May 22, 2011

გოგოშკური პიკნიკი


  • დღე-შაბათი.
  • რიცხვი-21.
  • ადგილი-მცხეთა.
  • სახელწოდება-გოგოშკური პიკნიკი.
გუშინ გოგოშკური პიკნიკი მოვაწყვეთ ქალაქგარეთ. დილა ხალისიანად დავიწყე, 10სთვის მოვწესრიგდი და ნინოსთან წავედი, რომელიც ჯერ კიდევ ლოგინში კოტრიალობდა. გარეთ ღრუბლიანი ამინდი იყო. წესით ისეთი პირი უჩანდა რომ უნდა ეწვიმა, მაგრამ თავს ვინუგეშებდით იმით, რომ არ იწვიმებდა. მოწესრიგების შემდეგ ლიკასთან ავედით სახლში, ჩავაწყვეთ საჭირო ნივთები და ვაგზლისკენ დავიძარით ხორცის საყიდლად. ეს გამყიდველები მეტად უცნაური არსებები არიან. ყველას უნდა თავისი "ტავარი" გაასაღოს, ამ მიზნით შორიდანვე გიქნევენ ხელებს, მოდი ახალი ხორცი მაქვსო. თუ მიხვალ, ნახავ ხორცს და არ იყიდი ბუზღუნს იწყეებენ, და ცდილლობენ სხვის პროდუქტს ანტირეკლამა გაუკეთონ. ერთმა კაცმა, არ იყიდოთ ხორცი იქით თორემ გადაგიყრითო :)). ბოლოს როგორც იქნა ავარჩიეთ მეტნაკლებად სასურველი სამწვადე და გადავინაცვლეთ სხვა პროდუქტების საყიდლად. ლიკა მეტად "ბაზრის ქალი" გამოდგა. აქტიურად ვაჭრობდა. შემდგომ ისევ ნინოს სახლში გადავინაცვლეთ, გავასუფთავეთ ხორცი, დავჭერით. გავრეცხეთ სხვა პროდუქტებიც და ჩავლაგდით მანქანაში. ტელევიზიასთან გაბრაზებული სახით გველოდა მარი, რომელიც ნახევარ საათზე მეტი ვაყურყუტეთ იქ. უმალვე მოვიდა თაკოც. ადგილმდებარეობა ჯერ უცნობი იყო, მამკოდა ან კოჯორი იდგა დღის წესრიგში.საბოლოოდ გადაწყდა რომ კოჯორში მივდიოდით. მაგრამ იქ მისულებს სსაშინელი წვიმა დაგვხვდა. ეტყობოდა რომ აღარასოდეს გადაღებას არ აპირებდა. დიდი ბჭობის შემდგომ გადავყვიტეთ იმ მხარეს წავსულიყავით სადაც ოდნავ მზის სხივები მაინც მოჩანდა. ჯვარზე მისულებს ისეთი სიცივე დაგვხვდა რომ მანქანიდანაც კი ვერ გადმოვედით. ჯვრის მონასტერთან მდებარე ფაცხებიც განადგურებული დაგვხვდა. მარი და თამუნა აწუწუნდდნენ, სახლში წავიდეთ და იქ შევწვათ მწვადიო. ნინო და ლიკა კი იმედს არ კარგავდნენ, რომ გამოვიდოდა ამინდი.
საბოლოოდ მოვნახეთ ძალიან ლამაზი ადგილი, სადაც დავბანაკდით. წვიმამაც ძალიან მალე გადაიღო და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.


ყველამ მოვალეობები გადაინაწილა, ნინო და ლიკა ცეცხლის ანთებას შეუდგნენ. მარიც აქტიურად იღწვოდა ამ პროცეში. მე და თაკო კი ვხმალაობდით :D ჩვენ ხომ ზარმაცი ოლეგები ვართ.

ამ დუელს გამარჯვებული არ გამოუვლენია.
დავანთეთ ცეცხლი, ალბათ ისეთი ჯოჯოხეთში რომ არის ხოლმე.

მალე ისე დდაცხა, რომ მარი მზის გამორთვას ითხოვდა. მე კი, უქმად არ გამოვიყენე ეს მზე და სპალნიკზე წამოვწექი დასაზაგრად.
ბავშვები თავიანთთვის ერთობოდნენ,
მალე ჩვენს ირგვლივ ბავშვების მთელი ხროვა გაჩნდა. ყიჟინამ დაისადგურა. თუმცა იმდენად ვიყავით გათანგულები შიმშილისგან, რომ მათთვის ყურადღება არ მიგვიქცევია დიდად.


მწვადი ძალიან გემრიელი გამოგვივიდა. ღირდა ლიკას სკამების შეწირვა ამ მწვადად.
ბოლოს იმდენად დავიღალეთ ჭამისგან რომ მოვითენთეთ და ყველა "დავეყარენით".
ლიკას დესერტად ნამცხვარი მოუნდა. ბავშვებს "შპიონი ბავშვების" ფუნქცია მივანიჭეთ და ირგვლივ რაც კი ექსკურსია იყო, ყველა სუფრიდან ხან თეფშებით ხან სალფეტკში გახვეული ნამცხვრები მოგვიტანეს. მოვაწყვეთ კონკურსი, რომელშიც ლურჯი მარშუტკის ექსკურსიის ნამცხვარმა გაიმარჯვა.

ვიცეკვეთ, მოვილხინეთ და დავასკვენით ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთ პიკნიკებზე მამაკაცების ყოფნა არანაირ საჭროებას არ წარმოადგენს, ხანდახან ისინი უბრალოდ ზედმეტი თავის ტკივილები არიან.
7საათისკენ ისევ მოიღრუბლა და წვიმა დაიწყო. ყველანი ჩავლაგდით, დავემშვიდობეთ იმ ადგილს, რომლიდანაც ულამაზესი ჯვრის მონასტერი დაგვყურებდა.

გოგოშკურმა პიკნიკმა ლიკას სახლში გადაინაცვლა. ყველანი აივანზე მოვკალათდით, ვსაუბრობდით და ლუდს ვსვამდით.
ლიკას სახლის უკან, ტელევიზიათან აქციები მიმდინარეობდა, იქაური შეძახილები აივანზე გვესმოდა.
მოგვიანებით თაკომ და მარიმ დაგვტოვეს, მე და ნინო კი 11 საათამდე ვსვამდით ლუდს. 12ის ნახევარზე მივედით მე და ნინოც სახლში და ნასვამ-დაღლილებმა პირდაპირ ლოგინისკენ ავიღეთ გეზი.
საბოლოო ჯამში კი დღე გამოდგა ფრიად სასიამოვნო.

2 comments:

maito said...

მშვენიერი პიკნიკი გქონია :) მეც მომინდა :)

პრინციპში 4 დგით ქუთაისში მივდივართ ჯგუფელები და იმედია ჩვენც ასეთ საინტერესო და მაგარ დროს გავატარებთ :)

წარმატებები შენს ბლოგს. კარგი ბლოგია :)

Taknatuna said...

ეხლა რომ დავფიქრი გაამხსენდა რომ ხუთშაბათს კიდევ ერთი მსგავსი პიკნიკობა მელის ბეთანიაში. თუმცა იქ სტუდენტის ამპლუაში ვიქნები.ძალიან მინდა ლამაზი მინდვრის ყვავილები დამხვდეს, ჰმმ მაგას ვინ ჩივის ნეტავ გვირილებით სავსე მინდორი იყოს ;((
შაბათსაც კიდევ ერთი გასვლა იგეგმება. მოკლედ აქტიური კვირა მელის <3

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment