May 31, 2015

ჯერ კიდევ 2014ში

ერთ წელზე მეტი გავიდა რაც ჩემს  ბლოგზე  ერთი სიტყვაც კი არ დამიწერია, არც კარგი, არც ცუდი. ხშირად უთქვამთ ადამიანებს, რომლებთანაც  თითქმის არანაირი სახის ურთიერთობა აღარ მაქვს, რატომ აღარ წერო,  შენს შესახებ ბლოგიდან ვიგებდითო, მაგრამ სიმართლე, რომ ვთქვა მეზარებოდა, არადა ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად ბევრი სიახლეა.
ზოგადად, ბავშვობაში დაახლოებით 10 წლის ასაკში, რომ დავფიქრდებოდი ყველაზე მეტად ვოცნებობდი იმ ასაკზე, რომელშიც ახლა ვარ. მუდამ მინდოდა, რომ  ვყოფილიყავი ამ ასაკში, რადგან ბევრი რამის გაკეთებას შევძლებდი. ჩემს ცხოვრებას ჩემი სურვილის მიხედვით წავრმართავდი და ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მე მინდოდა. მოკლედ ჩემი კარიერის ბატონ პატრონი მე ვიქნებოდი და ასეც არის.
   დაახლოებით 2 წლის მანძილზე ძალიან ბევრ რამეზე მიწევდა უარის თქმა, მაგალითად ტანსაცმელზე, გასართობად სიარულზე, სასუსნავებზე და ყველაფერი რაც ფულთან არის დაკავშირებული. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ  თითოეული კაპიკი დამეზოგა და აღებულ ხელფასს უმალვე რესპუბლიკის ბანკში, ანაბარზე გავაქანებდი ხოლმე. ჩემმა აკრძალვებმა და ფულის დაზოგვამ შედეგი გამოიღო, დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს  იაპონურ აუქციონზე შევიძინე ავტომობილი, რომლის ჩამოსვლასაც დაახლოებით 3 თვე ველოდე. ყოველდღე ვამოწმებდი გემი სად იყო და როდის მოაღწევდა ჩემამდე.  ხანდახან სიზმრად იმასაც კი ვხედავდი თუ როგორ იძირებოდა გემი. ჩამოსვლის თარიღად 2 იანვარი ეწერა. ჩემმა ძმამაც მალევე გამოწერა ახალი მანქანა თავისთვის და ახალ წელს ბაკურიანში მყოფები ფსონებს ვდებდით თუ ვისი მანქანა უფრო მალე ჩამოვიდოდა.
 ბოლოს, 6 თებერვალს როგორც იქნა დადგა ის დღე, როდესაც( იმ დროისთვის)  ჩემს ყველაზე დიდ შენაძენს უნდა შევხვედროდი. მთელი დღის მანძილზე ვერ ვმუშაობდი, ვფიქრობდი იმ წუთებზე თუ როდის დავინახავდი ცენტრალის მეორე იარუსზე მდგარ ჩემს  ნაცარას. კი არ დავდიოდი დავფრინავდი სიხარულისგან. იმ წუთებში ვერც კი გავაცნობიერე  თუ რამდენად მომეწონა ჩემი პიპიკო, რომ იყო თითქმის სალონიდან გამოყვანილივით. მოკლედ უბედნიერესი ვიყავი <3 და ვარ დღემდე ამ ფაქტით.
მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დიდი სადარდებელი წინ მქონდა.  ალბათ ყველა მშობელი განიცდის თავისი შვილისთვის მოსალოდნელ ხიფათს, შესაბამისად სურთ, რომ აარიდონ ეს ხიფათი და ამის გამო გვიშლიან ყველაფერს. დიახ, ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, მანქანა ვიყიდე ისე, რომ არავინ არ იცოდა სახლში და ჩამოყვანის დღიდან 1 თვის მანძილზე მანქანას ვმალავდი ოჯახისწევრებისგან. ეშინოდათ  ტარება კარგად არ იცი და არ გინდა მანქანაო, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ თუ როდესმე არ დაჯექი ისე ვერც ვერასდროს ისწავლი.   მანქანას რამდენიმე ბინის მოშორებით ვაჩერებდი  ე.წ "სტაიანკაზე''.  ბოლოს როგორც ხდება ხოლმე, ენაჭარტალა მეზობლებმა საქმე წინ წამიგდეს და მამაჩემს მიუტანეს ენა თაკო დავინახეთ მანქანაზე იჯდა და გილოცავთ შენაძენსო. კი გაუკვირდა მამაჩემს მე წარმოდგენა არ მაქვსო. 1 თვიანი მალვის შემდეგ განვუცხადე რომ დღეს, 19 მარტს ჩემი დაბადებისდღე იყო, ჩემს თავს საჩუქარი გავუკეთე და  მანქანა ვიყიდე. უკვე ეზოში აყენია და  გინდა თუ არ გინდა ბედს უნდა შეეგუო თქო.  აი უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა იმ დღის მერე და ჩემი ნაცარა კვლავ ძალიან მიყვარს, მართლა ბევრი რამ ვისწავლე ამ ერთი წლის მანძილზე მანქანასთან მიმართებაში.  მიყვარს ჩემი ტოიოტა და მალე ალბათ შემდეგ მოდელს ვიყიდი ჩემი ცუნცულასი <3.
ნაცარას დახვედრა ოკში


No comments:

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment