Jan 1, 2012

2011დან 2012 მდე

 ვა, 1 წელია უკვე აქ არ დამიპოსტავს. ანუ გამოდის 2012 წლის პირველი პოსტია ეს. ხოდა ძალიანაც კარგი. ძალიან ბევრი სათქმელი და მოსაყოლი დამიგროვდა ამ ხნის მანძილზე.  ჩემი მე ვეღარ იტევს ამდენ რამეს, ამიტომ ცოტ-ცოტა ამბებს ბლოგსაც გავუყოფ.  ისე ძალიან მომენატრააა. ძალიან განვიცდი ხოლმე უბლოგობას, თუმცა უახლოესი 1 თვის მანძილზე ეს დანამდვილებით ვიცი რომ აღარ მოხდება.
 მშვენიერ განწყობაზე ვარ, ამდენი ახალი წლისეული ყიჟინის მიუხედავად. ერთდერთი რასაც ვისურვებდი გულით არის ის, რომ ახალი წლის აღნიშვნა 2 დღეზე მეტხანს არ უნდა ხდებოდეს. დაე მხოლოდ ოცნებად დამრჩება ალბათ ეს ყოველივე. 
ეს არ იყო ის ახალი წელი, რომლის მოსვლასაც სულმოუთმენლად ველოდებოდი. პირიქით, რაღაც ჩვეულებრივი დღე არის ჩემთვის, რომელთანაც პირველ რიგში უამრავი საჭმელი და ღიპიანი კაცები ასოცირდება.
მაგრამ ყველაზე მეგობრული და ემოციებით დატვირთული ახალი წელი ალბათ ამ ხნის მანძილზე გუშინ მქონდა. 

დავიწყოთ იქიდან რომ გუშინდელი დღიდან 1 თვით გამოვეთიშე ჩემს სამუშაოს, რადგან ჩვენი OK კიდევ ერთ მაღაზიას ხსნის, რის გამოც მთელი რიგი რეორგანიზაციები მიმდინარეობს, გამომდინარე იქიდანაც, რომ მე დროებითი კადრის სტატუსი მქონდა ახლა ერთი თვე დავისვენებ და თებერვლიდან სრულფასოვანი თანამშრომლის სტატუსით დავუბრუნდები მაღაზიას. 
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არდადეგებები მეწყება, და თებერვალში 1 სექტემბრის მსგავსი პონტი მექნება.  არადა მართლა ძალიან მაგარი ერთი თვე მქონდა. ძალიან ბევრი ახალი ნაცნობით და საინტერესო დღეებით.  ისე შევეჩვიე ყველას. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს უკვე დიდი ხნის მეგობრები ვართ ჩვენ ყველანი.  ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი დღე გვქონდა გუშინ. 
დავიწყოთ იქიდან, რომ ყველას გვეგონა მაღაზიაში კაციშვილის ჭაჭანება არ იქნებოდა, თავიდან მართლაც ასე იყო, თუმცა შემდგომ იმდენად შეიცვალა სიტუაცია, რომ იქაურობა ისეთმა ხმაურმა მოიცვა, როგორიც ბაზარშია ხოლმე. 13 ადამიანს არ სძალუძს ერთდროულად მოემსახუროს 50ზე მეტ ადამიანს, შესაბამისად  რიგს უნდა იკავებდნენ ადამიანები, რომ სრულიად ხარისხიანი კონსულტაცია ჩაუტარო და შემდგომ არ მოდიოდნენ თუნდაც  უკმაყოფილები, რომ იცით რა მე ეს ვერ გავიგე და ა.შ. თუმცა ჩვენთან ხომ ყველას უნდა რომ პირველი მას მოემსახურონ და რიგის დაცვაც ავიწყდებათ. 
ამ ხნის მანძილზე ბევრ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა, ზოგმა სახელით დამიმახსოვრა, ზოგმა გარეგნულად. სასიამოვნოა ის თუ როგორ გაქებენ და როგორ მოსწონხარ მათ. სასიამოვნოა ისიც, რომ 2-3 კვირის მერე შენი სახელი ისევ ახსოვთ და სახელით მოგმართავენ.
გუშინ მომხმარებლების მოსვლას ვერ ავუდიოდით, თჲმცა საბოლოო ჯამში ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. წლის ვაჭრობა დავხურე მე, მას მერე რაც დახურვიდან 2 საათის მერე ადამიანი გვეხვეწებოდა შემომიშვით, საჩუქრად მინდა mp3ის ყიდვა. 
 ახალწლამდე რამდენიმე დღით ადრე მოვაწყვეთ კენჭის ყრა, სადაც ჩვენი სახელები ეწერა ფურცლებზე და ვისაც ვინ შეხვდებოდა, იმისთვის ახალ წელს რაიმე უნდა ეჩუქებინა.  მეც სიამოვნებით ჩავერთე ამ პროცესში. შემხვდა ერთი ადამიანი, რომელიც დღის მანძილზე ხელიდან წიგნს არ უშვებს, შესაბამისად მისთვის საუკეთესო საჩუქარი წიგნი იქნებოდა ალბათ. როგორც შემდგომ სურდა რომ წიგნი ეჩუქათ და მოვიქეცი ასეც, ვაჩუქე უძალიან მაგრესი წიგნი ტიპი მეზობელი საფლავიდან, რომელიც კიდევ ერთხელ წავიკიტხე და თავიდან მივიღე კითხვის სიამოვნება. ძალიან ლამაზად შევფუთე, იმედია გამიზიარებს შთაბეჭდილებას.  მეკი, Fლეშკაზე ვიყავი ჩახვეული, მეთქი ვისაც ამოვუვედი ეს მაჩუქეთ თქო, :D  მადლობა ნიკას რომ გაითვალისწინა ჩემი სურვილი და მაჩუქა ის რაც გულით მინდოდა.

ეს საჩუქრების გადაცემის პროცესი საკმაოდ საინტერესო იყო, ვაცხადებდით ვის ვინ ამოუვიდა, და შემდგომ ვჩუქნიდით. ძალიან ვიხალისეთ. 

რასაკვირველია ღვინოც გავხსენით, რომელიც OK ეიმ გვაჩუქა, და რუსთავი 2სათვის ჩამოსხმული ღვინო საიდან მოხვდა ნეტავ ჩვენთან :D.   
 ბოლოს ჩვენი მუსიკის ფონებზე გარეთ გავედით, ვიცეკვეთ ვიყვირეთ, მივულოცეთ ხალხს დამდეგი ახალი წელი და ერთმანეთს ერთი წლით დავემშვიდობეთ... to be continue

No comments:

Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com

Post a Comment