Showing posts with label დასვენება. Show all posts
Showing posts with label დასვენება. Show all posts

Jul 22, 2011

1 კვირით მაგრანეთში

ხვალ  ერთი კვირით ბალაგანობა სოფელში მივდივართ. ხვალ ვეღარ მოვასწრებ დაწერას ამიტომ დღეს დავწერ მინი შესავალს <3 . როგორც აღმინიშნავს ბევრჯერ სიონი ჩემთან ახლოს არის ძალიან, ამიტომ ნინოს მანქანით ვეცდებით ხშირად ავიდეთ, ნუ ბენზინზეა დამოკიდებული, თუმცა სამჯერ ყველა ვარიანტში ავტლაკუნდებით. უკვე მოვიმარჯვე ჩემი საყვარელი ციცქნა ჩანთა და ჩავალაგე მზის კრემები: მზის გამაძლიერებელი რუჯი, მზის აბაზანების შემდგომ წასასმელი კრემი და კრემი  იმისთვის რუჯი რომ არ გადავიდეს. სამივე ძალიან მომწონს, მართლაც რომ ეფექტურია, თან საოცრად კარგი სუნი აქვს. სხვათაშორის შარშან გემრიელად შევიბრაწე, მითუმეტეს რომ მხოლოდ 2 დღე ვიყავი მზეზე, დღემდე მაქვს რაზნიცები
        
დღეს დავრეკე და როგორც ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა კიტრი უკვე  შემოვიდა, მმმ თან რა საოცრად სიგემრიელეა იცით, თან უგემრიელესი სუნი აქვს, ე.წ მიწის კიტრია, ძალიან წყლიანი.  თხილებიც აწი მალე შემოვა, ვაშლიც დამწიფების პროცესშია, + ყველაზე მთავარი ჩემი საყვარელი ჰამაკი, ნუ კი იქნება ტაციაობა ჰამაკზე, მაგრამ გავიყოფთ :D  


ასევე ტრადიციულად გვექნება მწვადები და ბევრი სასმელი, შარშან მე და ნინოს ბალიშის ქვეშაც კი არაყი გვედო :D ყოველდღე დღე ვლოთაობდით, ანალოგიური შემთხვევა იყო ჩემსა და თამუნას იქ ყოფნის დროსაც. 



Jul 8, 2011

მემუშავება

რამდენიმე დღეა მუშაობა დავიწყე ოპერატორად. მიხარია ძალიან. მიხარია იმიტომ რომ, პირველ რიგში ამ ზაფხულს უქმად არ გავატარებ, მიხარია იმიტომ რომ სწავლაში იდეალურად მეწყობა საათები, და მიხარია იმიტომ რომ ჩემებთან გზის ფულის სათხოვნელად აღარ მივალ.
სწავლა როდესაც დამეწყება ყველაფერი იდეალურად მექნება აწყობილი. დილით 9დან 1 მდე უნივერსიტეტში ვიქნები, 3ის ნახევრისთვის სახლში დავბრუნდები, 5მდე ვიმეცადინებ და 5-6საათიდან 11 საათამდე ვიმუშავებ. ღამე კი ტკბილ ძილს მივეცემი.
ამ ერთი წლის მანძილზე ჩამომიყალიბდა გარკვეულწილად კომპლექსი იმისა რომ ჩემებს ვთხოვო ყოველ დილით გზის ფული. უუF როცა ეს მასიურ სახეს იღებს ამაზრზენი ხდება. ახლა კი ამ ყოველივეს ბოლო მოეღება. ივლისის ბოლოს ხელფასი დამენიშნება და მიხარია. უკვე დავალაგე გეგმები თუ რაში დავხარჯავ პირველ ხელფასს. მიუხედავდ იმისა რომ ხელფასი არაა მთლად ბევრი, ჩემს პონტში მაინც ჯიგრულად მეყოფა. დროებით ამით დავკმაყოფილდები.შემდგომ კი, როცა ჩემს პროფესიაში შესაბამის განათლებას მივიღებ, ვე ცდები უკვე პროფესიის მიხედვით ვიპოვო სამუშაო.
სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ ეჭვი მეპარება ახლა დასასვენებლად წავიდე. არადა 1 კვირა მაინც ისე მინდა სულიერად დავისვენო. ამ ბოლო დროს ვაკვირდები, რომ ხმაური სასტიკად "მირტყამს ტვინში". შეიძლება თქვათ ნევროზი გაქვსო, მაგრამ არა. ეს უბრალოდ გადაღლაა ამ ხმაურიანი გარემოსგან.
გადავწყვიტე პირველივე ხელფასზე უსათუოდ შევიკერო წულეს კაბა, ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვაპირებდი შეკერვას, მაგრამ კაბისთვის გათვალისწინებული ფული ტელეფონის განავადებამ გადასანსლა. ახლა უფრო მეტად მომწონს წულეს კაბა. ამას წინათ ნანიკოს ეცვა გორენიეს ტექნიკის პრეზენტაციაზე წულეს RAINBOW კაბა, იმდენად მომეწონა რომ უffff . . .


Aug 2, 2010

1 კვირა მაგრანეთში



აი, დასრულდა ჩემი და თაკის ერთ კვირიანი დასვენება მაგრანეთში. გუშინ სახლებში დავბრუნდით, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე კარგი 1 კვირიანი დასვენება გვქონდა.დავისვენეთ როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად.
23ში დავიძარით მაგრანეთისკენ. ჩვენთან ერთად კიდევ 2 სტუმარი იყო და ნინოც, რომელსაც ოპერაცია 1 კვირის გაკეთებული ჰქონდა და ეს წამოსვლა ნაკერის გახსნის ფასად დაუჯდა, სამაგიეროდ დავაგემოვნეთ ”უბრმანაწლავო” მწვადი. 23 ივლისს ჩვენთან დღესასწაულია ჭიჭახობა, ამიტომაც იქ მცირეოდენი სამზადისი დაგვხვდა, ბებო მხლის და კარტოფილის ხაჭაპურებს აცხობდა. დავანთეთ უცბად ცეცხლი, და ნინომ დაიწყო მწვადის შეწვა,


ჩვენმა სტუმრებმა კი მხლის კეცეულები დააგემოვნეს და ძალიან მოეწონათ, კიდევ კიტრიც, რომელსაც საოცარი სუნი ჰქონდა. ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი ბლოგერის და + ფორუმელიც აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა,რომ ცოტათი გაწვიმდა, ამან ვერ შეგვაშინა და კვლავ ეზოში განვაგრძეთ ქეიფი.დღის 4-5 საათისკენ კი ისინი გავაცილეთ და დაიწყო ჩემი და თაკოს 1კვირიანი დასვენება.
იმ დღეს თაკომ სულ რამდენიმე ჭიქა შავი ღვინო დალია, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა,ისე დამთვრალიყო, რომ მეორე დილით პახმელიაზე ყოფილიყო :D დავცინოდი მალალიტრაშკა ხარ მეთქი.
მე და თაკომ დავინაწილეთ ჩვენი ფუნქციები, მე სახლის დალაგება მევალებოდა, მას კი საჭმელების კეთება. შუადღისით კი ორივეს დაგვევალა ძილი :D მაგრამ იქ ისეთი ხმაური იყო,რომ ერთი საათის მეტი ძილი არ გვღირსებია.
მეორე დღეს, ბავშვებითურთ არტიზანზე წავედით თრანში.



ბავშვებს გაუსწორდათ ძალიან, გზად ობობებს ვათვალიერებდი.


მახსოვს ბავშობაში, ამ ობობების ფერმა გვქონდა და კიდევ ვანიჩკებისაც.( ეს მატლია რომელსაც მწვანე სისხლი აქვს)
იმ საღამოთი მე და თაკომ ექსპრონტად გადავწყვიტეთ დაგველია არაყი. ჩამოვასხით ჭაჭის არაყი, მოვიტანეთ პური, ყველი, კიტრი, ძეხვი ნუ ლოთებს რომ აქვთ ეგეთი სუფრა გვქონდა.


1 ლიტრზე მეტი არაყი დავლიეთ, 2მა :D მაგრამ არცერთი არ დავთვერით.სულ არა, :D
თაკომ ნახშირით თავი დაიბერა და იხილა თავისი თავი სიბერეში.

ხშირად ვაწყობდით სურათ- party-ს.




