Showing posts with label ტორტი. Show all posts
Showing posts with label ტორტი. Show all posts

Jun 22, 2011

მე კულინარი ?



მგონი ადრე კულინარიული მცდელობების შესახებ ერთი პოსტი დავწერე, რომელშიც მოგითხრობდით თუ რა ოსტატურად გავაკეთე ხორცის ხინკალი და მთიულური მხლის კეცეულა. დღევანდელი მცდელობები უფრო შორსაც წავიდა :)) :D დღეს მოგითხრობთ ახალი მცდელობების შესახებ. ამ ბოლო დროს უფრო მეტი თავისუფალი დრო გამომიჩნდა. როგორც დღევანდელი ფიქრებიდან გავარკვიე, სამზარეულოში ტრიალი მომწონს. მომწონს თუ რა აქტიურად და თან გულით ვცდილობ გავაკეთო გემრიელი სასუსნავები. შემდგომ კი მიხარია უფრო ის რომ მიქებენ ჩემს გამზადებულ საჭმელს. ყოველი საჭმლის სურათს აქტიურად ვდებ ფორუმზე, სადაც კულინარი ჯადოქრები მიფასებენ. მათი კომპლიმენტი უფრო დიდად სასიამოვნოა, ვიდრე სახლში ჩემების : D :D
დღეს ძალიან მომინდა კარტოფილის ხინკალი, დედაჩემს ეზარებოდა გაკეთება, ამიტომაც აქტიურად დავიწყე მომზადება. საბოლოო ჯამში უზომოდ გემრიელი გამოვიდა, ცომი მოვამზადე, ფორუმელ- რთულის რეცეპთით, ანუ + კვერცხი გავურიე, რათა ცომი უფრო პრიალა იყოს. კარტოფილის ხინკალს ძალიან უხდება კარაქი, (კარაქის გარეშე გემოს ვერ გაუგებთ).

შემდგომი მცდელობა უკავშირდება ხის სოკოს. რომელიც მაგრანეთული რეცეპტით მოვამზადე, ანუ ვარჩევთ სოკოს, ვრეცხავთ კარგად და ვხარშავთ 5-10 წუთის მანძილზე, შემდგომ დახრაკულ ხახვთან ერთად მოვთუშავთ + ბევრი პირილი, მარილი ოხრახუში და პიტნა. აი პიტნით საოცარი გემო და სუნი აქვს.ხის სოკო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სოკოა, მთელ სოკოს სახეობათა შორის. ხის სოკოს ხინკალი ხომ საერთოდ საოცრებაა.(დედაჩემი ნამდვილად გემრიელად აკეთებს ხის სოკოს ხინკალს.)
ჩემი სათუთი ხაჭაპური , აი ძალიან გემრიელი იყო მართლა, კი არ ვიქებ თავს, მაგრამ მართლა ძალიან გვეგემრიელა ოჯახს.


ამ ყოველივეს დესერტი ხომ უნდა? რასაკვირველია. სწორედ ამიტომ ჩემს პირველ ტორტიკუნას შემოგთავაზებთ, ნუ ამის გაკეთებაში ცოტათი დედაც დამეხმარა,მაგრამ ძირითადად, გაკეთებაში მაინც მე ჩავითვლი :D.

მოკლედ ასე. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა ჩემი კულინარიული მცდელობების შესახებ.
დღეს გავაკეთე ტორტიკუნა, რადგან მარწყვი მიილია ბალით გავალამაზე, ყუნწებიც დავუტოვე რადგან ბალის შესაჭმელად უფრო ადვილი იქნებოდა. მელის და ნინის, ჩემს მეგობრებს გავუმასპინძლდი ამ ტორტიკუნათი და მოეწონათ ძალიან.

Jul 5, 2010

ბოლოჯერ

ესეც ასე, ორმა გამცოდამ ჩაიარა. კიდევ 3 ჯერ უდნა მივიდე მეოთხე სკოლაში და ეს კოშმარიც დასრულდება საბოლოოდ. ძალიან დამღალა კითხვებმა რა ქენი? დაწერე? და კიდევ გაგონილმა ფრაზებმა აუ რა ადვილი იყო. ალბათ მე ვარ შტერი და დებილი რომ მაგას არ ვიძახი. გუშინ წინ უნარებსაც გამოვემშვიდობეთ, ნინომ პატარა სიურპრიზი მოგვიწყო.

ტორტი დაგვახვედრა, რომელზე ჩვენი სახელები იყო დაწერილი.







მე ორი სეხნია მყავდა კიდევ, რადგან ერთი თაკო არ იყო, მე და მეორე თამუნამ გავიყავით ჩვენი სახელის ნაჭერი და მივირთვით,


ესეც მე, როგორ ვიჭრები :D


შემდეგ შამპანიურიც გავხსენით, ერთმანეთი დავლოცეთ,


არ გამოსული კოლექტიური ფოტო :D

და წამოვედით, ნინომ კონსულტაცია ჩაგვიტარა გამოცდებთან დაკავშირებით.

მიყვარდა უნარებზე სიარული. მაგრამ იხმელა გზა გქვონდა გასავლელი, უფროსწორად ასავლელი, თუმცა ბოლოს უკვე მივეჩვიეთ, ერთმანეთთან საუბარში გართულები უცბადვე ავაჭრიდით ხოლმე.
გუშინ კიდევ ერთხელ ვიყავით მისულები უნარებზე, გამოცდაზე რაც იყო საკითხები ისინი გავარჩიეტ, ნუ ვისაც რა ახსოვდა შეძლებისდაგვარად აღვიდგინეთ.
გავხალისდი და გამიხარდა, რომ რაც კი გავაკეთეთ ყველაფერი სწორი მქონდა. ვნახოთ როგორი შედეგები მექნება.
მოკლედ, გუშინ უნარებიც წარსულს ჩავაბარეთ.

Dec 30, 2009

წინა საახალწლო პოსტი

არ მჯერა რომ ხვალ უკვე ახალი წელია, კალენდარს რამდენჯერმე დავხედე რამე ხომ არ მეშლება თქო, მაგრამ აშკარად არა. ხვალ ნამდვილად 31 დეკემბერია.ისე უცბად გავიდა ეს თვე, ეს წელიც.ისე ვარ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაბმული რომ ვერც კი ვიგებ დღე როგორ გადის ან კვირა. ხშირ შემთხვევაში კვირის დღეებიც არ ვიცი ხოლმე და გამუდმებით სხვას ვეკითხები. რომ დავფიქრდე და გადავავლო თვალი 2009 წელს, მნიშვნელოვანი არაფრით ყოფილა. მნიშვნელოვანი ძვრები არ შეიმჩნეოდა ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ დაიწყო ბევრი რამ რისი გაგრძელებაც და დასასრულიც სწორედ 2010ში იქნება. ველი იმ დღეს როდესაც ყოველი საქმიდან გაამარჯვებული გამოვალ.
ახლა ალბათ ყველა ოჯახში საახალწლო ფაცი-ფუცია,ჩემთანაც. არის დეტალები რაც ყოველ წელს მე მაბარია, ასე მაგალითად ტორტის ყიდვა ან დეკორატიულად გაფორმება მისი, სახლის დალაგება და კიდევ სუფრის გაშლა.რატომღაც ყოველ დღესასწაულზე თუ პურისჭამაზე სუფრის გაშლა მე მიწევს,
და ხანდახან დეიდაჩემთანაც :D
როგორც შარშან მემგონი წელსაც ახალი წელი ყველაზე მთავარი ატრიბუტის, გოზინაყის გარეშე ჩაივლის. რადგან თითქმის ყოველთვის მისი შემქმნელი ჩემი ძმა იყო და შარშან ახალ წელს სახლში არ ყოფილა და ახლაც ეგრე იქნება მგონი, ამ დროს კი რა ვაკეთებ მე? არაფერს უბრალოდ არ მიყვარს გოზინაყი :D
ხვალ ალბათ არ დაირღვევა ჩემი მეზობლის ტრადიცია და როგორც ყოველ ახალ წელს კვლავ ღომს მომართმევს :D რომელზეც დიდად არ ვგიჟდები.
ჰმ ახალ წელს მინუსებიც აქვს, ასე მაგალითად ის მთვრალი ხალხი,რომელბიც იტრიტებიან უაზროდ, და ეს გრძელდება თითქმის ძველ ახალ წლამდე.
აუჰ ერთი პრობლემა მაქვს, სამარხვო კერძებთან დაკავშირებით. მაგრამ ფორუმჯის იმედი მაქვს, აუცილებლად გადავხედავ და რამოდენიმე სამარხვო კერძს გავაკეთებინებ დედას.

ეს ალბათ ამ წელს ბოლო პოსტია რადგან ხვალ არამგონია მოვიცალო დასაწერად. უამავის აქმე მაქვს მართლაც, იქ სალონი იქ ტანსაცმლის ყიდვა და ა.შ მინდა საახალწლოდ რამე ორიგინალური სადღესასწალო კაბა ვიყიდო.
მადლობა ახალ წელს იმისთვის რომ ერთი კვირა დასვენების საშუალება მომეცება.
მინდა მართლა განვიტვირთო და სწავლას ახალი, ძალით,ენერგიითა და შემართებით დავუბრუნდე. წინ ხომ კიდევ 6 თვე მელის. და 6თვის მერე ყველაზე საშინელი ორი თვე.
მოკლედ ხვალ აუცილებლად მოგილოცავთ ყველა ბლოგერს ახალ წელს. შამპანიურით სავსე ჭიქით მოგიჭახუნებთ ეკრანზე და ისე შევსვამ :Dუი ჰო წეღან თმა შევიღებე მწვანედ, ნაძვის ხეს მაინც არ ვდგამ და თავი მაინც იყოს მწვანე :D