ყოველთვის მინდოდა ერთხელ მაინც შემეჭყიტა თიანეთობის ფესტივალზე, რომელიც 13 აგვისტოს იმართება თიანეთში.წელს ნინომ შემომთავაზა რომ წავსულიყავით ისიც ჩემსავით წუწუნებდა, ამდენი ხანია აქ ჩამოვდივარო და ფესტივალზე ერთხელაც კი არ ვყოფილვარო, საერთოდაც ფესტივალს ვინ ჩივის შიგ თიანეთში თვალითაც კი არ შეგვიჭყიტავს. თუმცაღა წელს, ზაფხულის სანტა გამოჩნდა და ყველა ჩვენი სურვილი აასრულა.
13ში ბრწყინვალე დღე გათენდა, მზიანი, ოდნავ სიგრილით, არც სიცხე გვაწუხებდა ზედმეტად. მე ნინო და ლევანი 11საათზე გავეშურეთ თიანეთში, გზად ბურგერებისთვის საჭირო ატრიბუტები ვიყიდეთ, ერთჯერადი წახემსებისთვის.
რადგან ლევანს ჩვენზე მეტად აქვს თიანეთთან შეხება, დავაკისრეთ გიდის ფუნქცია. მას უნდა აეხსნა და ენახებინა ყველა საინტერესო ადგილი ჩვენთვის.
პირველი გაჩერება ჟინვალის წყალსაცავზე იყო.საოცრად ლამაზი ფერი ჰქონდა წყალს, მომინდა რომ გადავმხტარიყავი, ნინომ და ლევანიმ დამცინეს, რომ ვთქვი წყალი ზუსტად ჩემი ჩანთის ფერია თქო :)))
| ჟინვალის წყალსაცავი |
რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდგომ დავიძარით კვლავ თიანეთის მიმართულებით, სადაც საშინელი გზა იყო.ბოლოს, როგორც იქნა ჩავაღწიეთ თიანეთშიც.
კუჟბაღში მრავლად მოეყარა ხალხს თავი.
| თიანეთის ეკლესია |









