ძალიან დიდი ხანია მინდა პრავის აღება. ამისათის ხან ინტერნეტიდან ვსწავლობდი, ხან წიგნიდან, თუმცა საბოლოო ჯამში თავი ვერ მოვაბი სწავლას, ალბათ უფრო იმიტომ რომ მოტივაცია არ მქონდა სათანადოდ, თან არ მინდოდა უბრალოდ დამეზეპირებინა ბილეთები, რადგან ვთვლი, რომ გააზრებულად როდესაც სწავლობ უფრო მარტივად გამახსოვრდება და თან კითხვებიც აღარ გექნება თუ რატომ არის ის პასუხი სწორი და რატომ არასწორი...
ჯერ კიდევ აპრილში გადავწყვიტე რომელიმე ავტოსკოლაში ჩავწერილიყავი,ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია, რადგან ყველაზე ახლოს ჩემს სამსახურთან ილოს ავტოსკოლა იყო. მაისის შუა რიცხვებში დამირეკეს რომ ჯგუფი შეივსო და შეგვეძლო მეცადინეობის დაწყება.
ყველაზე მძიმე თვე იყო, იმიტომ რომ სახლიდან 8ის ნახევარზე მიწევდა გასვლა და სულ გადარბენებზე ვიყავი. თუმცა ამ ერთმა თვემ ძალიან მალე გაიარა, ხშირად სამსახურში ვმეცადინეობდი, მემუქრებოდნენ წიგნის დახევითაც თუმცა მაინც ჩემსას არ ვიშლიდი.
15 ივნისს გადავწყვიტე პრავაზე გასვლა. დილით ავედი რუსთავის საპატრულოში, არ ვნერვიულობდი დიდად თუმცა შინაგანი ღელვა მქონდა.
თავდაპირველად გადავიხადე ლიბერთი ბანკში 16 ლარი რადგან სტუდენტი ვიყავი, ჩავაბარე საბუთები და ჩემი რიგის მოსვლას დაველოდე... დაახლოებით 30 წუთის შემდგომ ჩემი გვარი ამოიკითხეს და შევედი თეორიის ჩასაბარებელ ოთხაში. ხელი ისე მიკანკალებდა მეშინოდა შეცდომით არ დამეჭირა :d ზუსტად 2 წუთსადა 40 წამში 30დან 30 კითხვას ვუპასუხე და გახარებული გავემართე პრაქტიკის ჩასაბარებელ ადგილას.
იქაც ასევე ჩავაბარე პირადობა და ჩემს რიგს დაველოდე, თან ვაკვირდებოდი ვინ როგორ აკეთებდა და რა შეცდომებს უშვებდნენ. ძალიან ბევრი ტვინიკოსა უაზროდ მიედ-მოედებოდა და ერთი სული მქონდა მოვშორებოდი მათ.
დაახლოებით 45 წუთში ჩემი ჯერიც დადგა. თავდაპირველად მოვირგე სკამი , სარკეები გავისწორე, ღვედი შევიკარი და დავძარი მანქანა. ვცდილობდი თავშიი გამეაზრებინა რა როგორ უნდა გამეკეთებინა. თავიდანვე ვთხოვე რომ მესამე ან მეოთხე გარაჟში ჩამეყენებინა. პირველი მანევრი იდეალურად შევასრულე, თუმცა დაბნეულობისგან როდესაც ჩავაყენე "რუჩნოი" ამოვწიე და ამის გამო 15 ქულა დამაკლო, ზიგზაგი, ჩიხი, რვიანი უშეცდომოდ გავაკეთე. აღმართის ჯერიც დადგა, უკვე მეგონა რომ ჩაბარებული მქონდა თუმცა ჩემი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. აღმართზე ავიყვანე და როდესაც გავაჩერე "რუჩნოი" ამოვწიე , თუმცა ბულომდე არ ყოფილა ამოწეული დაქულები კვლავ დამაკლო. ჩემი პირველი მცდელობა იქ დასრულდა. ცოტა გულდაწყვეტილი წამოვედი თუმცა მაინც მიხაროდა რომ თეორია მოშორებული მქონდა.
ზუსტად ერთ კვირაში ისევ იმავე ადგილზე მივედი და წინა პრაქტიკის შეცდომები გავითვალისწინე. მეორე მცდელობაზე ყველაფერი იდეალურად გამომივიდა. აღმართიც კარგად დავძლიე და პარკირების ადგილისკენ დავიძარი. როცა მივედი იქ, რიგში მყოფ ხალხს შევხედე, რომლებიც ალბათ ლაპარაკობდნენ თუ ჩავაბარებდი , თუმცა გულში გულიანად გავლანძღე და გავაგრძელე ჩემი საქმე:d პარკირებაც ძალიან კარგად დავძლიე და როდესაც მითხრა კომპიუტერმა რომ წარმატებით ჩავაბარე ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. კიბეები როგორ ავიარე არც მახსოვს, მგონი სიხარულისგან მივფრინავდი, მთელი კვირა აჟიტირებული ვიყავი. ძალიან მეამაყებოდა და იმ წუთას ზედმეტად მიყვარდა ჩემი თავი :D
მოკლედ, მთავარია მონდომება, მოტივაცია და შეუძლებელი არაფერია. ამაში უკვე ბევრჯერ დავრწმუნდი.
2013 წლის გეგმებს თითქმი 100% ით ვასრულებ. ძალიან მახარებს ეს ფაქტი



No comments:
Post a Comment