წეღან გამახსენდა ერთი ამბავი რომელიც რამოდენიმე წლის წინ მაგრანეთში მოხდა. 
ერთ წვიმიან დღეს დეიდაშვილები (სულ9 დეიდაშვილი ვართ
), დიდი თუ პატარა ვისხედით გავარვარებული ბუხრის წინ, და თან ძველ ამბებს ვიხსენებდით, ყველა რაღაც ისტორიებს ყვებოდა.
დეიდაშვილების სრულ შემადგენლობას მხოლოდ ორი ადამიანი -ნინო-და-რეზი აკლდნენ.აარავინ არ იცოდა თუს ად იყვნენ , და ამ წვიმაში სად სველდებოდნენ და აფარებდნეn თავს. მათი ხსენებიდან რამოდენიმე წუთში გამოჩნდნენ კიდევაც.ორივე ძალიან სველი იყო, ნუ მოკლედ რომ ვთქვა გალუმპულები დაგვადგენენ თავზე. ორივეს გაღიმებული სახე ქონდა, თითქოს რაღა უხაროდა, გარშემომყოფნი გაკვირვებულები იყვნენ თუ რა ახარებდათ ასე ძალიან. რეზის ხელში თიხის ქოთანი ეჭირა.რომელიც ახალს გავდა და რაიმე სახის დაზიანებებიც არ ქონდა.მათ გვითხრეს რომ ხევში სიარულის დროს დაინახეს თიხის გარკვეული ნაწილი, იმ ადგილას მიწა რაღაცნაირად თხელი იყო და შეიძლება ძლიერმა წვიმამ ეს მიწა ჩამოშალა და გამოაჩინა AM ქოთნის ნაწილი. სახლში უკმაყოფილება წამოვიდა უფროსების მხრიდან , არ უნდა წამოგეღოთ ეგ სახლშიო და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ მეორე დღეს დაგვებრუნებინა თავის ადგილზე.
შემდეგი დღე წინა დღისგან განსხვავებული იყო , თუნდაც ამინდით, მზიანი დღე იყო, ჩიტები დანავარდობდნენ და გარშემო მათი ჟღურტული ისმოდა, ხასიათიც და განწყობას ყველას შესანიშნავი გქვონდა.ყველამ ერთად გადავწყვიტეთ რომ იმ ადგილას მივსულიყავით და ის ქოთანი თავის ადგილას დაგვებრუნებინა, სავალი ბევრი გქვონდა. გზაში ვლაპარაკობდით და ყველა ჩვენს ვარიანტებს გამოვთქვავდით , თu რა უნდოდა იმ ქოთანს იმ ადგილას. შესაძლოა ვინმეს გადაეგდო კიდეც თუმცა მიწაში ისე ლამაზად ვერ დადებდა ნამდვილად, ან შეიძლება მომტვრეული ქონოდა კიდევაც რომელიმე ადგილი თუმცა არა.როგორც იქნა იმ ადგილს მივუახლოვდით .თავდაპირველად ყველამ კარგად დავათვლიერეთ ის ადგილი, ცნობისმოყვაეობამ გვძლია და ის ადგილი ცოტათი გადმოვთხარეთ, რამოდენიმე წუთის შემდეგ სხვა ქოთნის ნატეხები ამოვიღეთ , რამაც ჩვენი ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო გაამძაფრა. ვთხრიდით დიდიხანი და სულ ქოთნის ნატეხებს ვპოულობდით, საკმაოდ ღმრად გქვონდა გათხრილი როცა პირველი კბილი ვიპოვეთ რომელიც ძალიან თეთრი იყო, თუმცა არ ვიცი ცხოველის თუ ადამიანის კბილი იყო, სულ 23 კბილი ვიპოვეთ, ასევე ძვლების ნატეხები და ბეჭედი რომელსაც სიძველისგან მწვანე ფერი ქონდა მიღებული.თავდაპირველად ყველამ ვიფქრეთ რომ ეს მართლაც რომელიმე ცხოველის კბილები და ძვლები იყო, თუმცა პასუხგაუცემელი რჩებოდა კითხვა თუ რa უნდოდა იმ ბეჭედს ან ქოთან იქ, ცხოველი რომ მომკვდარიყო ქოთანს და ბეჭედს არავინ ჩაატანდა, მაგრამ ყველამ კარგად იცის ის ფაქტი რომ დრე ადამიანს იმ ქვეყნად ცხოველსლაც აყოლებდნენ და ჭურჭელსაც. გარშემო უამრავია დამიანი გადაადგილდებოდა და ყველა ჩვენ შემოგვყურებდა, აინტერესებდათ ალბათ რას ვეძებდით იმ ადგილას. აშკარა იყო რომ ჩვენი წასვლის მერე უცილებლად მოვიდოდა ვინმე და დაზვერავდა იმ ადგილს.ორი დღის მანძილზე ვთხრიდით და ისევ ძვლების ნაწილებს და ქოთნის ნატეხებს ვპოულობდით, თავდაპირველად გადავწყვიტეთ რომ ეს ბეჭედი წამოგვეღოდ თბილისში არქეოლოგებისთვის გვენახებინა, მაგრამ უფროსების დაჟინებული თხოვნით ნაპოვნი ნივთები და ძვლების ნაწილები დავაბრუნეთ ადგილზე. ის ადგილი მიწით და ქვებით ამოვაშენეთ და სანთელიც დავანთეთ. ამის შემდეგ გამოვეცალეთ იმ ადგილს და დავბრუნდით სახლში , მთელი გზა კვლავ ჩვენს ვერსიებს ვიძახდით და ჩვენს აზრებს ვაფიქსირებდით.ჩვენ ვკითხეთ სოფლის მოხუც ხალხს თუ იცოდნენ რაიმე ამბავი ან ისტორია მათი სოფლის შესახებ, თუმცა ღრმად არავინ არაფერი იცოდა
რამოდენიმე დღის შემდეგ იმ ადგილას მოგვიწია გავლა და თვალი შევავლეთ იმ ადგილს, თუმცა რათ გინდა ის ადგილი გადმონგრეული დაგხვდა და აღარც ის ქოთანი იყო თავის ადგილას.თუმცა აშკარა იყო რომ ეს ადამიანის ნახელავი იყო.