ესეც ასე, ორმა გამცოდამ ჩაიარა. კიდევ 3 ჯერ უდნა მივიდე მეოთხე სკოლაში და ეს კოშმარიც დასრულდება საბოლოოდ. ძალიან დამღალა კითხვებმა რა ქენი? დაწერე? და კიდევ გაგონილმა ფრაზებმა აუ რა ადვილი იყო. ალბათ მე ვარ შტერი და დებილი რომ მაგას არ ვიძახი. გუშინ წინ უნარებსაც გამოვემშვიდობეთ, ნინომ პატარა სიურპრიზი მოგვიწყო.
ტორტი დაგვახვედრა, რომელზე ჩვენი სახელები იყო დაწერილი.

მე ორი სეხნია მყავდა კიდევ, რადგან ერთი თაკო არ იყო, მე და მეორე თამუნამ გავიყავით ჩვენი სახელის ნაჭერი და მივირთვით,
ესეც მე, როგორ ვიჭრები :D შემდეგ შამპანიურიც გავხსენით, ერთმანეთი დავლოცეთ,
არ გამოსული კოლექტიური ფოტო :D
და წამოვედით, ნინომ კონსულტაცია ჩაგვიტარა გამოცდებთან დაკავშირებით.მიყვარდა უნარებზე სიარული. მაგრამ იხმელა გზა გქვონდა გასავლელი, უფროსწორად ასავლელი, თუმცა ბოლოს უკვე მივეჩვიეთ, ერთმანეთთან საუბარში გართულები უცბადვე ავაჭრიდით ხოლმე.
გუშინ კიდევ ერთხელ ვიყავით მისულები უნარებზე, გამოცდაზე რაც იყო საკითხები ისინი გავარჩიეტ, ნუ ვისაც რა ახსოვდა შეძლებისდაგვარად აღვიდგინეთ.
გავხალისდი და გამიხარდა, რომ რაც კი გავაკეთეთ ყველაფერი სწორი მქონდა. ვნახოთ როგორი შედეგები მექნება.
მოკლედ, გუშინ უნარებიც წარსულს ჩავაბარეთ.
არადა მახსოვს ზუსტად 9თვის წინ, როდესაც კიბეებზე მეზობელი ქალი შემხვდა მკითხა როგორ მიდიოდა სწავლის საქმეები, ვიწუწუნე ცოტა არ იყოს, ნეტავ როდის გაივლის ეს თვეები და მოვა გამოცდის დღე მეთქი,მან კი ნუ ღელავ ძალიან მალე დადგება ეგ დღეცო და მართალიც იყო।გუშინდელი დღესავით მახსოვს ყველა მასწავლებელთან პირველივიზიტი, განსაკუთრებით უნარებთან თავიდანვე დადებითად განვეწყვე ჩემი უნარების მასწავლებლის მიმართ.მახსოვს, პატარა ბავშვივით ველოდებოდი როდის დადგებოდა 5ოქტომბერი,რომ სწავლა დამწყებოდა.
ძალიან მაგარი ჯგუფი შემხვდა.ყველამ თავიდანვე ადვილად გავუგეთ ერთმანეთს. ვეხმარებოდით ერთმანეთს თუ კი რაიმეს ვერ გავიგებდით. რამოდენიმე ძალიან, ძალიან საყვარელი მეგობარი შევიძინე მარის,გვანცუს და სალოს სახით.გამიჭირდება ალბათ მთელი ზაფხულის მათ გარეშე გატარება. სხვა ჯგუფებში კი ჩვეულებრივად იყო თავიდანვე ყველფერი, ორი ნაცნობი მასწავლებელი, თითქმის ყველა თანაკლასელი და წარჩინებულებიც. განსხვავებული მხოლოდ ჩვენი შეხვედრის ადგილი, მასწავლებლების სახლი იყო. მუდამ გვეზარებოდა მერვე სართულზე კვირაში სამჯერ ასვლა. ჩამოსვლის კი იცოხლე , 1 წუთიც არ გვჭირდებოდა. გამოგიტყდებით და სასიამოვნო და ამავე დროს სატანჯველი იყო ქართულზე (თავდაპირველად) 7საათი ჯდომა ხანაც 5,
მაგრამ სტანდარტულ დრომდე მალე ჩამოვედით. წუწუნი არასდროს არ ჭრიდა ჩვენს დამრიგებელთან, ყველაფერს ხარისხიანად და ძირფესვიანად გვასწავლიდა.
ისე, ნამდვილად ვაღიარებ, რომ ამ აბიტურიენტობამ ჩემს ახალ კლასელებთან თავიდან დამაახლოვა და გავიცანით ერთმანეთი სულ თავიდან, როგორც ჩანს ჩემი 1წლიანი ურთიერთობა სკოლაში არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ მე ისინი ისე გამეცნო და დავახლოვებულიყავი როგორც დღეს ვართ.
ძალიან მალე გაიარა შემოდგომამ , ზამთარმა და გაზაფხულმაც.აი ზამთარი განსაკუთრებით. რამდენჯერ დავსველებულვართ წვიმაში, რამდენჯერ გავყინულვარ გზაში სიარულით, მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით რომ აქამდე მოგვეღწია, ისე რომ ერთიც არ დაგვიწუწუნია.ეს ერთი თვე განსაკუთრებით არანორმალური რეჟიმით ვცხოვრობდით.დილას 6 საათზე ინგლისურთან მისვლით ვიწყებდით,მაგრამ როგორც ჩვენი დავით გურამიშვილი იტყვის ”სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების”.