2012
ჩვენ თანამშრომლებმა, წასვლის წინ მოვილაპარაკეთ რომ ჯერ სახლებში შევხვდებოდით ახალ წელს, შემდგომ კი პეროვსკაიაზე გავაგრძელებდით აღნიშვნას. უნდა ავღნიშნო ისიც, რომ წლის გაყიდვები დავასრულე მე. მაღაზიის დაკეტვის მერე მაინც მოდიოდა ხალხი, ჰმმ გამებრაზა ძალიან, ან სახლში საქმე არ გაქვს ან ის ან ის. საბოლოოოდ ერთმა თავი შეგვაცოდა და mp3 გავუფორმე. ამის შემდეგ მე და ნინო წამოვედით მასთან, სადაც ვარდო გემრილი საჭმელების მომზადების პროცესში იყო. ჰმმ 2011 წელი დავასრულე ყოჩაღ ოლგეურად, მთელი მომტვერსასრუტებით და 2012 წელს ხინკლის ამოღების პროცესში შევხვდი. ანუ "21 ნაოჭიანი" წელი მექნება, ანუ უფრო ფილოსოფიურად რომ ავხსნა ხინკლის ყველა ნაოჭი ერთი შეხედვით ერთნაირია, თუმცა რეალურად განსხვავებული. ასეა ჩვენი ცხოვრებაც.
ახალი წლის შეხვედრის შემდგომ ჩემი დიდი ხნის ოცნება ავიხდინე, სულ მიდნდოა ახალ წელს მენახა ჩემი უძალიანსაყვარლესი ფილმი, ბრიჯიტ ჯონსის დღიურები. იმდენად მიყვარს ეგ ფილმი, იმდენად, რომ რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებ. შუა ყურებაში ჩამეძინა და როგორც ნინო იტყოდა "მადლობას ვუხდი ჩემს სამსახურს იმისთვის რომ სუფრაზე დამეძინა".
 |
| 2012 წლის 1 ფოტო | |
მინდა რომ 2012 წელი რადიკალურად განსხვავებული იყოს 2011ისგან, ის რამაც გზა უნდა გამიკვალოს ცხოვრებაში უკვე მიღწეულია ასე ვიტყოდი მე, დანარჩენი კი უკვე ჩემზეა დამოკიდებული. ვისურვებდი რომ 2012 წელს ღმერთმა +ბევრი იღბლით დამაჯილდოვოს.
2012 წელს ვაპირებ:
1. ლეპტოპის ყიდვას
2. პრავის აღებას. (ეს შარშანაც მინდოდა, მაგრამ წელს უეჭველად)
3. მანქანისთვის ფულის მოგროვებას.
4.ბევრ ლაშქრობებს.
5. bungee jumping`-ს
6.პარალანით ხტომას.
და რაც ყველაზე მთვარია,
7. ბედნიერად ცხოვრებას.
 |
| მმმ, ასეთ განწყობაზე ვარ |
 |
| OK ballons |
No comments:
Post a Comment