Mar 16, 2010

ვითომ სათაური

რა ხანია აქ არ დამიპოსტავს. ალბათ უფრო იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში დიდი და ბევრი განსაკუთრებული არაფერი არ ხდება.. ყოველი დღე ჰგავს წინას. ერთი და იმავე შინაარსისაა. სულ მასწავლებლები და მასწავლებლები. მაგრამ ეს მხოლოდ სამი თვეღა გაგრძელდება, :( მაგრამ წინ ყველაზე ცხელი აგვისტო მელის. ჩემთვის განსაკუთრებით ცხელი. გაგანია პასუხების მოლოდინის გამო :(
მიუხედავად ყველაფრისა
ძალიან მიყვარს ჩემი მივიწყებული ბლოგი.
აუჰ, ყველაფერი მომენატრა. ძალიან ბევრი ადამიანი.

გუშინ ერთი მხრივ უსაშინლესი ამინდი იყო, მაგრამ მეორე მხრივ რაღაცნაირად გამისწორდა.
დილით რომ მივდიოდი უნარებზე ჩემი უბანი დატბორილი დამხვდა.






მეორე მხარეს ვერ გადახვიდოდი.კი იყო შესაძლებელი მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გატოპავდი. ერთ მოხუც ქალს ფეხი აუსრიალდა და წყალში ჩავარდა. ძალიან შემეცოდა. საღამოსკენ ცოტა მოშრა და მოძრაობაც აღდგა.

წვიმის სუნი მიყვარს უზომოდ. განსაკუთრებით ზაფხულში. მტვრიანი მიწის სუნი :წუბ: სწორედ გუშინ განვიცადე ის სიამოვნება რასაც წვიმით ზაფხულში ვიღებ. რომ დავწექი წვიმის წვეთების და ქარის ზუზუნი მესმოდა. განსაკუთრებულ განწყობაზე დამაყენა , ცოტა არ იყოს და სენტიმეტალუზეც კი. ისევ ჩემი სოფელი გამახსენდა. აი მართლა უზომოდ მომენატრა იქაურობა :(. მომენატრა მწვანე ნამიან ბალახზე ნავარდი. ირგვლივ სამარისებული სიჩუმე რომ სუფევდა და ამ ხმაურს მხოლოდ გუგულისა და სხვა ჩიტების ჟღურტული არღვევდა. იმ წითელი ვაშლების ყურებაც მომენატრა რომელიც ყველა გამომვლელს მათ მოსაწყვეტად იზიდავდა. საღამოთი კი, პატარა მინი სუფრა, რომელიც მხოლოდ არაყით და დამბალ ხაჭოთი შემოიფარგებოდა. ახალი იდეებისა და აზრების გაზიარება ერთმანეთისთვის და ძველი ამბების მოყოლაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ხნით გრძელდებოდა უდრიდა იმ სურვილის დამონატრების გაქარვებას რომელიც მთელი წელი მუდამ თან დამყვებოდა.

1 comment:

Unknown said...

ძედააააააა როგორ გამიხარდა ჩემი მოძღვნილი ფოტო და ჩემი მოლოცვის ტემპიც რომ არსებობს შენს ბლოგზე ,მიუყვარხარ

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment