Dec 31, 2009

bye bye 2009 წელო

ასე და ამგვარად სულ რაღაც 1/45 წუთში დავემშვიდობებით 2009 წელს . მოდის ახალი წელი ახალი იმედებით. მიუხედავად იმისა რომ ვთქვი გოზინაყს არ გავაკეთებ თქო მაინც მომიწია გაკეთება, რაღაცნაირად საახალწლო განწყობაზე დამაყენა. ცოტახნისწინ მოვიმარჯვე ჩემი საყავრელი შავი ღვინო, მარტომ 4 ჭიქა მოვწრუპე. მერე კი ძილის ხასიათზე დავდექი. ცოტა გამომათროსავით და მჟავე კიტრის მწნილი შევაშველე. მერე კი არხეინად დავიძინე. დღეს ძალიან მაგარი რაღაც მოხდა. ყოველთვის წლის ბოლო დღეს რაღაც სასიხარულო მუდამ ხდება. დილით დაიდო შეთანხმება მეზობელთან. ანუ ახალ ბინაში გადავდივარ 5 რიცხვამდე ბინებს გადავაფორმებთ, ჩემს სახლში გამოვიზამთრებ და მარტის ბოლოს გადავალ იქ. ჩემი ოთახიც ავირჩიე, ეხლა კი დიზაინზე ვფიქრობ, ჩემთვის სრულიად საკმარისია, როცა გავარემონტებთ დარწმუნებული ვარ ძალიან მყუდრო იქნება. კედლის ერთ მხარეს რამე ნახატი მინდა რომ იყოს. სავარაუდოდ ამ ორიდან ერთ-ერთი.

Dec 30, 2009

წინა საახალწლო პოსტი

არ მჯერა რომ ხვალ უკვე ახალი წელია, კალენდარს რამდენჯერმე დავხედე რამე ხომ არ მეშლება თქო, მაგრამ აშკარად არა. ხვალ ნამდვილად 31 დეკემბერია.ისე უცბად გავიდა ეს თვე, ეს წელიც.ისე ვარ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაბმული რომ ვერც კი ვიგებ დღე როგორ გადის ან კვირა. ხშირ შემთხვევაში კვირის დღეებიც არ ვიცი ხოლმე და გამუდმებით სხვას ვეკითხები. რომ დავფიქრდე და გადავავლო თვალი 2009 წელს, მნიშვნელოვანი არაფრით ყოფილა. მნიშვნელოვანი ძვრები არ შეიმჩნეოდა ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ დაიწყო ბევრი რამ რისი გაგრძელებაც და დასასრულიც სწორედ 2010ში იქნება. ველი იმ დღეს როდესაც ყოველი საქმიდან გაამარჯვებული გამოვალ.
ახლა ალბათ ყველა ოჯახში საახალწლო ფაცი-ფუცია,ჩემთანაც. არის დეტალები რაც ყოველ წელს მე მაბარია, ასე მაგალითად ტორტის ყიდვა ან დეკორატიულად გაფორმება მისი, სახლის დალაგება და კიდევ სუფრის გაშლა.რატომღაც ყოველ დღესასწაულზე თუ პურისჭამაზე სუფრის გაშლა მე მიწევს,
და ხანდახან დეიდაჩემთანაც :D
როგორც შარშან მემგონი წელსაც ახალი წელი ყველაზე მთავარი ატრიბუტის, გოზინაყის გარეშე ჩაივლის. რადგან თითქმის ყოველთვის მისი შემქმნელი ჩემი ძმა იყო და შარშან ახალ წელს სახლში არ ყოფილა და ახლაც ეგრე იქნება მგონი, ამ დროს კი რა ვაკეთებ მე? არაფერს უბრალოდ არ მიყვარს გოზინაყი :D
ხვალ ალბათ არ დაირღვევა ჩემი მეზობლის ტრადიცია და როგორც ყოველ ახალ წელს კვლავ ღომს მომართმევს :D რომელზეც დიდად არ ვგიჟდები.
ჰმ ახალ წელს მინუსებიც აქვს, ასე მაგალითად ის მთვრალი ხალხი,რომელბიც იტრიტებიან უაზროდ, და ეს გრძელდება თითქმის ძველ ახალ წლამდე.
აუჰ ერთი პრობლემა მაქვს, სამარხვო კერძებთან დაკავშირებით. მაგრამ ფორუმჯის იმედი მაქვს, აუცილებლად გადავხედავ და რამოდენიმე სამარხვო კერძს გავაკეთებინებ დედას.

ეს ალბათ ამ წელს ბოლო პოსტია რადგან ხვალ არამგონია მოვიცალო დასაწერად. უამავის აქმე მაქვს მართლაც, იქ სალონი იქ ტანსაცმლის ყიდვა და ა.შ მინდა საახალწლოდ რამე ორიგინალური სადღესასწალო კაბა ვიყიდო.
მადლობა ახალ წელს იმისთვის რომ ერთი კვირა დასვენების საშუალება მომეცება.
მინდა მართლა განვიტვირთო და სწავლას ახალი, ძალით,ენერგიითა და შემართებით დავუბრუნდე. წინ ხომ კიდევ 6 თვე მელის. და 6თვის მერე ყველაზე საშინელი ორი თვე.
მოკლედ ხვალ აუცილებლად მოგილოცავთ ყველა ბლოგერს ახალ წელს. შამპანიურით სავსე ჭიქით მოგიჭახუნებთ ეკრანზე და ისე შევსვამ :Dუი ჰო წეღან თმა შევიღებე მწვანედ, ნაძვის ხეს მაინც არ ვდგამ და თავი მაინც იყოს მწვანე :D

