რამდენიმე დღეა მუშაობა დავიწყე ოპერატორად. მიხარია ძალიან. მიხარია იმიტომ რომ, პირველ რიგში ამ ზაფხულს უქმად არ გავატარებ, მიხარია იმიტომ რომ სწავლაში იდეალურად მეწყობა საათები, და მიხარია იმიტომ რომ ჩემებთან გზის ფულის სათხოვნელად აღარ მივალ.
სწავლა როდესაც დამეწყება ყველაფერი იდეალურად მექნება აწყობილი. დილით 9დან 1 მდე უნივერსიტეტში ვიქნები, 3ის ნახევრისთვის სახლში დავბრუნდები, 5მდე ვიმეცადინებ და 5-6საათიდან 11 საათამდე ვიმუშავებ. ღამე კი ტკბილ ძილს მივეცემი.
ამ ერთი წლის მანძილზე ჩამომიყალიბდა გარკვეულწილად კომპლექსი იმისა რომ ჩემებს ვთხოვო ყოველ დილით გზის ფული. უუF როცა ეს მასიურ სახეს იღებს ამაზრზენი ხდება. ახლა კი ამ ყოველივეს ბოლო მოეღება. ივლისის ბოლოს ხელფასი დამენიშნება და მიხარია. უკვე დავალაგე გეგმები თუ რაში დავხარჯავ პირველ ხელფასს. მიუხედავდ იმისა რომ ხელფასი არაა მთლად ბევრი, ჩემს პონტში მაინც ჯიგრულად მეყოფა. დროებით ამით დავკმაყოფილდები.შემდგომ კი, როცა ჩემს პროფესიაში შესაბამის განათლებას მივიღებ, ვე ცდები უკვე პროფესიის მიხედვით ვიპოვო სამუშაო.
სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ ეჭვი მეპარება ახლა დასასვენებლად წავიდე. არადა 1 კვირა მაინც ისე მინდა სულიერად დავისვენო. ამ ბოლო დროს ვაკვირდები, რომ ხმაური სასტიკად "მირტყამს ტვინში". შეიძლება თქვათ ნევროზი გაქვსო, მაგრამ არა. ეს უბრალოდ გადაღლაა ამ ხმაურიანი გარემოსგან.
გადავწყვიტე პირველივე ხელფასზე უსათუოდ შევიკერო წულეს კაბა, ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვაპირებდი შეკერვას, მაგრამ კაბისთვის გათვალისწინებული ფული ტელეფონის განავადებამ გადასანსლა. ახლა უფრო მეტად მომწონს წულეს კაბა. ამას წინათ ნანიკოს ეცვა გორენიეს ტექნიკის პრეზენტაციაზე წულეს RAINBOW კაბა, იმდენად მომეწონა რომ უffff . . .
სურათზე არ ჩანს, მაგრამ წულე ბრჭყვინავს, რაც უფრო მეტ სილამაზეს მატებს კაბას. თუმცა ასეთი ცისარტყელა კაბას იშვიათად თუ გამოვიყენებ. ვაპირებ ჩემი კაბა შავი იყოს, და გარედან ჰქონდეს მბზინავი წულე. მმმ ერთი სული მაქვს როდის შევიკერავ.
თუმცა, სანამ შეკერვამდე მივა საქმე. იქამდე ყველაზე მთავარი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი: კარგი მკერავი მჭირდება. სასურველია კატასტროფულ ფასს არ იღებდეს შეკერვაში.რამდენიმე კვირის წინ მივაგენი ძალიან კარგ სამკაულების მაღაზიას. სადაც ჩემი პირველი შენაძენი უკვე გავაკეთე. წარმოგიდგენთ ჩემ ბუალა ბუს. ირგვლივ ყველას ძალიან მოსწონს.
იდეაში მქონდა რომ მეყიდა ასევე თევზი საყურეები და ბანტი ბეჭედი. რომლებიც საოცრად ლაამაზი იყო, მაგრამ რათ გინდა, :( რომ მივედი, გაყიდული დამხვდა.
ამის მერე, ხშირად შევუვლი იმ მაღაზიას და ვეცდები უფრო ბევრი ბიჟუტერია ვიყიდო.
ამის მერე, ხშირად შევუვლი იმ მაღაზიას და ვეცდები უფრო ბევრი ბიჟუტერია ვიყიდო.
ახლა კი, ისე მეძინება რომ უთუოდ სიზმრებს უნდა მივეცე :)))))

1 comment:
ძალიან კარგი რომ მუშაობა დაიწყე. გილოცავ. რაც შეეხება კომპლექსს, რომელზეც ზევით გიწერია ეს ძალიან კარგია და იმის მიმანიშნებელი, რომ მეტ-ნაკლებად მზად ხარ შენ თვითონ იშოვო შენთვის საჭირო ფული და მიეჩვიო დამოუკიდებელ ცხოვრებას. :)
Post a Comment