Showing posts with label ყინწვისი. Show all posts
Showing posts with label ყინწვისი. Show all posts

Oct 10, 2011

ფორუმელთა ლაშქრობა ყინწვისში

  • დღე.კვირა
  • თარიღი -09.10.2011
  • დასალაშქრი ადგილი:ყიწნვისი, ბატეთის ტბა,
  • რაოდენობა:20 ადამიანი
  •  მოლაშქრეთა კლუბი "იეტი"
გუშინ მოლაშქრეთა კლუბის"იეტის" დახმარებით მოეწყო  ლაშქრობა  ყინწვისში. ლაშქრობაში მონაწილეობას იღებდა 20 ადამიანი, რომელთათვისაც ერთმანეთი მეტნაკლებად უცხო იყო. შეხვედრის ადგილი დიდუბე გახლდათ, სადაც 8საათზე უნდა შევკრებილიყავით. 
წესით და რიგით ასეც იყო, 10 წუთის დაგვიანებით მივედით მე და ნინო და ბოლოს ნიკოლოზოიდიც შემოგვიერთდა. 
მას შემდეგ რაც ყველანი შევიკრიბეთ  რამდენიმე ადამიანი საჭმელის საყიდლად წავიდა.
9საათისთვის ყველამ ადგილები დავიკავეთ მარშუტკაში და გავეშურეთ დასალაშქრი ადგილისკენ.
მარშუტკაში 3 ფლანგად გავიყავით, უკანა ფლანგი ცალკე ხარხარებდა, შუა ცალკე და წინა კი დილაუთენია კონიაკს სვამდა. (მათ რიგებში გახლდით მეც : D)კონიაკს ძალიან უხდებოდა ვაშლი. 
 წინა რიგებში აქტიურადვე მივირთმევდით თხილს, რომელსაც ძირითადად მეტალმანია ტეხდა :D, ნახევარი პარკი თხილი თითქმის სულ მანდ დაამტვრია :D:D. 
მშვენიერ ხასიათზე ჩავედით  დანიშნულების ადგილას. ჯერ ეკლესიაში შევედით.
ყინწვისის ეკლესია
რამდენიმე გოგონა  ავედით ეკლესიის უკან, სადაც საოცარი სიჩუმე სუფევდა, და ძალიან გემრიელი ცივი წყალიც მოდიოდა. ადრე იქვე იყო ნატვრის ხე, მაგრამ  წელს მოჭრილ მდგომარეობაში დაგვხვდა.
სხვებმა რუკა იყიდეს, რომელიც ჩვენი მგზამკვლევი გახდა.


ამის შემდგომ ისევ დავეშვით უკან და ბატეთის ტბისკენ დავიძარით, რომელიც მონასტრიდან 17.5 კილომეტრის დაშორებითაა. გზა იყო საშინელი, ასევე მძღოლიც. 3-4 ჯერ მაინც ჩაუქვრა მანქანა, გარდა ამისა, ლამის პატარა იამკებზეც კი მანქანიდან გვყრიდა :D, ერთ-ერთ ადგილას მართლაც მოგვიხდა მანქანიდან გადმოსვლა და ფეხით გავლა რამდენიმე მეტრის. 
მარშუტკა მშვენიერ ადგილას გავაჩერეთ,  ჩამოვიტანეთ საკვები და შემდგომ რთული გზის დასალაშქრად დავიძარით. ყინწვისს რომ გამოვცდით, ჩვენი ტელეფონები აღარ იჭერდა. კოდმანის ტერიტორიაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია.
თავდაპირველად მე, "ნინო877" და "სერჟანტი" უკანა ფლანგზე მივდიოდით, ლუდი და ჭიქები მოვიმარაგეთ და წრუპაობ-წრუპაობით დავიწყეთ მოძრაობა ბატეთის ტბის მიმართულებით. უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ რამდენიმე ადამიანს ეზარებოდა წამოსვლა ტბაზე და განაცხადეს, რომ იქვე სადმე მოგვენახა ადგილი და იქ დაგვეცა ბანაკი :D თუმცა ეს მოსაზრება ყურად არ იღეს სხვა მოლაშქრეებმა, ამიტომ ყველანი გავეშურეთ ტბისკენ.