Oct 28, 2011

სხეულის ენა

   არვიცი რამდენად აკვირდებით თქვენს თავს ან თუნდაც სხვებს, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ალბათ აღმოვაჩენთ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ უამრავ სხეულის მოძრაობას იმისათვის, რომ ჩვენი აზრი უფრო ნათლად გამოვხატოთ და უფრო გასაგები იყოს თანამოსაუბრისთვის.

 არსებობს უამრავი ჟესტების, მიმიკებისა და სხეულის მოძრაობა, რომელსაც თავისი მნიშნელობა  აქვს ფსიქოლოგიაში. 

ალბათ ისიც  გაგვიგონია, რომ თუ ორ თითს გადავაჯვარედინებთ შემდეგნაირად, ჩვენ ვაპირებთ რომ ვთქვათ ტყუილი, ბავშვობაში ამას "ნიჩურიტს'' ვეძახდით.


 განვიხილოთ სხვა რამდენიმე მაგალითი, 

1. 
გულმკერდზე გადაჯვარედინებული ხელები
გამოხატავს ნეგატიურ განწყობას. ასეთ პოზას ხშირად შევამჩნევთ უცხო ადამიანებში, რომლებიც საზოგადოებრივ შეკრებებზე , რიგებში გაჩერებაზე ანდა სხვა ადგილებში არიან, სადაც ისინი თავს არც თუ ისე უშჳშრად გრძნობენ.

 2.
ამ შემთხვევაში ნიკაპი ეყრდნობა ცერა თითს
ადამიანი იღებს შემფასებლურ პოზას. თუ ლოყა მუშტად შეკრულ თითებს ეყრდნობა, ხოლო საჩვენებელი თითი საფეთქელს უთითებს, როცა ასეთ დროს ნიკაპი ცერა თითს ეყრდნობა ეს მსმენელის ნეგატიურ ან კრიტიკულ დამოკიდებულებაზე მიგვანიშებს.

3.
ხელების სარჭისებური მდგომარეობა

Oct 22, 2011

შემოდგომა, სიცივე და...

ძალიან მიყვარს შემოდგომის თბილი ამინდები და თავად შემოდგომაც.თუმცა ქალაქში შემოდგომას ნამდვილ გემოს ვერ გაუგებს ადამიანი. აქ ერთ დღეს მწვანეა ყველაფერი, მეორე დღეს კი გადაყვითლებული გვხვდება, სოფელში კი სულ სხვაგავარად არის. ნელა იპარება შემოდგომა, ნელ -ნელა გადის გარდამავალ პერიოდსაც, მწვანედან წითელში შემდეგ კი ყვითელ ფერში. სუსხიც ნელ-ნელა იცვლება.

მაგრამ ძალიან მაშინებს შემოდგომის წასვლა, მაშინებს, რადგან არ მიყვარს გადამხმარი, გადატიტვლებული არემარე,გარეთ სიცოცხლე ჩამკვდარია, ეზოშიც იშვიათად შეამჩნევთ ალბათ ჟრიამულის მქონე ბავშვებს.

ძალიან მინდა ერთი-ორი დღით სოფელში წასვლა, იმ დიდ ვერანდაზე ვიჯდე, თბილი ტანსაცმლით შემოსილი, ხელში ცხელი ჩაის ჭიქა მეჭიროს, რომელსაც ორივე ხელს შემოვახვევ. შემოდოგმის ცივი, მსუსხავი ქარი, რომელიც სასიამოვნოდ ზუზუნებს, არხევდეს იმ დიდ 4 ალვის ხეს, რომელიც სახლის უკან არის. სასიამოვნო შრიალი აქვთ,ჯერ კენწეროდან იწყება ფოთლების რხევა, ნელ ნელა კი ნიავი ხის სხვა ნაწილებსაც სწვდება. მისი თითოეული შერხევა ტანში სიცივის სასიამოვნო შეჟრჟოლებას იწვევს.

ძალიან მიყვარს ასეთ დროს ძველი სასიამოვნო ამბების გახსენება.ამ დროს თითქოს ყველაფერი გაცილებით სხვაგვარად სასიამოვნო გეჩვენება, შინაგანადაც სულ სხვა სითბოს გრძნობ.

ძალიან მენატრება ეს შეგრძნებები, ეს სიცივეც და ის გემრიელად შებრაწული გოგრაც, რომელიც ამ დროს ძირითადად გუზგუზა ფეჩშია შესაწვავად შეგდებული. მინდა იქ <3 სულ ცოტახნით, სულ რამდენიმე საათით.



