Mar 19, 2010

xappy birthday to me





ესეც ასე. უკვე 18 წელი გავიდა მას შემდეგ რაც რუსთავის სამშობიაროში დაიბადა კიდევ ერთი მტირალა და შავგვრემანი გოგონა. რომელიც იყო ბიძაშვილებში პირველი და ერთადერთი გოგო, (ბებიაჩემის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა თავისი სახელიც კი უნდოდა რომ დაერქმიათ) ხოლო დეიდაშვილებში მეექვსე, და გოგოებს მობეზრებულთ დიდი სიხარული არ გამოუწვევია. თუმცა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის იყო ეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი
. მისთვის სულ ერთი იყო გოგო ეყოლებოდა თჲ ბიჭი. რა საკვირველია დედისთვის ხომ პირველ რიგში შვილის ჯამრთელობაა მთავარი. ეს ყველაფერი დედაჩემისთვის თითქოს გუშინ იყო, მაგრამ ფაქტია რომ მას შემდეგ 18 წელი გავიდა. მიმაჩნია რომ ყველაზე ყველაზე მაგარ ასაკს მივაღწიე.

ეს ერთი დეიდაშვილის მოგონებანი:
თაკ გილოცავ დაბ დღეს ადრე :) მინდა გავიხსენო გაზაფხულის ის ლამაზი დილა როცა შენ გაჩნდი ამ ქვეყანაზე,მახსოვს რომ მითხრა დედამ რამაზის და ეყოლაო!! სიხარულისგან ეზოში გავარდი და ხელებ გაშლილი და ენა გმოყოფილი დავრბოდი,მაშინ ტექნიკა არ იყო განვითარებული ანუ მობილურები არ არსებობდა, და მეორე დღეს გავიგე სოფიო უნდა დაერქმიათ შენთვის , არ მომეწონა ეგ სახელი და ავტირდი,,,,,,,,,,,,,,,,,,, მერე გვიგე რომ რახან სხვა სახელი ვერ შეგირჩიეს დედაშენმა მოგცა სახელი თავისი -თამარი მამამ კი გვარი გოგოლაშვილი ამიტომ გჯეროდეს რომ მათი ნამდვილი შვილი ხარ !!!.მერე მახსოვს რომ მიგიყვენეს სახლში გაგიწუნა ეს ბავშვი არა კაი ოო:) მოკლედ მერე მახსოვს რომ მსუქანა და საყვარელი გოჩუნე იყავი , 4 ჯერ გამივარდი ხელიდან ბალღობის დროს(დედაშენს არ უთხრა) მიყვარხარ ძალინ და შენ იცი ეს შენ !!!!




ეს კი მეორე დეიდაშვილის დახასიათება:
თაკლი მაგარი მსუქანი და აუტანელი ბავშვი იყავი მაგარი არ მევასებოდი და ჭორიკანა კიდევ კაია ეგ ყველაფერი წარსულში რომ დარჩა ...
ჩემი დეიდაშვილის თქმის არ იყოს და მართლა მადლობა ღმერთს რომ ეგ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. მადლობა ღმერთს რომ არც მსუქანი ვარ არც მაბეზღარა და არც ჭორიკანა.


მეც მინდა მივულოცო ჩემს თავს: გილოცავ დაბადების დღეს. პირველრიგში ჯამრთელობას და შემდგომ უფასოზე ჩაბარებას გისურვებ , მიყვარხარ ჩემო თავო.
მადლობა ყველას ვინც დაბ დღე მომილოცა (ჰუგ)

No comments:

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment