Aug 22, 2013

OK დღე



შარშანდელი გეგმის მიხედვით წელს ერთ ერთი გამორჩეული დასვენება უნდა მქონოდა, თუმცა რადგან მანქანა ივნისამდე ვერ მოესწრო, ეს კარგი დასვენება გადავწიე იქითა ზაფხულისთვის. და წელსაც თავი შევაფარე  ჩემს სოფელს მაგრანეთს. ჩემი აღჭურვილობით 5 დღით ამოვედი. 5 დღით იმიტომ რომ  ამაზე მეტი აქ ვერ ვძლებ.
მეხუთე  დღე ყველაზე მეტად გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო. სამსახურში არის რამდენიმე ადამიანი რომლებიც ცხოვრობენ ერთი ოჯახივით. ყოველთვის გვშურდა თეთრი შურით. დასასვენებლადაც ერთად დადიოდინენ. ჩვენ კი ალბათ აამას ვერასდროს ავიხდენდით იმიტომ რომ 3 ის ერთად დასვენება გამორიცხულია. რა უნდა მოხდეს ისეთი რომ 3 ადამიანი დაგვასვენონ ერთ დღეს. თუმცა მოხდა სასწაული :D მე და თეო ერთ დროს გავედით შვებულებაში. ელომ დასვენების დღე დაამთვხია და ჩემთან ამოვიდნენ სოფელში.

დილით ისე საშინლად წვიმდა. მეგონა აღარასდროს გადაიღებდა.  წამდაუწუმ ცას ვუყურებდი რომ კარგი ამინდი გამოსულიყო. კარგი ამინდის მოლოდინში სიმინდი დავდგი მოსახარშად.



იმინდს საკმაოდ გემრიელად ვამზადებ :D
რამაგარია "ფეჩის" სითბო. განსაკუთრებით ისეთ ამინდში როგორიც მაშინ იყო.





უიმედო წვიმა


წვიმის გადაღების მოლოდინში გავაკეთე ხინკლის გული. 100 % ჩემი გემოვნებით :D  მოვზილე გული და გულში ასევე კვერცხიც ვუთავაზე რათა უფრო შეენარჩუნებინა გულს სიმკვრივე გარდა ამისა ვიზუალურად ხინკლის კანი უფრო კარგ ვიზუალს იღებს და რაც მთავარია გემოსაც. დაახლოებით 1 საათისთვის იმედის მომცემი ცის ნაგლეჯი გამოჩნდა. ჩემი მეგობრების ჩამოსვლამდე კი ეს  იმედი მთლიანად წმინდა, უღრუბლო ცამ ჩაანაცვლა და მზეც გამოვიდა.  მათი მოსვლის თანავე დავიწყეთ ცეცხლის დანთება. ყველას საქმე გადავუნაწილე და ლოზუნგად საქმე ლაპარაკის ნაცვლად ვარჩიეთ :D


ელო "კალოშებში"
მე ხინკლის მომზადება დავიწყე. თავიდან დიდის ამბით იუარეს არგვინდა ხინკალი მწვადი ჯობიაო, თუმცა ბოლოს პირიქით აღმოჩნდა.



ხინკალი მართლა ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. ყველას ძალიან მოეწონა.
საკმაოდ კარგად ვიხალისეთ. გავერთეთ და თბილისისკენ გამოვემართეთ ყველანი. საბოლოო ჯამში ჩემი სოფელი ძალიან მოეწონათ, ადგილი და რა საკვირველია ჩემი ხინკალი :D

No comments:

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment