დასრულების შემდეგ იმ მაღაზიაში გავეშურე სადაც ჩემი კაბა მეგულებოდა და და კიდევ ერთხელ შევათალიერე, დიდი რომ მაქვს მაგიტომ თავს ვიკავებდი ყიდვისგან, არადა ნაჭერი ძალიან მომწონს. ძალიან გაზაფხულისებურია. სხვა ზომებიც არ ჰქონდათ. ამიტომაც ისევ ჩემს ადრინდელ იდეას დავუბრუნდი, რომ მკერავთან მივიტანო და მან გადააკეთოს ისე როგორც მე ვეტყვი. სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემს კაბას. გვერდებში მოვაკლებინებ 5-5 სანტიმეტრს და სიგრძესაც ცოტათი დავამოკლებ, მუხლს ქვევით მაქვს და მუხლზე მინდა რომ იდგეს ზუსტად. მე მომწონს ძალიან. ახლა ვურჩევ ამ კაბას რაიმე მომწვანო ბალეტკებს. ubranog-ზე ჩემი უსაყვარლეის ფერის ბალეტკები ვნახე, მაგრამ რათ გინდა,როგორც ყოველთვის ჩემი ზომა არ იყო. 39 დეფიციტია ხოლმე რა მანდ :| ერთ საკითხთან დაკავშირებით ეს დღეებია გამუდმებით ვფიქრობ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ვერ მივიღე, კერძოდ მინდა რომ თმა შევიჭრა ე.წ "კრისწინკა" ს სტილში, რასაკვირველია სიგრძეს უცვლელად დავტოვებ, მაგრამ რადგან თითქმის ერთი სიგრძის თმა მაქვს სულ ვერ ველევი, არადა პრობლემა იმაშია, რომ თმის შუა ნაწილში ალაგ ალაგ გაყოფილი ბოლოები გამიჩნდა, სათითაოდ ვერ დავუწყებ ამათ მოჭრას. არადა ჩეულებრივად რომ შევიჭრა თმის სტილის შეცვლას გამოიწვევს :((((.
ახლა მაქვს ასე:
1 comment:
საყვარელი პოსტია : ))
Post a Comment