Oct 1, 2011

ეს არც ისე ძნელი ყოფილა

    წინა პოსტებში ავღნიშნე, რომ მაღალ ქუსლიანებით აქტიურად მოძრაობას ვიწყებდი, და ასეც მოხდა.ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ არც თუ ისე მარტივია სიარული მაღალქუსლიანებით და თან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქუსლი ძალიან წვრილი აქვს ფეხსაცმელს. 


   დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემთვის ლამაზი ფეხსაცმელი ასოცირდება წვრილ ქუსლთან. არ მომწონს მორივით დიდი ქუსლი რომ აქვს ხოლმე ფეხსაცმელს, ძალიან უშნოდ მიმაჩნია. წვრილი ქუსლი კი გაცილებით დახვეწილია,  ასევე უფრო მარტივად ერგება კლასიკურ სტილსაც და სპორტულსაც. 
  
ასე რომ ბევრი + ჩემგან ე.წ "შპილკებს".

თავიდან ცოტა არ იყოს და მეშინოდა, რომ კრახი არ განმეცადა შუა ქუჩაში, ფეხი არ გადამტრიალებოდა, არ წავქეულიყავი და ა.შ 
   ფიქრებში ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ ვეცემოდი, და სხვები როგორ დამცინოდნენ, მერე კი ფორუმის ბრბოში როგორ ხდებოდა ჩემი გაკრიტიკება, თუ სიარული არ იცის რაღას დადის მაღლებითო, 


მაგრამ მათ ერთი გარემოება ავიწყდებათ, თუ პრაქტიკა არ მიიღე ისე ვერასდროს ისწავლი ვერაფერს, პრაქტიკას კი მხოლოდ სახლში  სწორ პარკეტზე სიარულით ვერ მიიღებ.  

 მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ეზოში ასფალტია დაგებული, მაინც იმდენად ოღრო-ჩოღროებია, რომ მაღლებით კი არა კეტებით ძლივს დავდივარ :D  მაგრამ საბედნიეროდ ჩემმა სურვილმა გაამართლა, აგერ უკვე ამაყად დავტანტალებ +14 სანტიმეტრით.  არანაირი ფეხის გადაბრუნება, არანაირი გადმოვარდა და ა.შ 
ჰმმ, ნასვამზეც კი გამოვცადე ამას წინათ ჩემი თავი, და მინდა გითხრათ რომ ძალიან დინჯად მივაბიჯებდი,  ლუდის გარკვეულმა დოზამაც კი არ შემაშინა :D

  სიმართლე გითხრათ ამ ყველაფერში ძალიან დამეხმარა ინტერნეტში მოძებნილი რჩევები, 
მოკლედ, მეც გირჩევთ, იმისათვის რომ იაროთ მარტივად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით გაითვალისწინეთ შემდგომი:

  • სიარულის დროს მუხლებს ნუ მოხრით, 
  • გასწორდით ბეჭებში,
  • უყურეთ გზას:D
  • იარეთ პატარა ნაბიჯებით,
  • იყავით თავდაჯერებული.
  • გახსოვდეთ ისიც, რომ მაღლებზე თქვენ უფრო ელეგანტურად გამოიყურებით.