უნიში ერთი კვირა დათხოვილი ვარ, აღდგომის არდადეგებები მაქვს, ხოდა აქ ყოფნას გადავწყვიტე 1 კვირით ჩემს საყვარელ მაგრანეტს ვესტუმრო, თანაც მარტო ვიქნები პარასკევ დღემდე და ძალიანაც გემრიელად დავისვენებ.
ასევე ჯონჯოლის გადარგვასაც ვაპირებ.
გარდა ამისა დილაობით აუცილებლად ვირბენ იქაც.
პარასკევს საღამოთი ნინო და თაკო ჩამოვლენ, მათთან ერთად მინდა ვესტუმრო მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, აუცილებლად განახებთ თქვენც, ძალიან ლამაზი ადგილია, ძირითადად მარიამობას , 28 აგვისტოს ადიან იქ. ასევე ჭიჭახის სალოცავში მინდა ასვლა. დიდი ხანია მინდა ვესტუმრო იმ ადგილს რომლის შესახებაც ადრე გიამბეთ. რა მდგობარებოაშია ის ადგილი მაინტერესებს. ვინმე თუ დაინტერესდა ცნობისმოყვარეობით და გათხრა თუ დაუწყო ნეტავ?

გვერდითა სოფელში არის ასევე ულამაზესი სალოცავი,რომელსაც ასევე მოვინახულებთ. ამ პერიოდში ულამაზესი ცისფერი ყვავილებით არის გადაპენდილი იქაური მიდამო. იქ ძირითადად მამალს სწირავენ ხოლმე ასევე მიაქვთ ქადები და სანთლები, აუცილებელია რომ ერთი ნაჭერი ქადა მაინც შეჭამო, მაგრამ ეგ პროცესი არ მხიბლავდა რატომღაც არასდროს, რადგან ქადები არ მიყვარს.
თუმცა აღდგომას გვექნება უგემრიელესი ნაზუქები, თუ თქვენ არ გყავთ არავინ მთიული, ან თუნცად არ ხართ ნამყოფი და არ გაქვთ დაგემოვნებული იქაური ნაზუქი, მაშინ ჩათვალეთ, რომ ჭეშმარიტი ნაზუქის გემო არ იცით. საოცრებაა, მერწმუნეთ სრულიად განსხვავებული გემო აქვს იმისგან რასაც თბილისში ყიდიან. ნაზუქების გამოცხობაში მონაწილეობას მეც დიდი სიამოვნებით ვიღებ ხოლმე.


3 comments:
დეტკა ,დამბალ ხაჭო 1 კგ კი არ ღირს 15 ლარი 1 კვერი ღირს 10 ლარი ... აი გენაცვალე და ეგ ერთი კვერი კი 200-300 გრამია სულ ,შენიძმა არ მოდის ხო ? ძალიან კარგი გამიხარდა
ara ar მოდის, ხო მეც მიხარიაა
მმ : )) რა საინტერესო ვოიაჟი გექნებოდა წარმოვიდგინე : ) :**
Post a Comment