Oct 10, 2011

ფორუმელთა ლაშქრობა ყინწვისში

  • დღე.კვირა
  • თარიღი -09.10.2011
  • დასალაშქრი ადგილი:ყიწნვისი, ბატეთის ტბა,
  • რაოდენობა:20 ადამიანი
  •  მოლაშქრეთა კლუბი "იეტი"
გუშინ მოლაშქრეთა კლუბის"იეტის" დახმარებით მოეწყო  ლაშქრობა  ყინწვისში. ლაშქრობაში მონაწილეობას იღებდა 20 ადამიანი, რომელთათვისაც ერთმანეთი მეტნაკლებად უცხო იყო. შეხვედრის ადგილი დიდუბე გახლდათ, სადაც 8საათზე უნდა შევკრებილიყავით. 
წესით და რიგით ასეც იყო, 10 წუთის დაგვიანებით მივედით მე და ნინო და ბოლოს ნიკოლოზოიდიც შემოგვიერთდა. 
მას შემდეგ რაც ყველანი შევიკრიბეთ  რამდენიმე ადამიანი საჭმელის საყიდლად წავიდა.
9საათისთვის ყველამ ადგილები დავიკავეთ მარშუტკაში და გავეშურეთ დასალაშქრი ადგილისკენ.
მარშუტკაში 3 ფლანგად გავიყავით, უკანა ფლანგი ცალკე ხარხარებდა, შუა ცალკე და წინა კი დილაუთენია კონიაკს სვამდა. (მათ რიგებში გახლდით მეც : D)კონიაკს ძალიან უხდებოდა ვაშლი. 
 წინა რიგებში აქტიურადვე მივირთმევდით თხილს, რომელსაც ძირითადად მეტალმანია ტეხდა :D, ნახევარი პარკი თხილი თითქმის სულ მანდ დაამტვრია :D:D. 
მშვენიერ ხასიათზე ჩავედით  დანიშნულების ადგილას. ჯერ ეკლესიაში შევედით.
ყინწვისის ეკლესია
რამდენიმე გოგონა  ავედით ეკლესიის უკან, სადაც საოცარი სიჩუმე სუფევდა, და ძალიან გემრიელი ცივი წყალიც მოდიოდა. ადრე იქვე იყო ნატვრის ხე, მაგრამ  წელს მოჭრილ მდგომარეობაში დაგვხვდა.
სხვებმა რუკა იყიდეს, რომელიც ჩვენი მგზამკვლევი გახდა.


ამის შემდგომ ისევ დავეშვით უკან და ბატეთის ტბისკენ დავიძარით, რომელიც მონასტრიდან 17.5 კილომეტრის დაშორებითაა. გზა იყო საშინელი, ასევე მძღოლიც. 3-4 ჯერ მაინც ჩაუქვრა მანქანა, გარდა ამისა, ლამის პატარა იამკებზეც კი მანქანიდან გვყრიდა :D, ერთ-ერთ ადგილას მართლაც მოგვიხდა მანქანიდან გადმოსვლა და ფეხით გავლა რამდენიმე მეტრის. 
მარშუტკა მშვენიერ ადგილას გავაჩერეთ,  ჩამოვიტანეთ საკვები და შემდგომ რთული გზის დასალაშქრად დავიძარით. ყინწვისს რომ გამოვცდით, ჩვენი ტელეფონები აღარ იჭერდა. კოდმანის ტერიტორიაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია.
თავდაპირველად მე, "ნინო877" და "სერჟანტი" უკანა ფლანგზე მივდიოდით, ლუდი და ჭიქები მოვიმარაგეთ და წრუპაობ-წრუპაობით დავიწყეთ მოძრაობა ბატეთის ტბის მიმართულებით. უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ რამდენიმე ადამიანს ეზარებოდა წამოსვლა ტბაზე და განაცხადეს, რომ იქვე სადმე მოგვენახა ადგილი და იქ დაგვეცა ბანაკი :D თუმცა ეს მოსაზრება ყურად არ იღეს სხვა მოლაშქრეებმა, ამიტომ ყველანი გავეშურეთ ტბისკენ. 


თავიდან ასვლა ძალიან მარტივი იყო, მაგრამ ნელ-ნელ აღმართების სიგრძეც და სიმაღლეც მატულობდა, უკიდურესად დაღლილებმა რამდენიმე ადგილას განვახორციელეთ რამდენიმე წუთიანი შესვენება. გზად მამათა მონასტერიც გავიარეთ.




  ყველაზე მეტად ასვლა ერთ-ერთ აღმართზე გაგვიჭირდა. ეს აღმართი პირველმა წარმატებით ნიკოლოზოიდმა გადალახა, შემდეგ მიჰყვნენ სხვებიც. 

ყოჩაღი ნიკოლოზი

გზად ვიპოვეთ სხვადასხვა სოკოებიც: ნიყვი და მწარა. 
ამ აღმართის გავლის შემდგომ მვოაწყვეთ დიდი დასვნება, სადაც გაირკვა რომ გზად  nino877 მა ტელეფონი დაკარგა. 
 უკვე 4საათი ხდებოდა, ჩვენ კი ტბამდე მისულებიც კი არ ვიყავით ჯერ, იქვე გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე ადამიანი უკან დაბრუნდებოდა, მოძებნიდა ადგილს, სადაც  ბანაკს დავცემდით, ნაწილი კი ტბის სანახავად წავიდოდა. 
   უკან გამობრუნებული ხალხი გზადაგზა ტელეფონს ვეძებდით, მეორე ჯგუფს კი სიურპრიზები წინ ელოდა.  
ტბისკენ მიმავლებს წინ საშინელი ტალახი დახვდათ. ერთ-ერთი მოლაშქრე ერთი ფეხსაცმლის ამარა დარჩა :D..

ტბის მოძებნას უნდა ვუმადლოდეთ თავად ორგანიზატორს ცაბოს, ასევე ნიკოლოზოიდს და "ბენტლის". ტბის მოძებნას საკმაოდ დიდი ხანი მოუნდნენ
თუმცა საბოლოოდ მიაღწიეს  და მათ სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა, უკან აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ.
მართლაც, რომ ულამაზესი იყო ირგვლივ ყველაფერი, ნამდვილად ღირს რომ ასეთ ადგილებში შემოდგომას წახვიდეთ. ის თუ რამდენად ლამაზია იქაურობა სიტყვიერად ვერ აღგიწერთ, ალბათ უმჯობესია ყველამ საკუთარი თვალით იხილოთ.


მანამ სანამ ისინი ტბის ცქერით ტკბებოდნენ, მეორე ჯგუფი არჩევდა ადგილს სადაც დაბანაკდებოდნენ. ერთი მშვენიერი ადგილი მოვნახეთ, სადაც მწვანე ხასხასა ბალახი იყო, ჩვენს უკან კი უზარმაზარი ტყე და პატარა მდინარე ცივი წყლითურთ. დავანთეთ ცეცხლი, შევექეცით მეორე ბოთლ ლუდს და შამფურების გამოთლაც დავიწყეთ.
ცოტახნის შემდგომ პირველი ჯგუფიც შემოგვიერთდა და შევწვით უგემრიელესი მწვადები. 
  მომეჩვენა, რომ რამდენიმე მამრობითი სქესის ადამიანი ჩვენს "სასტავს" ვერ მოერგო, ძალიან წყნარად და ჩუმად იყვნენ, მე მათი ხმაც კი არ გამიგია იქ ყოფნისას, გოგოებთან ნაკლებად კონტაქტობდნენ, რაც ცუდად მომხვდა თვალში.  
  დანაყრებულზე ავმღერდით კიდეც, ძალიან ნიჭიერი თანაფორუმელები გვყვავს, ზოგი მშვენივრად უკრავს, ზოგი მშვენივრად მღერის, ზოგი კარგად წვავს მწვადს და ა.შ თუმცა სიმღერის ტექსტები მხოლოდ ნაწილი ვიცოდით ყველამ :D

იქიდან 7საათისკენ დავიძარით უკან, ჩვენი ნარჩენები ავკრიფეთ, ჩავყარეთ პარკში და ქარელამდე ვატარეთ, რასაკვირველია ამ ლაშქრობის მიზანი გარემოსთვის გაფრთხილებაცაა. კარგი იქნება, ის რომ ბევრი ადამიანი ჩვენსავით არ ტოვებდეს ნაგავს.

 იქიდან პირველები მე და ნინო წამოვედით, გზად კვლავ ტელეფონს ვეძებდით, თუმცა უშედეგოდ. სამაგიეროდ ვიპოვეთ, გველი, სავარაუდოდ კავკასიური გველგესლა ან გიურზა, ამის გარდა შავი ანკარაც ვნახეთ.


მშვიდობით დავბრუნდით ყველანი ჩვენს ტრანსპორტამდე,  ტელეფონი კი მარშუტკაში ვიპოვეთ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა :))
9საათისთვის ყინწვისს დავემშვიდობეთ და თბილისში დავრბუნდით. იქიდან წამოსვლა კიდევ უფრო სახალისო იყო, ყველანი შეზახორშებულები ვიყავით და მთელი გზა რუსული ესტრადის სიმღერების ფონზე მოვდიოდით.

   საბოლოო ჯამში გავიარეთ 8.4 კილომეტრი ფეხით, თუმცა ეს ამად ღირდა. ძალიან კარგი და სასიამოვნო დღე იყო. ბოლო გაჩერება დიდუბე იყო,  საიდანაც ყველანი ჩვენ ჩვენს გზაზე წავედით.