Aug 16, 2011

თიანეთობა

ყოველთვის მინდოდა ერთხელ მაინც შემეჭყიტა თიანეთობის ფესტივალზე, რომელიც 13 აგვისტოს იმართება თიანეთში.წელს ნინომ შემომთავაზა რომ წავსულიყავით ისიც ჩემსავით წუწუნებდა, ამდენი ხანია აქ ჩამოვდივარო და ფესტივალზე ერთხელაც კი არ ვყოფილვარო, საერთოდაც ფესტივალს ვინ ჩივის შიგ თიანეთში თვალითაც კი არ შეგვიჭყიტავს. თუმცაღა წელს, ზაფხულის სანტა გამოჩნდა და ყველა ჩვენი სურვილი აასრულა.
13ში ბრწყინვალე დღე გათენდა, მზიანი, ოდნავ სიგრილით, არც სიცხე გვაწუხებდა ზედმეტად. მე ნინო და ლევანი 11საათზე გავეშურეთ თიანეთში, გზად ბურგერებისთვის საჭირო ატრიბუტები ვიყიდეთ, ერთჯერადი წახემსებისთვის.
რადგან ლევანს ჩვენზე მეტად აქვს თიანეთთან შეხება, დავაკისრეთ გიდის ფუნქცია. მას უნდა აეხსნა და ენახებინა ყველა საინტერესო ადგილი ჩვენთვის.
პირველი გაჩერება ჟინვალის წყალსაცავზე იყო.საოცრად ლამაზი ფერი ჰქონდა წყალს, მომინდა რომ გადავმხტარიყავი, ნინომ და ლევანიმ დამცინეს, რომ ვთქვი წყალი ზუსტად ჩემი ჩანთის ფერია თქო :)))
ჟინვალის წყალსაცავი
რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდგომ დავიძარით კვლავ თიანეთის მიმართულებით, სადაც საშინელი გზა იყო.ბოლოს, როგორც იქნა ჩავაღწიეთ თიანეთშიც.
კუჟბაღში მრავლად მოეყარა ხალხს თავი.
თიანეთის ეკლესია



ვაჟას ძეგლი კუჟბაღში

ზოგგან მწვადს წვავდნენ, ზოგგან ხინკალს ახვევდნენ. მე და ნინომ დიდი სურვილი გამოვხატეთ, რომ გვეჩვენებინა ლევანისთვის თუ რა ოსტატურად ვახვევდით ხინკალს და გადავწყვიტეთ თავი მოგვეწონებინა მისთვის, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ჩვენ, ხინკლის მოხვევის"დიდოსტატებმა" სრული კრახი განვიცადეთ,
ჩემი ცდა

ნინოს ცდა

მოკლედ, ორივემ სრული კრახი განვიცადეთ, თუმცა ეს მოხდა არა ჩვენი მიზეზით, რომ ვითომ ჩვენს მოხვევა არ ვიცით :D არამედ მათი მიზეზით, კერძოდ, ხინკალს კი უნდა ჰქონდეს წვენი, მაგრამ არა იმდენი რომ ხორცები ტივტივებდნენ ამ წვენში. მეწყინა რაღაცნაირად:)))) ნინო დღემდე არ იტეხს გულს და თავს ინუგეშებს: ძალიანაც ლამაზი იყო, რაც გული იყო ისიც გარეთავსი მოვუმზდეთ ეგ მეტს მაინც არ იმსახურებდა.
ჩემი ყურადღება დაიმსახურა ჩემი სახელობის წარწერამ, რომელიც ალბათ სპეციალურად ჩემთვის გააკეთეს :D :D :D

იქაურობის მოვლის შემდგომ ლევანის მშობლების სახლში დავიძარით, სადაც სავარაუდოდ უძალიანგემრიელესი დამბალ ხაჭო გველოდა, გავიცანით მე და ნინომ ლევანის ძალიან საყვარელი მშობლები. რა უნდა ჭამოს ადამიანმა იმაზე გემრიელი ვიდრე ერბო-ხაჭოა. საოცრად კარგი იყო, ლევანის მამამ, ლოგიკური ამოცანებიც გაგვაკეთებინა, ნახევრად დამარცხებულებმა კი იორისკენ გადავინაცვლეთ.სხვათაშორის არ მომეწონა იქაური იორი, თბილია, აი სიონის იორისგან რადიკალურად განსსხვავებულია. ვისწავლე წყალში ქვა როგორ უნდა გადავაგდო ისე რომ, რამდენჯერმე ამოჰყოს თავი.
თბილი იორი
იქიდან კი გადავინაცვლეთ ძველი სამარხების სანახავად, თუმცა დამწუხაროდ ვერ მივაგენით, ამიტომ, იქიდან კუდამოძუებულები დავბრუნდით.
საღამოთი 7საათზე უკვე თბილისში ვიყავით, საბოლოო ჯამში პირადად ჩემთვის, მიუხედავად ყველაფრისა ძალიან საინტერესო და კარგი დღე იყო.
ხოლო, უფრო დაწვრილებით თუ რატომ იყო კარგი დღე მომდევნო პოსტებში მოგიყვებით.