Showing posts with label პასუხისმგებლობა. Show all posts
Showing posts with label პასუხისმგებლობა. Show all posts

Dec 14, 2009

დაუდევარი მძღოლები

ავარიისგან არავინ არის დაზღვეული, თუნდ ის ვეტერანი მძღოლი იყოს,მაგრამსაშინელებააა ყოველივე ის რაც ხშირად მძღოლებს ემართებათ. საუბარია ავტო ავარიებზე, რომელიც თითქმის მთელი დღის მანძილზე უამრავი ხდება, მიზეზად კი ხშირად ან ისინი ან ქვეითი ადამიანები გვევლინებიან.მართავდე მანქანას სულაც არაა ადვილი, უპიველეს ყოვლისა უმეტეს წილად პასუხისმგებლობა შენ გეკისრება. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს ის წესებიც რომელსაც ხშირად არღვევენ , და რაც ასევე ადამიანის დაღუპვის მიზეზი ხდება, ასე მაგალითად გარკვეულ ტერიოტორიაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა, ან ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა. ან თუნდაც ის რომ ხშირად შუა ქუჩაში მოინდომებენ ხოლმე დრიფტაობას, რაც ასევე საუბედუროდ კრახით მთავრდება.
რამოდენიმე კვირის წინ დაიღუპა 19 წლის გოგონა, რომელიც ნაგვის მანქანამ იმსხვერპლა, დილით დედის დასახვედრად გასულს ფეხსაცმლის ქუსლი გაეჭედა კანალიზაციის მილის კლეტკაში , ამ დროს კი მანქანა მოუახლოვდა რომლის მძღოლიც სადღაც შტატებში იყურებოდა, ის გოგო არც კი დაუნახია , ჯერ ფეხებზე გადაუარა, და თავის ქალასაც ნახევრად გადაურა , :(იგი ადგილზევე დაიღუპა.მძღოლიც დაიჭირეს.
მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს, თუმცა ეს მიზეზები შემცირდება თუ უფრო მობილიზებულები ვიქნებით საჭესთან, ამით ჩვენს მანქანებსაც გადავარჩენთ ჩვენს სიცოცხლესაც და ასევე სხვისასაც.
http://farm3.static.flickr.com/2528/3697828542_a65b334c54.jpg