბერში პირველად ვიყავი ულამაზეს ადგილას დავითგარეჯში, საიდანაც ახალ ძალებით, ენერგიითა და განწყობით დავბრუნდი.რა გინდ სასაცილოც არ უნდა იყოს მეორედ ვიყავი ამ ხნის მანძილზე ქორწილში.(დიდად არ მიზიდავს ქორწილშჳ სიარული) მესამედ კი ჩემი მეგობრის დაბ დღეზე, მეოთხედ-? მეოთხედ არაფერი არ ყოფილა.
ეკემბერში-რამდენიმე სასიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი, (რომელსაც მოგვიანებით გაგიმხელთ). ასევე ავირჩიე ჩემი პროფესია, ფსიქოლოგია. დიახ მომავალი ფსიქოლოგი ვიქნები. რამდენად კარგი ამას მომავალი გვიჩვენებს. ვფიქორბ ეს ის არის ზუსტად რაც ყველაზე მეტად შემეფერება, გარდა ამისა ხშირად მიფიქრია რომ ფსიქოლოგთან მივსულიყავი, ახლა კი ყოველი მასალის დაუფლების ჟამს, ჯერ ჩემს თავზე ვცდი ხოლმე, რაც ჩემი თავის უკეთ შესწავლაში მეხმარება.
ადრეა იმაზე საუბარი რა იქნება 2011 წელს, თუმცა უამრავ სიახლეს ველი, ასე ვთქვათ ჩემი ოცნებების სკივრს ყველა გასაღები მოვარგე და ნელ-ნელა მათი ასრულება დაიწყება.