bye bye 2009 წელო
ასე და ამგვარად სულ რაღაც 1/45 წუთში დავემშვიდობებით 2009 წელს . მოდის ახალი წელი ახალი იმედებით. მიუხედავად იმისა რომ ვთქვი გოზინაყს არ გავაკეთებ თქო მაინც მომიწია გაკეთება, რაღაცნაირად საახალწლო განწყობაზე დამაყენა.
ცოტახნისწინ მოვიმარჯვე ჩემი საყავრელი შავი ღვინო, მარტომ 4 ჭიქა მოვწრუპე. მერე კი ძილის ხასიათზე დავდექი. ცოტა გამომათროსავით და მჟავე კიტრის მწნილი შევაშველე.
მერე კი არხეინად დავიძინე. დღეს ძალიან მაგარი რაღაც მოხდა. ყოველთვის წლის ბოლო დღეს რაღაც სასიხარულო მუდამ ხდება. დილით დაიდო შეთანხმება მეზობელთან. ანუ ახალ ბინაში გადავდივარ 5 რიცხვამდე ბინებს გადავაფორმებთ, ჩემს სახლში გამოვიზამთრებ და მარტის ბოლოს გადავალ იქ. ჩემი ოთახიც ავირჩიე, ეხლა კი დიზაინზე ვფიქრობ, ჩემთვის სრულიად საკმარისია, როცა გავარემონტებთ დარწმუნებული ვარ ძალიან მყუდრო იქნება.
კედლის ერთ მხარეს რამე ნახატი მინდა რომ იყოს. სავარაუდოდ ამ ორიდან ერთ-ერთი.

1 comment:
bye bye ^^
Post a Comment