Dec 25, 2009

პოსტი მაგრანეთისებური


თითქოს გათიშულივით ვარ.რა საშინელი ამინდებია, ამ ნისლიანმა ამინდმა მეც გამხვია თავის გაუკვალავ ნისლში. გუშინ ვიჯექი უნარებზე 3 საათის მანძილზე გათიშული.არც კი მახსოვს რა აგვიხსნა ან დაფასთან რა ამოვხსენი. გარეთ სასიამოვნოდ წვიმდა, ალბათ ამანაც იმოქმედა ჩემზე. წუთიერად ამ ამინდმა ჩემს სოფელში გადამისროლა, ბევრი რამე გამახსენდა.ვიგრძენი რომ უზომოდ მენატრებოდა იქაურობა. განსაკუთრებით კი ისეთი ამინდი როგორც ახლა გარეთ იყო. რაღაცნაირად ძალიან მიყვარდა ესეთი ამინდი როდესაც იყო სოფელში, მიყვარდა იმიტომ რომ ყველანი ერთ ოთახში შევიყრებოდით ხოლმე, სადაც ფეჩი ღუღუნებდა, ე.წ ”დუხოლკაში” კი გოგრას ვწვავდით, ზოგიც თხილს ამტვრევდა და გავარვარებულ ღუმელზე წვავდა. ზოგიც კი უგემრიელეს დამბალ ხაჭოს ამზადებდა, ერთსაც არაყი მოჰქონა და ჩვენთვის მინი სუფრას ვშლიდით .თან ჩვენს ბავშვობის ისტორიებს ვიხსენებდით და ვხალისობდით. იქ ყველაფერი ისეთი მყუდროა. არა რა მთა თავისას შვრება. როca იქ ჩავდივარ ყოველთვის მახსენდება იმ უცნაური სახელების მქონ ადამიანები რომლებიც იქ ცხოვრობენ. ბევრს არ ვიცნობ მაგრამ მათი სახელები გაგონილი მაქვს , ყველას იქაური ნიკნეიმი აქვს :D ასე მაგალითად ჭრელოათ მართა, და ეს სახელი ეწოდა იმის გამო რომჭრელი ძროხა ჰყავდა, ან კვებულათ ბალღები რომლებიც გამუდმებით სხვის კმაყოფაზე იყვნენ,
იქაური გარემოც ძალიან მიყვარს, ის თხილნარი ყველაზე მეტად, რომლის მიდამოებშიც აგვისტოს თვეში აუარებელ თხილის ნაჭუჭს ნახავთ. აუჰ კიდევ კიტრი მიყვარს იქაური ძალიან მაგრად, რომ ჩავდივარ მგონი კიტრები მემალებიან, დაუძინებელი მტერი ვარ :D ძალიან წყლიანი და გემრიელია.დილით რომ ვიღვიძებდი მაგიდაზე დიდ თეფშზე დათლილი მხვდებოდა.მარინა დეიდასთან შეკვეთა მქონდა ხოლმე მიცემული კიტრთან დაკვშირებით.


მმმმ იქაური ხინკალი,აი ყველაზე გემრიელია, არჩევანი ყოველთვის მრავალფეროვანია
და შედგება როგორც ხორცისგან ასევე სოკოსგან ყველისგან და კართოფილისგან.გარეთ დანთებულ ცეცხლთან მუდამ გარშემორტყმული ვართ და ველოდებით ხინკლის მოხარშვას, თან გვერდზე სიმინდები გვიდევს შესაწვავად გამზადებული.

და კიდევ სიონი მომენატრა სადაც ხშირ შემთხვევაში მზე სანატრელია, თუმცა ყველაზე მაგარი ადგილია სადაც შეგიძლია ძალიან მაგრად დაისვენო, მთა და წყალი ერთად, ბუნებისა და წყლის მოყვარულთათვის შესაფერისი ადგილია

ოჰ მოსანატრებელს და გასახსენებელს რა გამოლევს, თუნდაც ეს ოხუნჯობა
საწყალი დათუნა ესე ვათრიეთ სახლლამდე და ისე უხაროდა :Dჰაჰა ისიც ამ მოგონებების ერთ ერთი განუყოფელი ნაწილია, ბოლო წლების მანძილზე :D

Dec 20, 2009

Я сюда больше никогда не вернусь

Ролан Быков ის ფილმი,
აუჰ ამატირა რა:(
ნახეთ თქვენ

Dec 19, 2009

by ჩვენი ექსპრესი

ჩვენი ექსპრესის მიერ გადღებული ვიდეო, ნუ რავი უყურეთ

Dec 18, 2009

წერილი სანტას




ტასოს მიერ წამოწყებულ ტეგ თამაშში მეც ჩავერთე. ესეც ჩემი წერილი. ვნახოთ თუ ამისრულებს :)

