Aug 31, 2011

თელა2011

გუშინ ჩამოვედი კახეთიდან. თურმე ერთმა კვირამ საოცრად მოახდინა ჩემზე გავლენა. იქ სიწყნარეში სიმშვიდში ვიყავი. მხოლოდ მე და ბებია, კაციშვილის ნასახი არ იყო ირგვლივ. აქ კიდევ ისეთი ხმაურია.

რამდენიმე საათიანი დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ უკვე უზომოდ მაღიზიანებდა ოდნავ ხმაურიც კი. გარდა ამისა, სახლში სიბნელეში დავდიოდი, იქ ძირითადად შუქის ანთება არ მიწევდა იმიტომ რომ 9ზე უკვე შუა ძილში ვიყავი. მოკლედ თელაზე ყოფნამ ჩემზე გავლენა აშკარად მოახდინა.

აქიდან ხალის-ხალისით წავედი მარშუტკით. ერთი ძალიან კარგი კაცია ფირუზა, მხიარული, კეთილი, იუორის გრძნობით სავსე, რიგითი კეთილშობილი კახელი რა. შუა გზაში რომ ვიყავით ერთმა მგზავრმა გადმოსძახა, სიმღერები ჩართეო, ფირუზამ მე არ მაქვს Fლეშკა და რა ჩავრთოო, კაკრას თან მქონდა ჩემი Fლეშკა და სიამოვნებით დამთანხმდა ჩართვაზე. ცუდი გემოვნება ნამდვილად არ მაქვს, და არც პაპსავიკური სიმღერები არ მქონდა ჩაწერილი, ერთი გოგო გადმომიხტა მომღიმარი სახით რას უსმენო? :D მოკლედ რამდენიმე სიმღერის მერე, მძღოლმა დამიწუნა ჩემი ფლეი ლისტი, რათ მინდა მე სტინგი, ჯენესისი და ბარი ვაითიო და თავისი უსაშინლესი სიმღეღებით გაძეძგნილი Fლეშკა ჩართო, დარი-დურის სტილის სიმღერები იყო და კიდევ ქეიფს ვიწყებ თავიდანო, ანუ რიგითი "მარშუტკული" სიმღერები გააჟღერა.

გზად


გზად ტრადიციულად ბარჯისხევში გავჩერდით. ერთი სული მქონდა თხილის ჩურჩხელას როდის დავეწაფებოდი, მაგრამ არ მომეწონა საერთოდაც, მგონი ყალბი ჩურჩხელა შემომატენეს.

Aug 30, 2011

მზე და წვიმა

ვწევარ ლოგნზე. . . ვუყურებ ცას,რომელზეც ერთი ორი ნაგლეჯია მხოლოდ ღრუბლების.  ჰმმმ, არადა რამდენიმე წუთის წინ სწორედ ასეთი წმინდა ხასიათი მქონდა, ჩემი მეს ცა განსხვავებულია. წარმოსახვაში ნათლად ვხედავ თუ როგორ იყრის ჩემს ცაზე შავი ღრუბლები თავს.

ჩემი მეს ხასიათიც ასე იცვლება. . . გასწორებული სახე ნელ-ნელა მიმიკების შეცვლას იწყებს, ვგრძნობ როგორ იჭმუჭნება და საწვიმრად როგორ ემზადება.

მეცინება...

ტირილი და სიცილი თავს ერთად იყრიან, წარმომიდგენია რა სასაცილო ვარ. მომინდა სარკე მქონოდა, რომ მარტო არ მეტირა. ასე ხშირად მიქნია, დავდგებისარკის წინ ვუყურებ ჩემნაირ არსებას და ვგრძნობ რომ მარტო არ ვტირი. ასე თითქოს ვინუგეშებ თავს რომ  მე მარტო არ ვარ, რომ პრობლემების გამო მარტო მე არ ვტირი, თუმცა მე განსაკუთრებით მტირალა ვარ. ვტირი არა იმიტომ რომ სხვას შევაცოდო თავი, არამედ საკუთარი თავის სანუგეშებლად. გავამხნევო ის, იმიტომ რომ ჩემზე კარგად ეს არავის გამოსდის.

დიალოგის ფორმას მივმართავთ, მე ვეკითხები  მას, ის კი მპასუხობს. ეს ორივეს ძალიან მოგვწონს. მე არ ვკიცხავ მას, გაკიცხვა სწორი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება. ეგ მხოლოდ უაზრო ფორმაა ჩვენი დანაშაულის მისახვედრად, მგონია, რომ დანაშაულს გაკიცხვის გარეშეც მივხვდებით, არც ის ცდილობს თავი გაიმართლოს ჩემთან რამით, არ ნანობს არაფერს, სანანებელი არც არაფერი აქვს. თუკი რამ სისულელე ჩაუდდენია უხარია კიდეც, არ სურს რომ ზედმიწევნით წმინდა იყოს, რადგან ასე მაინც ვერ იქნება.

მომწონს როცა   ვხედავ თვალები როგორ მევსება გამჭირვალე სითხით. მერე კი კალაპოტს გადმოანგრევს და ნიაღვრად გაურკვეველი მიმართულებით  მიედინება.

მიყვარს როცა ამ მარილიანი სითხეთი ტუჩებს ვისველებ, ტუჩები უცბადვე  მიშრება, მერე კი ძალიან მეწვება. ესეც მომწონს, თითქის ერტგვარი ფორმა მაქვს თავის დასჯისა.

  ნელ-ნელა ისევ მზე გამოდის, მარილიან წყალს უმალვე აშრობს, თუმცა ლამს მიტოვებს სახეზე და ეს ლამიც რამდენიმე წუთის მერე გაქრობას იწყებს.


მზე საბოლოოდ გამოასხივებს და ისევ უღრუბლო, სუფთა და უმანკო მე იწყებს ახალი ძალებით ბრძოლას!


Aug 22, 2011

ტიპი მეზობელი საფლავიდან, ფილმის პრემიერა

როგორც წინა პოსტში ავღნიშნე, მაგრანეთში ყოფნისას წავიკითხე წიგნი ტიპი მეზობელი საფლავიდან, წიგნის შესახებ დეტალურად საუბარს არ ვაპირებ, უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ძალიან სახალისო რომანია, რომელიც ემსახურება იდეის გარკვევას, თუ რამდენად მყარია ვნებაზე დამყარებული სიყვარული. წიგნის კითხვისას სახეზე ძირითადდ ღიმილი მოგადგებათ. მოკლედ რეკომენდაციას ვუწევ ამ წიგნს და გირჩევთ თქვენც წაიკითხოთ...


ახლა მთავარი....

მაშინ როცა მე ნინო და თაკო ამ წიგნის შესახებ ვსაუბრობდით და ჩვენეულ დასკვნებს ვაკეთებდით, გავიფიქრე, რომ ამ წიგნის მიხედვით მშვენიერი მელოდრამის გადაღება შეიძლებოდა, ჩემი აზრით გადაღების შემთხვევაში ამ ფილმსაც ისეთივე პოპულარობა ელის, როგორც მსგავსი ჟანრის ცნობილ ფილმებს, მაგალითად The notebook, a walk to remmeber და ა.შ შესაძლოა ცოტა თამამი შედარებაა, მაგრამ ჩემი აზრით ეს ფილმიც დიდ კონკურენციას გაუწევდა...

ნინომ წამოაყენა იდეა, თუ რატომ არ შეიძლებოდა ჩვენ ვყოფილიყავით პირველები და ჩვენეული ვარიანტი გადაგვეღო, იდეა სამივემ ავიტაცეთ, დავუძახეთ დანარჩენ ბალაგნობას და დავიწყეთ სცენარის მოკლე ჩანახატის გაკეთება...

გადავინაწილეთ როლები, ასე მაგალითად: მე გახლდით მთავარი გმირი-დეზირე, ჩემი დეიდაშვილი გიორგი- ბენი, ნინო -რეჟისორი, თაკო- ხმის რეჟისორი და ა.შ

Aug 16, 2011

თიანეთობა

ყოველთვის მინდოდა ერთხელ მაინც შემეჭყიტა თიანეთობის ფესტივალზე, რომელიც 13 აგვისტოს იმართება თიანეთში.წელს ნინომ შემომთავაზა რომ წავსულიყავით ისიც ჩემსავით წუწუნებდა, ამდენი ხანია აქ ჩამოვდივარო და ფესტივალზე ერთხელაც კი არ ვყოფილვარო, საერთოდაც ფესტივალს ვინ ჩივის შიგ თიანეთში თვალითაც კი არ შეგვიჭყიტავს. თუმცაღა წელს, ზაფხულის სანტა გამოჩნდა და ყველა ჩვენი სურვილი აასრულა.
13ში ბრწყინვალე დღე გათენდა, მზიანი, ოდნავ სიგრილით, არც სიცხე გვაწუხებდა ზედმეტად. მე ნინო და ლევანი 11საათზე გავეშურეთ თიანეთში, გზად ბურგერებისთვის საჭირო ატრიბუტები ვიყიდეთ, ერთჯერადი წახემსებისთვის.
რადგან ლევანს ჩვენზე მეტად აქვს თიანეთთან შეხება, დავაკისრეთ გიდის ფუნქცია. მას უნდა აეხსნა და ენახებინა ყველა საინტერესო ადგილი ჩვენთვის.
პირველი გაჩერება ჟინვალის წყალსაცავზე იყო.საოცრად ლამაზი ფერი ჰქონდა წყალს, მომინდა რომ გადავმხტარიყავი, ნინომ და ლევანიმ დამცინეს, რომ ვთქვი წყალი ზუსტად ჩემი ჩანთის ფერია თქო :)))
ჟინვალის წყალსაცავი
რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდგომ დავიძარით კვლავ თიანეთის მიმართულებით, სადაც საშინელი გზა იყო.ბოლოს, როგორც იქნა ჩავაღწიეთ თიანეთშიც.
კუჟბაღში მრავლად მოეყარა ხალხს თავი.
თიანეთის ეკლესია

Aug 1, 2011

მგრ-2011


გუშინ საღამოს დავბრუნდი მაგრანეთიდან.პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გული დამწყდა იქაურობის დატოვებისას. როგორც კი თბილისში შემოვედი უკვე აშკარად იგრძნობოდა ოფლის ასორტით გაჟღენთილი ჰაერი.


წინა შაბათს, ბალაგნობა: მე ნინო თაკო და მისი ორი ბავშვი მოვემზადეთ მაგრანეთში წასასვლელად. თავიდან ყველაფერი საშინლად დაიწყო. ნინო დეზერტირების ბაზართან პატრულმა გააჩერა, არანაირი წესის დარღვევის გამო ედავებოდა. საბოლოოდ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და არანაირი ჯარიმა არ დაწერა.

იმდენი ბარგი ბარხანა გვქონდა, თითქოს ერთი წლით მივდიოდით.

ცხვარიჭამიას როგორც კი მივუახლოვდით საშინელი წვიმა წამოვიდა, ჩვენ უკვე ჩვენს ფიქრებში ვიყავით, ვაი თუ მთელი კვირა ასეთი ამინდები იყო, მერედა ჩენი ზაგარი და ა.შ ბოლოს როგორც იქნა სოფელსაც მივუახლოვდით.