არადა მახსოვს ზუსტად 9თვის წინ, როდესაც კიბეებზე მეზობელი ქალი შემხვდა მკითხა როგორ მიდიოდა სწავლის საქმეები, ვიწუწუნე ცოტა არ იყოს, ნეტავ როდის გაივლის ეს თვეები და მოვა გამოცდის დღე მეთქი,მან კი ნუ ღელავ ძალიან მალე დადგება ეგ დღეცო და მართალიც იყო।გუშინდელი დღესავით მახსოვს ყველა მასწავლებელთან პირველივიზიტი, განსაკუთრებით უნარებთან
თავიდანვე დადებითად განვეწყვე ჩემი უნარების მასწავლებლის მიმართ.მახსოვს, პატარა ბავშვივით ველოდებოდი როდის დადგებოდა 5ოქტომბერი,რომ სწავლა დამწყებოდა.
ძალიან მაგარი ჯგუფი შემხვდა.ყველამ თავიდანვე ადვილად გავუგეთ ერთმანეთს. ვეხმარებოდით ერთმანეთს თუ კი რაიმეს ვერ გავიგებდით. რამოდენიმე ძალიან, ძალიან საყვარელი მეგობარი შევიძინე მარის,გვანცუს და სალოს სახით.გამიჭირდება ალბათ მთელი ზაფხულის მათ გარეშე გატარება. სხვა ჯგუფებში კი ჩვეულებრივად იყო თავიდანვე ყველფერი, ორი ნაცნობი მასწავლებელი, თითქმის ყველა თანაკლასელი და წარჩინებულებიც. განსხვავებული მხოლოდ ჩვენი შეხვედრის ადგილი, მასწავლებლების სახლი იყო. მუდამ გვეზარებოდა მერვე სართულზე კვირაში სამჯერ ასვლა. ჩამოსვლის კი იცოხლე , 1 წუთიც არ გვჭირდებოდა. გამოგიტყდებით და სასიამოვნო და ამავე დროს სატანჯველი იყო ქართულზე (თავდაპირველად) 7საათი ჯდომა ხანაც 5,
მაგრამ სტანდარტულ დრომდე მალე ჩამოვედით. წუწუნი არასდროს არ ჭრიდა ჩვენს დამრიგებელთან, ყველაფერს ხარისხიანად და ძირფესვიანად გვასწავლიდა.
ისე, ნამდვილად ვაღიარებ, რომ ამ აბიტურიენტობამ ჩემს ახალ კლასელებთან თავიდან დამაახლოვა და გავიცანით ერთმანეთი სულ თავიდან, როგორც ჩანს ჩემი 1წლიანი ურთიერთობა სკოლაში არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ მე ისინი ისე გამეცნო და დავახლოვებულიყავი როგორც დღეს ვართ.
ძალიან მალე გაიარა შემოდგომამ , ზამთარმა და გაზაფხულმაც.აი ზამთარი განსაკუთრებით. რამდენჯერ დავსველებულვართ წვიმაში, რამდენჯერ გავყინულვარ გზაში სიარულით, მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით რომ აქამდე მოგვეღწია, ისე რომ ერთიც არ დაგვიწუწუნია.ეს ერთი თვე განსაკუთრებით არანორმალური რეჟიმით ვცხოვრობდით.დილას 6 საათზე ინგლისურთან მისვლით ვიწყებდით,მაგრამ როგორც ჩვენი დავით გურამიშვილი იტყვის ”სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების”.