Dec 17, 2009

კრიტიკული დღეები

ეს დღეებია ყოველ საღამოს, კომპთან დაჯდომისას, ცოტაოდენ ღვინოს შევექცევი ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ღვინოს ვერ ვიტან ეს სისხლივით წითელი ღვინო წამალივით მეამება ხოლმე.
განსაკუთრებით მაშინ როცა ჩემს თავთან მარტო ვრჩები. აი მაშინ ყველაზე ცუდად არის საქმე. მაშინ უკვე სიცოცხლის ელექსირად იქცევა, ოჰ ისე ვლაპარაკობ თითქოს ჩამოყალიბებული ლოთი ვიყო, რომელსაც სასმელის გარეშე გაძლება არ შეუძლია.
აი ეხლაც , კვლავ ღვინით შეიარაღებული ვარ.
დღეს თითქოს ყველა აზრი ერთმანეთში აირია. ერთმანეთს შეერწყა, ჩემს გონებას აღარ ძალუძს მათი განცალკევება ერთმანეთისგან. თითქოს ყველა ის პრობლემაც დამავიწყდა, რომელზეც ჯერ კიდევ გუშინ გაღვიძებისას მომენტალურად ტირილი ამიტყდა, ალბათ ყველაფერ იმ წყეულის ბრალია. მთელი დღეა ჩემს თავს კითხვას ვუსმევ,
-”და მაინც რატომ?”
მაგრამ ამაზე ჩემს შინაგან მესაც არ აქვს პასუხი,არ ვ
იცით არც ერთმა,ეს მხოლოდ მან იცის... ის კი დადუმებულია იმ მყინვარივით, რომელიც ცივია - როგორც უკვდავება და ჩუმია - როგორც განცხრომა.
ამ ყველაფერმა თითქოს ჩემში ერთი ნახევარი ჩაკლა, მაგრამ მეორე ნახევარი კვლავ ცოცხალია, კვლავ აფორიაქებულია. აი ისეთია, როგორც თერგი რომელიც ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავია.
ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ვგრძნობ ჩემში ორი ”მე”-ს ურთიერთბრძოლას, გამარჯვებული კი არც ერთი არ არის.

ეს ყველაფერი კრიტიკულ დღეებს ჰგავს, ხო ალბათ არის კიდევაც ოღონდ მხოლოდ ჩემი სულისთვის.

თავს ისე ვგრძნობ თითქოს უფსკრულის პირას ვიდგე და ნაბიჯის გადადგმას ვლამობდე, მაგრამ ნაწილობრივ მეშინია, ვაი თუ ავცდე იმ გზას რომელიც ჩემი გასავლელია დიდიხნის მანძილზე. ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო და ორივე ”მემ” ამ სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვოთ.

Dec 14, 2009

დაუდევარი მძღოლები

ავარიისგან არავინ არის დაზღვეული, თუნდ ის ვეტერანი მძღოლი იყოს,მაგრამსაშინელებააა ყოველივე ის რაც ხშირად მძღოლებს ემართებათ. საუბარია ავტო ავარიებზე, რომელიც თითქმის მთელი დღის მანძილზე უამრავი ხდება, მიზეზად კი ხშირად ან ისინი ან ქვეითი ადამიანები გვევლინებიან.მართავდე მანქანას სულაც არაა ადვილი, უპიველეს ყოვლისა უმეტეს წილად პასუხისმგებლობა შენ გეკისრება. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს ის წესებიც რომელსაც ხშირად არღვევენ , და რაც ასევე ადამიანის დაღუპვის მიზეზი ხდება, ასე მაგალითად გარკვეულ ტერიოტორიაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა, ან ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა. ან თუნდაც ის რომ ხშირად შუა ქუჩაში მოინდომებენ ხოლმე დრიფტაობას, რაც ასევე საუბედუროდ კრახით მთავრდება.
რამოდენიმე კვირის წინ დაიღუპა 19 წლის გოგონა, რომელიც ნაგვის მანქანამ იმსხვერპლა, დილით დედის დასახვედრად გასულს ფეხსაცმლის ქუსლი გაეჭედა კანალიზაციის მილის კლეტკაში , ამ დროს კი მანქანა მოუახლოვდა რომლის მძღოლიც სადღაც შტატებში იყურებოდა, ის გოგო არც კი დაუნახია , ჯერ ფეხებზე გადაუარა, და თავის ქალასაც ნახევრად გადაურა , :(იგი ადგილზევე დაიღუპა.მძღოლიც დაიჭირეს.
მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს, თუმცა ეს მიზეზები შემცირდება თუ უფრო მობილიზებულები ვიქნებით საჭესთან, ამით ჩვენს მანქანებსაც გადავარჩენთ ჩვენს სიცოცხლესაც და ასევე სხვისასაც.
http://farm3.static.flickr.com/2528/3697828542_a65b334c54.jpg

Dec 13, 2009

ერთხელ მაგრანეთში

წეღან გამახსენდა ერთი ამბავი რომელიც რამოდენიმე წლის წინ მაგრანეთში მოხდა.

ერთ წვიმიან დღეს დეიდაშვილები (სულ9 დეიდაშვილი ვართ :D ), დიდი თუ პატარა ვისხედით გავარვარებული ბუხრის წინ, და თან ძველ ამბებს ვიხსენებდით, ყველა რაღაც ისტორიებს ყვებოდა.

დეიდაშვილების სრულ შემადგენლობას მხოლოდ ორი ადამიანი -ნინო-და-რეზი აკლდნენ.აარავინ არ იცოდა თუს ად იყვნენ , და ამ წვიმაში სად სველდებოდნენ და აფარებდნეn თავს. მათი ხსენებიდან რამოდენიმე წუთში გამოჩნდნენ კიდევაც.ორივე ძალიან სველი იყო, ნუ მოკლედ რომ ვთქვა გალუმპულები დაგვადგენენ თავზე. ორივეს გაღიმებული სახე ქონდა, თითქოს რაღა უხაროდა, გარშემომყოფნი გაკვირვებულები იყვნენ თუ რა ახარებდათ ასე ძალიან. რეზის ხელში თიხის ქოთანი ეჭირა.რომელიც ახალს გავდა და რაიმე სახის დაზიანებებიც არ ქონდა.მათ გვითხრეს რომ ხევში სიარულის დროს დაინახეს თიხის გარკვეული ნაწილი, იმ ადგილას მიწა რაღაცნაირად თხელი იყო და შეიძლება ძლიერმა წვიმამ ეს მიწა ჩამოშალა და გამოაჩინა AM ქოთნის ნაწილი. სახლში უკმაყოფილება წამოვიდა უფროსების მხრიდან , არ უნდა წამოგეღოთ ეგ სახლშიო და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ მეორე დღეს დაგვებრუნებინა თავის ადგილზე.

შემდეგი დღე წინა დღისგან განსხვავებული იყო , თუნდაც ამინდით, მზიანი დღე იყო, ჩიტები დანავარდობდნენ და გარშემო მათი ჟღურტული ისმოდა, ხასიათიც და განწყობას ყველას შესანიშნავი გქვონდა.ყველამ ერთად გადავწყვიტეთ რომ იმ ადგილას მივსულიყავით და ის ქოთანი თავის ადგილას დაგვებრუნებინა, სავალი ბევრი გქვონდა. გზაში ვლაპარაკობდით და ყველა ჩვენს ვარიანტებს გამოვთქვავდით , თu რა უნდოდა იმ ქოთანს იმ ადგილას. შესაძლოა ვინმეს გადაეგდო კიდეც თუმცა მიწაში ისე ლამაზად ვერ დადებდა ნამდვილად, ან შეიძლება მომტვრეული ქონოდა კიდევაც რომელიმე ადგილი თუმცა არა.როგორც იქნა იმ ადგილს მივუახლოვდით .თავდაპირველად ყველამ კარგად დავათვლიერეთ ის ადგილი, ცნობისმოყვაეობამ გვძლია და ის ადგილი ცოტათი გადმოვთხარეთ, რამოდენიმე წუთის შემდეგ სხვა ქოთნის ნატეხები ამოვიღეთ , რამაც ჩვენი ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო გაამძაფრა. ვთხრიდით დიდიხანი და სულ ქოთნის ნატეხებს ვპოულობდით, საკმაოდ ღმრად გქვონდა გათხრილი როცა პირველი კბილი ვიპოვეთ რომელიც ძალიან თეთრი იყო, თუმცა არ ვიცი ცხოველის თუ ადამიანის კბილი იყო, სულ 23 კბილი ვიპოვეთ, ასევე ძვლების ნატეხები და ბეჭედი რომელსაც სიძველისგან მწვანე ფერი ქონდა მიღებული.თავდაპირველად ყველამ ვიფქრეთ რომ ეს მართლაც რომელიმე ცხოველის კბილები და ძვლები იყო, თუმცა პასუხგაუცემელი რჩებოდა კითხვა თუ რa უნდოდა იმ ბეჭედს ან ქოთან იქ, ცხოველი რომ მომკვდარიყო ქოთანს და ბეჭედს არავინ ჩაატანდა, მაგრამ ყველამ კარგად იცის ის ფაქტი რომ დრე ადამიანს იმ ქვეყნად ცხოველსლაც აყოლებდნენ და ჭურჭელსაც. გარშემო უამრავია დამიანი გადაადგილდებოდა და ყველა ჩვენ შემოგვყურებდა, აინტერესებდათ ალბათ რას ვეძებდით იმ ადგილას. აშკარა იყო რომ ჩვენი წასვლის მერე უცილებლად მოვიდოდა ვინმე და დაზვერავდა იმ ადგილს.ორი დღის მანძილზე ვთხრიდით და ისევ ძვლების ნაწილებს და ქოთნის ნატეხებს ვპოულობდით, თავდაპირველად გადავწყვიტეთ რომ ეს ბეჭედი წამოგვეღოდ თბილისში არქეოლოგებისთვის გვენახებინა, მაგრამ უფროსების დაჟინებული თხოვნით ნაპოვნი ნივთები და ძვლების ნაწილები დავაბრუნეთ ადგილზე. ის ადგილი მიწით და ქვებით ამოვაშენეთ და სანთელიც დავანთეთ. ამის შემდეგ გამოვეცალეთ იმ ადგილს და დავბრუნდით სახლში , მთელი გზა კვლავ ჩვენს ვერსიებს ვიძახდით და ჩვენს აზრებს ვაფიქსირებდით.ჩვენ ვკითხეთ სოფლის მოხუც ხალხს თუ იცოდნენ რაიმე ამბავი ან ისტორია მათი სოფლის შესახებ, თუმცა ღრმად არავინ არაფერი იცოდა

რამოდენიმე დღის შემდეგ იმ ადგილას მოგვიწია გავლა და თვალი შევავლეთ იმ ადგილს, თუმცა რათ გინდა ის ადგილი გადმონგრეული დაგხვდა და აღარც ის ქოთანი იყო თავის ადგილას.თუმცა აშკარა იყო რომ ეს ადამიანის ნახელავი იყო.