Oct 10, 2011

ფორუმელთა ლაშქრობა ყინწვისში

  • დღე.კვირა
  • თარიღი -09.10.2011
  • დასალაშქრი ადგილი:ყიწნვისი, ბატეთის ტბა,
  • რაოდენობა:20 ადამიანი
  •  მოლაშქრეთა კლუბი "იეტი"
გუშინ მოლაშქრეთა კლუბის"იეტის" დახმარებით მოეწყო  ლაშქრობა  ყინწვისში. ლაშქრობაში მონაწილეობას იღებდა 20 ადამიანი, რომელთათვისაც ერთმანეთი მეტნაკლებად უცხო იყო. შეხვედრის ადგილი დიდუბე გახლდათ, სადაც 8საათზე უნდა შევკრებილიყავით. 
წესით და რიგით ასეც იყო, 10 წუთის დაგვიანებით მივედით მე და ნინო და ბოლოს ნიკოლოზოიდიც შემოგვიერთდა. 
მას შემდეგ რაც ყველანი შევიკრიბეთ  რამდენიმე ადამიანი საჭმელის საყიდლად წავიდა.
9საათისთვის ყველამ ადგილები დავიკავეთ მარშუტკაში და გავეშურეთ დასალაშქრი ადგილისკენ.
მარშუტკაში 3 ფლანგად გავიყავით, უკანა ფლანგი ცალკე ხარხარებდა, შუა ცალკე და წინა კი დილაუთენია კონიაკს სვამდა. (მათ რიგებში გახლდით მეც : D)კონიაკს ძალიან უხდებოდა ვაშლი. 
 წინა რიგებში აქტიურადვე მივირთმევდით თხილს, რომელსაც ძირითადად მეტალმანია ტეხდა :D, ნახევარი პარკი თხილი თითქმის სულ მანდ დაამტვრია :D:D. 
მშვენიერ ხასიათზე ჩავედით  დანიშნულების ადგილას. ჯერ ეკლესიაში შევედით.
ყინწვისის ეკლესია
რამდენიმე გოგონა  ავედით ეკლესიის უკან, სადაც საოცარი სიჩუმე სუფევდა, და ძალიან გემრიელი ცივი წყალიც მოდიოდა. ადრე იქვე იყო ნატვრის ხე, მაგრამ  წელს მოჭრილ მდგომარეობაში დაგვხვდა.
სხვებმა რუკა იყიდეს, რომელიც ჩვენი მგზამკვლევი გახდა.


ამის შემდგომ ისევ დავეშვით უკან და ბატეთის ტბისკენ დავიძარით, რომელიც მონასტრიდან 17.5 კილომეტრის დაშორებითაა. გზა იყო საშინელი, ასევე მძღოლიც. 3-4 ჯერ მაინც ჩაუქვრა მანქანა, გარდა ამისა, ლამის პატარა იამკებზეც კი მანქანიდან გვყრიდა :D, ერთ-ერთ ადგილას მართლაც მოგვიხდა მანქანიდან გადმოსვლა და ფეხით გავლა რამდენიმე მეტრის. 
მარშუტკა მშვენიერ ადგილას გავაჩერეთ,  ჩამოვიტანეთ საკვები და შემდგომ რთული გზის დასალაშქრად დავიძარით. ყინწვისს რომ გამოვცდით, ჩვენი ტელეფონები აღარ იჭერდა. კოდმანის ტერიტორიაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია.
თავდაპირველად მე, "ნინო877" და "სერჟანტი" უკანა ფლანგზე მივდიოდით, ლუდი და ჭიქები მოვიმარაგეთ და წრუპაობ-წრუპაობით დავიწყეთ მოძრაობა ბატეთის ტბის მიმართულებით. უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ რამდენიმე ადამიანს ეზარებოდა წამოსვლა ტბაზე და განაცხადეს, რომ იქვე სადმე მოგვენახა ადგილი და იქ დაგვეცა ბანაკი :D თუმცა ეს მოსაზრება ყურად არ იღეს სხვა მოლაშქრეებმა, ამიტომ ყველანი გავეშურეთ ტბისკენ. 