ჩართული ვიყავი ასევე აქტიურად, სოფლის მეურნეობაში, კერძოდ მოცელვა ვისწავლე.
თოხნითაც კარგად ვთოხნიდი. გამოვდგები რა კოლმეურნეობის წევრად :D


ხუმრობ, ხუმრობაში მე და თაკოს შემოგვეთოხნა მთელი ეზო :D ეს დღე ცოტა ცუდი იყო, ღამით ჯერ დათუნას ჰქონდა მაღალი სიცხე, წამლებიც არ გქვონდა, თაკომ არყით დაუზილა ხელ- ფეხი, ამ სუნმა კი ორივე დაგვათრო :D მეორე ფრონტზე კიდევ ბებიაჩემი იყო ცუდად, ვფიქრობდით მგონი სიკვდილის დრო მოუვიდაო, მაგრამ იმასაც ვდარდობდით ოღონდ ჩვენი ყოფნის პერიოდში არ მოკვდესო :D (mzrunveli Svilishvilebi :D) თაკო სპეციალისტი აღმოჩნდა ნემსების გაკეთებაში. პირველი სამი დღე გაუზავებელ წამლებს უკეთებდა :D ბებიაჩემმა 6 თვეა ნემსებს მიკეთებენ და ჯერ ასე არ მტკენიაო, 3 დღის შემდეგ მან აღმოაჩინა ,რომ უნდა გაეზავებინა და ისე გაეკეთებინა, მეშვიდე-მერვე კეთებაზე უკვე კარგად დასპეცებული იყო ნემსების კეთებაში, :D ბებიაჩემიც აღარ უჩიოდა ტკივილს :D
თაკოს ჰყავდა ოჩოპინტრე გადაკიდებული, ამიტომ გადავწყვიტეთ მის ნაკვალევს გავყოლოდით და ამ კვალმა ტყეში მიგვიყვანა. ადგილი საიდანაც ტყე იწყებოდა 3-4 კილომეტრის მოშორებით იყო გადატანილი, სულ გაჩეხილი და გაპარტახებული დამხვდა ჩემი სოფლის ტყე. ალბათ რამდენიმე წელიწადში მთიანი რეგიონი აღარ ერქმევა თიანეთს. გავბრაზდი ძალიან გარემოს დაცვის სამინისტროზე, რატომ არ მიიღებენ შესაბამის ზომებს? უხეშად რომ ვთქვა ”კიდიათ” სასტიკად გაიჩეხება თუ არა ტყე. მართლა სასწრაფოდ შესაბამისი ზომები არის მისაღები.
ვიპოვეთ ოჩოპინტრეს სახლი, გამოქვაბულს ჰგავდამისი სახლი, მაგრამ ბოლომდე მისვლა ვერ გავბედეთ.

გზად შეგვხვდა ეკლესია, აშკარად ეტყობა, რომ საკმაოდ ძველია. გუმბათი მონგრეული აქვს.

თამუნას ძალიან უნდოდა ანტრიები, ამიტომაც გადავწყვიტეთ გაგვეკეთა, ყველამ თავისი წვლილი შეიტანა ანტრიის გაკეთებაში.
ვინც არ იცის ანტრია რა არის გეტყვით. მზადდება იმავე პრინციპით როგორც ხინკლის ცომი, შემდეგ ვაბრტყელებთ, გადავახვევთ და მოვხარშავთ მარილიან წყალში, ნიორთან ერბოსთან და ნიგოზთან ერთად უმაგრესია. დავაგემოვნეთ თონეში შემწვარი ქათმის ხორცი, რომელსაც უძალიან მაგრესი გემო ჰქონდა. ორმაგად გემრიელია თან როცა შენ წვავ.



საღამოობით ჯოკერს ვთამაშობდით, ამ დროს თაკოს თავისი ლოჰანი მუდამ თან ჰქონდა.



ე.წ ბირჟაზე ვიღაც გოგოები გავიცანი, ხელბურთს ვასწავლიდი :D აი რას ნიშნავს ყოფილი ფრენბურთელობა :D.


ბოლოს წინა დღეს, კვლავ ტყე დავლაშქრეთ, ფეხშიშველამ ვიარეტყეში ნახევრად, ისეთ ადგილებში ვიარეთ.


საღამოთი კი კვლავ მწვადი შევწვით, მოკლედ: მივედით მწვადით , წავედით მწვადით :D


სხვა:


Dec 30, 2009

წინა საახალწლო პოსტი

არ მჯერა რომ ხვალ უკვე ახალი წელია, კალენდარს რამდენჯერმე დავხედე რამე ხომ არ მეშლება თქო, მაგრამ აშკარად არა. ხვალ ნამდვილად 31 დეკემბერია.ისე უცბად გავიდა ეს თვე, ეს წელიც.ისე ვარ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაბმული რომ ვერც კი ვიგებ დღე როგორ გადის ან კვირა. ხშირ შემთხვევაში კვირის დღეებიც არ ვიცი ხოლმე და გამუდმებით სხვას ვეკითხები. რომ დავფიქრდე და გადავავლო თვალი 2009 წელს, მნიშვნელოვანი არაფრით ყოფილა. მნიშვნელოვანი ძვრები არ შეიმჩნეოდა ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ დაიწყო ბევრი რამ რისი გაგრძელებაც და დასასრულიც სწორედ 2010ში იქნება. ველი იმ დღეს როდესაც ყოველი საქმიდან გაამარჯვებული გამოვალ.
ახლა ალბათ ყველა ოჯახში საახალწლო ფაცი-ფუცია,ჩემთანაც. არის დეტალები რაც ყოველ წელს მე მაბარია, ასე მაგალითად ტორტის ყიდვა ან დეკორატიულად გაფორმება მისი, სახლის დალაგება და კიდევ სუფრის გაშლა.რატომღაც ყოველ დღესასწაულზე თუ პურისჭამაზე სუფრის გაშლა მე მიწევს,
და ხანდახან დეიდაჩემთანაც :D
როგორც შარშან მემგონი წელსაც ახალი წელი ყველაზე მთავარი ატრიბუტის, გოზინაყის გარეშე ჩაივლის. რადგან თითქმის ყოველთვის მისი შემქმნელი ჩემი ძმა იყო და შარშან ახალ წელს სახლში არ ყოფილა და ახლაც ეგრე იქნება მგონი, ამ დროს კი რა ვაკეთებ მე? არაფერს უბრალოდ არ მიყვარს გოზინაყი :D
ხვალ ალბათ არ დაირღვევა ჩემი მეზობლის ტრადიცია და როგორც ყოველ ახალ წელს კვლავ ღომს მომართმევს :D რომელზეც დიდად არ ვგიჟდები.
ჰმ ახალ წელს მინუსებიც აქვს, ასე მაგალითად ის მთვრალი ხალხი,რომელბიც იტრიტებიან უაზროდ, და ეს გრძელდება თითქმის ძველ ახალ წლამდე.
აუჰ ერთი პრობლემა მაქვს, სამარხვო კერძებთან დაკავშირებით. მაგრამ ფორუმჯის იმედი მაქვს, აუცილებლად გადავხედავ და რამოდენიმე სამარხვო კერძს გავაკეთებინებ დედას.

ეს ალბათ ამ წელს ბოლო პოსტია რადგან ხვალ არამგონია მოვიცალო დასაწერად. უამავის აქმე მაქვს მართლაც, იქ სალონი იქ ტანსაცმლის ყიდვა და ა.შ მინდა საახალწლოდ რამე ორიგინალური სადღესასწალო კაბა ვიყიდო.
მადლობა ახალ წელს იმისთვის რომ ერთი კვირა დასვენების საშუალება მომეცება.
მინდა მართლა განვიტვირთო და სწავლას ახალი, ძალით,ენერგიითა და შემართებით დავუბრუნდე. წინ ხომ კიდევ 6 თვე მელის. და 6თვის მერე ყველაზე საშინელი ორი თვე.
მოკლედ ხვალ აუცილებლად მოგილოცავთ ყველა ბლოგერს ახალ წელს. შამპანიურით სავსე ჭიქით მოგიჭახუნებთ ეკრანზე და ისე შევსვამ :Dუი ჰო წეღან თმა შევიღებე მწვანედ, ნაძვის ხეს მაინც არ ვდგამ და თავი მაინც იყოს მწვანე :D