Dec 12, 2009

საახალწლო განწყობა

უჰუუ, ალბათ თითოეულ თქვენგანში საახალწლო განწყობა სუფევს, მაგრამ ჩემში …:|არც ახალი წელი მიხარია და არც ზამთრის მოსვლა არადა ჯერ კიდევ შარშან ორივე მიყვარდა, წელს არც დასვენებები (თუ არ ჩავთვლით 3დღიან პერერივს დღეს ძველი სურათები ვნახე ახალი წლის, ყველაფერი თითქოს გუშინ იყოოვო, არადა იმის მერე 7-8 წელი მაინც გავიდა, რა პატარა ვიყავი უდარდელი და ბედნიერი სახე მაქვს, იმ დღეს დედაჩემის საყვარელი როლის ჭიქა გავტეხე, (პირობას ვდებ უკეთესს გიყიდი დე ) ერთი ახალი წელი ყველაზე ცუად მახსოვს, როცა ხელში ასაფეთქებელი ამიფეთქდა მეგონა თითები მომაწყვიტა. ვეღარ ვგრძნობდი. თუმცა, საბედნიეროდ 10ვე მწყობრში მაქვს.არც ნაძვის ხეს ვდგამ, აგერ უკვე მე6 წელია, რაღადროს ეგააა,
მაგრამ აი დიდ უშველებელ ნაძვის ხეს დავდგამდი დიდი სიამოვნებით, ერთი ციდა ნაძვისხეები არ მიყვარს,
ახალ წელს ყველაზე მეტად ასაფეთქებლების ხმა არ მიყვარს თუნდაც ეხლა, გარეთ ამ ლიაგუშკების აფეთქებით ტვინი გაბურღეს, ბინას აზანზარებენ რა

რახანია თოვლის ბაბუ არ მოსულა ჩემთან , ნეტა წელს თუ მოვა?
თუ წამოხვალ რეიბანის ავიატორის სათვალე წამომიღე

http://16.media.tumblr.com/6duJmv8VKokkektexer4tI41o1_500.jpg

ახალი წლის მერე ჩემი დაბ დღის მოსვლამდე დღეებს დავითვლი, როგორც ყოველთვის ხოლმე ,მაგრამ წელს არ გადავიხდი გაისად ოქროსიმექნება და მაშინ ავღნიშნავ, თან წელს სულ არ მაქვს სამაგისო განყობა.

ნეტავ როგორი იქნება ახალი 2010 წელი?
რა სიურპრიზებს გვიმზადებ წელო ახალო smilie

ის წელი მემგონი ახალი ძვრებით უნდა დაიწყოს, კერძოდ ახალ ბინაში გადასვლით,
ვნახოთ ვნახოთ როგორ განვითარდება ყველაფერი, არ მიყვარს მოვლენებთან გასწრება,ეხლა კი წავედი განდეგილი ვისწავლო

ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება

ზამთრის მეორე ღამეს,მაშინ როცა ცა მოკლებული იყო ვარსკვლავების ციმციმს, მთვარეც ღრუბლებში იყო დამალული და ირგვლივაც სამარისებული სიჩუმე სუფევდა, ვიჯექი ჩემ საყვარელ პუFში და ინგლისურში ბრიტანეთის შესახებ ტექსტის სწავლას ვამთავრებდი.10 წუთიანი პერერივი გამოცხადე და სკაიპში შევედი,თუმცა ეს 10 წუთი ღამის 3 საათამდე გაგრძელდა. ეხლა გავალ- ს ძახილით და ნოდოსთან საუბრით ლამის მთელი ღამე შემომატენდა. ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, ხან რას, მოვედეთ ხან რას. შუა საუბრის დროს მან სიტყვაზე დამიჭირა, რომ თუ მასწავლებლების სახლს მოაგნებდა მოსულიყო და ვნახავდი, თუმცა მასწავლებლების კი არა ჩემს სახლში მოვიდა, მან ეს იდეა წარმატებით განახორციელა. ჩაჯდა ტაქსში და წამოვიდა რუსთავში. იგი კვლავ სკაიპში მწერდა და არც არაფერი არ მითხრა, ღამის ორის ნახევარი ხდებოდა, როცა უცბად ტელზე დამირეკა, თუმცა რატომღაც ჩემს ტელსაც მაშინ მოუნდა გაჭედვები და სულ იტვირთებოდა. ამიტომაც ვერ ვუპასუხე მან კი 12 ჯერ დამირეკა. ბოლოს მომწერა და მითხრა რომ სახლის კარებთან , ნოხზე რაღაც იდო, მაგრამ მე ხუმრობით მივიღე ეს. მაგრამ ბოლოს მივედი კარებთან გავიხედე, და მართლაც იდო კონვერტი რომელსაც კუსი:* ეწერა ვარდისფერი ფლომასტერით, თავიდან რაღაც ხრიკი მეგონა,მერე ეზოში გადავიხედე, მაგრამ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. თავიდან ვიფიქრე მეორე მხარეს ხომ არიმალებოდა ვინმე მაგრამ იქ მეზობლის ხარახურები აწყვია და ადგილი აღარ ებოდა დასამალავად. ბოლო ოპერატიულად ავიღე ის კონვერტი და გავხსენი შიგნით კშოკოლადი იდო რომელიც მადის აღმძვრელად გამოიყურება

სახლის მისამართი საიდან გაიიგო აარ ვიციი, თUმცა ძალიან ძალიან მაგრად გამახარა, მეტად სასიამოვნო სიურპრიზი მომიწყო და დიდი მადლობა მას,

ყველაფერი ერთ პოსტში

უჰ რახანია აქ არ დამიპოსტავს, არადაისე მენატრება ხოლმე ჩემი მიყრუებული ბლოგი. იმდენი ახალი კარგი და ცუდი რამ მოხდა, ვეცდები რამოდენიმე მათგანი თქვენც გაგანდოთ.პირველი რომელი გითხრათ ?

ნუ მოდი ცუდით დავიწყებ, ისე მგონი კარგით იწყებენ ხოლმე.