Oct 5, 2011

Easy Like Year

     ჰოროსკოპი გვეუბნება,რომ თევზუკები ისეთი არსებები არიან, რომლებიც ძირითადად მოდუნებულები არიან თუ მათ მთელი დღის მანძილზე გაწერილი არ აქვთ გეგმა, რა უნდა გააკეთონ, რით უნდა დაკავდნენ. მეკი წინა 1 წელი, მძიმე აბიტურიენტობის მერე ასე გავატარე თითქმის. წელს ვაპირებ ყველაფერი სხვაგვარად იყოს.
 ვფიქრობ ახლა საუკეთესო პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, შემიძლია ბევრ რამეს მოვკიდო ხელი, ბევრი რამით დავინტერესდე, რაც ჩემი პიროვნების განვითარებაში დამეხმარება ყველა კუთხით. 
საერთოდაც უნივერსიტეტი ძალიან შემართებით დავიწყე. პირველ კურსზე თითქოს ნახევრად მეკიდა, ალბათ იმიტომ რომ პირველი კურსი მაინც ვითარებას ეცნობი,ასევე  ხალხსაც და გარემოსაც. ასე რომ ვთქვათ მოთელვის წელი იყო. ახლა კი ეს ყველაფერი გადალახულია. ფსიქოლოგიაში ვსწავლობთ გაცილებით საინტერესო საგნებს ვიდრე შესავალში. რამაც კიდევ უფრო განაპირობა ჩემი ინტერესი. ლექტორებიც ახლები გვყავს ძირითადად და ძალიან კარგები. ისე  დავადგინე ისიც, რომ ასაკოვანი ლექტორები, მიუხედავად იმისა რომ ძალიან სტაჟიანები არიან თავიანთ საქმეში უნდა ჩამოშორდნენ უნივერსიტეტს, ან გადამზადება გაიარონ. მოგეხსენებათ, რომ ისინი პოსტ საბჭოური წყობის მოდგმისანი არიან, უმრავლესობა კიდევ ამ პერიოდშია ჩარჩენილი. აქვთ სხვაგვარი მეთოდი სწავლებისა, სტუდენტებთან ურთიერთობისა, რაც არ მომწონს.
:D :D
    დიდი სურვილი მაქვს, რომ წელს სტიპენდიისთვის ვიბრძოლო, პრინციპში ამაში ხელს არც არაფერი არ მიშლის და საკმაოდ სამართლიანადაც გამოვთქვამ პრეტენზიას სტიპენდიის ქონასთან დაკავშირებით. ვნახოთ როგორ გაგრძელდება სემესტრი. 
 მივხვდი იმასაც, რომ ცეკვა საერთოდაც არ მეხერხება და სჯობს არასდროს არ ვიცეკვო :D 

ტანგოს გაკვეთილები :D

Oct 4, 2011

I've Seen It All

                    

რაღაცნაირად ვარ, რაც უფრო ვცდილობ რომ არ ვიფიქრო, მით უფრო მეფიქრინება. მით უფრო ვგრძნობ :|

მენატრება

Oct 1, 2011

ეს არც ისე ძნელი ყოფილა

    წინა პოსტებში ავღნიშნე, რომ მაღალ ქუსლიანებით აქტიურად მოძრაობას ვიწყებდი, და ასეც მოხდა.ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ არც თუ ისე მარტივია სიარული მაღალქუსლიანებით და თან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქუსლი ძალიან წვრილი აქვს ფეხსაცმელს. 


   დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემთვის ლამაზი ფეხსაცმელი ასოცირდება წვრილ ქუსლთან. არ მომწონს მორივით დიდი ქუსლი რომ აქვს ხოლმე ფეხსაცმელს, ძალიან უშნოდ მიმაჩნია. წვრილი ქუსლი კი გაცილებით დახვეწილია,  ასევე უფრო მარტივად ერგება კლასიკურ სტილსაც და სპორტულსაც. 
  
ასე რომ ბევრი + ჩემგან ე.წ "შპილკებს".

თავიდან ცოტა არ იყოს და მეშინოდა, რომ კრახი არ განმეცადა შუა ქუჩაში, ფეხი არ გადამტრიალებოდა, არ წავქეულიყავი და ა.შ 
   ფიქრებში ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ ვეცემოდი, და სხვები როგორ დამცინოდნენ, მერე კი ფორუმის ბრბოში როგორ ხდებოდა ჩემი გაკრიტიკება, თუ სიარული არ იცის რაღას დადის მაღლებითო,