ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად მეწერინება, რადგან ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი. მაგრამ კომპის უკმარისობის გამო თითქმის ჩამოვრჩი ინტერენტ სამყაროს ცხოვრებას.
მას მერე რაც თავი შვებულებაში გასულ ადამიანად მიმაჩნდა და თავისუფლების წუთებით ვტკბებოდი , ნატამ (ჩვენმა HR) მა დამირეკა რომ ხვალ დილით ყაზბეგზე მივსულიყავი, რადგან პატარა გამოცდასავით გვექნებოდა და ამ მიზნით ერთ-ერთ უფროსს ბადრის, და კიდევ რამდენიმეს უნდა შევხვედროდი. უცბად შიშმა ამიტანა რაღაცნაირად. შიში არა, ღელვის გრძნობა იყო ალბათ უფრო. და ნერვიულობისაც. რომ არ იცი რა გელის ხვალ და ან საერთოდ რა იქნება.
გათენდა მეორე დღეც, პირველი რასაკვირველი მე მვიედი იმ ადამიანებს შორის, ვინც იმ დღეს უნდა შევკრებილიყავით, რაღაცეებს ვიხსენებდი კიდევ, თუ რამე მაინტერესებდა ტექნიკასთან დაკავშირებით იქაურ გამოცდილ ბავშვებს ვეკითებოდი. ჯერ ზამბო მოვიდა, შემდგომ ნატო და ბადრი და ჩვენი გამოცდაც დაიწყო. ძალიან ხალისიანად მიმდინარეობდა ყველაფერი, და ძალიან კარგი განწყობითაც ჩაიარა იმ ღელვამ, რომელიც წინა დღიდან მოყოლებული თან მდევდა. იმ დღეს უნდა გადაწყვეტილიყო იმ 11 ადამიანიდან ვის აიყვანდნენ და ასევე გადაწყდებოდა ვინ რომელ ფილიალში მოხვდებოდა. სიმართლე გითხრათ ყველაზე საშინელი წუთები სწორედაც, რომ მაშინ მქონდა. არ მინდოდა ყაზბეგის "სასტავს" მოშორება, ამ ერთი თის მანძილზე უზომოდ შევეჩვიე ყველას. სამწუხაროდ მოხდა ის, რაც არ მინდოდა რომ მომხდარიყო თბილისი ცენტრალში OK-ის მაღაზიაში გადამანაწილეს. ნატამ შეგიძლია ხვალიდან იქ მიხვიდე და ჩვეულ რეჟიმში განაგრძო მუშაობაო. ერთი მხრივ გამიხარდა რომ ჩვეულ შტატში მყოფი თანამშრომელი გავხდი მეც და ახლა ჩემი მიზნების მოყვანა სისრულეში ყველაზე უფრო რეალური გახდებოდა. მაგრამ ჩემი ბავშვები :((( .მეორე დღეს ზუსტად 10ზე სამუშაოზე ვიყავი. რაღაცნაირად არც კი გამოუჩენიათ დიდი ყურადღება, ან ახალი ხარ, ან ის ან ის. სტუმრის გამასპინძლება აშკარად არ იციან. შემდგომ ნელ-ნელა ჩადგა მწყობრში, ბავშვებიც გავიცანი და მშვენიერი ურთიერთობა მაქვს მათთან. თუმცა რამდენიმე დღე ყაზბეგის მოგონებებით ვარსებობდი იქ, სულ მათზე მეფიქრებოდა. არც კი მეგონა ამ 1 თვის მანძჳლზე ასე ძალიან თუ შევეჩვეოდი მათ.
| ჩვენი ყაზბეგი |
![]() | |
| :)))) |

No comments:
Post a Comment