მანქანა რომელიც ჩემმა ძმამ გაყიდა ორი თვის უკან, ახალმა პატრონმა ისეთ დღეში ჩაააგდო სურათი, რომ ვნახე მართლა ამეტირა რა. მაგრად მიყვარდა ეს CRX

აი სურათიც და თავად სეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნა,თუმცა რა დასკვნა :| მანქანას დედა არ ჰყავს :(

მისგან მხოლოდ რამოდენიმე ტკბილი მოგონება დარჩა , პრინციპში რაღა ტკბილი, მაგის ფეხაცმლის გამო ღამის 3 საათზე დიღომის ტრასაზე ვიყურყუტე. თუმცა მერერა მაინც ტკბილია. :D უი ხო სამაგიეროდ ტკბილი ის მაინც ხომარის მეც რომ ვატარე რამოდენიმეჯერ, მოკლედ ლიკას უნდა დავემშვიდობოთ , რადგან მისი მხოლოდ ნაწილებას გამოყენებაღა თუ შეიძლება.
კვირას კი ცემმა ძმამ რალზე გამოსვლა გადაწყვიტა. 6 დეკემბერს ტარდება რუსთავის ავტოდრომზე წყვილთა რბოლა Under 100 hp მანქანებისთვის…ჩატარდება მოყვარულების წყვილთა რბოლა 100 ცხენისძალამდე ძრავით აღჭურვილი მანქანებისთვის.

ეს კი გასავლელი გზა,მეც მინდა ასვლა დოსააფზე, თუ მოვასწარი მეცადინეობა შაბათს, ავყვები მეც.


ეს კი ჩვენ, წინა შეჯიბრზე სტუმრობისას :D

უიჰ ბანკეტზე ფიქრი დავიწყეთ უკვე, 20 მაისს გვაქვს, მმმ როგორ ველი , მაგრამ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული რმელ კლასთან ერთად წავალ, თუმცა ვთქვი რომ რომელიც უფრო მალე გააკეტებს იქ წავცუნცულდები. მე ჩემი მეგობარი ირაკლი წამიყვანს ბანკეტზე, ხო ოღონდ იმპირობით თუ სხვა მანქანას იყიდის :D ექსკუსიაც დავგეგმეთ უკვე, ხოდა ისღა დაგვრცენია დაველოდოთ სკოლის დამთავრების დღეს, რა ბედნიერება იქნება, ცრემლის და ეგეთი ოხუნჯობის გადმომგდეი მე არ ვიქნები, :D ოღონდ დავამთავროთ და … :D ის ეტაპი მირცევნია რომელიც წინ გველის, ეხლა კი წავედი მერანი ვისწავლო.

wonderfull day

ეს დღეეები რაღაც საოცრად კარგი იყო, თუმცა მინდა ვთქვა რომ ერთ უცნაურობას აქვს ადგილი, თიტქოს დაბნეულივიტ ვარ, ხო კიდევ წინა დღეს რა ხდებოდა, აღარ მახსოვს ხოლმე მოკლედ რაღაცაშია საქმე, მაგრამ იმედია გაივლის, არ მინდა ესე გაგრძელდეს სულ.

გუშინ ძალიან მაგარი დღე იყო. მაგრამე რთ ფაქტს ჰქონდ ადგილი, ჩემი დაბნეულობა უნარებზე დაგვიანებითაც გამოიხატა.რატომღაც მეგონა რომ 4ზე მქონდა არადა 3 ზე მქონდა. ცემტვის მივდივარ უნარებზე, 4 რომ დაიწყო იმ იმედით რომ არ მაგვიანდება და სემიძლია ტემპს კიდევ უფრო შევუნელო, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა, ერთი მეგობარი შემხვდა რომელმაც გაამხსენა რომ 3 ზე მქონდა , რაღაც ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდი, არ მიყვარს დაგვიანებები, მითუმეტეს ნინოსთან. ნომერიც არ მქონდა ნინოსი. ამიტომ ფორუმელ gimmes მივწერე და ვტხოვე რომ თავისი დისტვის ეთქვა რაც დამემართა. ნუ რომ მივედი კი ამთავრებდნენ უკვე ახსნას,ცუდი პონტი იყო რაღაც, მაგრამ უნარების დამთავრების შემდეგ ნატოს დაველოდე, ძლივს ცვენი გაცნობის დღემაც მოაღწია. ცოტა ლოდინი მომიწია, ავტო სკოლაში იყო ის წასული. დიდი მოლოდინით ველოდი ნამცხვარს რომელიც ნატომ გამოაცხო, უნდა დამეგემოვნებინა


კი წუწუნებდა ჩამივარდაო ესაო ისაო მაგრამ ძალიან გემრიელი იყო მარტლა. მე როგორც ნამცხვრების ნაკლებად მოყვარულმა 5 იანი დავუწერე 8 იყო დაწყებული ნატო რომ მოვიდა. ნუ კი შევპირდი სერენადას გიმღერებ თქო თუმცა არ გამოვიდა რაღაც ხოდა სხვა დროისთვის გადავდეთ. კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ , მერე კი ნატოს ძალიან საყვარელმა დედამ სუფრა გაგვიშალა, მე და ნატალიამ არაყი დავლიეთ, რამოდენიმე სადღეგრძელო ვთქვით და მერე დავიშალეთ, სამეცადინოს გამო :( თუმცა იდმენად კარგ ხასიათზე ვიყავი რომ მაგრად მეზარებოდა მეცადინეობა. ხოო კიდევ ნატოს ჩემი მოქარგული კიტი ვაჩუქე, მოეწონა ძალიან. დღესაც ვნახე ნატო გამიხარდაა მისი ნხვა მოკლედ ძალიან საყვარეი გოგოა,

დღეს დილით კი აღმოვაჩინე რომ თითქოსდა ჩემი სფანჯ ბობები დავკარგე მაგრამ არააა, სახლში მქონია ისე გამიხარდა, ძალიან მიყვარს ეს ბობიკოები, ამ დღეებში ასევე ფორუმელ გოლლუმს უნდა ვაჩუქო ერთი ცალი.

-=ჩემი 5 ოცნება=-

რახანია აქ აღარ დამიპოსტავს, მომენატრა აქ თავისუფლად წერა. აბიტურიენტობა იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა, თუმცა ღამეების გათენება და მზგავსი რაღაცეეები არ მიწევს (ჯერჯერობით)

ხოდა ეხლა რაც შეეხება თემას. kate9alukard მა დამთაგა და მც დიდი სიამოვნებით დავწერ ჩემს ოცნებებს. ისე არ მაქვს ისეთი ოცნებები, როგორიც აქვს ზოგს რომ გაფრინდეს მთვარეზე და მარსზე დაადგას ფეხი და ა.შ უფრო ისეთი , რომელიც ჩემს პირად ცხოვრებას, და კარიერას ეხება. მინდა თავად გავაკეთო ყველაფერი. მეთვითონ წავმართო ჩემი ცხოვრება და ცხოვრებასთან დაკავშირებული მოვლენებიც.

1. ყველაზე მეტად რაც მინდა არის ის რომ მქონდეს ჩემი პატარაა. (2-3) ოთახიანი ბინა, რომელიც აუცილებლად იქნება ჩემი ოფლით შექმნილი (ან ნაყიდი) თითოეული სახლის დეტალიც კი იქნება გაკეთებული ჩემს გემოზე. იცით, წარმოდგენილიც კი მაქვს როგორი იქნება ჩემი სახლი. სადა, ნათელი ნაკლებად გადატვირთული ავეჯით,თუმცა აუცილებლად იქნება

ეს საქანელა. აი ისე მინდა ეს საქანელა ისე ისე რომ… მოკლედ ძალიან მიყვარს. დასასვენებლად ძალიან მაგარია. დიდი სურვილი მაქვს რომ თჲ სახლი არ მექნება ეს მაინც ვიყიდო. ეჰ რამაგარია, სულ რაღაც 1000-3000 ევრომდე ღირს. სახლს აივანს გავუკეთებდი ძალიან დიდს, რომელსაც პატარა სასადილო დასასვენებელ ადგილად მოვაწყობდი, საღამოობით ზაფხულში მეგობრებთან ერთად გავატარებდი დროს და დავისვენებდი იქ. ხო ერთ ჰამაკის მსგავს ან სხვა სახის საქანელას იქაც დავდგამდი :)

2.ჩემი ცხოვრების ყველაზე ყველაზედდიდი ოცნებაა საკუთარი რადიო:| ჩემს სახლში გამოვყოფდი ადგილს. სადაც სწორედ რადიოს ატრიბუტები იქნებოდა განტავსებული, მოკლედ რომ ვთქვათ ის ოთახი რადიოსთვის იქნებოდა განკუთვნილი. ოხ ჩემი რადიო :( ისე მინდა. ეს იქნება რადიო რომელშიც არ იჟღერებს ქართული საქეიფო სიმღერები, არც პაპსა სიმღერები,მხოლოდ და მხოლოდ სიმღერები იქნება და მსმენელებს არც წამყვანი შეაწყენთ თავს, არც რეკლამები.


3.უფასოზე მინა ჩავაბარო, :| ეს ბევრ რამეს მომცემს, აი ისეაა რწყილი და ჭიანჭველაში რომ არის, თუ ძროხას მიუტანს ბალახს ის მისცემს რძეს და ა.შ მეც თუ ჩავაბარებ უფასოზე ჩემი მშობლები მანქანას მიყიდიან, თანაც უკვე 18ის ვხდები და პრავაც მექნება იმ დროისთვის, ეჰ მანქანა , და მერედა როგორ მიყვარს ჩემი სივიკი :( ჩემი რაა იმედია რომ იქნება ჩემი. ჰო ოღონდ ესეთი ფერის სივიკი მინდა. სხვა არმინდა, :|

5b12_19


4. :( ho კიდევ ის მინდა, 2 კვირა იბიცაზე გავატარო,


5.60 წელს რომ გადავაბიჯებ, ეგრევე ფეხები გავფშიკო, არ მინდა სიბერე, საშინელებააა. 60 წელი იცხოვრო ადამიანმა სრულებით საკმარისია.

Old_Man_Turtle_by_goloons

0_o

ალბათყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი როდესაც თავადაც არ იციან რა სჭირთ, რა აწუხებთ, ან რა უნდათ, მემგონი ჩემთანაც ანალოგიური მომენტი დადგა.დამღალა თითქოს ყველაფერმა, ერთფეროვნებამ და უხალისობამ, ხვეწნამ ხალხისადმი და, იმან რომ ძალით მიმხედრდებიან. თითქოს, შარს ძალით ეძებენ, და ამ შარში უნდათ რომ მეც გამხვიონ. დამღალა მათმა კომპრომისებმა, და მსგავსმა სისულელეებმა.ვცდილობ ყველა ურთიერთობა გავაუქმო. აღარ მინდა! მაგრამ ამასთანავე ახალი ნაცნობების შეძენა მინდა, ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც იქნებიან განსხვავებულები ჩემგან, და ამასთანავე საინტერესო პიროვნებები. ორშაბათისთვის ვემზადები საგულდაგულოდ.კიდევ ძალიან ბევრმა რამემ დამღალა. მინდა ისევ ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო, და სხვა არაფერზე არ ვიფიქრო. დღეს სურვილი გამიჩნდა, ოღონდ არა უბრალო სურვილი, არამედ ძლიერი ყველაფერზე რომ წავიდე მონასტერში, (რამოდენიმე კვირით)აამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, თუმცა ეხლა ნამდვილად შეუძლებელია ამისი გაკეთება. მემგონი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აუცილებელია რომ შინაგანი ქიმწმენდა ჩაიტაროს, რომელიც მას საშუალებას მისცემს რომ განთავისუფლდეს იმ პრობლემებისგან, რაც სენშია და რაც გაწუხებს. ეს კი დაგეხმარება რომ თითქოს ახლიდან დაიბადო, და ძლიერი იყო ისევე როგორც უწინ.

მინდოდა მენატრებოდა

მინდოდა მენატრებოდა და გავაკეთე კიდეც. და შედეგიც სახეზეა, თუმცა შედეგს ცოტა მოგვიანებით განახებთ,

ცოტა ხელები მოვიქავე დაა ამოვქარგე hello kitty, საქარგავი ნემსი და რაღაცეები მეზობელს ვეთხოვე ჩემი ვერ ვიპოვე წუხელის შუაღამემდე ვქარგავდი დადილით თვალები არ მქონდა გახელილი რომ უკვე ხელთ ნემსი და მძივები მეჭირა, და აი წეღან დავასრულე. მომიწონა ყველამ.


მემგონი დანმდვილად ჰგავს კიტის მომწონს ძალიან ძალიან,

დღეს ერთ რამეს მივხვდი ,


როდესაც ბაზარში ყიდულობ რაიმე სახის პროდუქტს, გამყიდველს უნდა დაააფიცო შვილი, ქმარი, ცოლი, შვილიშვილი, დედა მამა და მოკლედ რომ ვთქვათ მთელი სანათესაო, თუ ის თვალებში გიყურებთ და მომღიმარი სახით გელაპარაკებათ, ესეიგი პროდუქტი მართლაც ხარისხიანია. მაგრამ თუ მხოლოდ იზახის რომ კარგია გეფიცები ყველაფერსო ესეიგი არ ვარგა, ასე მოხდა მჭადის ფქვილი ყიდვის დროსაც :D ჯერ ერთმა თქვა ძალიან კარგიაო ესაო ისაო, და შედეგად ნაგავი აღმოჩნდა პროდუქტი, მეორე კი ერთი საათი მოსთქვამდა თუ რაოდენ გემრიელი იყო ამ ფქვილისგან გამომცხვარი მჭადი. შედეგის სესამოწმებლად კი დავფაცურდი სამზარეულოში და მჭადი გამოვაცხვე თავის ყველთან ერთად (+პომიდორიც უხდება ისე) უგემრიელესი იყო. DSC00016 უფრო მეტად დაბრაწული იყო, იტყუება ეს სურათი, ხო ყველიც მჭადს შიგნით აქვს შუაში. ჰოდა ასე :P

მწვანე

ორი დღეა მინდა თმის შეღებვა, მაგრამ მეზარებოდა თხუპნაობა, და ვერ ავარჩიე რა ფრად შემეღება.გუშინაც სიზარმაცე მქონდა მორეული და არც გუშინ არ შევიღებე. დრეს კი რაღაც განსაკუთრებულად მომინდა შემეღებვა. თუმცა ფერი კვლავ ამოუცნობი იყო. ბოლოსმაინც გადავწყვიტე რომ მწვანედ შემეღება. შინდისფრად მინდოდა კიდევ მაგრამ გადავიფიქრე. თათრის ქალებს აქვთ ხოლმე ზუსტად იმ ფრად, ამიტომაც ავითვალისწუნე.მიუხედავად იმისა რომ ხელებზე ხელთათმანებს და მსგავს ატრიბუტებს ვხმარობ, მაინც გამუდმებით იმ საღებავის ფერით მაქვს ხელები შეღებილი რომლითაც ვიღებავ, გამონაკლისი არც დღეს ყოფილა. ფრჩხილები მწვანედ მაქვს შეღებილი, მანიკური აღარც მჭირდება


ესეთი იყო დაახლოებით ჩემი თხუპნიაობის მომენტიც

ესეთი იყო დაახლოებით ჩემი თხუპნიაობის მომენტიც

download.php_000735068


ზოგი რომ მხედავს რაღაც დიდიგართულება აქვს , თუმცა პრობლემას ვერ ვხედავ, მთავარია რომ საღებავი არ არის ცუდი, თმას არ აფუჭებს, არის ბალზამით, გადადის 2-3 კვირაში. მეც მომწონს. თუმცა ერთი რამ ტეხავს, ხელებზე რომ გადმომდის ხოლმე, მაგრამ თუ თქვენ მდუღარე წყალში ჩაყოფთ ხელს, ეგ პრობლემა გაგიქრებათ

IMG_7758 მწვანე შინდ

ისფერი, და ჩემი ბუნებრივი ფერია შერწყმული. ერთი მხარე მწვანედ მქონდა მეორე შინდისფრად . თუმცა მალე გადამივიდა.ლურჯად შევირებავდი კიდევ თმას, ოღონდ ზოლებად. მთლიანად არ მიყვარს ხოლმე.

Hair_by_smilingatstrangers

tmammmmm(smirk)