Jan 11, 2012

ცენტრალის OK

ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად მეწერინება, რადგან ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი. მაგრამ კომპის უკმარისობის გამო თითქმის ჩამოვრჩი ინტერენტ სამყაროს ცხოვრებას.
მას მერე რაც  თავი შვებულებაში გასულ ადამიანად მიმაჩნდა და თავისუფლების წუთებით ვტკბებოდი , ნატამ (ჩვენმა HR) მა დამირეკა რომ ხვალ დილით ყაზბეგზე მივსულიყავი, რადგან პატარა გამოცდასავით გვექნებოდა და ამ მიზნით ერთ-ერთ უფროსს ბადრის, და კიდევ რამდენიმეს უნდა შევხვედროდი. უცბად შიშმა ამიტანა რაღაცნაირად. შიში არა, ღელვის გრძნობა იყო ალბათ უფრო. და ნერვიულობისაც. რომ არ იცი რა გელის ხვალ და ან საერთოდ რა იქნება.
 გათენდა მეორე დღეც,  პირველი რასაკვირველი მე მვიედი იმ ადამიანებს შორის, ვინც იმ დღეს უნდა შევკრებილიყავით, რაღაცეებს ვიხსენებდი კიდევ, თუ რამე მაინტერესებდა ტექნიკასთან დაკავშირებით იქაურ  გამოცდილ ბავშვებს ვეკითებოდი. ჯერ ზამბო მოვიდა, შემდგომ ნატო და ბადრი და ჩვენი გამოცდაც დაიწყო. ძალიან ხალისიანად მიმდინარეობდა ყველაფერი, და ძალიან კარგი განწყობითაც ჩაიარა იმ ღელვამ, რომელიც  წინა დღიდან მოყოლებული თან მდევდა. იმ დღეს უნდა გადაწყვეტილიყო იმ 11 ადამიანიდან ვის აიყვანდნენ და ასევე გადაწყდებოდა ვინ რომელ ფილიალში მოხვდებოდა. სიმართლე გითხრათ ყველაზე საშინელი წუთები სწორედაც, რომ მაშინ მქონდა. არ მინდოდა ყაზბეგის "სასტავს" მოშორება, ამ ერთი თის მანძილზე უზომოდ შევეჩვიე ყველას. სამწუხაროდ მოხდა ის, რაც არ მინდოდა რომ მომხდარიყო თბილისი ცენტრალში OK-ის მაღაზიაში გადამანაწილეს.  ნატამ შეგიძლია ხვალიდან იქ მიხვიდე და ჩვეულ რეჟიმში განაგრძო მუშაობაო. ერთი მხრივ გამიხარდა რომ ჩვეულ შტატში მყოფი თანამშრომელი გავხდი მეც და ახლა ჩემი მიზნების მოყვანა სისრულეში ყველაზე უფრო რეალური გახდებოდა. მაგრამ ჩემი ბავშვები :((( .
მეორე დღეს ზუსტად 10ზე სამუშაოზე ვიყავი. რაღაცნაირად არც კი გამოუჩენიათ დიდი ყურადღება, ან ახალი ხარ, ან ის ან ის. სტუმრის გამასპინძლება აშკარად არ იციან. შემდგომ ნელ-ნელა ჩადგა მწყობრში, ბავშვებიც გავიცანი და მშვენიერი ურთიერთობა მაქვს მათთან.  თუმცა რამდენიმე დღე ყაზბეგის მოგონებებით ვარსებობდი იქ, სულ მათზე მეფიქრებოდა. არც კი მეგონა ამ 1 თვის მანძჳლზე ასე ძალიან თუ შევეჩვეოდი მათ.
ჩვენი ყაზბეგი
დღეს დასვენების დღე მქონდა ჯერ უნიში წავედი, 2 შუალედური მოვიშორე, შემდგომ ბავშვებს  შევუარე და  იმდენად მომღიმარი სახეებით შემხვდნენ , ძალიან გამიხარდა.  ცოტახანში დაუგეგმავად ამექვითინა კიდეც. დამცინეს :D  იქიდან სხვანაირად დამუხტული  დადებითი  ემოციებით წამოვედი. იმედი მაქვს რომ ცენტრალის ბავშვებსაც მალე შევეჩვევი. 20იანვარს კორპორატიული საღამო გვაქვს, ძალიან ლამაზი კაბის ჩაცმას ვგეგმავ. მმმ ერთი სული მაქვს მოვიდეს ის დღე. გარდა ამისა რაც მინდოდა მეთქვა არის ის რომ, მგზავრობისას კითხვა დავამუღამე, მაგალითადად 2 მგზავრობისას წავიკითხე ფალიაშვილის ქუჩჳს ძაღლები, ცოტა არ იყოს და ამექვითინა კიდეც. ახლა რიგში ნაირა გელაშვილის არბნი ურბნი არაბნი მაქვს. :) ისე უცბად ჩამოვდივარ სახლში ვერც ვიგებ.
:))))

