ჯერ ასეთი მშვიდი ახალი წელი არ მქონია. დეკემბრის თვემ ისე ჩაიარაა ვერც კი მოვასწარი საახალწლო სურნელით დატკბობა. დიდად განწყობა არც მქონია. 31ში ისე დასრულდა სამუშაო დღე თითქოს ერთი ჩვეულებრივი სამსახურეობრივი დღე დასრულდა. მაგრამ ამ დღესაც ჰქონდა თავისი პლიუსები. მაგალითად ის რომ მივიღე ბევრი სისაჩუქრეები და ასევე გავეცი მეც. დაგვერიცხა პრემიები და ამით ჩემებისთვის წუწუნის მომენტიც- რომ ფული მოეცათ დამთავრდა.
ბოლო კვირის მანძილზე ნაადრევად დავიწყე საახალწლო საჩუქრების დარიგება, რომ ვყიდულობდი ბავშვებისთვის ვეღარ ვითმენდი 31მდე და იმავე დღეს ვაძლევდი საჩუქარს. მერე ისენიც მჩუქნიდნენ და აი ასე ვიქმნიდით საახალწლო განწყობას <3.
ძალიან საყვარლობა საჩუქრები მივიღე:
 |
| ძალიან თბილი ხელთათმანები ელოსგან |
 |
| ნეონის ქამარი ნინოსგან |
შავი ძალიან საყვარელი იუბკა მაჩუქა ასევე ელომ, რომელიც ჩემს ჩექმებს ძალიან უხდება, და მეორე ნინომ სასაცილო და საყვარელი ყელსაბამი. ძალიან დიდი მადლობა მათ <3.
რამდენიმე დღის წინ ხელფასის დარიცხვის თანავე სამსახურის მერე თბილისი მოლში ამოვყავი თავი და დაუგეგმავი შოფინგი მოვიწყვე. ძალიან აზარტული ყოფილია შოფინგობა უნდა გამოტვყდე. იმდენი რამ მომეწონა <3. ბოლოს სანამ თანხის ლიმიტი არ ამოიწურა იქამდე არ გავჩერდი. :D რამდენიმე რაღაც ჩემს ძმასაც ვაყიდინე და ისეთი ბედნიერი წამოვედი იქიდან. ერთი გულდასაწყვეტობა ის იყო რომ მეორე დღიდან ჩემებისთვის გზის ფულის თხოვნა მომიწევდა, მაგრამ პრემიების დარიცხვამ ისე გამახარააა <3 მარტო 2 დღე ვიარე მათ ხარჯზე :D

2012 წელმა მალე გაიარა. ჩემს თავს ვატყობ რომ ძალიან გავიზარდე ამ ბოლო 1 წლის მანძილზე, სამსახურმა ბევრი რამ მასწავლა, ბევრი თვისება შემიცვალა, ადამიანებთან სხვაგვარად მიდგომა ვისწავლე და ა.შ. საშალება მომეცა ჩემი ოცნებების რეალიზაცია მოვახდინო და ასეც არის. 2012 ში ვიყიდე ლეპტოპი <3 ჩემი საყვარელი გოგო ჩემთანაა. 2013 წელს ჩემი მანქანის ჯერია, დიდი იმედი მაქვს რომ მარტ -აპრილში სიხარულით მოგახსენებთ რომ მე უკვე ჩემი პატარა სახლი მექნება. 1 წლის მანძილზე მანქანის ფულის მოგროვების გამო ბევრ რამეზე ვთქვი უარი და ახლა იმდენი რამ მაქვს გასაკეთებელი რომ მინდა ეს იდეაც მალე განვახორციელო <3.
ზაფხულში კი ქენონ 600 დ-ს დროც მოვა.
მოკლედ საინტერესო 2013 წელი მელის წინ და მინდა ყველას მოგილოცოთ ახალი წელი და ასევე საინტერესო, იღბლიანი და მრავალფეროვანი წელი გისურვოთ <3 <3 <3