Jul 14, 2011

სტუდენტობის I წელი

დღეს უნივერსიტეტში გამოცდებს მოვრჩი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია. ზოგიერთმა უნვიერსიტეტმა სწავლაც და გამოცდებიც ივნისის ბოლოს დაამთავრა, ჩვენ კი ლამის მთელი ივლისიც ჯიქიაზე ამოგვხრუკეს. ჩემს ბავშვებს 2 თვით დავემშვიდობე. ამ ბოლო ერთი წლის მანძილზე ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. გასანკუთრებით მიყვარდა ჩვენი პირველი ჯგუფი, ანუ ჯგუფი სადაც პროფესიის არჩევამდე ვიყავით, მეორე სემესტრში ახალ ჯგუფში გადავნაწილდით ბავშვები. ყველანი თავიანთი პროფესიის მიხედვით. თავდაპირველმა ბავშვემა უცბად მიგვივიწყეს ფსიქოლოგების ჯგუფში გადასული ბავშვები. სიმართლე გითხრათ ამის გამო დღემდე გული მწყდება. თავდაპირველად ახალ ჯგუფთან შეგუება ცოტა არ იყოს და გამიჭირდა, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები ყველანი მიყვარან. ჯგუფში 22 ნი ვართ აქედან 2 ბიჭი გვყავს, აქტიურია მხოლოდ ერთი ბიჭი, თორნიკე. ბიჭიო- თუმცა ისე ვგრძნობთ გოგოები მის გვერდით თავს, თითქოს ისიც ჩვენი მსგავსი იყოს. ის ბავშვები, რომლებმაც ა ჯგუფიდან ფსიქოლოგების ჯგუფში გადმოინაცვლეს კიდევ უფრო ძალიან შემიყვარდნენ. ჩვენი ჯგუფის ბევრს შურს, რადგან ერთიანი ჯგუფი გვაქვს, არ არის ჩვენს ჯგუფში ცალ-ცალკე სასტავები, როგორც ეს ზოგიერთ ჯგუფში ხდება ხოლმე. ლექციებზეც და ლექციების მერეც ბევრს ვოხუნჯობთ, თუ უმრავლესობა თანახმაა ჯიქიას ფეხით ჩამოვივლით ხოლმე და გზადაგზა ვხალისობთ:

არასდროს დამავიწყდება, შუა ჯიქიაზე აჭარულს რომ ვცეკვავდით, აი ესე უბრალოდ, წამოგვივლიდა ხოლმე, ჩავრთავდით აჭარულს, მთიულურს და ცეკვას ვიწყებდით. ხალხი გაოგნებული გვიყურებდა.
აუდიტორიაშიც, მივწევდით მერხებს და ლექტორის შემოსვლამდე ვცეკვავდით და ვერთობოდით ჩვენთვის.


შემოდგომის პირზე, როცა რომელიმე ჯგუფელს რაიმე ხილი ჰქონდა ეგრევე უნიში მოჰქონდა.
არაერთხელ დაგვიგემოვნებია მჟავე კიტრი აუდიტორიაში, რომელზეც გამუდმებით ტაციაობა იყო.
მეორე სემესტრში თერმოსიც კი ვიყიდეთ ყავის მოსადუღებლად. :)) ახლა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ლექციაზე შეგვიძლია მივირთვათვათ ყავა. ლექტორებიც სიამოვნებით შეექცევიან ხოლმე ჩვენთა ერთად. სხვთაშორის ეს თავდაპირველად ერთ-ერთმა ლექტორმა შემოგვთააზა, ნიშნად ლექტორსა და სტუდენტებს შორის თავისუფლებისა.

ამ ერთი წლის მანძილზე დაგვიოჯახდა 2 ჯგუფელი, ახლა 1 ბაოც კი გვყავს.
უკანასკნელმა ერთმა წელმა ძალიან შემცვალა, უფრო გავიზარდე როგორც პიროვნულად ისე გარეგნულად. მიყვარს ის სისათუთე, რომელი თაკოც ახლაა ჩემში.

No comments:

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment