Feb 7, 2012

ჩემი პირველი ხელფასობა

ესეც ასე, ერთ თვიანი რელაქსაციის პერიოდი მაქვს, ნუ სამსახური არ ითვლება, უნივერსიტეტი დროებით გამოეთიშა ჩემს ცხოვრებას, გამოცდები  ჩავამთავრე და ახლა ის შფოთისმომგვრელი შეგრძნებაც დროებით ჩაკვდა, რომელიც წინა პერიოდში მუდამ თან მდევდა. საბოლოო ჯამში ძალიანაც კმაყოფილი ვარ ამ ყველაფრით. მოკლედ. 6 მარტამდე დიდება თავისუფლებას. 

20 იანვარს რესტორან კერიაში ჩვენი კომპანიის კორპორატიული საღამო იყო, მშვენიერი დრო ვატარეთ, ვეღარ მოვახერხე ამ დღის ამბების დაწერა, არადა ძალიან კარგი რაღაცეები ხდებოდა.  

ყაზბეგი
   ამ ბოლო დროს ჩემს თავში ბევრი რამ გავაცნობიერე და მივხვდი, რომ სწორედ ახლა მაქვს ის პერიოდი როცა შემიძლია ყველაფერი ჩემს სასარგებლოს გამოვიყენო. ადამიანს არაფერი არ უნდა დააძალო, ყოველთის თავისით მოვა ის მომენტი, როცა მიხვდება რომ ის რაზეც თავის დროზე უარი თქვა დროა ახლა აინაზღაუროს. 
ისე, ეს ფილოსოფია იქით იყოს და  ჩემი პირველი ხელფასობით მცირედი შოფინგობანა მოვიწყვე და რაღაც-რუღაცეები ვიყიდე. ნუ ვალებიც ავიკიდე მართალია მაგრამ უკვე ყველაფერი გავისტუმრე და შემიძლია ახლა ჩემი შენაძენებით დავტკბე.
ხელფასის აღებისთანავე collezion-ს ვესტუმრე და ჩემი უსაყვარლესი ფერის  კურტკა ვიყიდე, რომელიც უზომოდ მომწონს, თან ეს შაბიასამნისფერი ხომ ზუსტად ჩემი ფერია, მმმ ძალიან მიყვარს. შიგნიდანაც დათილულია და სურვილისამებრ მეორე მხრიდანაც შეგიძლია ჩაიცვა, ერთი სული მაქვს ცოტათი როდის დათბება თორემ ამ ყინვებში ძალიან ატანს იმ კურტკაში სიცივე :D  უფრო საგაზაფხულოა.
 უი ხო,  + 1 საროჩკა თუ ე.წ პერანგი მაქვს, რომელიც ისეთია თითქმის როგორიც მინდოდა, საკმაოდ პრაქტიკული და ლამაზია, თან რაც მთავარია წელს იდეალურად მიფარავს, ჩემს თევზუკა ყელსაბასაბამს ძალიან უხდება.

პერანგობა
 ჩემს ყელსაბამებს კიდევ ერთი ყელსაბამი მივამატე თევზუკას სახით, რომელიც ოქროს თევზისგან განსხვავებით მხოლოდ ერთ სურვილს ასრულებს. ვუფრთხილდები ჯერჯერობით ამ სურვილს, მოგვიანებით დამჭირდება. :D

ჩემი საყვარელი თევზუკა


  გარდა ამისა რასაკვირველია არც შარფებისთის + 1 ცალის მიმატება არ დამვიწყებია,  მიხარია ხოლმე ჩემი უსაყვარლესი ფერის რაღაც რუღაცეებს რომ ვაწყდები,  იასამნისფერიც ჩემს საყვარელ ფერებს შორის დგას, რაღაცნაირად სხვანაირად სათუთი ვარ იასამნისფერ ტანსაცმელში.

ღია იასმანისფრიდან გადადის მუქ ტონალობაში
ცხოვრებაში პირველად გამოვიწერე ინტერნეტიდან ფეხსაცმელი და მენერვიულებოდა რაღაცნაირად იმის გამო, რომ ან ზომაში არ მქონოდა კარგად ან არ მომწონებოდა და ა.შ მაგრამ ჩემი ღელვა სრულებითაც არ გამართლდა, რის გამოც ძალიანაც გახარებული ვარ. სასიარულოდ ძალიან ადვილია, თან პლატფორმაზეა, გარდა ამისა ჯინსებს ძალიან უხდება. საბოლოო ჯამში ჩემი ონლაინ შოფინგობით ფრიად კმაყოფილი ვარ, :)) ველოდები შემდგომ ხელფასობას, რომლითაც ლეპტოპს ვიყიდი. სავარაუდოდ ჩემი დაბი დუბისთვის უკვე ახალი  და თანაც საკუთარი ლეპტოპიდან დავწერ ბლოგზე.


 

No comments:

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment