Showing posts with label წითელი. Show all posts
Showing posts with label წითელი. Show all posts

Dec 17, 2009

კრიტიკული დღეები

ეს დღეებია ყოველ საღამოს, კომპთან დაჯდომისას, ცოტაოდენ ღვინოს შევექცევი ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ღვინოს ვერ ვიტან ეს სისხლივით წითელი ღვინო წამალივით მეამება ხოლმე.
განსაკუთრებით მაშინ როცა ჩემს თავთან მარტო ვრჩები. აი მაშინ ყველაზე ცუდად არის საქმე. მაშინ უკვე სიცოცხლის ელექსირად იქცევა, ოჰ ისე ვლაპარაკობ თითქოს ჩამოყალიბებული ლოთი ვიყო, რომელსაც სასმელის გარეშე გაძლება არ შეუძლია.
აი ეხლაც , კვლავ ღვინით შეიარაღებული ვარ.
დღეს თითქოს ყველა აზრი ერთმანეთში აირია. ერთმანეთს შეერწყა, ჩემს გონებას აღარ ძალუძს მათი განცალკევება ერთმანეთისგან. თითქოს ყველა ის პრობლემაც დამავიწყდა, რომელზეც ჯერ კიდევ გუშინ გაღვიძებისას მომენტალურად ტირილი ამიტყდა, ალბათ ყველაფერ იმ წყეულის ბრალია. მთელი დღეა ჩემს თავს კითხვას ვუსმევ,
-”და მაინც რატომ?”
მაგრამ ამაზე ჩემს შინაგან მესაც არ აქვს პასუხი,არ ვ
იცით არც ერთმა,ეს მხოლოდ მან იცის... ის კი დადუმებულია იმ მყინვარივით, რომელიც ცივია - როგორც უკვდავება და ჩუმია - როგორც განცხრომა.
ამ ყველაფერმა თითქოს ჩემში ერთი ნახევარი ჩაკლა, მაგრამ მეორე ნახევარი კვლავ ცოცხალია, კვლავ აფორიაქებულია. აი ისეთია, როგორც თერგი რომელიც ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავია.
ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ვგრძნობ ჩემში ორი ”მე”-ს ურთიერთბრძოლას, გამარჯვებული კი არც ერთი არ არის.

ეს ყველაფერი კრიტიკულ დღეებს ჰგავს, ხო ალბათ არის კიდევაც ოღონდ მხოლოდ ჩემი სულისთვის.

თავს ისე ვგრძნობ თითქოს უფსკრულის პირას ვიდგე და ნაბიჯის გადადგმას ვლამობდე, მაგრამ ნაწილობრივ მეშინია, ვაი თუ ავცდე იმ გზას რომელიც ჩემი გასავლელია დიდიხნის მანძილზე. ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო და ორივე ”მემ” ამ სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვოთ.