- პირველი რითაც 2013 წელი გამოირჩეოდა იყო ერთ ერთი ფოტოაპარატის შეძენა. canon 600 D ჩემია. გამოგიტყდებით და იმდენი ხნის ოცნება იყო :)) არადა სულ რამდენჯერმე თუ მოვახერხე უდროობის გამო მისი გამოყენება.
- ჩემი ბებერი მობილური ჩავანაცვლე ახალი ტელეფონით, სამსუნგ გალაქსი ს2+ ყოველდღე მეხმარება სოციალურ ქსელში ძრომიალისთვის. არჩევანი მასზე მისი ვიზუალიდან გამომდინარე შევაჩერე. ფუნქციონალურადაც სრულიად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა ჩემთვის.
- სექტემბერში გადავედი დამამთავრებელ კურსზე. დიახ, რამდენიმე თვეში უკვე კურსდამთავრებული მერქმევა.
- ჩემს გარდერობს ძალიან ბევრი ლამაზი კაბა შევმატე, მათ შორის ის სურვილი რომ კარგი neon yellow ქუსლოჩკა მქონოდა ესეც ახდენილთა სიას შემიძლია შევამატო.
- და ყველაზე მნიშვნელოვანი ....... ავიხდინე ყველაზე მნიშვნელოვანი ოცნება, გავაკეთე ყველაზე დიდი შენაძენი ჩემთვის, რომლის სურათებსაც მოგვიანებით გაგიზიარებთ.
2014 წელს მინდა, რომ :
- კბილებზე გავიკეთო ბრეკეტები.
- ვიარო რუსულზე
- ვიფრინო პარაპლანით
- დავამთავრო უნივერსიტეტი
- ვისწავლო ჯიპას უნივერსიტეტში
- მოვძებნო ახალი სამსახური
- სამოგზაუროდ წავიდე იტალიაში.
No comments:
Post a Comment