როგორც წინა პოსტში ავღნიშნე, მაგრანეთში ყოფნისას წავიკითხე წიგნი ტიპი მეზობელი საფლავიდან, წიგნის შესახებ დეტალურად საუბარს არ ვაპირებ, უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ძალიან სახალისო რომანია, რომელიც ემსახურება იდეის გარკვევას, თუ რამდენად მყარია ვნებაზე დამყარებული სიყვარული. წიგნის კითხვისას სახეზე ძირითადდ ღიმილი მოგადგებათ. მოკლედ რეკომენდაციას ვუწევ ამ წიგნს და გირჩევთ თქვენც წაიკითხოთ...
ახლა მთავარი....
მაშინ როცა მე ნინო და თაკო ამ წიგნის შესახებ ვსაუბრობდით და ჩვენეულ დასკვნებს ვაკეთებდით, გავიფიქრე, რომ ამ წიგნის მიხედვით მშვენიერი მელოდრამის გადაღება შეიძლებოდა, ჩემი აზრით გადაღების შემთხვევაში ამ ფილმსაც ისეთივე პოპულარობა ელის, როგორც მსგავსი ჟანრის ცნობილ ფილმებს, მაგალითად The notebook, a walk to remmeber და ა.შ შესაძლოა ცოტა თამამი შედარებაა, მაგრამ ჩემი აზრით ეს ფილმიც დიდ კონკურენციას გაუწევდა...
ნინომ წამოაყენა იდეა, თუ რატომ არ შეიძლებოდა ჩვენ ვყოფილიყავით პირველები და ჩვენეული ვარიანტი გადაგვეღო, იდეა სამივემ ავიტაცეთ, დავუძახეთ დანარჩენ ბალაგნობას და დავიწყეთ სცენარის მოკლე ჩანახატის გაკეთება...
თავდაპირველად მოქმედება სასაფლაოზე მიმდინარეობს, ასე რომ ჩვენც შესაბამისად პაპას პალტოთი და ნახშირით დავიძარით სასაფლაოზე. საფლავის შერჩევა ცალკე სადისკუსიო თემა აღმოჩნდა.
რა საკვირველია, ვინმემ რომ თავისი ნათესავის საფლავი იცნოს არ ესიამოვნება, მაგრამ ეს აზრი მაინც უკანა პლანზე გადავდეთ და გასულ საუკუნეში გარდაცვლილი ადამიანის საფლავის ძებნას შევუდექით.
სასაფლაოს ერთ მონაკვეთზე იმხელა ბალახი იყო, რომ ნახევარი სიცოცხლე მგონი იქ დავტოვე :D
მოკლედ, საბოლოოდ მივაგენით სასურველ საფლავს და დავიწყეთ ფილმის გადაღება:
მოგეხსენებათ რომ ფილმი 25 ხინკლიანი ბიუჯეტის მქონე იყო, ამიტომაც ხარისხიც ამ ფილმისა შესაბამისი გახლავთ.
ასევე დავამატებდი იმასაც, რომ რადგან არ აღმოჩნდა ისეთი ადამიანი
გვერდით ვინც მონტაჟს გაუკეთებდა, მომიხდა თავად მეწვალა და მონტაჟის ხარისხიც შესაბამისია :)))
მოკლედ,ახლა ფილმის I ნაწილის დროა. ბატონ იოსებს და მის ოჯახობას კი დიდი ბოდიში საფლავის გაპიარებისთვის :))))