Feb 18, 2010

Universal Pictures Present

რამდენიმე წლის წინ , აი მაშინ MIUSICBOX-ი რომ დაარსდა და გაიხსნა ინტერნეტ სივრცეში მათი საიტი, მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი რომელიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას MIUSICBOX- ის ფორუმის გაოფებაში, თუმცა აამასთნავე სამაგალითო ფორუმის წევრიც ვიყავი, სულ რაღაც 3-4 წელი ვიყავი ფორუმის წევრი, სადაც უამრავი კარგი მეგობარი შევიძინე. დღეს ფორუმი აღარ არსებობს თუმცა არსებობს კვლავ ის ამბები რაც ამ 3 წლის მანძილზე ხდებოდა, კერძოდ:
რიგით 215-ე სერიის გადაღების დასრულებისთანავე მარიო ჩიმარომ ქურთუკი ჩაიცვა და სახლისკენ აუჩქარა. სერიალის ყურება უნდოდა, რომელიც მუსიქბოქსის ფორუმზე გადიოდა...

რატომ მოსწონდა ეს სერიალი, თვითონაც არ იცოდა. უფრო იმიტომ, რომ აქ მთავარი გმირი ყველა იყო.


სერიალის შინაარსი ძალიან ჩახლართული იყო. ერთ-ერთი გმირი (რომელიც თავის თავს სხვებზე უკეთ იცნობს :)) ქმრად გაჰყვა ფორუმის გამოჩენლ ქალბატონს, Rose_girl-ს, თან უბრალოდ კი არ გაჰყვა (ხელის თხოვნები და რამე), არამედ Rose_girl-სა და მისი შვილის, aiwa-ს ინტრიგების ბადეში გაიხლართა.


საქმე იმაში იყო, რომ ეს გმირი, სახელად Sh@ko, ახალი ჩამოსული იყო გვატემალადან ვენესუელაში, სადაც იმპერატორად დანიშნეს (იძულებით). იმპერატორობის მოვალეობის შესრულებისას შეხვდა იგი aiwa-ს და საპასპორტე რეკვიზიტები აღდგენაში დაეხმარა. მადლობის ნიშნად aiwa-მ მას ნათლიობა შესთავაზა.


მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი დედა სულაც არ ფიქრობდა ვენესუელის იმპერატორთან ამგვარად "დანათესავებას". მას ყელში ჰქონდა ამოსული მისი მეუღლის, ცნობილი ნარკობარონისა და მეცენატის, Quco-ს მექალთანეობა. Sh@ko-ც გულრგილი არ იყო Rose_girl-ს მიმართ, თუმცა ქორწინებისაგან თავს იკავებდა... არ უნდოდა მათი ოჯახი ოჯახი დაენგრია, თან aiwa დედასაგან მალულად ცდილობდა Sh@ko ნათლიობაზე დაეყოლიებინა.


თუმცა, დედა-შვილის ფარული ბრძოლა დედის გამარჯვებით დასრულდა (დედის ინტრიგა სულ სხვაა :). ვარდის სურნელებით გაბრუებეული ვენესუელის იმპერატორი ჯერ სერენადებისა და ყვავილების ჩუქებაზე გადავიდა, ხოლო შემდეგ რომატიკულ გარემოში იქორწინეს კიდეც. ქორწილში aiwa არ გამოჩენილა... ის სახლიდან გაიქცა. Sh@ko-მ დახმარებისთვის მამამისს, Quco-ს მიმართა. მან ვენესუელის ყველაზე ბნელი კუნჭულიც კი იცოდა, ამიტომ aiwa მალე იპოვა და Sh@ko-ს PIN კოდიანად ჩააბარა.
ვენესუელის ზოოპარკს დიდი დატვირთვა ჰქონდა. აქ ტარდებოდა სრულიად საიდუმლო სხდომები კოდური სახელწოდებით "შეკრება". შერკებას თავისი რიტუალი ჰქონდა, რომელსაც ძირითადად იწყებდა ქურუმი, მეტსახელად 50 lari. მას მხარს აუბამდა მისი მარჯვენა ხელი lady bird (tikoberidze) და ინიშნებოდა სხდომა (ძირითადად, სულ ზოოპარკში :)).


50 lari (ანუ მე :D)და lady bird დები იყვნენ, მაგრამ Quco-სთვის ძმებად ითვლებოდნენ. შესაბამისად, Quco-ც დაია იყო მათთვის, სამაგალითო დაია, რომელიც მედგრად იცავდა ძამიებს ტოკიო ჰოტელის კლანის წევრების შემოტევებისგან. თავად Quco შეკრებებს არ ესწრებოდა, მაგრამ ძამიების მცველად მუდამ აგზავნიდა დონ Scorpionეს - 50 lari და lady bird-ის მეორე დაიას.


თავის მხრივ ძამიებიც არ აკლებდნენ მზრუნველობას დაია Scorpion-ს და აქა-იქ ჩასაფრებული შეყვარებული გოგოებისგან იცავდნენ, რომლებიც მრავლად იყვნენ და Scorpion-ს მოსვენებას არ აძლევნდენ... ალბათ ამის გამო იყო, რომ მუდამ ფრთხილი Scorpion-ი კედლისკენ დაწოლას ერიდებოდა, რადგან ამით გაქცევის შანსები მოულოდნელი თავდასხმის დროს მცირდება, თუმცა უფროსი ძმა Quco ხშირად ჩაგრავდა და მაინც კედლისკენ უხდებოდა დაწოლა.


ფრთხილი ცხოვრების წესის გამო Scorpion-ი ხშირად ვერ ახერხებდა თავისი დედიკოს - Anuki Simpson-ის მონახულებას და მისთვის კომპიუტერის გამართვას. არადა, ბედის უკუღმართობით, Anuki-ს კომპიუტერს C დისკის ვარიკოზული გაგანიერება დაემართა და D დისკთან შედარებით 5-ჯერ დიდი იყო. შესაბამისად, ლინკინ პარკის კონცერტები C დისკზე ჰქონდა და მათ უსაფრთხოებას დიდი კითხვის ნიშანი ეხატა.


Anuki-ს მეუღლეს, Bart-ს ხშირად არ ეცალა მისი კომპიუტერისთვის, უფრო ხშირად კი ჩხუბობდნენ, რადგან თაფლობის თვე დიდი ხნის წინ ჰქონდათ და მათ ურთიერთობაშიც, ისე როგორც ხდება ხოლმე, ბზარი შეიპარა. მას მიაჩნდა, რომ როცა მისი წინაპარი, ჰომერ სიმპსონი, უმარტივესი ცხოველიდან ჭკვიან მაიმუნამდე ვითარდებოდა გზაში შეხვდა ზოოპარკის დირექტორი, რომელიც უჭკვიანესიდან უმარტივისკენ ვითარდებოდა. ამიტომ საჭირო იყო ახალი ადგილის მოძებნა.

ვენესუელის მმართველისთვის შეხვედრების ათვლა 2-დან იწყება, რადგან როცა მისთვის პირველ შეკრებაზე იყო მისული, სიმორცხვის ბარიერი ვერ გადალახა და არავის გამოეუცნაურა... :"> საკმაო ხანს იდგა მოშორებით, მერე შავი პლაში შემოიხვია და შეხვედრის ადგილიდან გაუჩინარდა.


როგორც Sh@ko™გვპირდება: გაგრძელება იქნება

No comments:

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment