Dec 12, 2009

მინდოდა მენატრებოდა

მინდოდა მენატრებოდა და გავაკეთე კიდეც. და შედეგიც სახეზეა, თუმცა შედეგს ცოტა მოგვიანებით განახებთ,

ცოტა ხელები მოვიქავე დაა ამოვქარგე hello kitty, საქარგავი ნემსი და რაღაცეები მეზობელს ვეთხოვე ჩემი ვერ ვიპოვე წუხელის შუაღამემდე ვქარგავდი დადილით თვალები არ მქონდა გახელილი რომ უკვე ხელთ ნემსი და მძივები მეჭირა, და აი წეღან დავასრულე. მომიწონა ყველამ.


მემგონი დანმდვილად ჰგავს კიტის მომწონს ძალიან ძალიან,

დღეს ერთ რამეს მივხვდი ,


როდესაც ბაზარში ყიდულობ რაიმე სახის პროდუქტს, გამყიდველს უნდა დაააფიცო შვილი, ქმარი, ცოლი, შვილიშვილი, დედა მამა და მოკლედ რომ ვთქვათ მთელი სანათესაო, თუ ის თვალებში გიყურებთ და მომღიმარი სახით გელაპარაკებათ, ესეიგი პროდუქტი მართლაც ხარისხიანია. მაგრამ თუ მხოლოდ იზახის რომ კარგია გეფიცები ყველაფერსო ესეიგი არ ვარგა, ასე მოხდა მჭადის ფქვილი ყიდვის დროსაც :D ჯერ ერთმა თქვა ძალიან კარგიაო ესაო ისაო, და შედეგად ნაგავი აღმოჩნდა პროდუქტი, მეორე კი ერთი საათი მოსთქვამდა თუ რაოდენ გემრიელი იყო ამ ფქვილისგან გამომცხვარი მჭადი. შედეგის სესამოწმებლად კი დავფაცურდი სამზარეულოში და მჭადი გამოვაცხვე თავის ყველთან ერთად (+პომიდორიც უხდება ისე) უგემრიელესი იყო. DSC00016 უფრო მეტად დაბრაწული იყო, იტყუება ეს სურათი, ხო ყველიც მჭადს შიგნით აქვს შუაში. ჰოდა ასე :P

2 comments:

ნათია said...

როგორ გააკეტე ????

Taknatuna said...

ნათი, კანვაზე ამოვქარგე მძივებით,

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment