ბოლო კვირის მანძილზე ნაადრევად დავიწყე საახალწლო საჩუქრების დარიგება, რომ ვყიდულობდი ბავშვებისთვის ვეღარ ვითმენდი 31მდე და იმავე დღეს ვაძლევდი საჩუქარს. მერე ისენიც მჩუქნიდნენ და აი ასე ვიქმნიდით საახალწლო განწყობას <3.
ძალიან საყვარლობა საჩუქრები მივიღე:
![]() |
| ძალიან თბილი ხელთათმანები ელოსგან |
![]() |
| ნეონის ქამარი ნინოსგან |
შავი ძალიან საყვარელი იუბკა მაჩუქა ასევე ელომ, რომელიც ჩემს ჩექმებს ძალიან უხდება, და მეორე ნინომ სასაცილო და საყვარელი ყელსაბამი. ძალიან დიდი მადლობა მათ <3.
რამდენიმე დღის წინ ხელფასის დარიცხვის თანავე სამსახურის მერე თბილისი მოლში ამოვყავი თავი და დაუგეგმავი შოფინგი მოვიწყვე. ძალიან აზარტული ყოფილია შოფინგობა უნდა გამოტვყდე. იმდენი რამ მომეწონა <3. ბოლოს სანამ თანხის ლიმიტი არ ამოიწურა იქამდე არ გავჩერდი. :D რამდენიმე რაღაც ჩემს ძმასაც ვაყიდინე და ისეთი ბედნიერი წამოვედი იქიდან. ერთი გულდასაწყვეტობა ის იყო რომ მეორე დღიდან ჩემებისთვის გზის ფულის თხოვნა მომიწევდა, მაგრამ პრემიების დარიცხვამ ისე გამახარააა <3 მარტო 2 დღე ვიარე მათ ხარჯზე :D
2012 წელმა მალე გაიარა. ჩემს თავს ვატყობ რომ ძალიან გავიზარდე ამ ბოლო 1 წლის მანძილზე, სამსახურმა ბევრი რამ მასწავლა, ბევრი თვისება შემიცვალა, ადამიანებთან სხვაგვარად მიდგომა ვისწავლე და ა.შ. საშალება მომეცა ჩემი ოცნებების რეალიზაცია მოვახდინო და ასეც არის. 2012 ში ვიყიდე ლეპტოპი <3 ჩემი საყვარელი გოგო ჩემთანაა. 2013 წელს ჩემი მანქანის ჯერია, დიდი იმედი მაქვს რომ მარტ -აპრილში სიხარულით მოგახსენებთ რომ მე უკვე ჩემი პატარა სახლი მექნება. 1 წლის მანძილზე მანქანის ფულის მოგროვების გამო ბევრ რამეზე ვთქვი უარი და ახლა იმდენი რამ მაქვს გასაკეთებელი რომ მინდა ეს იდეაც მალე განვახორციელო <3.
ზაფხულში კი ქენონ 600 დ-ს დროც მოვა.
მოკლედ საინტერესო 2013 წელი მელის წინ და მინდა ყველას მოგილოცოთ ახალი წელი და ასევე საინტერესო, იღბლიანი და მრავალფეროვანი წელი გისურვოთ <3 <3 <3



No comments:
Post a Comment