Jan 3, 2012

2012

ჩვენ თანამშრომლებმა, წასვლის წინ მოვილაპარაკეთ რომ ჯერ სახლებში შევხვდებოდით ახალ წელს, შემდგომ კი პეროვსკაიაზე  გავაგრძელებდით აღნიშვნას.  უნდა ავღნიშნო ისიც, რომ წლის გაყიდვები დავასრულე მე. მაღაზიის დაკეტვის მერე მაინც მოდიოდა ხალხი, ჰმმ გამებრაზა ძალიან, ან სახლში საქმე არ გაქვს ან ის ან ის. საბოლოოოდ ერთმა თავი შეგვაცოდა და mp3 გავუფორმე. ამის შემდეგ მე და ნინო წამოვედით მასთან, სადაც ვარდო გემრილი  საჭმელების მომზადების პროცესში იყო. ჰმმ 2011 წელი დავასრულე ყოჩაღ ოლგეურად, მთელი მომტვერსასრუტებით და 2012 წელს ხინკლის ამოღების პროცესში შევხვდი. ანუ "21 ნაოჭიანი" წელი მექნება, ანუ უფრო ფილოსოფიურად რომ ავხსნა ხინკლის ყველა ნაოჭი ერთი შეხედვით ერთნაირია, თუმცა რეალურად განსხვავებული. ასეა  ჩვენი ცხოვრებაც. 
ახალი წლის შეხვედრის შემდგომ ჩემი დიდი ხნის ოცნება ავიხდინე, სულ მიდნდოა ახალ წელს მენახა ჩემი უძალიანსაყვარლესი ფილმი, ბრიჯიტ ჯონსის დღიურები. იმდენად მიყვარს ეგ ფილმი, იმდენად, რომ რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებ. შუა ყურებაში ჩამეძინა და როგორც ნინო იტყოდა "მადლობას ვუხდი ჩემს სამსახურს იმისთვის რომ სუფრაზე დამეძინა".
2012 წლის 1 ფოტო
   მინდა რომ 2012 წელი რადიკალურად განსხვავებული იყოს 2011ისგან, ის რამაც გზა უნდა გამიკვალოს ცხოვრებაში უკვე მიღწეულია ასე ვიტყოდი მე, დანარჩენი კი უკვე ჩემზეა დამოკიდებული. ვისურვებდი რომ 2012 წელს ღმერთმა +ბევრი იღბლით დამაჯილდოვოს. 
2012 წელს  ვაპირებ:

1. ლეპტოპის ყიდვას
2. პრავის  აღებას. (ეს შარშანაც მინდოდა, მაგრამ წელს უეჭველად)

3. მანქანისთვის ფულის მოგროვებას. 
4.ბევრ ლაშქრობებს.
5. bungee jumping`-ს 

6.პარალანით ხტომას.
 და რაც ყველაზე მთვარია, 
7. ბედნიერად ცხოვრებას. 

მმმ, ასეთ განწყობაზე ვარ

OK ballons



Jan 1, 2012

2011დან 2012 მდე

 ვა, 1 წელია უკვე აქ არ დამიპოსტავს. ანუ გამოდის 2012 წლის პირველი პოსტია ეს. ხოდა ძალიანაც კარგი. ძალიან ბევრი სათქმელი და მოსაყოლი დამიგროვდა ამ ხნის მანძილზე.  ჩემი მე ვეღარ იტევს ამდენ რამეს, ამიტომ ცოტ-ცოტა ამბებს ბლოგსაც გავუყოფ.  ისე ძალიან მომენატრააა. ძალიან განვიცდი ხოლმე უბლოგობას, თუმცა უახლოესი 1 თვის მანძილზე ეს დანამდვილებით ვიცი რომ აღარ მოხდება.
 მშვენიერ განწყობაზე ვარ, ამდენი ახალი წლისეული ყიჟინის მიუხედავად. ერთდერთი რასაც ვისურვებდი გულით არის ის, რომ ახალი წლის აღნიშვნა 2 დღეზე მეტხანს არ უნდა ხდებოდეს. დაე მხოლოდ ოცნებად დამრჩება ალბათ ეს ყოველივე. 
ეს არ იყო ის ახალი წელი, რომლის მოსვლასაც სულმოუთმენლად ველოდებოდი. პირიქით, რაღაც ჩვეულებრივი დღე არის ჩემთვის, რომელთანაც პირველ რიგში უამრავი საჭმელი და ღიპიანი კაცები ასოცირდება.
მაგრამ ყველაზე მეგობრული და ემოციებით დატვირთული ახალი წელი ალბათ ამ ხნის მანძილზე გუშინ მქონდა. 

დავიწყოთ იქიდან რომ გუშინდელი დღიდან 1 თვით გამოვეთიშე ჩემს სამუშაოს, რადგან ჩვენი OK კიდევ ერთ მაღაზიას ხსნის, რის გამოც მთელი რიგი რეორგანიზაციები მიმდინარეობს, გამომდინარე იქიდანაც, რომ მე დროებითი კადრის სტატუსი მქონდა ახლა ერთი თვე დავისვენებ და თებერვლიდან სრულფასოვანი თანამშრომლის სტატუსით დავუბრუნდები მაღაზიას. 
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არდადეგებები მეწყება, და თებერვალში 1 სექტემბრის მსგავსი პონტი მექნება.  არადა მართლა ძალიან მაგარი ერთი თვე მქონდა. ძალიან ბევრი ახალი ნაცნობით და საინტერესო დღეებით.  ისე შევეჩვიე ყველას. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს უკვე დიდი ხნის მეგობრები ვართ ჩვენ ყველანი.  ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი დღე გვქონდა გუშინ. 
დავიწყოთ იქიდან, რომ ყველას გვეგონა მაღაზიაში კაციშვილის ჭაჭანება არ იქნებოდა, თავიდან მართლაც ასე იყო, თუმცა შემდგომ იმდენად შეიცვალა სიტუაცია, რომ იქაურობა ისეთმა ხმაურმა მოიცვა, როგორიც ბაზარშია ხოლმე. 13 ადამიანს არ სძალუძს ერთდროულად მოემსახუროს 50ზე მეტ ადამიანს, შესაბამისად  რიგს უნდა იკავებდნენ ადამიანები, რომ სრულიად ხარისხიანი კონსულტაცია ჩაუტარო და შემდგომ არ მოდიოდნენ თუნდაც  უკმაყოფილები, რომ იცით რა მე ეს ვერ გავიგე და ა.შ. თუმცა ჩვენთან ხომ ყველას უნდა რომ პირველი მას მოემსახურონ და რიგის დაცვაც ავიწყდებათ.